ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „სამი სიხარული“

ევედრებიან ბრალდებულთა გამართლებისათვის, ტყვეობიდან დახსნისათვის, დაკარგულის დაბრუნებისათვის

ტროპარი, ხმა 4

წმიდისაგან ხატისა შენისა გარდამომდინარე სიხარული გამოუთქმელი აღავსებს გულთა ყოველთა ღუთისმოსავთა დედათა, რომელთა კეთილად მოჰმადლენ ქმარნი და შვილნი და ყოველნი მონაგებნი მათნი. ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქუეყანისაო, ყოვლადძლიერო სიხარულევანო, მარადის ქალწულო. მით სახითვე მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა, კეთილად აღმისრულენ ყოველნი ვედრებანი ჩუენნი და წყაროჲ სიხარულისა დაუშრეტელი აღმომიცენე ყოველთა მოლტოლვილთა და მარადის მგალობელთა შენდა: რომელმან სიხარული უშევ სოფელსა, აღავსენ სიხარულითა დაუცხრომელად პატივისმცემელნი შენნი.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახიერო დედაო ყოვლადსახიერისა ღუთისაო, მფარველო სამეუფოჲსა ქალაქისა და წმიდისა ამის ტაძრისაო, წინამძღუარო და მეოხო ყოველთა მართალთაო, ნუ უგულებელს-ყოფ ლოცუასა უღირსთა ამათ მონათა შენთაგან, არამედ ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილ ვართ წმიდასა ხატსა შენსა, მოგუანიჭოს, ვითარცა თვით უწყის, სიხარული ყოველთა: მეცნირებასა თვისსა მოიყუანნეს ცოდუილნი ყოველნი და მოჰმადლოს მათ სინანული და ცხოვნებაჲ. მწუხარეთა და ტანჯულთა ყოველთა ნუგეშინისცემაჲ მოანიჭოს, ჭირსა და მრისხანებასა შინა გუემულნი განათავისუფლნეს, უსასოთა და სულმოკლეთა სასოებაჲ და მოთმინებაჲ მისცეს, მხიარულებითა და უხუებითა ცხოვნებულთა გულთა შინა მადლიერებაჲ დანერგნეს, სნეულნი განკურნნეს და განაძლიერნეს. ჰოი, დედუფალო ყოვლადწმიდაო! მოწყალე ექმენ ყოველთა პატივისმცემელთა სახელისა შენისათა და გარდამომივლინენ ყოვლადძლიერი საფარველი და მეოხებაჲ შენი. დაიცევ და დაიფარე ერი შენი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან. განამტკიცენ სიყუარული და ერთსულოვნებაჲ შორის მეუღლეთა, ყრმანი აღზარდენ, ყმაწუილნი განაბრძენ, ტომითისგან ბრძოლისა იხსენ ყოველნი ერნი, მოზღუდენ სიყუარულითა და ჩუენ ყოველთა მომანიჭე ურთიერთ - სიყუარული, მშვიდობაჲ, კეთილმსახურებაჲ, სიმრთელეჲ, და განგრძნობაჲ დღეთაჲ, რამეთუ ყოველნი ზეცისანი და ქუეყანისანი აღგიარებენ შენ, ვითარცა მტკიცესა და ურცხუენელსა შუამდგომელსა ქრისტეანეთა ერისასა და გადიდებენ ძისა შენისა მიერ, თანა მამით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!