ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის
საფარველის ხატის მიმართ

X ს-ში ცხოვრობდა დიდი მოღვაწე ანდრია სალოსი. ერთხელ იგი თავის ახალგაზრდა მეგობართან ერთად, რომელიც შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქი პოლიევკტი გახდა, ესწრებოდა ღამისთევის ლოცვას ვლაქერნის ტაძარში. მათ იხილეს, თუ როგორ შემობრძანდა ღვთისმშობელი ეკლესიაში წმ. იოანე ნათლისმცემელისა და წმ. იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით - წმინდანებით გარშემორტყმული და თავისი თავსაბურავი ტაძარში მლოცველთა თავებს ზემოთ განფინა. ეს იყო მისი მფარველობის ნიშანი და ამ სასწაულის ამსახველი მრავალი ხატი შეიქმნა.

ტროპარი, ხმა 4

დღეს ბრწყინვალედ დღესასწაულობს კეთილმორწმუნე ერი, ღუთისმშობელო, გარემოცული გამოჩინებითა შენითა და მჭურეტელნი წმიდისა ხატისა შენისანი ხმობენ ხმითა სალმობირითა: პატიოსნითა საფარველითა შენითა დამიფარენ ჩუენ და მიხსენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელნი შეუვრდებით ქრისტესა, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, აცეოვნენ სულნი ჩუენნი.

ლოცვა 1

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო უმაღლესთა ძალთა მეუფისაო, დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო, უძლეველო შუამდგომელო ქალაქისა და მამულისა ჩუენისაო. მიიღე სამადლობელნი და სადიდებელნი გალობანი ესე, უღირსთა ამათ მონათა შენთაგან და აღამაღლენ ლოცუანი ჩუენნი წინაშე საყდრისა ღუთისა ძისა შენისა. მოწყალე იქმენ ცოდუათა ჩუენთა და განამრავლენ წყალობანი შენნი ყოველთა მომართ პატივისმცემელთა ყოვლადპატიოსნისა სახელისა შენისათა. რამეთუ არა ღირს ვართ წყალობათა მისთა უკუეთუ არა გექმნა შენ იგი ლმობიერ ჩუენ ზედა, დედუფალო, რამეთუ მის მიერ ლოცუისაებრ შენისა მიიღებ ყოველსა. ამისთვისცა მოვილტვით შენდა მომართ, ვითარცა შეუორგებელისა და მსწრაფლშემწისა. შეისმინე ვედრებაჲ მხმობთა ამათ შენთა, დამიფარენ უძლეველთა საფარველითა შენითა და ითხოე ძისა შენისა და მწყემსისა ჩუენისაგან მოშურნეობაჲ და მღვიძარებაჲ სულთაჲ ჩუენთათვის, რაჲთა მოჰმადლოს ძლიერებაჲ ღუთივსულიერი სიბრძნეჲ მთავრობათა ჩუენთა. მსაჯულთა - სიმართლე და მსჯავრი კეთილი, წინამძღოლთა - გოენიერებაჲ და სიგლახაკეჲ სულისა, მეუღლეთა - თანხმობაჲ და სიყუარული, ყრმათა - მორჩილებაჲ, ჩაგრულთა - თმენაჲ, მჩაგვრელთა - შიში ღუთისაჲ, მწუხარეთა - მხნებაჲ, მხიარულთა - თავშეკავებაჲ და ჩუენ ყოველთა - სული სიბრძნისა და კეთილმსახურებისა, სული მოწყალებისა და მოკრძალებისა, სული სიწმიდისა და სიმართლისა. ჰოი, დედუფალო ყოვლადწმიდაო, ლმობიერ იქმენ უძლურებათა ზედა ერისა შენისათა. განბნეულნი შეკრიბენ, შეცთომილნი მოაქციენ გზასა ჭეშმარიტებისასა, მოხუცნი განაძლირენ, ყმაწვილნი განაბრძნენ, ყრმანი აღზარდენ, მოიხილე ჩუენ ზედა მოწყალითა თუალითა და შუამდგომელობითა შენითა სიღრმეთაგან ცოდუათა ჩუენთასა აღგვადგინენ ჩუენ და განანთლენ თუალნი გულისა ჩუენისანი ხილვად გზისა ხსნისასა, მექმენ მოწყალე ქუეყანასა ამას მუნცა - იმიერ ქუეყანასა; - ქუეყნიერსა მწირობასა ამას შინა და წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ძისა შენისასა. ღირს ჰყვენ ცხორებასა სარწმუნეობითა და სინანულით შესუენებულნი მამანი და ძმანი ჩუენნი ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა, რამეთუ ხარ შენ, დედუფალო დიდება ზეცისა და სასო ქუეყანისა, შენ ხარ შუამდგომელი ყოველთა სარწმუნეობით შენდა მოლტოლვილთა. ამისათვისცა გევედრებით შენ, ვითარცა უძლეველსა მეოხსა და თავთა თვისთა და ურთიერთსა და ყოველსა ცხორებასა ჩუენსა შეგვედრებთ და დავსდებთ წიანშე შენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

დედუფალო ჩემო, ყოვლადსახიერო, სასოო ჩემო ყოვლადწმიდაო, ობოლთა მწეო და ყარიბთა მეოხო, ჭირთა შინა მყოფთა შეწევნაო და ჩაგრულთა საფარველო, მოხედენ განსაცდელსა ჩემსა, მოხედენ მწუხარებასა ჩემსა: ყოვლით კიდითგან განსაცდელითა შეპყრობილ ვარ და არა მაქუს მეოხებაჲ. ამისთვისცა შენ თვით შემეწიე მე უძლურსა, გამომზარდე მე, ვითარცა ყარიბი, წარმიმართე გზაჲ ვითარცა შეცთომილსა, განმკურნენ და მაცხოვნენ მე, ვითარცა უსასოჲ, არა მაქუს სხუაჲ შემწე, არცა სხუაჲ შუამდგომელ, არცა ნუგეშინისმცემელ, მხოლოო შენ, ჰოი დედაო ყოველთა მწუხარეთა და ტვირთმძიმეთაო! მომხედენ მე ცოდუილსა და განბოროტებულსა, და დამიფარე მე ყოვლადწმიდითა ომოფორითა შენითა, რაჲთა ვიხსნე ბოროტისაგან, რომელსა გარემოუცავ მე და ვადიდებდე მარადის უფროსადსაგალობელსა სახელსა შენსა. ამინ.