ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და
ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო,
მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და
აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ვითარცა ქრისტემან ღმერთმან შეიწირნა ქურივისა იგი ორნი მწულილნი, ყოვლად სამღდელოო ნიკოლოზ, ეგრეთვე შეიწირენ ჩუენიცა უნდოჲ ესე გალობაჲ, ვითარცა ღირსი რაჲმე, და ნუ მოგვიძაგებ უბადრუკთა ვნებითა, რამეთუ არა სილაღით ვიკადრეთ, სანატრელო, არამედ სარწმუნოებითა გადიდებთ, და ვითარცა მღდელსა სარწმუნოსა და მღვდელთმთავარსა დიდსა, ღმრთისა და კაცთა შორის შუამდგომელსა, ესრეთ გიღაღადებთ: გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო, ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
ანგელოზთა სწორად ქუეყანასა ზედა გამოჩინებულო კაცო ზეცისაო, ვის არა უკჳრდეს საღმრთოჲ იგი მოშურნეობაჲ შენი, ანუ ვინ არა უგალობდეს ქრისტესა, ესევითარისა ძლიერებისა შენდა მომცემელსა, რომლისა მიერ მოემადლე სნეულთა მკურნალად და მშიერთა გამომზრდელად, გლახაკთა, ობოლთა და დავრდომილთა ჴელის აღმპყრობელად და შემწედ მჴურვალედ ჭირთა შინა მყოფთა და სარწმუნოებითა მგალობელთა:
გიხაროდენ, ღმრთისმეცნიერებითა შეჭურვილო მსახურო სამებისაო;
გიხაროდენ, ყოვლად ქებულო მუშაკო საღმრთოჲსა მადლისაო;
გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან განწმედილო მოძღუარო მარხჳსაო;
გიხაროდენ, შეუძრველო გოდოლო სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, კანონო სიმართლისაო და ნუგეშინისცემისაო;
გიხაროდენ, უძლეველო სუეტო სიმდაბლისაო და ხატო სიმშჳდისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახჳლო, განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, პირველ-მოსაყდრეო და მცველო პატიოსანო მირონ-ლუკიისაო;
გიხაროდენ, მწყემსო დიდო და განმანათლებელო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელ-მთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
მიენიჭე რაჲ ღმრთისა მიერ კურთხეულთა მშობელთა შენთა, ვითარცა მეორე სამოელ, მირონითა მით საღმრთოჲთა გცხო შენ მადლმან სულისა წმიდისამან და მშობელთა შენთა სნეულებანი სრულიად დაჴსნა და განაქარვა, ხოლო შენ სიჩჩოჲთგან იქმენ სამკჳდრებელ ღმრთისა და ჴელგანპყრობითა აღმსთობილი ადიდებდი მას საღმრთოსა ემბაზსა შინა: ალილუია.
იხილა რაჲ სიწმიდჱ მღდელობისა შენისაჲ დაფარულთა მეცნიერმან, გცხო შენ მიროელთა პირველ მღდელთმთავრად, და მადლი კურნებისაჲ და ეშმაკთა ოტებისაჲ მოგანიჭა, ხოლო შენ ძალითა ქრისტჱსითა დასთრგუნენ გუნდნი მწვალებელთანი და სამწყსო შენი აცხოვნე საცთურისაგან მათისა, აწ ჩუენცა ნუ დამიტევებ, წმიდაო, შეუწევნელად და განგუარინე ყოვლისაგან ბოროტისა, რაჲთა არა შთავარდეთ საფრჴესა მტერისასა და გულსმოდგინებითა ვადიდოთ საქმენი შენი ღირსი ქებისაჲ:
გიხაროდენ, კეთილმსახურთა მშობელთა ნაყოფო შუენიერო, სამოელ წინასწარმეტყუელისაებრ დედის წიაღთაგან უფალსა შეწირულო;
გიხაროდენ, მორჩო ღმრთივბრწყინვალეო, ნაყოფად უკუდავებისად და ნერგად მოღუაწებისად აღორძინებულო;
გიხაროდენ, საკჳრველო ყრმააო, ოთხშაბათსა და პარასკევსა დედისა რძისა უარის-მყოფელო;
