ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი „ღირს არს“

ევედრებიან სულიერი სა ხორციელი სნეულებების დროს, ყოველგვარი საქმის დასრულებისას

ტროპარი, ხმა 4

სამართლად კადნიერებით მოვილტვით მოწყალისა ხატისა შენისა მომართ, ღუთისმშობელო და ლმობიერებითა ვხმობთ მისდა მომართ: გარდამომივლინენ მდიდარნი წყალობანი შენნი: განამტკიცე ეკლესიაჲ ჩუენი, კეთილდღეობანი კაცთანი დაიცევ და იხსენ ქუეყანაჲ ჩუენი ყოვლისაგან გარემოდგომილებისა, ერსა ამას მშვიდობაჲ მოჰმადლე და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ლოცვა 1

ღირსად საგალობელო და სამართლად ყოველთა უმაღლესთა ძალთაგან პატივდებულო, ვითარცა უზესთაეს მათდა აღმატებულმან, ღუთისა და ყოვლისა შემოქმედისა მშობელმან, ყოველთა ზედა განდიდებულმან, საკვირველმან დედუფალმან, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა. რაჲთა მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აუქს სიტყუისგებაჲ წინაშე მისა, რაჲთა უვნებელად დაგვიცუას ჩუენ ცილისწამებისაგან წინააღმდგომთა და ბოროტთა კრულებათაგან ჭეშმარიტად მრავლის შემძლებელ არნ დედობრივი ლოცუანი შენნი, რამეთუ იტყუის: ევედრე დედასა ჩემსა და არა განაგდო შენ, არამედ აღგისრულო თხოვაჲ ყოველი. ამისთვისცა აღვსილნი სიხარულითა გიღაღადებთ შენ: დედუფალო, მიხსენ განსაცდელსა შინა მყოფნი მონანი ესე შენნი, განანათლენ ყოველნი აწინდელსა ჟამსა დაბნელებულნი ამაოჲსაგან სიბრძნისმოყუარებისა და იესუს ტკბილსა მიჰმადლენ, რაჲთა მოხარულნი ვხმობდეთ: დიდება მამასა, დიდება ძესა, დიდება სულსა წმიდასა. დიდება შენცა ყოვლადდიდებულსა და ყოვლადუხრწნელსა ქალწულსა ღუთისმშობელსა, უფროსადპატივდებულსა და უფროსადკურთხეულსა, დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2

ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველნი შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა შენდა ვხმობთ მორჩილებითა: ისმინე ხმისა ლოცვისა ჩუენისასა, მოხედენ მწუხარებათა და სულთქუმათა ჩუენთა და ვითარცა დედამან მოყუარულმან ისწრაფე ჩუენ-უძლურთა მომართ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა არა უსჯულოებათა ჩუენთაებრ დავინთქნეთ ჩუენ, არამედ გარდამოავლინოს აურაცხელნი კაცთმოყუარებანი თვისნი ჩუენ - ცოდუილთა ზედა, ითხოე ჩუენთვის, დედუფალო, მისითა მოწყალებითა, მოგუენიჭოს ჩუენ სიმრთელე ხორციელი და კეთილჰაეროვნებაჲ, რაჲთა გარდამოგუვლინოს კურთხევაჲ ზეციური თვისი ყოველსა საქმესა კეთილსა ჩუენსა ზედა და ვითარცა ძუელად მოჰხედა მოწყალითა თუალითა თვისითა მორჩილთა მას ათონის მთისასა, რომელი სიმდაბლითა ადიდებდა სახელსა შენსა - წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და წარმოგზავნა მისდა მთავარანგელოსი სწავლად გალობისა მის, რომლითა ზეციურნი ძალნი გადიდებენ შენ, ეგრეცა ჟამსა ამას შეიწირენ სულთქუმანი ესე ჩუენნი, რომელსა აღავავლენთ შენდა მომართ, ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, განპყარ ღუთისმტვირთუელნი ხელნი შენნი უფლისა მიმართ, რომელთა ზედა ყრმა იგი ღმერთი მიიქუ და ევედრე მას, რაჲთა ყოვლისაგან ბოროტისა მიხსნნეს ჩუენ. გარდამოავლინე, დედუფალო, წყალობანი შენნი ჩუენ ზედა, სნეულნი განკურნენ, მწუხარეთა ნუგეშინის-ეც, განსაცდელთა შინა მყოფთა შეეწიე და ღირს-მყვენ ყოველნი, რაჲთა კეთილად განვლოთ ცხორებაჲ ესე ჩუენნი, აღსასრული ურცხუენელი, ქრისტეანობითი მომმადლე ჩუენ და ზეციურისა სავანისა მემკვიდრედ გამომაჩინე დედობრივითა შუამდგომელობითა შენითა წინაშე შენგან განკაცებულსა ქრისტესა ღუთისა ჩუენისა, მასთანა დაუსაბამოჲსა მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!