რომელმან უშურველი წყაროი კურნებისაი მოიგე, წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, და მოღუაწებითა შენითა მკურნალ გუექმენ უძლურებათა ჩუენთა, გევედრებით, მეოხ-გუეყავ სულთა ჩუენთათვის.
მეოხ-გუეყავ, წმიდაო გიორგი, რაითა ვიხსნნეთ უშჯულოებათა ჩუენთაგან, რამეთუ მოგეცა მადლი მეოხებად ჩუენდა.
განსდიდენ სულითა, ახოვანო გიორგი, დაუთმე ღუაწლსა, ერეოდი მეფეთა და სიტყუასა უგებდი მძლავრთა, რამეთუ შენ ხარ ტაძარი ქრისტესი და სუეტი შეურყეველი, ევედრე უფალსა დაუცხრომელად ხსნად სულთა ჩუენთათვის.
რომელი გალობაი, ანუ ვითარი ქებაი გშუენის შენ წმიდისაი გიორგისი, რამეთუ მახვილსა მოუდრიკა ქედი თვისი შენთვის, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოხედ. დასთხია სისხლი თვისი შენთვის, რომელმან დაიმდაბლე თავი თვისი და ხატი მონებისაი შეიმოსე. დაგლახაკდეს მოსიკვდილადმდე გლახაკებისა შენისა მიმსგავსებითა. მისითა მეოხებითა მრავლითა მოწყალებითა შენითა, ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.
ვითხოვთ შენგან, მოწყალე, მოიხილე ჩუენდა და შეგვვიწყალენ ჩუენ, ოხითა ძლევაშემოსილისა მოწამისა გიორგისაითა.
მოწამემან შენმან, უფალო, გიორგი, ზეცისა იერუსალეიმისათვის ხორცნი ტანჯვასა მისცნა და ანგელოზთა თანა მოდასე იქმნა, მისითა მეოხებითა მოჰმადლე სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
უფალო, რომელმან მოჰმდლე მშვიდობაი შენი წმიდასა გიორგის და გამოუჩინენ იგი ნათლად სოფელსა, რომლისა მიერ ვნებანი იდევნებიან და ეშმაკის საცთური განქარდების, მისითა ოხითა, უფალო, შეგვვიწყალენ.
ნათელ არს და უხარის ეკლესიათა ქრისტეისთა და ნათელსა შინა ბრწყინავს წმიდაი მოწამეი გიორგი და ჩუენდა მეოხ-არს წინაშე უფლისა.
მოწამემან შენმან, უფალო, გიორგი, სარწმუნოებითა დამტკიცებულმან, სასოებითა დამყარებულმან, სიყუარულსა ჯუარისა შენისასა სურვიელად შეყოფილმან, მტერისა ძალი დათრგუნა და მიემთხვია გვირგვინსა და ანგელოზთა თანა მეოხ-არს მარადის სულთა ჩუენთათვის.
ტაძარსა შენსა, წმიდაო გიორგი, კარავსა სახელისა შენისასა, მოვისწრაფოთ ყოველთა, გევედრებით, მოწამეო ქრისტეისო, მეოხ ჩუენდა იყავ წინაშე მამისა ზეცათაისა.
წმიდა მოწამე გიორგი, უფალო, განძლიერდა სარწმუნოებითა და მტერსა მას სძლია მბრძოლსა, მადლი მოიგო მაცხოვრისაგან და ჩუენდა მეოხ-არს.
მხნემან მოწამემან გიორგი, ბრძოლასა ეშმაკთასა სძლო, მიეწიფნა სიმრავლესა ანგელოზთასა, აღიღო ჯუარი და შეუდგა ქრისტესა. მსახურო ღმრთისაო, ნეტრეულო, მეოხ-გუეყავ სულთა ჩუენთათვის.
წმიდამან მოწამემან გიორგი, მხედარმა მეუფისა დიდისამან, მხნედ შეურაცხ-ჰყო სატანჯველი და დასთრგუნა მძლავრთა ამპარტავნებაი, და აწ მეოხ-არს მონიჭებად სოფელსა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
სატანჯველსა და ცეცხლსა მოწამემან ხორცნი შესწირნა მსხუერპლად, მაცხოვარ, ვითარცა საკუმეველი და წინაშე შენსა იხარებს.
