პარაკლისი წმიდისა დიდისა მოწამისა
ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისი

მღდელმან: კურთხეულ არსი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაითა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი, და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სი-მართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი, და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმაი 4

ტყუეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლითშემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სხუაი ტროპარი, ხმაი 4

იღუაწე შენ ფრიად ქრისტჱსთჳს და სარწმუნოებისათჳს მისისა, და ვნებანი იგი ფიცხელნი დაითმინენ და ამხილე მძლავრთა უღმრთოებასა, ხოლო მსხუერპლად ღმრთისა კეთილშეწყნარებულად შეიწირე, ამისთჳსცა გჳრგჳნი ძლევისაჲ მიიღე და აწ მეოხებითა შენითა, წმიდაო მოწამეო გიორგი, მოგუანიჭებ ყოველთა ცოდვათა მოტევებასა.

აწდა...

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხვუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 1 გუერდი

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლჱ მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაჲთა ქრისტეს მიერ და იჴსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს

მადლი მომანიჭე მე სულისა წმიდისა საუნჯეთაგან, ქრისტე ღმერთო, აღმიღე პირი და ენაჲ შეთხზვად ქებისა გჳრგჳნისა, გალობად გიორგი მოწამისა, ბრწყინვალედ შუენიერისა.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ახოვნად მოთმინებითა და ძლიერებითა იღუაწე შენ ჴორცითა და განჰბრწყინდი სულითა და ღირს იქმენ შენ სარწმუნოებითა სრულითა აღნათქუამთა მათ კეთილთა, ღმერთშემოსილო გიორგი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლოცვაჲ მართლმადიდებელთაჲ შეიწირე, ქრისტე, მოქადულთა შენითა ორითა მით ბუნებითა, და ორითა ნებითა და საქმითა აღმსაარებელნი შენნი აცხოვნენ მჴნისა მიერ გიორგისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაჲსწარმეტყუელთამან წინაჲთ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთჳსცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგჳხუენ ჩუენ, ქალწულო.

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოიგე მოწყალებაჲ და განაგდე სიმდიდრჱ სოფლისა ამის წარმავალისაჲ, ღირსო ქებისაო, და ღმრთისა სიყუარულითა მიეც მონაგები შენი გლახაკთა და თავი შენი მსხუერპლად ქრისტესა, მჴნეო გიორგი, აწცა მვედრებელთა შენთათჳს ნუ დააცადებ მეოხებასა.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მიისწრაფე, მჴნეო, სამშჯავროსა მეკერპისა მის მეფისა და მზაკუვარისა კრებულისა, წმიდაო გიორგი, და ჰქადაგე ქრისტე თანა მამით და სული წმიდითურთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ქრისტეს სარწმუნოებითა მტკიცითა, გონებითა სრულითა და სასოებითა წარსდეგ ურმისთუალსა მას საშინელსა, ღმრთივსანატრელო, მჴნეო გიორგი, და განჰბანე გუამი და სამოსელი შენი სისხლთა დათხევითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქრისტჱს მარჯუენითა მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაჲ ზეციერი გჳთხოვე ჩუენ, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

 

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღუაწლითშემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოჲს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიჴსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტჱს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სარწმუნოებითა, ღუაწლითშემოსილო ქრისტჱსო, და მძლავრთა უღმრთოებაჲ ამხილე, მჴნეო გიორგი, ვინაჲცა გჳრგჳნი სიმართლისაჲ ღირსად მიიღე და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირე, წმიდითა მეოხებითა შენითა მიანიჭებ ყოველთა ცოდვათა შენდობასა. დიდებაჲ... აწდა...

მეოხო მვედრებელთა და მადიდებელთა შენთაო, პატიოსანო მარტჳლო, ქრისტჱს სარწმუნოებისათჳს წამებულო, წმიდაო გიორგი, ევედრე გჳრგჳნოსანმყოფელსა შენსა იესუს, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა, და დაიცვას ყოვლისაგან ჭირისა და საფრჴეთაგან ეშმაკისაჲთა, და აცხოვნოს სულნი ჩუენნი, ვითარცა მოწყალე არს.

