ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ვლადიმირის“ ხატი

ხსენება - 23.06 (ძვ.სტ.)

„ვლადიმირის“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ევედრებიან უცხოტომელთა შემოსევისას, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისათვის, ერესებისა და სქიზმებისაგან დასახსნელად, მოშუღართა შესარიგებლად, სამშობლოს დაცვისათვის.

ვლადიმირის ხატის დღესასწაული წელიწადში სამჯერ აღინიშნება. გადმოცემის მიხედვით ხატი ლუკა მახარებელმა დაწერა იმ მაგიდის დაფაზე, რომელზედაც მაცხოვარი ყოვლადწმიდა დედასთან ერთად და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. ხატი ღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა და მადლმოსილმა ავტორმა იგი ყოვლადწმინდა ქალწულს მიუტანა. როდესაც თავისი გამოსახულება იხილა ხატზე, ღვთისმშობელმა წინასწარმეტყველური სიტყვები გაიმეორა: „ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“ და დაამატა: „მადლი ჩემი და ჩემგან შობილისა ძისა იქმნას ხატსა ამას ზედაო“. ხატის ასლები მრავალ ქვეყანაში სასწაულებით განდიდდა.

 

ტროპარი, ხმა 4

ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღვთივდაცული ერი ჩუენი, დედუფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჰოჲ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღვთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა იჴსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტეანეთანი და უვნებლად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იჴსნენ სულნი ჩუენნი, ვითარცა კაცთმოყვარე არს.

ლოცვა 1

ვისა უგალობდეთ ღვთისმშობელო, ვისა მიმართ ვჴმობდეთ ჟამსა მწუხარებისა ჩუენისასა, თჳნიერ შენსა, დედუფალო ზეცათაო, ვინ სადა ცრემლნი და სულთქმანი ჩუენი შეისმინოს თჳნიერ შენსა, ყოვლადუჴრწნელო, სასოო ქრისტიანეთაო და ნავსაყუდელო ცოდვასა შინა გუემულთაო, ვინა სადა აღემატოს მოწყალებათა შენთა, მოჰყავ ყური შენი, დედუფალო, ჩუენთა ცოდვილთა მომართ, დედაო ღვთისა ჩუენისაო და ნუ უგულებელსმყოფ, რომელნი მწედ გიხმობთ: შეისმინე სულთქმანი ჩუენნი, განგვამტკიცენ ცოდვილნი ესე, განმსწავლენ ყოველნი და გულისჴმისყოფაჲ კეთილთაჲ მომმადლენ დედუფალო ზეცითასაო და ნუ განმეშორები მონათა ამათ შენთა ცოდვათა ჩუენთათჳს, არამედ მექმენ ჩუენ მშობელ და შუამდგომელ და ღირს მყვენ საფარველსა მოწყალებისასა ძისა შენისა, განაგე ჩუენ ზედა ნებაჲ, შენი, ვითარცა თჳთ უწყი, მშვიდობითსა და უვნებელსა ცხორებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე, რაჲთა ვგოდებთ ცოდვათა ჩუენთა ზედა და შენთანა ვიხარებდეთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

ჰოჲ ყოვლადმოწყალეო ღვთისმშობელო დედუფალო ზეცისაო, მეოხო ყოვლადძლიერო, ურცხვენელო შუამდგომელო ჩუენო, გმადლობთ შენ ყოველთა ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელი ჰქმენ ერისა შენისათვის წმიდისა ხატისა შენისა მიერ ვიდრე მოაქჟამამდე. და აწცა მოიხილე ჩუენ ცოდვილთა და უხმართა მონათა შენთა ზედა, დედუფალო ყოვლადსახიერო, გვიჩუენენ მოწყალებაჲ შენი და ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა განგვათავისუფლოს ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა და დაიცვას ყოველნი ქალაქნი და სოფელნი და ყოველი ქუეყანაჲ ჩუენი სიყმილისაგან, სვრისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსვლათაგან მტერთასა და ტომითისი ბრძოლისაგან. ევედრე კეთილდღეობითი და მშვიდობიანი ცხოვრებისათვის მართლმადიდებელ ქრისტეანეთათვის ყოველსა კეთილსა შინა და ცხოვნებისათვის რაჲთა ღირსებით ჰმწყსიდნენ ქრისტესმოყუარეჲ მხედრობაჲ ერისა ჩუენისა, მხედრობისა მთავართა და ერისმთავართა მოანიჭე სული განბრჭობისა და გონიერებისა ყოველსა მთავრობასა შინა მყოფსა გარდამოუვლინე წმიდაჲ კურთხევაჲ შენი და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისიანეთა, თაყუანისმცემელთა შენთა და მვედრებელთა წინაშე აღმადგინებელისა ხატისა შენისათა. გვექმენ ჩუენ შუამდგომელ და მეოხ წინაშე საყდრისა მაღლისაჲთა, რომლისა წინაშე წარდგომილ ვართ. ვისა მიმართ მოვილტვოდეთ, უკეთუ არა შენდა მომართ, დედუფალო, ვისა მიმართ შევსწირვიდეთ ცრემლთა და სულისთქმათა ჩუენთა, უკუეთუ არა შენდა მომართ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელოა არა გვივის სხვაჲ შეწევნაჲ, არცა სასოჲ, თვინიერ შენსა, დედუფალო ზეცითასაო. საფარველისა შენისა ქუეშე მოვილტვით, ლოცვითა შენითა გვითხოვე ჩუენ მშვიდობაჲ, სიმრთელეჲ, ქუეყანისა ნაყოფიერებაჲ, კეთილშეზავებულებაჲ ჰაერისა, გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან და მწუხარებათაგან ყოველთა, ყოველთა უძლურებათა და სნეულებათაგან, მოულოდნელისაგან სიკუდილისა და ყოვლისაგან განბოროტებისაგან მტერისა. განგვიხვენ ჩუენ გონებაჲ და განგვსწავლენ ჩუენ, ჰოჲ შუამდგომელო ყოვლადწმიდაო, თუ ვითარ განვლოთ უცოდველად ქვეყნიერი ცხოვრებაჲ ესე ჩუენი; შენ უწყი უძლურებანი ჩუენი, უწყი ცოდვანიცა ჩუენნი და უწყი სარწმუნოებაცა ჩუენი და სასოებასა ჰხედევდ; მოგუმადლე ჩუენ განმართებაჲ ცოდვილისა ცხოვრებისა ჩუენისა და მოამდორვენ განბოროტებულნი გულნი ჩუენნი. განგვამტკიცენ ჩუენ მართალსა სარწმუნოებასა შინა, დანერგენ გულთა შინა ჩუენთა სული შიშისა ღმრთისა, სული ღმრთისმოსაობისა, სული მორჩილებისა, მოთმინებისა და სიყუარულისა, წარმატებისა კეთილთა საქმეთა შინა. გვიხსენ ჩუენ განსაცდელთაგან, სწავლებათაგან სულთა წარწყმედელთა, ურწმუნოებისაგან, გარყვნისა და საუკუნოჲსა სიკუდილისაგან. შენ გევედრებით, ყოვლადწმიდაო დედუფალო შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა, მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა და შეგვიწყალენ ჩუენ და საშინელსა დღესა მას განკითხვისასა შუამდგომელობითა და მეოხებითა შენითა ღირს გვყვნენ დადგომად მარჯვენით ძისა შენისა, ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, თანადაუსაბამოჲ მამით მისით და ყოვლადწმიდით და სახიერით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!