გიხაროდენ, გონებითა წრფელო და მდაბალო, სულითა განათლებულო;
გიხაროდენ, სიბრძნითა მით სარწმუნოვებისაჲთა განსრულებულო;
გიხაროდენ, ძლევისა თანა მოსახელეო, ძალითა საღმრთოჲთა განმტკიცებულო;
გიხაროდენ, სიმრავლითა ღუაწლთაჲთა განშუენებულო და შრომითა განკაფულო;
გიხაროდენ, სიმაღლესა სათნოებათასა აღსრულო და გულმოწყალებითა შენითა ფრიად განთქმულო;
გიხაროდენ, ნათელო ყოვლად ბრწყინვალეო, უბრწყინვალეს მზის თუალისა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, კაცო ღმრთისაო და განმგებელო საიდუმლოთა მისთაო, მსგავსად დიდისა პავლჱსა, მესამე ცადმდე აღწევნულო და ღმრთისა საყდრისა წინაშე წარდგომილო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
შეჭურჳლმან მადლითა სულისაჲთა ყოვლადწმიდისა სამებისა ერთ-არსებაჲ მართლმადიდებლობით ასწავე კრებასა ნიკიისასა და საუფლოთა ერთა წარმწყმედელი არიოზ მოაშთვე ძარღვითა სიტყუათა შენთაჲთა, ხოლო საბელიოზისა შერწყმაჲ დაამჴუ ახოვნად და იჴსენ მორწმუნენი ბილწებისაგან მათისა, ამისთჳსცა გაქებთ შენ, ბრძენსა და წმიდასა მღდელთმთავარსა, და უგალობთ ღმერთსა სწავლისაებრ შენისა: ალილუია.
იქმენ რაჲ მოშურნე და მოღუაწე სარწმუნოებისათჳს, კეთილად ღმრთისმეტყუელო ნიკოლოზ, ყოვლითურთ მობაძავად მოციქულთა გამოჩნდი, თანა არსად მამისა ძჱ ჰქადაგე და წვალებისაგან დაიცვენ მრავალი ქრისტჱსმოყუარე ერი, ეგრეთვე აწ ქუეყანასა ჩუენსა განმრავლდა კრებული უკეთურთაჲ, არამედ შენ განაქარვე, ვითარცა მტვერი, ოხითა შენითა დასცენ იგინი, და დაგვიცევ მარადის შენდამი მგალობელნი:
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სიბრძნისა უხილავთა სიღრმეთა განმცდელო;
გიხაროდენ, ეშმაკისა ცთუნებათა და მძჳნვარეთა საფრჴეთა მისთა მარხვითა და ლოცვითა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ბრალეულთა სინანულად მომაქცეველო და ურჩთა განმდევნელო;
გიხაროდენ, უგულისჴმოთა განმაბრძნობელო და წარმწყმედელთა მწიკულთაგან განმწმედელო;
გიხაროდენ, ცოდვის მოყუარეთა კაცთათჳს თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, წყევისა დამჴსნელო და კურთხევისა მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, ქურივთა ჴელის-აღმპყრობელო და მაწუხებელთა მათთა მიმგებელო;
გიხაროდენ, გლახაკთა შესავედრებელო და შიშველთა შემმოსველო;
გიხაროდენ, ბოროტთა ჩუეულებათა აღმკვეთელო და ცრუ-მორწმუნეობისა ბიწისა აღმჴოცელო;
გიხაროდენ, ყოვლისა კეთილისა ზნეობისა და ღმრთივ-სათნოჲსა ქცევისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
გესმა რაჲ გმობაჲ და ვერაგმეტყუელებაჲ არიოზისი, აღეგზნე შურითა საღმრთოჲთა, ვითარცა ელიაჲ, და მტერი იგი ერთ-არსებისაჲ კადნიერად დააკუეთე კუერთხითა სამეუფოჲთა, არამედ ვერ გულისჴმაყვეს მამათა განგებულებაჲ ღმრთისაჲ და აგხადეს რაჲ პატივი მღდელთმთავრისაჲ, იხილეს საღმრთოჲთა ჩუენებითა, თუ-ვითარითა სიყუარულითა გიპყრა ჴელი თჳსი ყოვლადმოწყალემან დედოფალმან, და გაკურთხა სახარებითა და ომოფორითა, მაშინ მსწრაფლ აღგიდგინეს პატივი დედისა ღმრთისა საკუთარსა მონასა, და დიდებაჲ შესწირეს მხოლოდ შობილსა ძესა მისსა: ალილუია.
