ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის
კურსკის „ზეციური ნიშანის“ მიმართ

ევედრებიან სიბრმავის განსაკურნებლად

1295 წელს მონადირეებმა ხატი ხის ფესვებთან აღმოაჩინეს. მის ქვეშ კი წყარო ამოდიოდა. ამ ადგილას ჯერ სამლოცველო ააგეს, შემდეგ კი მონასტერი დაარსდა. ხატი ქალაქ კურსკში გადააბრძანეს, გამოჩინების ადგილას კი მისი ასლი დატოვეს.

ტროპარი, ხმა 4

ვითარცა უბრძოლველისა ზღუდისა და სასწაულთა წყაროჲსაგან მოვიხუეჭთ შენ მიერ ძალსა, ღუთისმშობელო ყოვლადწმიდაო და წინააღმდგომთა მხედრობასა ვიოტებთ, ეგრეცა გევედრებით შენ, მშვიდობაჲ ქალაქსა ამას ჩუენსა მოჰმადლე შენ, მშვიდობაი ქალაქსა ამას ჩუენსა მოჰმალდე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ქრისტეს ღუთისა ჩუენისა, დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო, შეისმინე სულთქუმანი მრავალვნებული სულთა ჩუენთანი, მაღლით გარდამოიხილე ჩუენ ზედა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდებით ყოვლადპატიოსანსა ხატსა შენსა და ცოდუითა დამძიმებულნი და ჭირითა დამაშურალნი ვჭვრეტთ გამოსახულებასა შენსა, რომელ ცხოველ ხარ ჩუენ შორის. შენდა შევსწირავთ მდაბალთა ლოცუათა ჩუენთა. არა არს ჩუენდა მწე, არა არს ჩუენდა მეოხ და სასო და თვინიერ შენსა, ჰოი, დედაო ყოველთა მწუხარეთა და ტვირთმძიმეთაო, შეეწიენ მწუხარებათა ამათ ჩუენთა, დააცხრენ ღელვანი ჩუენნი, გზაჲ ჭეშმარიტებისა წარმიმართე გაბნეულთა ამათ, ეყავ მკურნალ მოწყლულთა გულთა ჩუენთა და მიხსენ უსასონი ესე. განაგრძენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი და სინანულისა გზასა შედგომილთა ქრისტეანობითნი აღსასრულნი მომმადლენ და წინაშე საშინელსა სამშჯავროსა ძისა შენისასა გამომიჩნდი ჩუენ მხურვალე შუამდგომელად. რაჲთა უგალობდეთ, ვადიდებდეთ და თაყუანს-ვცემდეთ მეოხებასა შენსა სახიერსა ქრისტეანისა ერისა მომართ და ყოველნი სათნო ვეყვნეთ უფალსა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!