ხილული შესაქმის შესახებ
თვით ჩვენმა ღმერთმა, სამებაში და ერთებაში დიდებისმეტყველებულმა „შექმნა ცა და მიწა, და ყოველივე მათ შორის“ (ფს. 145,6). მან მოიყვანა არარსებობიდან არსებობაში ყოვლიერება; ერთნი - არა წინასწარარსებული ნივთისგან, როგორებიცაა ცა, მიწა, ჰაერი, ცეცხლი, წყალი; მეორენი - მათგან, რაც მან შექმნა; ასეთებია ცხოველები, მცენარეები, თესლები, რომლებიც მიწისგან, წყლისგან, ჰაერისგან და ცეცხლისგან შეიქმნენ დამბადებლის ბრძანებით.
წინა თავი |