ჭეშმარიტად მღდელთმთავრად გონიერად და მწყემსად უბიწოდ სახიერად გამოსჩნდი, ჵ, ღმრთივსულიერო ნიკოლოზ, და შურითა საღმრთოჲთა აღგზებულმან, დაარღვიენ ტაძარნი იგი არტემიდისნი, უსულონი, და დაამჴუე კერპთაყუანისმცემელთა ბომონნი, ეგრეთვე აწ აღხოცენ გონებისა ჩუენისა კერპნი მძვინვარენი და დაჴსენ რისხვაჲ ჩუენთჳს აღძრული, რაჲთა ვიხარებდეთ სულითა, მამაო, და ძალსა შენსა, ძლიერსა, ვაქებდეთ ყოველნი:
გიხაროდენ, ღმრთივგონიერო, კეთილმსახურებისა შურისა გულისჴმისყოფისაებრ მომგებელო;
გიხაროდენ, კაცთა სარწმუნოებად და წესიერებად მომყვანებელო;
გიხაროდენ, მწყემსო კეთილო და მღჳძარეო, განბნეულთა ცხოვართა შემკრებელო;
გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, მოციქულთა სწავლისაებრ მრავალღმრთეებისა წყუდიადისა განმდევნელო;
გიხაროდენ, სამწყსოჲსა შენისა ღელვათაგან მრავალსახეთა განმარინებელო;
გიხაროდენ, ბოროტად მადიდებელთა კადნიერებისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, მწვალებელთა განზრახვათა უქმად გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, გარეგან ცხოვართაჲთა მოსილთა და შინაგან მგელ-მტაცებელთა მღდელთა დამამჴობელო და განმთხეველო;
გიხაროდენ, გონებიыსა განььььმჴსნელო და ყრმათა გულისჴმისმყოფელო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
ჵ, ზესთა კაცთა აღმატებულო მოქალაქეო ზეცისა იერუსალჱმისაო, რომელმან გამოზარდე ქალაქი შენი სიყმილისა მიერ მოუძლურებული, ვითარცა მწყემსმთავარმან კეთილმან, და განაძლიერენ უძლურნი კურნებათა შენთა მადლითა, აწცა გამოზარდე სული ჩემი პურითა გულისჴმის-ყოფისაჲთა და მომეც მე სლვაჲ კეთილ სახედ სოფელსა ამას შინა, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ ვდგეთ მტკიცედ და შეურყეველად გზასა ზედა ქრისტჱს მცნებათასა და სამწმიდაარსობითა უგალობდეთ ერთარსებასა სამებასა: ალილუია.
ვითარცა ტკბილმან და მოწყალემან მამამან იჴსნენ სამნი ქალწულნი ცოდვითა დაცემად გულვებადნი და დაიფარენ მწარისაგან სირცხჳლისა, ოდეს მიეც საწყალობელსა მამასა მათსა სამნი გუადრუცნი ოქროჲსა ფარულად, ეგრეთცა თავს-მდებ და დამგებელ ღმრთისა მიმართ გუექმენ შენ და აღმასუბუქებელ სიმძიმესა ცოდვათასა, რაჲთა მსწრაფლ განჳღჳძოთ მსგავსად ნინეველთაჲსა და ღირს ვიქმნეთ სინანულად სარწმუნოებითა შემსხმელთა შენთა:
გიხაროდენ, კაცო, გულის სათქმელო სულისაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა ქადაგო და მესაიდუმლეო ღმრთის მხილველობისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა სიბრძნისა საუნჯეო და სიმდიდრეო მადლისაო;
გიხაროდენ, ღრმაო უფსკრულო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისა კანონო და წინამბრძოლო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოჲსა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო;
გიხაროდენ, წყაროო დაუწყვედელო მართლმადიდებლობისაო;
გიხაროდენ, შემწეო სიმართლისაო და მოუდრეკელო მომსრველო სიცრუვისაო;
გიხაროდენ, ყოვლად ბრწყინვალეო მნათობო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
ქრისტჱს მჴსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე, ჵ, მამათმთავარო საკჳრველო, და განსწავლენ სამწყსოჲ შენი და ერი მართალსა სარწმუნოებასა და დაიცვენ იგინი უბიწოდ წვალებისაგან, ეგრეთვე აწ წარმწყმედელთა გზათაგან განმარინე, ღირსო ნიკოლოზ, და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა მას საღმრთოთა მცნებათასა, რაჲთა ვიხარებდე ერთა თანა ზეცისათა და მარადის ვადიდებდე დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.
