პარაკლისი წმიდისა ყოვლად-ქებულისა მოციქულისა
ანდრეა პირველ-წოდებულისა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო შეგჳწყალენ ჩუენ. ამენ.

დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის, და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნე, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის)

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდევ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო შეგჳწყალენ (3 გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამენ.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა და ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ სდევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქვეყნად ცხოვრებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკვდარი საუკუნოჲ, და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი და სული ჩემი, ვითარცა ქვეყანა ურწყული შენდამი. მსთვად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ. მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვჰყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი, და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ალელუჲა, ალელუჲა, ალელუჲა. დიდებაჲ შენდა ღმერთო (3-ჯერ).

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდი მათ.

არა მოვკუდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

ლოდი, რომელ შეურაცხჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თვალთა ჩვენთა.

 

ტროპარი, ჴმაჲ დ.

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმაჲ უაღრესისა მათისა, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრე ანდრეა, რაჲთა სოფელსა მშჳდობაჲ მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმაჲ უაღრესისა მათისა, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრე ანდრეა, რაჲთა სოფელსა მშჳდობაჲ მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

არა სადა დავსდუმნეთ ღვთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

ფსალმუნი 50

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა, და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ, ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ, და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ ა.

ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახეჲ ჯუარისა, და განუღო ზღუაჲ მეწამული, და ისრაჱლი იჴსნა განმავალად მეტყუელი გალობასასა უფლისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ბადითა სახარებისაჲთა სიღრმით საცთურისათ აღმოიყვანე ანდრეა წარმართნი, ვითარცა აღგითქუა სიტყუამან დაუსაბამომან, ვითარმედ მონადირედ კაცთა ნათესავისა წარგავლინა, რაჲთა ვითარცა თევზნი ესე მოინადირნე.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სივრცესა ზღვისასა ოდესმე, ვითარცა მეთევზური გამოაჩინებდ, ხოლო უკანაჲსკნელ ბადითა სახარებისაჲთა ტომნი ნათესავნი და ენანი მოინადირენ ღირსო, და ზეცისა სიღრმეჲ მიუწთომელი, სიბრძნით განუცხადე მათ, დიდებით დიდებულო.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შემრღუეული სული ჩემი ვნებათაგან და გულის-სიტყუათა განჰსწმიდე, ქადაგო ქრისტესო ანდრეა, საღმრთოჲთა მით მადლითა შენითა, რაჲთა განწმედილი საკვირველებათა შენთა უგალობდე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სარწმუნოებით ვადიდებთ ერთ-არსებასა სამებისა დაუსაბამოჲსასა, არა განვჰკუეთთ ღმრთაებითა, არცა შევრევთ, არამედ ბუნებითა და არსებითა შევაერთებთ ჯეროვნად, ეგრეთუე, პირებითა განვჰყოფთ და თაყუანის-ვჰსცემთ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ წყაროო სიხარულისაო, გიხაროდენ ბჭეო ცათაო, გიხაროდენ სასანთლეო და ტაკუკო ოქროჲსა წმიდისაო, რომელმან იტვირთე ქრისტე ცხოვრების-მომცემელი.

 

გალობაჲ გ.

განმაძლიერებელ მექმენ მე დამბადებელო ცისაო და ქვუეყანისაო წყალთა ზედა, დამამტკიცე მე ქრისტე ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდა შენებრ კაცთ-მოყუარე.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მიისწრაფდი ვითარცა ირემი არა წოდებით, ნებსით წყაროთ ცხოველად, ხოლო ჰპოვე რაჲ, აუწყე ყოველთა, და ჰსუ რაჲ, ასუ შენ წყალი უხრწნელებისაჲ დამაშურალთა წყურილითა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

საკერპონი დაარღვიენ და ეკლესიანი აღმართენ ღმერთ-შემოსილო, და დააფუძნენ მათ შინა მორწმუნენი შვილნი ნათლის-ღებისანი, წყლისაგან და სულისა მადლითა მეორედ-შობილნი.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გულსა შენსა დაფარული მარგარიტი უსასყიდლოჲ უჩუენე კიდეთა სოფლისათა დიდებულო ანდრეა, რომელი-იგი დაიუნჯეს რაჲ წარმართთა სარწმუნოებით, ჰპოვეს წინაშე მდებარეჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სამებასა ერთ-არსებით სარწმუნოებით უგალობდეთ, დაუსაბამოჲთ აღუგებელად, ერთ-არსად, თანა-მოსაყდრედ, სამ-გვამოვნად, სამ-ბრწყინვალებად, რომლისაგან შეიქმნეს ხილულნი და უხილავნი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველივე ყრმისა ზედა ქალწულებასა წარსწყმედს, ხოლო შენ შემდგომად შობისა ღმრთისა ქალწულად ეგე, აწოებდ სძესა ცხოვრებასა და უხრწნელად დაიცევ დედად ქალწულად დადგრომილი.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად-ქებულო ღმრთის-მშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

მღუდელმან: კვერექსი მრჩობლი ასამაღლებლითურთ

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ ჱ.

ვითარცა პირველ-წოდებულსა ყოველთა მოწაფეთასა და თჳთ-მხილველსა და მსახურსა სიტყვისასა ანდრეა მოციქულო, ჯერისაებრ პატივს-გცემთ შენ, რამეთუ კრავსა აღმხმელსა ცოდვათა სოფლისათა, უეჭველითა სარწმუნოებითა მჴურვალედ შეუდეგ, ვინაჲცა ვნებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, რომელმან ჩუენთჳს ჴორცითა სიკუდილი დაითმინა, ამისთჳს გიგალობთ შენ; ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს, დღესასწაულის-მოყუარეთა წმიდისა ჴსენებისა შენისათა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

კერპთა მძვინვარებაჲ დაამჴუ მაცხოვრისა ვნებისა მოსურნე-ქმნილმან შენ ნეტარო მოციქულო, და ზეცით საკვირველებისა მდინარედ გამოუჩნდი წარმართთა ყოვლად-სანატრელო, რამეთუ მასწავლელ იყავ ყოველთა, ამისთჳს ჴსენებასა შენსა ღირსად პატივს-ვჰსცემთ, და გალობით გიგალობთ, და სარწმუნოებით გადიდებთ ანდრეა მოციქულო; ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად დღესასწაულის-მოყუარეთა წმიდისა ჴსენებისა შენისათა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ საყდარო ცეცხლის-ფერო ღმრთისაო, გიხაროდენ ქალწულო ტახტო სამეუფოო, ცხედარო ბრწყინვალედ დაგებულო, ოქრო-პორფიროვანო სასძლოო, ქლამიდო ფერითა მეწამულო, შუენიერო ტაძარო, ელვისა ეტლო, ლამპარო მრავალ-მნათობო, გიხაროდენ ღმრთის-მშობელო ათორმეტ-ზღუდეო ქალაქისაო, და კარო ოქროვანო, და სასძლოო ნათლის-სახეო, ოქრო-ბრწყინვალეო ტრაპეზო, ღმრთივ-შუენიერო კარავო, გიხაროდენ სძალო დიდებულო, მზეო მწთოლვარეო, გიხაროდენ მხოლოო სულისა ჩემისა განმანათლებელო.

 

გალობაჲ დ.

შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შემ ხარ უფალი ჩემი, და სიქადული ცხოვრებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი მამისანი, და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲწარმეტყუელისა ამბაკოს თანა ვიტყოდეთ: ძალსა შენსა დიდებაჲ კაცთ-მოყუარე.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

საღმრთოჲსა სულისა მადლმან დაიმკვიდრა შენ თანა ღმრთივ-შუენიერად ენითა ცეცხლისაჲთა ანდრეა, და უდარესი განლია უაღრესმან, ბრწყინვალებითა ღმრთაებისათა, და გამოუთქმელთა ქადაგად გაჩინა.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მთად საღმრთოდ გარდამომადინებელად სიტკბოებისა უზესთაეს არსებისა ჩუენთჳს არს-ქმნილმან ღმერთმან, გამოაჩინა ყოვლად-დიდებული ანდრეა მთათა მწარეთა საეშმაკოთასა ამპარტავანებისათა უჩინო-ყოფად.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უდაბნოსა წყურიელსა ასუ ბრძენო საღმრთონი სიტყუანი შენნი და მრავალ-ნაყოფიერ გამოაჩინენ შვილნი ეკლესიისანი, ნაყოფისა მქონებელად თესლისაგან ქადაგებისა შენისა; დიდებაჲ მომცემელსა შენდა სულისასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სამებასა ერთ-არსებად უგალობდეთ ერნო, ერთითა ღმრთაებითა – მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, ერთ-არსებით და ერთ-ბუნებად განუყოფელად, და მიუწთომელად და განუზომელად, რამეთუ ერთ-არს სამებაჲ და სამებით იქების ღმრთაებაჲ სამ-პირებით და სამ-თვითებით დიდებული.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვადიდებთ საიდუმლოსა შენსა ღმრთის-მშობელო, რამეთუ რომელი იგი უხილავ-არს ძალთაგან ზეცისათა გარდამოჴდა შენ-ზედა ვითარცა წვიმაჲ საწმისსა ზედა, ჴსნისათჳს ჩუენ მაქებელთა შენთასა.

 

გალობაჲ ე.

შენ რომელმან განანათლენ მოსლვითა შენითა ქრისტე, და განსწმიდენ კიდენი ქუეყანისანი ჯუარითა, განანათლენ გულნიცა მგალობელთა შენთანი ნათლითა მეცნიერებისა შენისაჲთა.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მიემთხვიე სასურველსა შენსა დიდებულო ანდრეა, და უხრწნელთა ტალავართა მისთა განისვენებ, და ღირსი მჭელეული შრომათა შენთა მოგისთულებიეს, ამის-თჳსცა გალობით გადიდებთ.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გსუროდა შენ მეუფისა შედგომად კვალსა მისსა, რომელიცა მიიყვანებს ცხოვრებასა უკუდავსა, დიდებულო ანდრეა, და ვნებათა მისთა მობაძავ-იქმენ ჭეშმარიტად ვიდრე სიკუდილადმდე.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოგირთხა შენ ისრად რჩეულად ძლიერად სანატრელო, და გტყორცა შენ ყოველთა კიდეთა სოფლისათა მოწყლვად ეშმაკთა ბოროტთა გუნდსა და განკურნებად ადამიანთა უღმრთოებითა მოწყლულთა, ანდრეა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მამასა ძით და სულით წმიდითურთ ცხოველს-მყოფელსა თაყუანის-ვჰსცემდეთ, ღმერთსა სამ-გუამოვანსა, ერთსა ძალსა, ერთსა მეუფებასა, ვაქებდეთ და ვჴმობდეთ: სამებაო წმიდაო, შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი კეთილად ღმრთის-გმეტყუელებთ შენ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰშევ ნათელი ბრწყინვალეჲ, ყოვლად-ნათელო სასანთლეო ნათლისაო, და იქმენ სავანეჲ დამტევნელ ნათლისა მის უსხეულოჲსა, და წყაროჲ ღმრთის-მეტყუელებისაჲ, ნათლითა განმანათლებელ კიდეთა სოფლისათა, ქალწულო.

 

გალობაჲ ვ.

მომიცუნა ჩუენ სიღრმემან ღელვათამან და არავინ-არს მჴსნელ ჩუენდა, და ვიქმნენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლუადნი, არამედ იჴსენ ერი შენი უფალო, შენ ხარ სასოჲ და ნუგეშინის-მცემელი განწირულთა.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიტყვითა შენითა ეშმაკნი ივლტიან, და სენნი იდევნებიან, და სულიერთა ვნებათა სიმრავლენი შორს განიჴდებიან მორწმუნეთაგან, ღმრთისა მიერ მოცემულთა შენდა მადლითა ანდრეა.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ქრისტეს სიყუარულისა ცეცხლი გეტვირთა გულსა შენსა მოწამეო ქრისტესო, და ჴმობდი უღმრთოთა მიმართ, დაშრტა საჴმილი თქუენი, ვინაჲთგან ქრისტე – სასო წარმართთა გამოსჩნდა.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მარილითა ქრისტესითა დამმარილებელნო გონებისანო, ჭამადნი თქუენნი დაატკბენით თქუენდა ზეციერითა დოღმატითა და უხრწნელებისა სიტკბოებითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სამებასა წმიდასა, მამასა ძესა და სულსა წმიდასა თაყუანის-ვსცემდეთ ერნო, სამ-გვამოვნად ქებულსა და ერთ-არსებით ცნობილსა, ერთ-ბუნებით უგალობდეთ: დიდებაჲ შენდა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენდა მომართ იხარებენ ღმრთის-მშობელო მამა-დედანი კაცთანი, რამეთუ უკმოიღეს ედემი შენ მიერ, რომელი წარწყმდა ურჩებითა; შენ ხარ ქალწული პირველ შობადმდე და შემდგომად შობისა.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად-ქებულო ღმრთის-მშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

მღუდელმან: კვერექსი მცირე ასამაღლებლითურთ

 

კონდაკი, ჴმაჲ ბ.

სიმხნისა სეხნასა ღმრთის-მეტყუელსა და შემდგომად ეკლესიისა მწუერვალსა, პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარცა ძუელად მას, აწ ჩუენთა გვიწოდს: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.

იკოსი.

ძუელად უკუე დავით აღადგინებს ცოდვილთა ვითარცა მე, მითხრობად ქებისა ღმრთისა მართლიად, გარნა სარწმუნოებისა მიმართ კუალად გვასწავებს და მრავლითა ცრემლითა აღმოიტყვის, რამეთუ: დღეს თუ ჴმისა მისისა ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა ოდესმე განამწარეს წყალთა ზედა, ხოლო სხვასა ფსალმუნსა შინა: უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ, მოვედით გვიპოვნიეს სასურველი.

 

მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით

წარდგომა სახარებისაჲ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

მღუდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო... ყოველი სული... ღირს ყოფად ჩვენდა... სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ...

 

სახარებაჲ მათესი (IV, 18-23)

მას ჟამსა შინა იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი, სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადეჲ მათი და შეუდგეს მას. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი, და მისდევდეს მას. და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა, და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჴმაჲ ვ.

ვედრებითა წმიდისა მოციქულისა ანდრეა პირველწოდებულისაჲთა მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლეჲ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლეჲ.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე ღმერთო.

 

გერი, ჴმაჲ ჱ.

ქრისტეს ქადაგსა და მსახურსა სარწმუნოსა ანდრეას დღეს გალობით შევასხმიდეთ, რამეთუ ესე კაცთა უფსკრულით და სიღრმით სიბრძნით მოინადირებს, და ნაცულად საჭისა უპყრიეს ჴელთა თჳსთა ძელი ჯუარისაჲ, და ბადის-პირთა წილ ძლიერებაჲ საღმრთოჲ, და ესრეთ აღმოიყვანებს სულთა ახოვნად სიღრმეთაგან უმეცრებისათა ნეტარი, და შესწირავს მათ ძღუნად სამეუფოდ წინაშე ღმრთისა, ამას მარადის მორწმუნენო, ქრისტეს მოწაფეთა კრებულისა თანა ჯეროვნად პატივს-ვსცემდეთ, რაჲთა მოწყალე-ჰყოს ღმერთი დღესა მას განკითხვისასა.

მღუდელმან: აცხოვნე

 

გალობაჲ ზ.

საღმრთოჲსა შურისაგან ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი ვითარცა რაჲ სამოთხესა შინა ვიდოდეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჭეშმარიტად საჩინოდ აღესრულა აღთქმაჲ იგი შენი ქრისტე, რამეთუ აღძრუაჲ ღელვათა საღმრთომან მოწაფემან შენმან მყის დააყუდა, რაჟამს იგი სიტყვით შეჰრისხნა და მას შინა დანთქმულნი ვითარცა პეტრე, აღმიეყვანნა.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

საცნაურითა მით სიონით გიბრძანა აღსლვაჲ ზეცად სანატრელო, და სასმელი ცხოვრებისაჲ სიხარულით მიიღე, და აღჴედ, და აღიღე სიკუდილისა მიერ ცხოვრებად ქრისტეს თანა ღმრთისა ყოველთასა, დიდებულო ანდრეა.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სულისა წმიდისა ცეცხლი ზეგარდამო მოიღე წმიდაო მოციქულო, ენებითა ახლითა, რომელი არა სადა გეზრახა ღირსო, კიდეთა სოფლისათა გებრძანა ზრახვა დიდებისა მისისაჲ, მრავალ-სახეთა მათ ენათა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გალობაჲ სამებისაჲ აღვიღოთ და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წრფელსა, და ჴმა ვჰყოთ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს ერთ-არსებით ცნობილი სამებაჲ წმიდაჲ განუყოფელი და შეურწყმელი აწ და უკუნისამდე.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამისა და სულისა თანა უგალობთ ძესა ჴორც-შესხმულსა თჳნიერ ქცევისა შენგან ქალწულო ღმრთისა დამტევნელო, რამეთუ ვითარცა იყავ, ეგრეთვე ეგე უბიწოდ, დედაო და მშობელო განკაცებულისა ღმრთისაო.

 

გალობაჲ ჱ.

საჴმილსა რაჲ შეთხეულ იყუნეს ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა ბძმედისა მიერ გამოდნობილი ოქროჲ განბრწყინდეს და იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ბრწყინვალედ მხიარულ-მყოფელი ნათელი კურნებათა აღმოგვიბრწყინვა ჩუენ ჴსენებამან შენმან ანდრეა, და ვღაღადებთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ბრწყინვალე ვითარცა რა ელვაჲ განხუედ ნათლად წარმართთა, განმდევნელად ბნელისა უმეცრებისასა ანდრეა, და განათლებად მეტყუელთა: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჵ მოწაფეო და მეგობარო ქრისტესო და თანა-აღრაცხილო მოციქულთა მისთაო, დასჯდეს რაჲ მსაჯული იგი საყდარსა ზედა თქუენ ათორმეტთა თანა, ვითარცა იგი გეტყვის თქუენ აღმთქმელი, იქმნენით ჩუენდა მაშინ ზღუდე კაცთ-მოყუარებისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სამბრწყინვალესა ერთობასა და სამებასა თანა-მოსაყდრესა დიდების-ვმეტყუელებდეთ განუყოფელად, ხოლო გულის-ჴმა-ვჰყოფდეთ ერთსა ბუნებით, ვითარცა მხოლოსა ჭეშმარიტსა ერთსა არსებასა სამთა შინა პირთა შეურევნელად.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ ღმრთისა საყდარო, ქალწულო უბიწოო, შესავედრებელო ჩუენო, გამომაბრწყინვებელო ნათლისა უსხეულოჲსაო, რომელმანცა განანათლნა ბნელსა შინა მსხდომარენი, რომელსა ჩუენ მორწმუნენი ვაკურთხევთ მარადის.

 

გალობაჲ თ.

სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო, მოესწავა საიდუმლო მაყვალი მგზებარე ცეცხლითა, რომელი არა შეიწუებოდა, და აწ გევედრები, დაშრიტე ღმრთის-მშობელო ალი ცოდვათა, რაჲთა გადიდებდე.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა მოწაფე საყვარელი, ძელსა ნებსით დამსჭვალულსა მეუფესა შენსა შეუდეგ ვიდრე სიკუდილადმდე, და აღჴედ სიხარულით სიმაღლედ ჯუარისა, და წრფელ-ჰყუენ სლვანი შენნი ზეცად მიმართ, ნეტარო მოციქულო.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელმან ეგე განმარტენ ბადენი საღმრთონი საიდუმლონი ხედვისანი და წარმართნი, ვითარცა თევზნი მოინადირენ ყოვლად-წმიდაო მოციქულო; ევედრე წმიდასა სამებასა, რაჲთა მოგვანიჭოს ჩუენ მშვიდობაჲ და წყალობაჲ და საუკუნო იგი ცხოვრებაჲ.

წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გმადლობთ შენ მორწმუნენი, რომელნი შენ მიერ განვნათლდით, რომელნი ქუეყანით ზეცად შენ მიერ აღვიყვანენით, რამეთუ მტერისა მსახურებისაგან განდგომილნი ესე ზიარ ვიქმნენით ანგელოზთა წმიდათა და დიდებასა უფლისასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სამ-გვამოვანსა ბუნებასა და განუყოფელსა დიდებასა, ერთსა ღმრთაებასა საგალობელსა დაუცხრომელად ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, სამებასა განუყოფელსა ვადიდებდეთ, ძისა თანა მამასა და სულსა, კეთილ-მსახურებით თაყუანის-მცემელნი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კეთილ-ნაწლეობითთა ქუეშე შენთა მოლტოლვილთა სარწმუნოებით, და კეთილ-მსახურებით თაყუანის-მცემელთა ძისა შენისათა, მას ვითარცა ღმერთსა და უფლასა სოფლისასა ევედრე ჴსნად ხრწნილებისაგან და ყოველთა განსაცდელთა.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთაჲსა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთის-მშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღუდელმან აკმიოს.

 

პირველ-წოდებულო მოციქულო, და მობაძავო ვნებათა მისთაო, ემსგავსე შენ უფალსა ანდრეა მოციქულო, რომელმან სიღრმესა შინა უმეცრებისასა შეცდომილნი, სამჭედურითა ჯუარისა შენისაჲთა აღმოიყვანენ და მოიყვანენ შენ, და ამისთჳს ცხოვნებულნი მორწმუნენი გიჴმობთ შენ: ევედრე სახიერსა მას, რაჲთა დაამშვიდოს ცხოვრებაჲ ჩუენი და აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

ბუნებისა უზესთაესითა ბრწყინვალებითა განათლებულ-ხარ წმიდაო მოციქულო ანდრეა, ბუნებისა ჩუენისა მკურნალსა იესუს ევედრე, რაჲთა ბევრეულთა ბრალთაგან ჩუენთა განგვათავისუფლნეს.

უმაღლესო ზეცისა სამყაროჲსაო, უზადოჲსა მის ნათლისა ელვარებითა განათლებულო, უსაზღვროსა კაცთ-მოყუარებასა მისსა ევედრე შეწყალებად ჩუენდა უღირსთა მონათა თჳსთა.

სავედრებელი ჩუენი ესე არს წმიდაო მოციქულო ანდრეა, რაჲთა ღირს-ვიქმნეთ სასუფეველისა დიდებასა სულით და ხორცით, და ცხოვნებულნი შენთანა ვადიდებდეთ სახიერებასა ღმრთისა ჩუენისა უკუნისამდე.

რომელთა უეჭველი სასოებაჲ გვაქუს შენდამი, ქაწულო ყოვლად-წმიდაო, დაგვიფარენ მრავალ-ფერთა განსაცდელთა შინა მყოფნი და გარე-მოდგომილისა ძვირისა და ბოროტისაგან განგვათავისუფლენ ჩუენ, და ევედრე ძესა შენსა მოციქულთა თანა მისთა, რაჲთა აცხოვნნეს ყოველნი მგალობელნი შენნი.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის)

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდევ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო შეგჳწყალენ (3 გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამენ.

ტროპარნი

მიწყალენ ჩუენ უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა ცოდვილნი ესე შევსწირავთ: მიწყალენ ჩუენ უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ-ზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ-არს ჩუენზედა და შეგჳწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთის-მშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენა ხარ ცხოვრებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღუდელმან შეგჳწყალენი...

 

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ჵ ყოვლად-დიდებულო მოციქულო წმიდაო ანდრეა, ქრისტეს მიერ შეყუარებულო, ანგელოზთაგან პატივ-ცემულო, კაცთაგან თაყვანის-ცემულო, ეკლესიისა მტკიცეო საფუძველო, ყოველთა მორწმუნეთა მიმართ წინამძრვარო, მზეებრ შარავანდედითა შენითა სოფლისა განმანათლებელო, ქრისტეანეთა სულთა განმაბრწყინვებელო და ღმრთისა მიმართ შემწირველო.

ჵ ყოვლად-ქებულო წმიდაო მოციქულო ანდრეა, მახარობელო მშვიდობისაო, ყოვლისა შემძლებელითა ლოცვითა შენითა მოჰფინე ქუეყანასა მშვიდობაჲ, კეთილ-მორწმუნესა ერსა ჩუენსა ამაღლებაჲ, უწმიდესსა და უნეტარესსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩუენსა ილიას განბრწყინვებაჲ, ყოვლად-სამღუდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოსთა და ყოველთა სამღუდელოთა და სამონაზნო წესთა განმშვენებაჲ. გევედრებით ქრისტეს მოწაფეო, ევედრე შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა მოანიჭოს სოფელისა სავსებასა მშვიდობაჲ და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ჵ ყოვლად-წმიდისა სამებისა ქადაგო და მის მიერ ღმრთივ-შუენიერად განათლებულო წმიდაო მოციქულო ანდრეა, მას სახიერსა ევედრე, რაჲთა ყოველთავე მართლმადიდებელთა მოგვმადლოს მარადის სათნო-ყოფაჲ, კეთილ-მოქალაქეობით წარმატებაჲ, ზეცისა მოქალაქედ გამოჩინებაჲ და შენ-თანა ზიარ-ყოფაჲ, წმიდათა თანა მოდასეობაჲ, მართალთა თანა სავანეობაჲ და ანგელოზთა თანა გალობაჲ, რამეთუ შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 

და ჩამოილოცოს მღუდელმა ჴსენებითა წმიდისა მოციქულისა ანდრეასითა, და ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ამას, ჴმაჲ ჱ.

სასურველი ღმერთი ჴორცითა იხილე ქუეყანასა ზედა მავალი ღმრთის-მხილველო და პირველ-წოდებულო, და ერთ-სისხლსა მას შენსა უჴმე: გიხაროდენ ჵ სიმონ, რამეთუ ვჰპოვეთ მჴსნელი სასურველი, დავითის მიერ მოსწავებული - ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ქრისტე ღმერთო, ვინაცა სურვილი სურვილსა ზედა შეჰსძინე, ჯუარითა სიკუდილი, რომლისა გსუროდა, და ვითარცა ჭეშმარიტი მოწაფე ბრძენო, ვნებისა მისისა მობაძავ-იქმენ ჭეშმარიტად ჯუარითა, ამისთჳს დიდებისაცა მისისა ზიარ-იქმენ, ლმობიერად ევედრე სულთა ჩუენთათჳს.

დედოფალო შეიწირე ვედრებაჲ მონათა შენთა და გვიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა და მწუხარებისა.