წმიდამან მოწამემან გიორგი, ამხილა მძლავრთა სიბრძნითა სწავლისაითა და დათრგუნა საცთური ეშმაკისაი, განერა პირსა მახვილისასა და ანგელოზთა თანა მოდასე იქმნა, მისითა ოხითა, უფალო, შეგვიწყალენ და გუაცხოვნენ.
კრებული ანგელოზთაი აქებდა მხედარსა წმიდასა, არა ჰრიდა მახვილსა და ცეცხლსა, რომელმან მოანიჭა მას გვირგვვინი დიდებისაი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.
თმენით გვირგვინოსან იქმნა წმიდაი მოწამე გიორგი, ჩვენდა მეოხ არს წინაშე უფლისა.
მიწყალენ ჩვენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, ღუაწლისა მძლისა წმიდისა გიორგისა ოხითა. ამას ვედრებასა შევსწირავთ: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
მოწამეო ჭეშმარიტო და მოღუაწეო ქრისტეისო, ახოვანო გიორგი, ვნებათა ამის სოფლისათა თავი თვისი მიეც და ყოველი ტანჯვაი დაითმინე და ანგელოზთა თანა მეოხად გამოსჩნდი, შემწეო სოფლისაო, მეოხ-გუეყავ სულთა ჩუენთათვის.
სიხარულითა ვგალობდეთ, ვყოფდეთ ხსენებასა წმიდისა მოწამისა გიორგისაისა, რომელიცა იშუებს და განსცხრების სასუფეველსა.
ღვაწლით შემოსილო და მოწამეო მაცხოვრისა ქრისტეეისო, რომელმან კეთილად იღვაწე ღმრთისმსახურებისა ღუაწლი, მეოხ-გუეყავ სულთა ჩუენთათვის, რაითა ვიხსნნეთ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა.
დიდი საკვირველებაი რომელი იქმნა ქრისტეის მხნისა მიერ, რამეთუ საცთურსა ეშმაკისასა სძლო და მძლავრებაი მხეცთაი შეურაცხ-ყო და ანგელოზთა პატივითა ცათა შინა გვირგვინოსან იქმნა. მისითა მეოხებითა მრავლითა მოწყალებითა შენითა, ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.
წმიდაო მოწამეო გიორგი, ჩუენთვისცა მეოხ იყავ მაცხოვრისა მიმართ, შეწყნარებად სულთა ჩუენთათვის.
წმიდაო მოწამეო გიორგი, მოღუაწეო და ახოვანო, იყავ მეოხ ცოდვათა ჩუენთათვის, რამეთუ ლოცვაი შენი ისმინოს ღმერთმა და ცოდვილთათვის ჰყოს მოტევებაი.
გამოკრიბა და შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა
წმიდაო გიორგი კაბადუკიისაო, იერუსალიმისაო, ბეთლემისაო, გეთსამანიისაო, ეგვიპტისაო, რომისაო, გალატიისაო, თესალონიკისაო, კილიკიისაო, კესარიისაო, კორინთისაო, ოდიშისაო, აფხაზეთისაო, ჩხარისაო, ატოცისაო, უძოსაო, უსანეთისაო, კავთისაო, კორინთისაო, გორისაო, ცხინვალისაო, მუხრანისაო, დიღმისაო, ქაშოეთისაო, კალაუბნისაო, თელეთისაო, გორიჯვრისაო, მარტყოფისაო, ხაშმისაო, ნინოწმიდისაო, საგარეჯოსაო, მანავისაო, ფხოველისაო, ზიარისაო, კონდოლისაო, თელავისაო, რუისპირისაო, შილდისაო, გრემისაო, ყვარელისაო, გავაზისაო, ალავერდისაო, გურჯაანისაო, კარდანახისაო, ქიზიყისაო, მელაანისაო,
ღმრთეებაო, პირო ღმრთისაო, სვეტო ცხოველო, კვართო საუფლოო და ყოველნო წმიდანო, თქვენ მფარველ და მეოხ ეყვენით მონასა (მხევალსა) ამას თქვენსა (სახელი).