 

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ეჩუენე აღჭურვილი ჯუარითა უშჯულოთა მძლავრთა, და სძლე ძალითა ქრისტჱსითა, ხოლო შეცთომილნი ერნი მოაქციენ ღმრთისმსახურებად საკჳრველად, სასწაულთა დიდთა აღსრულებითა.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ნაკლულევანთა მათ ცუდთა კერპთა ამხილე ახოვნებით და შეჰმუსრენ საღმრთოჲთა შურითა, აწ მოიხილე ჩუენ ზედა და გარე წარგვხადე განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი მეოხებითა შენითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მიუწდომელი სიმდაბლჱ შენი, ჴორცთა შესჴმითა ჴსნაჲ ჩუენი, ქრისტე მჴსნელო, ქალწულისაგან ქადაგა წმიდამან მთავარმოწამემან გიორგი, წინაშე უშჯულოთა მძლავრთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ჴორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოჳვლტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოჲ, მრავალმოწყალე.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიმახჳლჱ რკინისაჲ და სიმჴურვალჱ ცეცხლისაჲ შეურაცხ-ყავ ახოვნებით და ეტყოდი მძლავრთა: „იცანთ შემოქმედი თქუენი“, და მათ სასმენელნი დაეყუნეს მსგავსად გუელთა ასპიტთა.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ლმობილ ექმენ შენ ვნებათა ქრისტჱსთა და მსგავსად მისსა მიეც თავი შენი სატანჯველთა და სიკუდილსა, აწ მომეც ჩუენცა ძალი, სიმჴნჱ და სიბრძნჱ დათრგუნვად მანქანებათა მტერისაჲთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიქადულით აღგიარებდა შენ, ქრისტე, წმიდა დიდ-მოწამე გიორგი, წინაშე მძლავრთა ორითა მით ბუნებითა და სრულითა ჴელმწიფებითა ღმრთეებისა შენისაჲთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ჴორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკჳდრებელად თჳსად შეგიწყნარა და იჴსნნა კაცნი.

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაჲ, და გიღაღადებ: მიჴსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

წარსდეგ წმიდითა გონებითა და სარწმუნოებითა მტკიცითა, ახოვანო გიორგი, წინაშე უშჯულოთა მძლავრთასა და ჴმა-ყავ ღმრთი-სა მიმართ მაღლისა: „უფალო, მიჴსენ მონაჲ შენი უღმრთოთაგან“.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოვიდა შენდა შეწევნაჲ საღმრთოჲ და განგკურნა ყოველთაგან სატანჯველთა, აწცა განმარინნე ჩუენ, ღუაწლისა მძლეო, მჴნეო გიორგი, ჴორცთა სალმობათა და ურვათაგან.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ვარსკულავი მნათობი აღმობრწყინდი შენ მრავალთა ტანჯვათაგან, სულითა უძლეველო გიორგი, და განანათლე ეკლესიაჲ ქრისტჱს ღმრთისაჲ ღუაწლთა შენთა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახჳლმან, იხილე-რაჲ ჯუარსა ზედა ძჱ შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოჲ გუერდი მისი ლახვრისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

 

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღუაწლითშემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ჴმაჲ 4

მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთისმსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა თჳსსა, რამეთუ ცრემლით ჰსთესე და სიხარულითა მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღუაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა, იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

 

წარდგომაჲ სახარებისა, ჴმაჲ 4.

საკჳრველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუჴლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაჲ სახარებაჲ, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

 

სახარებაჲ მათესი

ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ, და მამამან შჳლი; და აღსდგენ შჳლნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გუნდი: ნუ უღირს იჩენ გულსმოდგინედ ვედრებასა ჩუენსა, მეუფეო, რომელნი ესე გევედრებით შუამდგომელობითა წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისითა, რამეთუ მან სახელისა შენისათჳს წმიდისა, სრულიად დაითმინა ტანჯვანი, არამედ ოხითა მისითა შეგჳწყალენ და გუაცხოვნენ ჩუენ, მრავალმოწყალეო ღმერთო.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა და ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლე-ბელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳ-რველთმოქმედისაჲთა და წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედა-ზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთჳმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი), წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოტყინარჱ ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სახედ მსხუერპლისა შესწირენ სულნი და ჴორცნი ქრისტესა, სანატრელო გიორგი, სატანჯველთა სიმრავლითა და ესრეთ ღაღადებდ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მქადაგებელ გამოსჩნდი დევნულისა სარწმუნოებისა, ხოლო მამხილებელ ბნელსა მაცთურებისასა, წმიდაო გიორგი, და ჰსთქუ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ნათელო გამოუთქმელო, შენ, უხილავო მამაო, სიტყჳთ შენით და სულით, სამებაო ერთარსებაო, გიგალობდა წმიდაჲ გიორგი: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგჳბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზჱ იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაჲ სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ეტყოდე მძლავრსა მეფესა უშჯულოსა: „არაჲ ვმსახურებ კერპთა შენთა უსულოთა“, არამედ აღამაღლებდ ქრისტესა ღმერთსა, სანატრელო გიორგი, უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

თითოსახეთა სატანჯველთა სასტიკთა გუამი შენი განკაფეს, მჴნეო გიორგი, ხოლო უფალმან განგაახლა და ღაღად-ყავ: „აღგამაღლებ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დროებითი იგი შუენიერებაჲ შეგერაცხა ვითარცა არა რაჲ, და საშინელსა მას შემუსვრასა არა ჰრიდე და იტყოდი მტკიცითა სულითა: „აღგამაღლებ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთჳს ჴორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაჲ და ყოვლად უბიწოჲ, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთჳს მორწმუნენი ჴმამაღლად გიგალობთ შენ.

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ესაჲა, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძჱ დაუსაბამოჲ ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჰბრწყინავ ნათლითა წამებისაჲთა, მჴნეო გიორგი, და გჳრგჳნითა მარტჳლთათა შემკული წინაშე ღმრთისა, ელვარედ მდგომარე ხარ წმიდათა თანა, მვედრებელთა შენთათჳს ნუ დააცადებ მეოხებასა.

წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყოველსა სოფელსა აზიარებს სიხარულსა ქალაქი ლოდი, სადა აწ დაუნჯებულ არს კურნებისმომცემელი ნეშტი შენი ლუსკუმსა შინა, და უშურველად აღმოაცენებს წყალობასა და მადლსა ჭეშმარიტსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მარტჳლობისა მის შენისა კადნიერებითა, ყოვლად ქებულო გიორგი, გვექმენ მჴურვალე შუამდგომელ ღმრთისა მიმართ ჩუენისა, რაჲთა განაბნიოს მტერნი ჩუენნი ურიცხვი და შეგვკრიბოს განბნეული ერი ქართველთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაჲსწარმეტყუელმან წინაჲთ გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტჱს, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთჳს გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს

 

მოვედით სარწმუნოებისა მკჳდრნო ერნო, მართლმადიდებელნო, ვიხარებდეთ და მარადღე უგალობდეთ საკჳრველსა და ჭეშმარიტად ახოვანსა მოწამესა, ღუაწლისა-მძლესა გიორგის, რამეთუ მჴურვალედ მვედრებელთა მისთა მიანიჭებს მადლსა უშურველად.

ჵ, ახოვანო მჴედარო ქრისტჱს ღმრთისაო, წმიდაო მოწამეო გიორგი, ვითარცა შენ ხარ მეოხი და მსწრაფლშემწე მომწოდებელთა შენთაჲ განსაცდელთა შინა, მეცა ძჳრთა სალმობათა და ცოდვათაგან განმათავისუფლე და აღმავსე სიყუარულითა საღმრთოჲთა.

ჵ, ღუაწლითშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, რომელმან მრავალ გზის დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ნათესავსა ჩუენსა ზედა, აწცა განაქარვე მზაკუვარებაჲ ურიცხუთა მტერთა ჩუენთაჲ, რომელთა განიგდეს წილი სამკჳდრებელსა ჩუენსა ზედა, და მკჳდრნი მისნი დაგვიცევ უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან და განსაცდელთა.

ჵ, ყოვლად ქებულო ახოვანო მარტჳლო, ვითარ ძუელად აჩუენე საკჳრველი მფარველობაჲ შენი სარწმუნოებით აღმსთობილსა ერსა ჩუენსა, ეგრეთვე აწ გჳთხოვე, წმიდაო, შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა და სიმტკიცჱ მორწმუნეთაჲ და აღმაღლებაჲ რქისა მათისაჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და წყალობაჲ შენდამი მგალობელთა.

ჵ, ღუაწლითშემოსილო, წმიდაო მოწამეო გიორგი, მტკიცესა მას შენსა შეწევნასა მარადის შევრდომილნი, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა მარიამს, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ წარმართთა და მწვალებელთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი შევამკობთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხო-რებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, კაცთმოყუარე, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მხევლისა) ღმრთისა, რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი, ანუ ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მაჴვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, კეთილშუენიერებითა ცისკროვან-ბრწყინვალეო, დიდო მოწამეო გიორგი, მნათობო ყოვლისა სოფლისაო და ახოვანო მჴედარო ქრისტჱს ღმრთისაო, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო, შემწეო მორწმუნეთაო და მწუხარეთა სიხარულო და მხიარულებაო, გამომჴსნელო ტყუეთაო და ღმრთისა მიმართ მეოხო ყოველთა მვედრებელთა და მადიდებელთა შენთაო.

ჵ, ღმრთივგჳრგჳნოსანო, დიდო მოწამეო გიორგი! მოგჳჴსენე წინაშე ღმრთისა და ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა მოხედენ სამკჳდრებელსა ქართველთასა, და მკჳდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა, მძლავრთა კუეთებისაგან მრავალგზის შეჭირვებულსა და განამტკიცე იგი. დაამდაბლე ქუეშე ფერჴთა ქრისტიანეთასა წინააღმდგომნი მტერნი, ხილულნი და უხილავნი, და ვითარცა თანამბრძოლ ექმენ დიდგორს ღმრთისმოყუარესა მეფესა დავითს და მიჰმალე უცხო თესლსა ზედა „ძლევაჲ საკჳრველი“, ეგრეთვე აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლი-საგან ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და არცაღა ჰსთქუან წარმართთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მჴედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, მრავ-ალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე ქრისტჱსმოყუარე მჴედრობანი, და კეთილის-მყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჵ, ახოვანო და ღუაწლსა შინა სახელოვანო მოწამეო, წმიდაო გიორგი! ღმრთივდიდებულითა საკჳრველებითა და ნიშებ-სასწაულითა შენითა განათავისუფლე ტყუენი, განჰკურნე უძლურნი, იჴსენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინე ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, ყოველთა შემწყნარებელსა. ყოველნი მარტჳლთმოყუარენი და მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდე და სულითა და ჴორცით აღამაღლე, რაჲთა სასუფეველისა დიდებასა და დიდადშუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს ვიქმნნეთ ყოველნი, ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადი-დებდეთ და შენ თანა ცხოვნებულნი ვაკურთხევდეთ შენსა გჳრგჳნოსანმყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა და შენ შორის მეტყველსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ლოცვა მუხლთმოდრეკითა სათქუმელი

ჵ, მოწამეთა და მოღუაწეთა შუენიერებაო, ჩემო საწურთელო და ბრწყინვალებაო, ტკბილო სახელითაცა და საქმითა, მეუფისა მრავალნაყოფიერო ნამუშაკეო, მართალთა ყოველთა სამკაულო, ურწმუნოთა მტერთა მიმართ საძლეველო დიდო მჴედარო ქრისტჱს ღმრთისაო, წმიდაო მთავარმოწამეო გიორგი, რომელმან ჰქადაგე წმიდაჲ და დიდებული სახელი მისი წინაშე მეფეთა და მთავართა უშჯულოთა და შინებათა და ტანჯვათა მათგან არა შესძრწუნდი, არამედ მიიღე წადიერებითა მრავალფერთა მათ ტანჯვათა მიერ სასუმელი იგი წამებისაჲ და უხრწნელებისა გჳრგჳნი ცხოველსმყოფელისაგან მარჯვენისა მაღლისა დაიდგი, და აწ ცათა შინა წინაშე საყდართა მათ მადლითა მისითა ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ, ხოლო ქუეყანასა ზედა ნიშთა და სასწაულთა და დიდებულთა საკჳრველთა აღასრულებ, რომელთაჲ არა არს რიცხჳ, მოვედ აწ და დადეგ შორის ჩუენსა და უხუად განგჳყავ შემსჴმელთა შენთა და მგალობელთა მადლი, წყალობაჲ და ცოდვათა მიტევებაჲ და წარგჳმართე ჩუენ გზასა მშჳდობისასა სავანეთა მათ მიმართ საწადელთა, ზეცისა სასუფეველსა ქრისტჱს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის), გუაკურთხენ.

მღდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თჳსისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისითა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მისისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი, ქრისტჱს მჴედარო, ახოვანო, სურვილით ამბორს-უყოფთ და შევრდომით გევედრებით: ჵ, წმიდაო, დიდო მოწამეო გიორგი, დაღათუ არა ვართ ღირს ცოდვათა ამათ ჩუენთათჳს, შეგვეწიე, ვითარცა კადნიერებისა მქონებელი, და ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და მრავალთა მათგან საფრჴეთა მტერისაჲთა გჳჴსენ სასოებითა მოქენენი შენნი და მგალობელნი.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა დიდ-მოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისაჲთა წარგჳმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა