პარაკლისი სავედრებელი წმიდისა კეთილმსახურისა
მეფისა საქართველოჲსა დავით აღმაშენებელისაჲ

მღდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველმან: ამინ. დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელთა: ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მკითხველმან: უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

დიაკონმან: მუხლი ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.

მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი ჴმაჲ დ.

საკჳრველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზეშთა აღჴდების გონებასა სიტყჳ მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დაჴსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკჳრველთა, ხოლო შემდგომად დაჴსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკჳრველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საკჳრველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზეშთა აღჴდების გონებასა სიტყჳ მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დაჴსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკჳრველთა, ხოლო შემდგომად დაჴსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკჳრველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

არასადა დავსდუმნეთ, ღვთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა მიხსნა ჩვენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა მიცვნა ჩვენ აქამომდე ფლობილად. არასადა განგეშორნეთ ჩვენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩვენთა ყოველთაგან განსაცდელთა.

მკითხველმან: მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

უგალობდითსა

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განჴორციელდა ჩუენ ცოდვილთათჳს, რომელსა უგალობთ: უფალო, დიდებულო, დიდებულ ხარ.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გავალაკი ქმნილი სიბრძნისა მიერ თჳსად დასდევ პალატსა შინა ყოვლადგანწმედილსა, მეფეო, გულსა შენსა წმიდასა და შეცულ-ყავ ძლიერთაგან მრავალთა მიდმოებათა, მოძრავობათა წმიდათა გონებისაჲთა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უხარის სიბრძნისმოყუარეთა, დავით, სიბრძნისა მომართ შენისა, რამეთუ შეიწყნარე შენ ცხედარი სიბრძნისაა სარწმუნოებით შენ შორის უქცეველად, რომლითა, ნეტარო, გაქუნდა მართებულად სიბრძნჱ ყოველსა შინა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლიბანით მოსრულისა სძლისა თჳსებაჲ, სანატრელოჲ რწყული წყლითა კეთილმსახურებისაჲთა უფროჲსად აღზარდე ნაძუთა ლიბანისათა, საჩინოდ ყოველთა და კეთილთა საქმეთა ბაბილოთა მიერ შეხუეულ ჰყავ, დავით.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აჰა, სძალმან სულისა წმიდისამან მოისთლო მური და ნელსაცხებელი და დამოსწუეთს თითთაგან მური მოკუდავთა ზედა, ცხოველყოფად, ხოლო ნელსაცხებელი განჴდად - სუნმყრალობასა ცოდვათასა.

 

განძლიერდასა

ძლისპირი: აღყუავილნა შროშნის სახედ მოსლვითა შენითა, ქრისტე, რომელ არს ბერწი, - წარმართთა ეკლესიაჲ და იქმნა იგი შვილმრავალ, რომელსა შინა განაძლიერენ გულნი ჩუენნი.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ველნი და მთანი საქართველოჲსანი და კიდენი მდინარეთანი უცხოთაგან ნათესავთა განსწმიდენ, დავით, და ერსა რჩეულსა შესლვად გზა-ეც სხუამან ისუ, მომღუარმან მხედართამან.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

საისრეთა და კაპარჭთა კეთილმსახურებისათა შთასხენ კეთილთა საქმეთა ისარნი რჩეულნი და გარდამცმელმან მშჳლდსა სიბრძნისასა განგმირე თავნი მზაკუართანი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვალაამისგან წინათქმულმან განგანათლა ვარსკულავმან იაკიობისმან, დავით, ხოლო მომღებელმან ნათლისა მის ჩუენ, ბნელსა მსხდომარენი, განმანათლენ სხჳთა ხატითა მოციქულებრივითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იერობოამ, დამბანაკებელმან წყაროისა არადისსა, უბრძანა აღწბა წყლისა მისგან, ნიშნად სიმჴნისა, გარნა უმჴნესმან დავით, წყაროჲსაგან შეწევნისა შენისა, ღმრთისმშობელო.

 

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი. (მრჩობლი კუერექსი).

 

წარდგომაჲ. ჴმაჲ ა

ანგელოზთა მწყობრთა თანა განწესებულებ ანგელოზებრისა მსახურებისა ჴორცთა შინა მოგებითა, დავით, რამეთუ გონებაჲ წმიდაჲ და გულისსიტყუაჲ ყოვლადუბიწოჲ მიართუ ღმერთსა, ხოლო მიივლინეცა არაწმიდათა ზედა აღსპობად ანგელოზთაებრ, რომელთა თანა იხარებ და განსცხრები მოუკლებელად.

 

მესმასა

ძლისპირი: მთისაგან უჴელოდ ლოდი გამოეკუეთე, ქრისტე ქალწულისაგან დედისა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელმან გიხილა, ღაღატ-ყო: ჴსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ქალაქსა არიილსა ებრძოლე სიბრძნით, დავით, სადა-იგი მკჳდრობდეს იებოსელნი უნივთონი, ხოლო ჴორცითა მგრძნობითა სძლე ძალისა მიერ დასასრულადმდე, დიდებულო.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოაბს თანა ოდესმე მჭამელთა ხუარბლისათა ქართველთა მოიღეს რაჲ ნაცუალ და იატაკება, რომლისა, გარნა შენ მიერ, დავით, აზნაურებაჲ ორთავე ვნებათაგან, ღირსად საკჳრველო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დიდ არს და ყოვლად უცხო, დავით, მადლნი შენშორისნი, რომელნი დადვნა სულმან ყოვლისა მპყრობელმან მეფობაჲ სიბრმნისმოყუარჱ და მჴედრობაჲ სიტყჳსმოქმედი არსთა მიმართ უგამოცდილესი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახალშენ იქმნა შენ შორის რომელ მთიებისა შვა, ღმრთისმშობელო, უწინარეს მამამან ყოვლადდაუსაბამომან და მის მიერ დაამტკიცნა ცანი და თჳნიერ მისა არცა ერთი რათ იქმნა მამისა მიერ.

 

ღამითგანსა

ძლისპირი: დამჴსნელი ბნელისაჲ მის წესთა მათ წერილისა პირველისა შჯულისათა და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშვა ქრისტე და მიმიძღუა ჩუენ ნათლად ღმრთეებისა თჳსისა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

არსთა აგებულება შეარებულმან, დავით, მათ შორის განმსჯელმან მათმან საზღუარსა და წარწერასა შორის შემოყვანილ-ყავ თჳნიერ წმასნისა შედგომითა მეთევზურთა ჭუშმარიტებისათა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იტყოდა ბრძენი ვინმე ჩემდა ოდესმე ბრძენთა მიერ ქმნილსა იგავსა: ნეტარ-არსო ერი სიბრძნის-მოყუარისა მეფისაჲ, რომლითა, დავით, ინეტარებს ერი შენი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თქმულთა შენთა, მეფეო, განსწავლნენ დოგმატთა წმიდათა გონებანი უმტკიცონი, ხოლო მგლოვარებისაცა მოძღუარ ექმნეს მრავალთა კანონნი გალობათა შენთანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვისწავე საიდუმლოა შობისა შენისაა, ქალწულო, დატევნისაებრ თქმულისაგან დავითისა, რომელი მაღალთა მიერ თქმათა წარმოთქვა, ვითარ იგი ათქუმია სულმან სიბრძნისამან.

 

ღაღადყავსა

ძლისპირი: ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა-იგი იონა წინაისწარმეტყუელი: აღმომიყვანენ ჩუენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იმკობის დღეს კრებული მეფეთა და მართალთა და მწყემსთა, დავით, რამეთუ სამთავროსა თჳთმფლობელისა გონებისასა მორჩილ-ყვენ გრძნობანი და სკიპტრათ მეფობისათ განამტკიცე კეთილმსახურებისა მიერ მტკიცისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რაჟამს შენდა ვლამოდი, დავით, ძნობად გალობათა მიერ, ხოლო განცდისმოქმედიცა არა უპატივობით, არამედ უსარწმუნოეს ყოფად დიდისა მიერ ნიშისა იდიდე ჩემდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მუცლად-ღება უმამაკაცოჲსა დედისა და შობაჲ, სძალო, უხრწნელად, ხოლო მაწოვნებლობაჲ ქალწულებით ვის ესმა, რომელი მოგემადლა ღმრთისა მიერ.

 

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი. (მცირე კუერექსი).

 

კონდაკი. ჴმაჲ ვ

მგალობელთა: სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ, მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვლთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვს, ღმრთისმშობელო.

 

დიაკონმან: სიბრძნით, მოხედეთ.

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

მგალობელთა: სულისაცა შენისა თანა.

დიაკონმან: წარდგომაჲ ფსალმუნი დავითისი:

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

მუხლი: ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ.

(გუნდი სათანადო წესით იმეორებს წარდგომას)

დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელთა: ამინ.

დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალითა მისისაჲთა.

(გუნდი სათანადო წესით იმეორებს წარდგომას)

დიაკონმან: ღირს ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

მგალობელთა: უფალო შეგჳწყალენ (3 - გზის).

დიაკონმან: სიბრძნით, აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მღდელმან: მშვდობაჲ ყოველთა.

მგალობელთა: და სულისაცა შენისათანა.

დიაკონმან: იოანჱსაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიაკონმან: მოხედეთ.

მღდელი: - (კითხულობს სახარებას).

 

სახარება იოანჱსი

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის. ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.

 

მგალობელთა: დიდებაჲ შენდა უფალო, დიდებაჲ შენდა.

მკითხველმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა ჩუენისა დავითისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დადითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

და ზედა ესე:

რომელმან ცისა სამყაროებრ შეამკევ სიმგრგულე სულისა შენისა ვარსკულავთა მიერ დაუვალთა კეთილთა საქმეთა, დავით მნათობო სოფლისაო, სიმტკიცეო ეკლესიისაო, მეოხ-მეყავ შემსხმელთა შენთა. (ლოცვა მღდლისა მიერ სათქუმელი)

 

კურთხეულარსა

ძლისპირი: მაყუალი მოტყინარჱ და საჴუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაჲ საშოსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყჳთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ელისე ოდესმე ბრანგულთა მიუყარნა რისხვით განბძარვად ყრმანი ბეთელისანი ღირსად, ვითარ მგალობელნი წინაჲსწარმეტყუელისა უფლისანი, ხოლო აქა დავით მისცნა მახჳლსა ღირსად ყრმანი და ჩჳლნი და დედაწულნი უცხოთესლთანი, ვითარცა მბოროტებელთა და მტყუევნელთა ერისა უფლისა თანა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დიდმან პირველ სამოელ მეტყუელმან მეფისა საულისამან აგაგისთჳს მეფისა ამალეკისა ყრმებითურთ აღსპოლვა, რომლისა არაქმნითა განიპო მეფობა მისი, ვინა დავით უცხოთა ნათესავნი არა შეიწყალნა ჩჳლნი საღმრთოჲთა მოშურნეობითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ორხატსახილველობა და უგანცხადებულეს მრავალგუარობა მადლთა შენ შორისებულთა განაკჳრვებს გონებასა, დავით, რამეთუ ვითარცა მძლჱ მტერთა ქრისტჱს შენისათა და ვითარ სიტყუათა შინა მაღალ და მგლოვარებასა შინა საღმრთოსა უგამოცდილეს სიბრძნისმოყუარჱ გამოსჩნდი მრავალმსაჯული ერისა რჩეულისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ველსა პირველ დეირისსა აღგზებულმან საჴუმილმან მძაფრმან, საღმრთოჲთა განგებითა მიუახლებელმან შეწუვად ჴორცთა ყრმათა უბიწოთამან, გამოსახა ხატი უბიწოისა ქალწულებისა შენისაჲ, რამეთუ ცეცხლმან ღმრთეებისამან დაიცვა იგი შეუწველად მოსლვითა ცუარისა სულისა წმიდისაითა, ღმრთისა სძალო.

 

აკურთხევდითსა

სძლისპირი: საჴუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუხეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ლამობდეს დავით, ცრუშჯულისმდებელობით ძისწუღრი ბილწნი აგარისანი, რაჲთა სამეფოჲ შენი, ერი წმიდაჲ სამღდელოჲ ერად ბნელისა გამოაჩინნეს, გარნა მაღალმან შენ მიერ ცუდ-ყო განზრახვაჲ მათი.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დასდეგ საჴუმილსა და განისუენებ სიბრძნით ხილვად და სმენად შენდა ბრძანებულისა, ხოლო ტალანტთა, ბრძენო, არა დაფლვიდი ქუეყანასა, არამედ განამრავლებდ, რომლისათჳსცა შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სკიპტრაჲ ყოვლადწმიდაჲ თჳთმპყრობელობისაჲ წახნაგებულად ქუათაგან წმიდათა კეთილმსახურებისა და კეთილთა საქმეთასა შეამკევ და ესრეთ ერსა შენსა სჯიდი, დავით, მარად მართალი უფლისა მიმართ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან სიტყუათ სიტყჳთა, ქალწულო, მთავარანგელოზისათა შეიწყნარე და კაცი უსიტყუებისა ვნებათა მძჳნვარეთაგან იჴსენ, ჩემიცა უსიტყურნი ჩუეულებანი დაჴსენ და ბუნებითითა მსგავსებითა ძისა შენისაჲთა განამდიდრე.

 

ადიდებდითსა

ძლისპირი: რომელმან ჰშევ მთიები მზისა უწინარჱსი, ღმერთი ჴორციელ-ქმნული მოსრული ჩუენდა საშოისა შენისაგან, ჴორციელად გამოგჳჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლით, ამისთჳსცა, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უცხოთა მიერ და სხუათა წყობილებითა სიტყუათაჲთა საკრველებაი შენი შესხმულ არს მრავლით ჟამით, დავით, მჴნეო, დაღათუ ჰშვენოდა, რაჲთა სიტყუათაგან შენთა შესხმულ იქმნენ, უპირატეს სიტყუათა შენთა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ლაღთა და კადნიერთა არასადა უმს ადგილი შენ თანა, რომლისათჳსცა ნუ იქმნების ჩემდა კადნიერებად თქმანი ესე, მიითუალე, ვითარცა მშობელმან და პირველ მამამან, ძისაგან ბრგჳლმომზრახისა სიტყუანი, სანატრელო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღმასრულებელნი ყოვლადბრწყინვალისა ჴსენებისა შენისანი, დავით, ოხათა შენთა მადლთა მცხინვარებითა ცისკროვან-მყვენ ცნობითა და გონებითა, წმიდაო, და შეიწირენ ჩემნი შესხმითნი სიტყუანი, ყოვლადდიდებულო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან ჰშევ შარავანდედი მზისა ღმერთმთავრისა, რომელი მზემან - ღმერთმან უწინარეს მნათობთა შესაქმისა გამოაბრწყინვა, სძალო, განუკერძოებელად, მისდა ოხად ნუ დასცხრები საკუთრად ღმრთისმშობელად აღმსაარებელთა შენთა.

 

მგალობელთა: ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა - სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

 

მკითხველმან: სახლი მეფობისა ქართველთასა განბრწყინდების შენ მიერ, დავით, რამეთუ აქუ შენ შუამდგომელად ღმრთისა მიმართ და მცველად ყოვლისაგან ჭირისა.

სახლისა ღმრთისა შუენიერებაჲ შეიყუარე, დავით, რომლითა დადგრომადი მეფობაჲ პოვე ქალაქსა შინა ზეცისათა და სახლსა წულთა თანა ზესთა ღმრთისა აბრაამისათა განსცხრები საუკუნოდ.

სახლმან საწინაჲწარმეტყუელომან გაწარმოვა შენ, რომლითა თჳსებაჲ უფლისა წინაჲწარმეტყუელთაჲსა მოიგე, დავით, რომლისა მიმართ მეოხ-მეყავ შემსხმელთა შენთა.

თჳთმპყრობელობისა სკიპტრაჲ, დიდებულო, შეამკევ უსასყიდლოთა მიერ საღმრთოთა სათნოებათა და გჳრგჳნი უსასყიდლოჲ ჰყავ ქუათაგან წმიდათა და ჴრმალი მკუეთი სიმჴნისაა შეირტყ აღლესილი ქრისტჱს მიერ სარწმუნოებითა და გამოსჩნდი, დავით, მეორედ არასადა მიმდრეკი შჯულისაგან უფლისა.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ, აწდა.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელთა: ამინ.

მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვს-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ და მიხსნენ ჩუენ სამართლად რისხვსაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შეგვწყალენ ჩუენ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოწყალების კარი განგვღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა რომელნი-ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორება ნათესავისა ქრისტეანეთასა.

(მცირე (მრჩობლი) კვერექსი)

დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მგალობელთა: უფალო შეგვწყალენ.

 

ლოცვაჲ მუჴლმოდრეკით სათქუმელი

ჰოჲ ყოვლადდიდებულო მეფეო დავით, სუეტო კეთილ-მსახურებისა საიდუმლოჲსაო, რომელი გამოსჩნდი მხედარ ქრისტჱსა ყოვლად-უძლეველ, განმარგლე ყანობირი ეკალთაგან და კუროს-თავთა, რომელი მოიყიდა სისჴლითა თჳსითა მეუფემან უკუდავმან, აღაშენენ დათხრილნი ზღუდენი სიონისანი და განაახლენ დაცუაჲ საღმრთოთა ბრძანაბათა, სჯიდი, ვითარცა მეფე ქრისტჱს-მოყუარეჲ, ჰსძლევ მტერთა, ვითარცა რჩეული მხედარი ქრისტჱსი, ხოლო მგლოვარებდ საღმრთოდ, არათუ ვითარცა მეფეჲ ჭაბუკი, არამედ, ვითარცა უდაბნოს-მოყუარე, ქრისტჱსა ევედრე გარდამოვლინებად ჩუენდა მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ჰოი, ყოვლად დიდებულო და კეთილმსახურო მეფეო დავით, ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისაითა განაბრწყინვე ღმრთივდაცული ერი ჩუენი, ყოვლად განათლებულითა ლოცვთა შენითა განანათლე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზუნონი მწყობრნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერენ ქრისტჱსმოყუარენი და სამჴედრო განწესებაჲ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე; ევედრე წმიდაო და და ყოვლადდიდებულო მეფეო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა მოგუანიჭოს მადლი და წყალობაჲ თჳსი აურაცხელი;

ჰოი, ყოვლადქებულო და ყოვლადდიდებულო მეფეო, მრავლისშემძლებელითა ლოცჳთა შენითა განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოიჴსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინენ ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენი ქრისტჱსა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულითა და ჴორცითა, რაჲთა სასუფეველისა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირსვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და შენ თანა გვრგვნოსანნი ვაკურხევდეთ შენსა გჳრგჳნოსანმყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელთა: ამინ.

დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

სახელითა უფლისაჲთა, გუაკურთხენ.

მღდელმან: ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა თჳსისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა შეგჳწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

მგალობელთა: ამინ. უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).