შენ მიერ მადლმოსილსა ნუგეშინისცემასა და შეწევნასა ვსასოებთ, ყოვლად ნეტარო ნიკოლოზ, და მჴურვალედ ვევედრებით სიწმიდესა შენსა: ვითარცა ჩუენებათა მიერ აუწყე მეფესა კონსტანტინეს ავლევიოსისა მიერ უბრალოდ წარწყმედაჲ კაცთაჲ, და უბრძანე განტევებაჲ მათი, რომელნი შენ მიერ ევედრებოდეს ღმერთსა, და განწირულნი იჴსნენ სიკუდილისაგან, ეგრეთვე მეცა მიჴსენ, წმიდაო, დღესა ჭირისასა, რაჲთა უვნებელად დაცული ვიქადდე და ვიტყოდე ძალისაებრ ჩუენისა:
გიხაროდენ, შინაგანთა მათ დაფარულთა ვნებათა მხილველო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;
გიხაროდენ, ყოვლად ბრძენო მუშაკო, სწავლის მძებნელთა სრულმყოფელო;
გიხაროდენ, ქრისტეს სახელის სადიდებლად ეშმაკთა საზორველისა დამამჴობელო;
გიხაროდენ, გრძნეულთა და მისანთა უგულისჴმოებისა და ბილწთა ზახებისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ქუად-ქმნილთა და ფიცხელთა გულთა დამალბობელო;
გიხაროდენ, ამპარტავნებითა აღზევებულთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა ქალწულთა ცხორებისა წესის აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, უმანკოთა ყრმათა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, უმსჯავროდ სიკუდიდ განწირულთა შორიელთა, ვითარცა მახლობელთა მჴსნელო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
მოძღურებათა და სასწაულთა სიმაღლითა განთქმულ იქმენ მღდელთმთავართა შორის და საკჳრველ მოწამეთა შორის, კეთილად-მძლეო მოღუაწეო, რამეთუ ვიდრე სისხლადმდე წინააღუდეგ მწვალებელთა და მძლავრთა ნებითა კეთილითა, და განჰგმირე ბელიარ მოძღურებათა ისრითა, ხოლო სამწყსონი შენნი, შრომითა შეკრებულნი და სულიერად შობილნი სიმდაბლითა თჳსითა მიიწინეს საზომსა დიდსა, და კეთილქებისა გალობითა შეგასხმიდეს, ვითარცა მობაძავსა ყოველთა შინა მწყემსთმთავრისა ქრისტჱსსა, და ღუაწლითა შენითა ახოვან ქმნილნი უგალობდეს ძლიერებასა მისსა: ალილუია.
შედგომილმან საქმეთა საღმრთოთა მოციქულთასა, დასაჯდომელიცა იგი მათი დაიმკჳდრე, ვითარცა მღვდელმთავარმან პატიოსანმან, და მადლისა მქონებელი ღმრთისა მიერ, ყოველთა მოლტოლვილთა საფარველისა ქუეშე შენისა მოსცემ კურნებასა და სათხოვარისა კეთილად აღსრულებასა, აწცა ნუ დასცხრები ჩუენ ყოველთათჳს ჴსნად გარე მოდგომილთა მძჳნვარეთა ჭირთა და ურვათაგან და მწუხარებაჲცა ჩუენი შესცვალე სიხარულად, რაჲთა ჩუენ, წადიერნი, წმიდაო, არა დავდუმნეთ ქებად და გალობად შენდა:
გიხაროდენ, სამწყსოჲსა შენისათჳს სულისა დამდებელო;
გიხაროდენ, ქრისტჱსთჳს ყუედრებისა და კიცხევისა თავსმდებელო;
გიხაროდენ, დილეგისა სიბნელისა და ტანჯვისა ახოვნად დამთმენელო;
გიხაროდენ, ცრუ-შჯულისდებისა მოძღუართა მარცხვენელო;
გიხაროდენ, სახილველთა ზეცისათა აღტაცებულო და საღმრთოჲსა დიდებასა მხილველო;
გიხაროდენ, წმიდათა თანა სასუფეველსა დამკჳდრებულო და ცხონებისათჳს ჩუენისა მზრუნველო;
გიხაროდენ, სენაკთა შინა აღვლენილთა ლოცვათა მსწრაფლ-შემსმენელო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლჳლთა ვნებულთა სულთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელსა მას საუკუნოჲსა ცხორებისასა მშჳდობითა შემყვანებელო;
გიხაროდენ, სიწმიდისა შემბილწველთა და ქრისტეანობისა განმრყვნელთა შემრისხველო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
აღმასრულებელი მარადის კურნებათა ლუსკუმაჲ შენი აღმოადინებდა მირონსა კეთილსუნნელებისასა და საჩინო ჰყოფდა ეკლესიასა მირონ-ლუკიისასა, გარნა აწ იხარებს ქალაქი ბარავისა, სადა დაუნჯებულ არს ნაწილნი შენნი, მირონ-მწრთოლვარენი, და სარწმუნოებითა მისდა მილტოლვილთა მიანიჭებ მადლსა კურნებათასა და დიდსა წყალობასა, რაჲთა მეფენი და მთავარნი, სამღდელოთა და ერთა თანა, გალობითა და შესხმითა სულიერითა გაქებდენ შჯულისმდებელსა ხელოვანსა და ღუაწლითა შენითა ახოვან ქმნილნი უგალობდენ გჳრგჳნოსანმყოფელსა შენსა, ქრისტესა ღმერთსა: ალილუია.
მძლედ და მოღუაწედ მორწმუნეთა ერისა გამოსჩნდი განსაცდელთა შინა და მარადღე ახარებდი ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა და ნუგეშინის-სცემდი მწუხარეთა, გარნა აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არაჲვე დაუტევენ მოსავნი შენნი, არამედ ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოჴსენებული იქმ საკჳრველთა: თანამზრუნველ ექმნები წყალობითა ქუეყანასა ზედა და ზღუათა შინა შორიელთა და მახლობელთა, და განსაცდელთაგან იჴსნი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და მჴურვალედ მაქებელთა:
გიხაროდენ, ჭურჭელო სულისა წმიდისაო და მირონისა საუნჯეო;
გიხაროდენ, სახიერებისა და სათნოებისა სავანეო;
გიხაროდენ, ანგელოზთა მოდასეო და ზეცისა მოქალაქეო;
გიხაროდენ, მამათა შუენიერებაო და ღირსთა თანამოღუაწეო;
გიხაროდენ, მონაზონთა ნუგეშო და მღდელთმთავართა სიკეთეო;
გიხაროდენ, განმაბრძნობელო მეფეთაო და კრებათა შემწეო;
გიხაროდენ, მოციქულთა მოდასეო და მდიდართა შჯულიერად განმგეო;
გიხაროდენ, ყოველთა მორწმუნეთა შეუძრველო ზღუდეო;
გიხაროდენ, კრძალულებითა კეთილითა გამობრწყინვებულო და სიტკბოებითა აღსავსეო;
გიხაროდენ, გუნდთა თანა ზენათა ძალთასა მეუფისა ყოველთასა წინაშე მდგომარეო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
ქრისტემან ღმერთმან, მადიდებელთა თჳსთა მადიდებელმან, გადიდა შენ საკჳრველებითა ცხორებასაცა და შემდგომად სიკუდილისა, და ვითარცა მჴსნელი უმჴურვალესი ყოველთა მომწოდებელთა შენთა გამოგაჩინა, აწცა შეწევნითა შენითა განგვკურნენ და საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა გუასხურე ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და დიდებად და გალობად ღმრთისა: ალილუია.
საკჳრველებათა შენთა სიმრავლჱ, ვითარცა რაჲ მდინარჱ წყალუხვი, მორწყავს კიდეთა სოფლისათა და მოგუანიჭებს ნუგეშინისცემასა და მჴნეობასა, რამეთუ უფლისა მიერ შენდამი ბოძებულითა მადლითა მსწრაფლგანჰკურნავ მრავალფერთა სულიერთა და ჴორციელთა ვნებათაგან, განსაცდელთაგან იჴსნი, ბნელსა იოტებ, ღელვათა დააყუდებ, ვნებათა დაჴსნი, მშიერთა განაძღებ და ყოველთა ღმრთივსათნო თხოვასა აღუსრულებ პატივისმცემელთა შენთა და სურვილით მგალობელთა:
გიხაროდენ, სულიერად მომყმართა სწავლითა საღმრთოჲთა დამაურწყებელო;
გიხაროდენ, სიყმილითა შეიწრებულთა საკჳრველებითა დამაპურებელო;
გიხაროდენ, მძლავრთა ღუარძნილებისა დამარღვეველო;
გიხაროდენ, ღმრთისმებრძოლთა სილაღისა დამამჴობელო;
გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან და ძჳრთა უხილავთა მტერთაჲსა დამფარველო;
გიხაროდენ, ჭირთა და ურვათა საჴუმილისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მანქანებათა მათ სიცრუვისაჲთა დამჴსნელო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა და უსჯულოებისა მომქმედთა ერის მთავართა და მსაჯულთა მამხილებელო და მათ მიერ უსამართლოდ დევნულთა მწყალობელო;
გიხაროდენ, ნაანგარევთა შემკრებთა და მამონას დამონებულთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
გამოსჩნდი რაჲ ნელსაცხებელად სუნნელად, მამაო საკჳრველო, მოსავნი შენნი სუნნელ-ყავ სათნოებათა შენთა მირონითა და განაქარვე ბოროტ სუნნელებაჲ უმეცრებისაჲ, ეგრეთვე ამაოჲ და ცუდი მორწმუნეობაჲ ნათესავთა ჩუენთაჲ დაშრიტე და განბანე მწიკული იგი ურწმუნოებისაჲ, რაჲთა არა შთავარდეთ საფრჴესა მტერისასა და ვჰგალობდეთ მმადლობელნი უფლისა მიმართ, საკჳრველად შენისა განმადიდებელისა: ალილუია.
ბაგეთა შენთა მიერ წყაროჲ მადლისაჲ აღმოსცენდა თაფლისა უტკბილესი, რომლისა მიერ სირცხჳლეულ-ჰქმენ კერპთმსახურნი და მწვალებელნი, და მრავალნი მოაქცივნე მსახურებად ჭეშმარიტისა ღმრთისა, ეგრეთვე აწ ჩუენცა განგვიღე კარი მეცნიერებისაჲ და მოგუანიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტის განრჩევისაჲ და მოგვეც ძალი მიტევებისაჲ, რაჲთა სათნოებითა სრულსა საზომსა მიწევნილნი განვერეთ ბოროტისა მაჴეთაგან და ყოველნი ერთბამად გაქებდეთ შენ, ვითარცა წინამძღუარსა და სიმტკიცესა მართლმადიდებელთასა:
გიხაროდენ, სასწაულთა შენთა ელვარებითა ქრისტჱს ეკლესიისა შემამკობელო;
გიხაროდენ, წმიდათა ნაწილთა შენთა სუნნელებითა ყოვლისა სოფლისა განმასუნნელებელო;
გიხაროდენ, მწუხარებისა ბნელითა შეპყრობილთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, მრავალთა კეთილთა მწყემსთა გამომაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, შეჭირვებულთა სულთა მსწრაფლ განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, მრავალ-საფრჴეთა მტერისაჲთა განმაქიქებელო;
გიხაროდენ, მძჳნვარეთა ჭირთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, ჰრულითა მცონარებისაჲთა შეპყრობილთა განმამჴნობელო;
გიხაროდენ, მწიკულევანთა და მრავალშეცოდებულთა სულთა განმწმედელო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა ზედა განმსწავლელო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთა მიერ ქებით უგალობთ წყალობათა შენთა სიმაღლსა და გევედრებით, ყოვლად წმიდაო ნიკოლოზ, სნეულნი - მკურნალსა და ჭირვეულნი - მჴსნელსა, ცოდვილნი - მეოხსა, გლახაკნი - საუნჯესა, მწუხარენი - ნუგეშინისმცემელსა და ზღუასა შინა მავალნი - მენავეთ მოძღუარსა, ხოლო სასოებისა შენზედა დამდებელნი ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა და აღმოვსთქუამთ საღმრთოსა გალობასა: ალილუია.
კურნებათა მომცემელად და საკჳრველთმოქმედად მადლითა სულისაჲთა გამოუბრწყინდი ყოველთა მორწმუნეთა და საფუძველი მტკიცე დაუდევ საღმრთოჲსა ცხორებისა მოსურნეთა, აწ ევედრე ყოველთა მწყალობელსა, გამოავლინოს ღირსნი მოღუაწენი და მოქმედნი სამკალსა თჳსსა, განსამტკიცებლად ყოველთა, რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ საზეპუროსა ერსა ჩუენსა და ღმრთისა სიტყვითა განბრძნობილნი ღირს ვიქმნეთ გალობად შენდა:
გიხაროდენ, ნიშთა და საკჳრველებათა ცისკრითა მოსავთა შენთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, საეშმაკოთა განსაცდელთაგან შერყეულთა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, მართალთა კრულებისა და საპყრობილითგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, მვედრებელთა შენთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და მოსავთა შენთა განმამჴნობელო;
გიხაროდენ, სიცხისა ჭირისაჲთა და საჴუმილთა ცოდვისაჲთა განცდილთა წყლითა ცხოველითა განმაგრილებელო;
გიხაროდენ, არაწმიდა სულთაგან ვნებულთა განმკურნელო;
გიხაროდენ, მთავართა ბნელისაჲთა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო;
გიხაროდენ, მოგუთა გრძნებისა დამარღვეველო და სიცბილისა მათისა ძლევითა მამხილებელო;
გიხაროდენ, შემსხმელთა შენთა მიურულებელო მცველო და მფარველო;
გიხაროდენ, ნავით მავალთა ზღუასა მშჳდობითა წარმმართებელო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
შენ, რომელსა გაქუს შუა-მდგომელობაჲ მოწყალისა მიმართ, მამაო, ნუ დამიტევებ ჩუენ თჳნიერ შეწევნისა, არამედ განაბრძვნე მთავარნი და განმგენი ჩუენნი, მფლობელნი ამის ჟამისანი და მშჳდობით შეზღუდენ მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, რაჲთა შეუორგულებელითა მჴნეობითა განაგებდენ წილადხუედრსა მისდა - ერსა და ქუეყანასა ჩუენსა კეთილად, და ღირს იქმნენ სახიერისა ძისა მისისა ქებად და დიდებად: ალილუია.
გაქებთ შენ, მწყემსსა დიდსა და მოძღუარსა ყოვლისა სოფლისასა, და ლმობიერად ვითხოვთ შენგან: საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, ვითარცა ძუელად გამოუჩნდი საღმრთოჲთა წამისყოფითა და გამოიჴსნენ მტერისა საფრჴეთაგან სარწმუნოებითა მომავალნი ტაძრად შენდა, ეგრეთვე აწცა მოგუხედენ სურვილით ამბორის-მყოფელთა პატიოსანისა ხატისა შენისათა და შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა ულხინოს ნათესავსა ჩუენსა, ვიდრე ჟამადმდე დამდაბლებულ-დაწუნებულსა, და გარდამოგვივლინოს სიმჴნჱ სულისაჲ და სიწმიდჱ გულისაჲ მოყუარეთა შენთა და სურვილით მაქებელთა:
გიხაროდენ, საღმრთოჲსა გულისჴმის-ყოფისა ნაკადულო და წყაროო მადლისა აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, ცხორებისა შენისა უწყებითა ყოველთა მორწმუნეთა სიხარულითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, საკჳრველებათა და სასწაულთა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა სიყუარულად აღმძრველო;
გიხაროდენ, სატანისა მაჴეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამფარველო;
გიხაროდენ, უხილავთა მტერთა დამთრგუნველო და სულთა განმხრწნელთა დამამჴობელო;
გიხაროდენ, განსაცდელთა ღელვათა დამაყუდებელო და ვნებათა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, ყოველთა ურწმუნოთა პირისა დამაყოფელო;
გიხაროდენ, ძმათა შორის შუღლისა და ურთიერთმტერობისა დამჴსნელო;
გიხაროდენ, ცოდვილისა მიდრეკილებისაგან დამცველო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
ჵ, კეთილშუენიერებითა ცისკროვან-ბრწყინვალეო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ! უწყით რაჲ ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლჱ, სიყუარულითა მოჳვლტით შეწირვად მდაბალთა ვედრებათა ჩუენთა, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, შეგვეწიე და დააცხრვე აღძრვაჲ უხილავთა და ხილულთა ვნებათაჲ, რაჲთა დაუღამებელსა ნათელსა ღმრთისასა მივიწივნეთ ჩუენ ცოდვილნი და მართალთა თანა ვუგალობდეთ ქრისტესა ღმერთსა: ალილუია.
ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ:
ანგელოზთა სწორად ქუეყანასა ზედა გამოჩინებულო კაცო ზეცისაო, ვის არა უკჳრდეს საღმრთოჲ იგი მოშურნეობაჲ შენი, ანუ ვინ არა უგალობდეს ქრისტესა, ესევითარისა ძლიერებისა შენდა მომცემელსა, რომლისა მიერ მოემადლე სნეულთა მკურნალად და მშიერთა გამომზრდელად, გლახაკთა, ობოლთა და დავრდომილთა ჴელის აღმპყრობელად და შემწედ მჴურვალედ ჭირთა შინა მყოფთა და სარწმუნოებითა მგალობელთა:
გიხაროდენ, ღმრთისმეცნიერებითა შეჭურვილო მსახურო სამებისაო;
გიხაროდენ, ყოვლად ქებულო მუშაკო საღმრთოჲსა მადლისაო;
გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან განწმედილო მოძღუარო მარხჳსაო;
გიხაროდენ, შეუძრველო გოდოლო სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, კანონო სიმართლისაო და ნუგეშინისცემისაო;
გიხაროდენ, უძლეველო სუეტო სიმდაბლისაო და ხატო სიმშჳდისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახჳლო, განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, პირველ-მოსაყდრეო და მცველო პატიოსანო მირონ-ლუკიისაო;
გიხაროდენ, მწყემსო დიდო და განმანათლებელო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდისა ეკლესიისაო და მფარველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო ბრძენო მღდელ-მთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
ვითარცა ქრისტემან ღმერთმან შეიწირნა ქურივისა იგი ორნი მწულილნი, ყოვლად სამღდელოო ნიკოლოზ, ეგრეთვე შეიწირენ ჩუენიცა უნდოჲ ესე გალობაჲ, ვითარცა ღირსი რაჲმე, და ნუ მოგვიძაგებ უბადრუკთა ვნებითა, რამეთუ არა სილაღით ვიკადრეთ, სანატრელო, არამედ სარწმუნოებითა გადიდებთ, და ვითარცა მღდელსა სარწმუნოსა და მღვდელთმთავარსა დიდსა, ღმრთისა და კაცთა შორის შუამდგომელსა, ესრეთ გიღაღადებთ: გიხაროდენ, საკჳრველთმოქმედებისა მადლითა შემკობილო, ბრძენო მღდელთმთავარო, წმიდაო ნიკოლოზ!
ჵ, ყოვლად ქებულო და ნიშ-სასწაულებითა განშუენებულო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ! კაცთა შორის სუეტო და სიმტკიცეო ეკლესიისაო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, სიტყჳერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო ყოველთა უღონოთა, განწირულთა და მჴურვალედ მომწოდებელთა შენთაო.
ჵ, ქრისტჱს სამწყსოთა მწყემსო ღირსო და მამათა წინამძღუარო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ! მამობრივითა მოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა სიყუარული იგი თჳსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლოს და მოგუცეს საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, სიმართლისა სიყუარული და მჴნეობაჲ სულისაჲ, აღგვავსოს საღმრთოჲთა მღჳძარებითა და მოგუანიჭოს ცხორებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ. ევედრე, ნეტარო, შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და არცაღა ჰსთქუან წარმართთა და მწვალებელთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჵ, ღმრთივგანბრძნობილო მთავარეპისკოპოზო მირონ-ლუკიისაო, წმიდაო ნიკოლოზ! მჴურვალედ ვედრებად ნუ დასცხრები ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი