პარაკლისი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩვენ, ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად–ვჰყოთ სიღრმით გულისათ. ჰოი, დედუფალო, წყალობით შემწე მეყავნ ჩუენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ მეწიენ ჩუენ, რამეთუ წარვსწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და ნუ გარე მიმაქცევ მონათა შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღმრთსა ჩუენისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე)

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, სძლის–პირი

ქვეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

გარემოცული მრავალთა განსაცდელთაგან, შენდამი მოვივლტი, ჰოი, დედუფალო, და ვითხოვ წყალობასა, ჭირთა და ურვათაგან მიხსენ მე, მხსნელო და მაცხოვარო განწირულთაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

შემაშფოთებენ მე ვნებათა კვეთებანი, და მრავლითა ურვითა აღავსებენ სულსა ჩემსა, მშვიდობა ყუდრო მომმადლე, სძალო, ძისა და ღმრთისა შენისა ვედრებითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმრთისა მაცხოვრისა მშობელო ქალწულო, შენგან ვითხოვ მე ჭირთაგან განთავისუფლებასა, და სულსა და გონებასა ჩემსა შენდა მომართ აღვიპყრობ, საგალობელო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭირთა შინა და განსაცდელთა შეყენებული, მოხედვასა შენსა და ზრუნვასა ღირსმყავ, ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერისა ღმრთისა მშობელმან, სახიერმან და მოწყალემან.

გალობა 3, სძლის-პირი

შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

სასოდ და სიქადულად, და მფარველად ცხოვრებისა ჩემისა, და მხსნელად და ზღუდედ შენ გიცნობთ, ღმრთისმშობელო, ყოვლად-უბიწოო, შენ მექმენ წინამძღვარ, და ნავთსადგურად საღმრთოდ კეთილთა მიზეზო, და მორწმუნეთა სიმტკიცეო, მხოლოო ყოვლად დიდებულო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

გევედრები ქალწულო, აღძვრა სულიერი, და გრიგალი დახსენ მწუხარებისა ჩემისა, რამეთუ შევ შენ, ღმრთისა სძალო, დასაბამი მყუდროებისა ქრისტე, მხოლოო ყოვლადწმიდაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქველისმოქმედი ღმერთი და მიზეზი ყოველთა კეთილთა გვიშევ, ამისთვის გევედრებით, მოგვმადლე, სძალო, სიმრავლე კეთილთა, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მშობელსა ქრისტეს ღმრთისასა, რომელი იგი არს ძლიერი ძალითა, მხოლოო ღმრთივსანატრელო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ფიცხელთა სალმობათა, და ვნებათაგან ბოროტთა განვიცდები, შენ შემეწიე ქალწულო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რამეთუ საუნჯედ ყოველთა კეთილთა და კურნებათა უკურნებელთა სალმობათასა შენ გიცნობთ კრებულნი მორწმუნეთანი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.

 

ხმა 2

მეოხო მხურვალეო და ზღუდეო უბრძოლველო, წყაროო მოწყალებისა და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, ვედრებით ვჰხმობთ შენდა მომართ, მსვად მეწიენ ჩუენ, დედუფალო ღმრთისმშობელო, და გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე იქმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღწვი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.

გალობა 4, სძლის-პირი

მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღვთაება შენი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

ვნებათა ჩემთა აღძრვანი, და ღელვანი ცოდვათა და ბრალთა ჩემთანი, დააყუდენ სძალო წმიდაო, რომელმან შევ ღმერთი ყოვლადძლიერი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

მოწყალებისა უფსკრული მომანიჭე მვედრებელსა ამას შენსა, რომელმან შევ ღმერთი მოწყალე და მხსნელი ყოველთა შემსხმელთა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელთა მოგვიგიე შენ სასოდ და სიმტკიცედ და ზღუდედ შეუძრველად ჭირთაგან განვთავისუფლდებით, ჰოი, საგალობელო ღმრთისა დედაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სალმობისა სარეცელსა, და ურვისა ცხედარსა ზედა მდებარესა, ვითარცა ხარ მრავალმოწყალე, შემეწიე, სძალო, და აღმადგინე.

გალობა 5, სძლის-პირი

განგვანათლენ ჩვენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობა შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარეო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

აღავსე, სძალო, სიხარულითა ცხოვრებაჲ ჩუენი, და საღმრთო მხიარულება საუკუნო მოგვანიჭე ჩუენ, მშობელო სიხარულისაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

გივხსენ ჭირთაგან, ღმრთის-მშობელო, რომელმან გვიშევ ნათელი საუკუნო, და მშვიდობა უზესთაესი, ყოველთა გონებათა, ქრისტე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დახსენ ალმური ცოდვათა ჩემთა, ღმრთისმშობელო, ნათლითა ბრწყინვალებითა შენთათა, რომელმან გვიშევ ნათელი პირველ საუკუნეთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განკურნე, სძალო, ვნებთა ჩემთა სნეულება, და ღირს მყავ მოხედვასა შენსა, და მომანიჭე მე სიმართლე ვედრებითა შენითა.

გალობა 6, სძლის-პირი

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ. მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ. ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

სიკვდილისა ხრწნილება დახსნა ჩუენთვის სიკვდილითა ღმერთმან, მას ევედრე, ქალწულო, რათა ხრწნილებისაგან იხსნას ბუნებაჲ ჩემი და ვნებათაგან ეშმაკთასა განარინოს.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

წინამძღვრად ცხოვრებისა ჩემისა გიცი, ღმრთისა დედაო, განსაცდელთა დამხსნელად და მტერთა შემმუსრველად, და ვნებათა და ჭირთა მაოტებელად, სასოო განწირულთაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სულთა ჩვენთა მაცხოვრად და ზღუდედ, და შესავედრებელად, სივრცედ ურვათა შინა მოგიგებთ, ღმრთისმშობელო, და ნათლითა შენითა განათლებულნი ვიხსნებით ყოველთა ჭირთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სნეული მდებარე ვარ ცხედარსა ზედა სალმობათასა, და არა არს კურნება ხორცთა და ძვალთა ჩემთა, ქალწულო, რომელმან შევ მკურნალი სენთა, აღმადგინე ხრწნილებისაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

კონდაკი, ხმა 6

სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა ვითარცა სახიერ ხარ, და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.

სახარება ლუკასი

მათ დღეთა შინა, აღჰსდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდასსა, და შევიდა სახლსა ზაქარიასსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო, ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვა მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა, და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ჰყო ხმითა დიდითა და ჰსთქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისა ჩემდა; რამეთუ აჰა ესერა, ვითარცა იყო ხმა მოკითხვისა შენისა ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმა ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულება თქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და ჰსთქუა მარიამ:

ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსად.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. (იგივე)

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

და ზედა ესე, ხმა 6

ნუ მიმანდობს კაცობრივსა განზრახვასა, ყოვლადწმიდაო დედუფალო, და დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, არამედ მეოხგვეყავ და გვაცხოვნენ ჭირვეულნი, რამეთუ შემწე ხარ ყოვლად ძლიერი, ქალწულო ღმრთისა დედაო, და მტერთა დამცემელი და უცხო თესლთა მომსრველი, ექმენ თანა შემწე კეთილმორწმუნესა ერსა შენსა, და ქალაქსა, და მგალობელთა, და იხსენ ყოველთა განსაცდელთაგან ქრიტიანენი.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

გალობა 7, სძლის-პირი

ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით სახმილსა შეითხივნეს, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

ინებე რა ცხოვრება ჩუენი, მხსნელო, დაემკვიდრე საშოსა ქალწულისასა, და სასოდ სოფლისა გამოაჩინე იგი, ამისთვის გიღაღადებთ და ვიტყვით, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

სიტყვა, მნებებელი წყალობისა, რომელი შევ, ქალწულო, მას ევედრე ხსნად ჩუენდა ცოდვათაგან და სულთა ვნებისა, რათა სარწმუნოებით ვიტყოდეთ, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წყაროდ უხრწნელებისად და საუნჯედ ცხოვრებისად, და გოდლად სიმტკიცისად, და კარად სინანულისად გყო ძემან შენმან, ქალწულო, ამისთვის უღაღადებთ, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხორცთა სენისაგან, და სულთა ცოდვისა განკურნენ, ღმრთისმშობელო, მოსავნი შენნი და რომელნი საფარველსა შენსა მოივლტიან, რამეთუ შენ ხარ, ყოვლადწმიდაო, სულთა და ხორცთა ჩუენთა მკურნალი და მაცხოვარი.

გალობა 8, სძლის-პირი

მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანით, სახე გამოაჩინა ქალწულისაგან შობისა უვნებელად, ყოველნი მას ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

შეწევნისა შენისა მოქენეთა ნუ განგვწირავ, ქალწულო ღმრთისმშობელო, არამედ მოგვხედენ თვალითა ტკბილითა, რათა გაკურთხევდეთ და აღგამაღლებდეთ შენ უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

კურნებათა უხვებასა მიმადლებ მგალობელთა შენთა სარწმუნოებით, ქალწულო, და იხსნი ჭირთა და სალმობათაგან, რომელნი მადლობით გაკურთხევენ შენ, ღმრთისა დედაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ხორცთა ჩუენთა და სულთა სალმობანი, დადუფალო, განკურნენ მოწყალებითა, და მიხსენ ყოველთა განსაცდელთაგან, რათა გიგალობდეთ და აღგამაღლებდეთ შენ უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განსაცდელთა კვეთებასა იოტებ, და ვნებათა ზედა მოსლვასა დახსნი, ღმრთისმშობელო, სასოო განწირულთაო, ამისთვის გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე.

გალობა 9, სძლის-პირი

შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

ცრემლთა ჩემთა მდინარესა ნუ უგულებელს-ჰყოფ, ქრისტე, რომელმან ყოველი ცრემლი აღხოცე პირისაგან ქუეყანისა, მეოხებითა დედისა შენისათა, რომლისაგან განკაცენ ზესთა ცნობისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

სიხარულითა აღავსე გული ჩემი, ღმრთისმშობელო, რომელმან შეიწყნარე სავსება ყოვლისა სიხარულისა, და მწუხარებისა მჭმუნვარება აღხოცე, და სოფელი აღავსე მადლითა, ყოვლადწმიდაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

შემწე და ნავთსაყუდელ ექმენ ღელვა-გვემულთა, ქალწულო, და ზღუდე შეურყეველ, და შესავედრებელ, და საფარველ, და სიხარულ, და მხიარულება საუკუნო მადიდებელთა შენთა და სურვილით მგალობელთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნათლითა ბრწყინვალებათა შენთათა განანათლენ, და წყუდიადი უმეცრებისა განსდევნე მგალობელთა შენთაგან, რომელნი შენ ღმრთისმშობლად აღგიარებენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სძალო ღმრთისაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძვირისხილვისა ადგილსა, და სნეულებისა სარეცელსა დაცემული ესე აღმადგინე, მეოხებითა შენითა და განმკურნე ლმობილი და წყლული მონა შენი, ქალწულო კურთხეულო, სასოო განწირულთაო.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

უმაღლესო ცათაო და უწმიდესო ქერუბინთაო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, დაამტკიცე მართლმადიდებლობა სოფელსა შინა და დაიცევ ღმრთივდაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი და მოგვანიჭენ ჩუენ ზეცით დიდი წყალობა ღმრთისა მიერ, რომელი შევ შენ, მხოლოო კურთხეულო.

მრავალთა ცოდვათაგან დაცემული აღგვადგინენ, და სულთა და ხორცთა ჩვენთა სენნი განკურნენ ღმრთისმშობელო, რომელნი საფარველსა შენსა მოივლტიან, რამეთუ შენ ხარ მკურნალი ყოველთა.

დედუფალო, დედაო ღმრთისაო, ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთა მისა მიმართ, რომელი შევ შენ, რათა მიხსნნეს მორწმუნენი ცეცხლისაგან უშრეტისა, და სარწმუნოებით ყოველნი გადიდებთ.

გიხმობთ შენ, უქორწინებელო, და ყოვლადწმიდაო ქალწულო, ითხოვე მისგან, რომელი შევ, რათა მოსცეს კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევა, და ხსნა უღლისაგან მტერთასა, რომელნი შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

წმიდანო ანგელოსნო ზეცისა მხედრობათანო, და წინამორბედო უფლისაო, მოციქულნო ათორმეტნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო, და ნეტარნო მამანო, და ყოველნო წმიდანო, ღმრთისმშობელისა თანა ნუ დასცხრებით მეოხებად და ცხოვრებად, რომელნი თქუენ გადიდებთ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

ლოცვა ესე ლმობიერად თქვი

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, უმაღლესო წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინიმცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდვილთა ცხოვრებაო და ყოველთა ქრისტიანეთა შემწეო და შესავედრებელო.

ჰოი, ყოვლად მოწყალეო დედუფალო ქალწულო ღმრთისმშობელო, მოწყალებითა შენითა აცხოვნენ და შეიწყალენ ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი.

აცხოვნენ დედუფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩუენი - უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზნო წესნი. კეთილმორწმუნენი, მხედართმთავარნი, და ქალაქთმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარე მხედრობა და კეთილისმყოფლნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, სამოსლითა შენითა პატიოსნითა დაიფარენ. ევედრე, დედუფალო, შენგან უთესლოდ განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგვჭურვოს ჩუენ ძალითა თვისითა უძლეველითა, ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა.

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, აღმომიყვანენ ჩუენ სიღრმეთაგან ცოდვათასა, და მიხსნენ ჩუენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა და ზედამოსლვისაგან უცხო თესლთასა, და ტომთაგან ბრძოლისა, და უცნაურისა სიკვდილისა, და ზედა-დასხმისაგან მტერთასა, და განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკვდიდ-შემოსილისა წყლულებისა, და ყოვლისაგან ბოროტისა, მოგვეც დედუფალო, მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამას შენთა - მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი, და თვალნი გულისა ჩუენისანი, რათა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ცოდვილნი მონანი შენნი სასუფეველსა ძისა შენისა და ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ მეუფება მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოჲთ მამით მისით და ყოვლადწმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

ყოვლისა ცხოვრებისა ჩუენისა შესავედრებელი შენ ხარ, სახიერო, და სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილნი დაგვიფარენ, და ხელი წყალობისა შენისა აღგვიპყარ, რამეთუ სხვა შუამდგომელი არავინ გვივის ჩუენ ცოდვილთა, თვინიერ შენსა, ჭირთა შინა და განსაცდელთა გვიჩვენე ძალი შეწევნისა შენისა, რამეთუ შენ ხარ მარადის შემწე ჩუენი და ცოდვათაგან მხსნელი, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვინაცა შენდა შევედრებულნი, გვიხსენ ყოველთა განსაცდელთაგან მონანი შენნი.

დედუფალო, მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, და გვიხსენ ჩუენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან.