სავედრებელი პარაკლისი წმიდისა იოთამ ზედგენიძისა,
მეფისათვის თავდადებულისა

მღდელი: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მღდელი: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

გუნდი: მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
გუნდი: მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
გუნდი: მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
გუნდი: მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ჴმაჲ 6

ერთგულებამან შენმან და თავდადებამ, ღუაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო იოთამ, განაცვიფრა მეფჱ ქართველთაჲ, რამეთუ იჴსენ უეჭველისაგან სიკუდილისა, და ერი თჳსი განსაცდელთაგან, ხოლო რომელმანცა მოგცა შენ განზრახვაჲ კეთილი და მოგანიჭა სიმტკიცჱ და ძალი მეფისათჳს თავისა განწირვისა, მას ევედრე აწ, წმიდაო, რაჲთა განგუარინნეს ჩუენ საფრჴისაგან მტერისა და შინაგანცემისაგან მოყუასისა.

დიდებაჲ... (იგივე) აწდა...

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 1 გუერდი

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლჱ მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაჲთა ქრისტეს მიერ და იჴსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ერნი ზეცისა და ქუეყანისანი ერთობით ადიდებენ ჴსენებასა შენსა, ხოლო მოსავნი შენნი პატივს-გცემთ, ღმერთშემოსილო იოთამ, და მოგართუმევთ ძღუენსა ქებისასა.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა ერმან ქართველთამან, ღმრთივსანატრელო იოთამ, რამეთუ არავინ არს რომელი გხადოდეს შენ განსაცდელსა და არაჲ ჰპოვოს მსწრაფლ ნუგეშინისცემაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აზნაურსა კეთილმსახურსა გაქუნდა ერთგულებაჲ მამულისა და მეფისაჲ, და სიყუარული ეკლესიისაჲ და ერისაჲ, და იყავ მაქებელ ღმრთისაჲ. მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა.

მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაჲსწარმეტყუელთამან წინაჲთ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთჳსცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგჳხუენ ჩუენ, ქალწულო.

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღზევდა რაჲ სამცხისა ათაბაგი, და განუდგა მეფესა და იღუწიდა, რაჲთა დაერღვია ერთობაჲ საქართველოჲსა, განრისხნა მეფე და საომრად წარემართა, რაჲთა შურ აგოს ათაბაგსა, გარნა შემოუჩინეს მოღალატენი, რაჲთა მოკლან ცხებული ღმრთისა.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გესმა რაჲ განზრახვაჲ ორგულთაჲ, ამცნე მეფესა და არწმუნებდი განდომილებისათჳს მახლობელთა მისთასა, აწ ჩუენცა ნუ განგვაშორებ შეწევნასა შენსა და ერი ჩუენი, ქრისტჱს მოსახელჱ, დაიცევ ძალითა მისითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ორგულთა კრებული მხილებულ იქმნა შენ მიერ, ღირსო იოთამ, გარნა მეფე არა ირწმუნებდა ღალატსა და შეგრისხვიდა, ხოლო შენ შერაცხე საქმჱ იგი სირცხვილად ერისა და დამხობად ერთობისა, და განიზრახე ჴსნაჲ მეფისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯუენითა ქრისტჱსა მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაჲ ზეციერი გჳთხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

 

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტჱს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

ვითარცა კლდჱ და გოდოლი მტკიცე და ურღვეველი, იოთამ საკჳრველო, არა შეშინდი ზარისაგან წინაშე თუალთა შენთა მდგომარისა მის სიკუდილისა, არამედ გულსმოდგინედ აღასრულე წესი ღმრთივსულიერი და მჴურვალითა ზედა-მდგომელობითა დადე თავი შენი მეფისათჳს და მამულისა, რომლითა მიხვედ უკუდავებად, და სიხარულითა ღუაწლისა შენისაჲთა წმიდაჲ ეკლესიაჲ ქართველთაჲ განაბრწყინე შუენიერად.

 

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ქრისტემან მოგცა განზრახვაჲ კეთილი და რქჳ: „მეფეო! უკეთუ მე დავწვე ქუეშაგსა შინა შენსა და მომკლან, ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა“. ამისთჳსცა შევნატრით თავდადებასა შენსა საკჳრველსა.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დაღათუ არა ჰგონებდა საფრჴესა მას ჭეშმარიტად, მოულბა გული მეფესა და გრქუა: „ესრეთ განწირავ თავსა თჳსსა სიკუდიდ მეფისათჳს შენისა?! და აქებდა ერთგულებასა შენსა საკჳრველსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიმჴნისა და ახოვნებისა შენისათჳს შეგიწყნარა მეფემან დიდითა პატივითა, და გრქუა ვნებად მისრულსა: „დაღათუ არცაღა მრწმენა საფრჴჱ ეგე, შენდა მადლიერ ვარ და მოგანიჭებ მაღალსა მას დიდებულებასა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ჴორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოჲ, მრავალმოწყალე.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ხჳდოდი რაჲ მცნებათა ღმრთისათა და სამართალთა მისთა, არცა-ღა უკუნ-იქეც დაობლებისათჳს შჳლთა თჳსთა, არამედ პატივი და დიდებაჲ დაუტევე, მოცემული შენდა წინაპარ-მამეულად - ერთგულებისათჳს მამულისა და მშჳდობით დაცვისათჳს ერთა თჳსთა.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განაკჳრვა უკუე მეფჱ სიქუელემან შენმან და ყოვლისა სათხოველისა აღსრულებაჲ აღგითქუა რაჲ ფიცითა, გრქუა: „მარადის მეოხ და მფარველ ვექმნები ყოველთა ნათესავთა შენთა“.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

განბრწყინდა რაჲ ასპარეზი ძლევის მოყუარეთაჲ, რბიოდი გზასა მას იწროსა და საჭირველსა, და განემზადე სიკუდილისა დათმენად. აწცა თანა-წარგუჴადენ ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი მოსავთა შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ჴორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკჳდრებელად თჳსად შეგიწყნარა და იჴსნნა კაცნი.

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაჲ, და გიღაღადებ: მიჴსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განემზადე რაჲ შეწირვად თავისა თჳსისა - ბუნებასა კაცობრივსა ზეშთა ექმენი და ჴმა-ყავ სიბრძნითა და ახოვანებითა: „აწ მეცა მოვკუდე ნაცვლად ცხებულისა, რამეთუ ესრეთ სთნავს ღმერთსა, ჴსნისათჳს ერისა“.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღეგზენ სიყუარულითა სამშობლოჲსა ქუეყანისა და ანდერძად ამცნე შჳლთა შენთა, რაჲთამცა დასდონ თავი ერისათჳს თჳსისა და მამულისა, აწ გევედრებით, ღირსო, ერი შენი იჴსნენ ცოდვათაგან ბოროტთა და მრავალსახეთა განსაცდელთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა რჩეულმან ღმრთისამან, ახოვანმან, მეფისათჳს თავის დადებითა იჴსენ ერი შენი ურვათაგან, ეგრეთვე აწ დაგვიფარე ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა და ეშმაკის საფრჴისაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახჳლმან, იხილე-რაჲ ჯუარსა ზედა ძჱ შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოჲ გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

 

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ჴმაჲ 2

დღესასწაულობს ივერთა ეკლესიაჲ პატიოსანსა ჴსენებასა შენსა, ახოვანო, და შემოკრებს შჳლთა ქართველთა ნათესავისათა, რომელნი ადიდებენ ღმრთივ-სათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმასრულებელი უფლის მცნებისა: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისათჳს თჳსისა“. ამისთჳსცა შემოკრებულნი ესე ღირსად შევამკობთ ქებით ჴსენებასა შენსა, წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ!

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომა სახარებისა, ჴმაჲ 4: საკჳრველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუჴლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუჴლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაჲ სახარებაჲ, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაჲ მათესი

ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

 

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდისა იოთამ ზედგენიძისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო,

 

გერი: დაღათუ პირველვე უწყოდი სიკუდილი შენი, იოთამ საკჳრველო, დასდევ თავი შენი და სული ერისათჳს შენისა და მეფისა, და იჴსენ იგი ვნებისაგან და სიკუდილისა, ამისთჳსცა აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, მშჳდობით დაცვად ეკლესიათა და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა და ჴსნად ყოველთაგან ჭირთა და სალმობათა, რომელნი მოსავ ვართ ოხათა შენთა.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაჲთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა და ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკისა, ეფთვიმისა და გიორგისაჲთა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და წმიდისა ცოტნე აღმსარებლისაჲთა; წმიდისა ღუაწლისა-მძლისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკ და ქეთევანისაჲთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაიჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა; წმიდისა მეფისათჳს თავდადებულისა იოთამ ზედგენიძისაჲთა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოტყინარჱ ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ღამესა მას შემოხდენ რაჲ ორგულნი კარავსა მეფისასა, ლოცვითა და სარწმუნოებითა აღჭურვილი უფალსა შეჰვედრებდი სულსა შენსა და ჴმა-ყოფდი: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გიხილეს რაჲ მწოლარჱ სარეცელსა ზედა, ჰგონებდეს ღმღთივცხებულსა, და ვითარცა ცხოვარი დაგკლნეს რაჲ მახჳლითა, შენ გულსა შინა ღაღადებდი: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მეფისათჳს მიეც რაჲ ცხორებაჲ შენი მოკუდავი, უკუდავისაგან მეუფისა ჯილდოდ მიიღე გჳრგჳნი წმიდა აღმსაარებლობისა. აწცა იმეოხე წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული სათნოებისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგჳბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზე იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაჲ სულიერი გიღაღადეს ყრმათა: „ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ცისკარსა მას მიისწრაფდა მეფჱ კარავსა თჳსსა, და იხილა რაჲ გვამი შენი დაჩხვეპილი ლახურითა, მწუხარე იქმნა დიდად, და ორგულნი თჳსნი შეიპყრნა და არცა-ვინ განერა ჴელთაგან მისთა.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყავ რაჲ სათნოებაჲ მაღალი და განსათქმელი და ღირსი ყოვლისა შესხმისა, აღიძრა მეფე მადლიერებითა და მოუწოდა რაჲ ძეთა შენთა, აღავსო წყალობითა და მიანიჭა მათ სპასპეტობაჲ ქართლისაჲ და ამილახორობაჲ სამეფო კარისაჲ.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

კეთილად შეიწყნარეს რაჲ პატივი ესე შჳლთა შენთა, გულსმოდგინებითა მსახურებდენ მეფესა და ერსა, და გმადლობდენ შენ, აზნაურობისა პატივისა თავადურითა შემცვალებელსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამართლად პატივს გცემენ შენ და იქადიან ზედგენიძენი ამილახუართა თანა და გმადლობენ შენ, წმიდაო, სახელოვანსა და ყოვლად დიდებულსა წინაპარსა, ვითარცა მიზეზსა ამაღლებისა მათისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთჳს ჴორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაჲ და ყოვლად უბიწოჲ, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთჳს მორწმუნენი ჴმა-მაღლად გიგალობთ შენ.

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ესაჲა, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძჱ დაუსაბამოჲ ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოჰხედა მაღალმან მსხვერპლთა შენთა უბიწოთა, ვითარცა აბელისთა, და ვითარცა ენუქ მართალი, სათნო ეყავ ღმერთსა, მას ევედრე აწ, მჴნეო იოთამ, რაჲთა მოგვცეს ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.

წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განადიდე რაჲ სახელი შენი და გვარ-ტომობაჲ სათნოყოფითა ღმრთისაჲთა, ივერთა ეკლესიამან წმიდანად დაგადგინა, და სადიდებელი შენი და მოხსენიებაჲ სამწყსოთა მისთა განგვიჩინა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გუესმა რაჲ საქმენი შენნი, სანატრელო, დიდებასა შევსწირავთ ღმერთსა, რომელმანცა გამოგვიჩინა ჩუენ ეგევითარი წინაპარი და გნატრით შენ, ვითარცა სჳნდისსა და სიქადულსა ერისა ჩუენისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაჲსწარმეტყუელმან წინაჲთ გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტჱს, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთჳს გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

მღდელი აკმევს, მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს

ვის არა უკჳრდეს თავგანწირვაჲ შენი, სამგზის სანატრელო იოთამ, ანუ ვინ არა უგალობდეს ქრისტესა, ესევითარისა ძლიერებისა შენდა მომცემელსა, რომლისა მიერ დადე თავი მეფისათჳს, და ერი თჳსი და მამული იჴსენ საფრჴისაგან, ხოლო რომელნი ესე მეოხად მოგიგებთ შენ, ახოვანო, ნუ მიგვაქცევ სირცხვილეულთა, არამედ მოწყალე ჰყავ ღმერთი ჩუენზედა, რაჲთა აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა, და წარგჳმართოს გზასა წრფელსა და მართალსა.

შენ, დიდებულო იოთამ, შეუერთდი რაჲ დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათჳს თავდადებულთა მამა-პაპათასა, მოიღე ჴელმწიფებაჲ ეშმაკთა ოტებისაჲ და უძლურთა კურნებისაჲ, აწცა ნუ დასცხრები ვედრებად ქრისტჱს მიმართ, რაჲთა დაშრიტოს საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ და მოგუმადლოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი, რაჲთა არა სრულიად განიხრწნას საქართველოჲ _ წილხვედრი ესე ქუეყანაჲ ღმრთისმშობლისაჲ.

არა დაინთქა თავდადებაჲ შენი საკჳრველი სიღრმესა დავიწყებისასა, რამეთუ ძველნი მატიანენი გვაუწყებენ, თუ ვითარ მოკლულ იქმენ ნაცვლად მეფისა, აწ არღარა გჳვის მთავარ და წინამძღუარ და არცაღა ძალგვიძს წინა-აღდგომად ურიცხუთა მათ მტერთა ჩუენთა, არამედ მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, რაჲთა გჳჴსნნეს მოწევნადთა ჭირთა და ურვათაგან.

დიდად მჴნედ და ერთგულად გამოჩნდი შენ, ყოვლად ქებულო იოთამ, განაქარვე რაჲ განზრახვაჲ ორგულთა მათ ერისათა, აწ გჳოხე უფლისა მიმართ და გჳთხოვე, რაჲთა გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი _ საქართველო _ პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და გჳჴსნეს ჩუენ ძმათა შორის ბრძოლისაგან.

ჵ, ახოვანო და უძლეველო, ქრისტეს მჴედარო იოთამ, ვითარცა ძუელად აჩუენე საკჳრველი მფარველობაჲ ერსა შენსა, ეგრეთვე აწ შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა მარიამს, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ-წმიდა-არსობისა გალობითა ვადიდებდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

 

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუჴლთ-მოდრეკით. უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ქრისტეს მოწამეთა თანა მითუალულო მჴედარო ბრწყინვალეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და ყოველთა ქართველთა ზღუდეო და საფარველო, ღმრთივსანატრელო იოთამ!

ჵ, ქრისტეს მოწამეთა თანა მითუალულო მჴედარო ბრწყინვალეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და ყოველთა ქართველთა ზღუდეო და საფარველო, ღმრთივსანატრელო იოთამ!

ჵ, ჴრმლითა უწყალოდ დაგმერილო და ნაცულად მეფისა ვნებულო, ღუაწლისა-მძლეო დიდო მხედარო იოთამ! რომელსა ქრისტჱსგან მოგიღებიეს მადლი შეწევნისაჲ, აწ ყურად-იღე აწ ლოცვანი ჩუენნი და მოგჳჴსენე წინაშე მისსა, რაჲთა კადნიერებაჲ მათი შეჰმუსროს, რომელნი უღმრთოებით აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ ჴდომისაგან მტერთა და ორგულთაჲსა, ხოლო ყოველთა მკჳდრთა მისთა მოგუმადლოს შენებრ მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ და საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, და თჳნიერ შებრკოლებისა აღგჳდგინოს ძირისაგან დავითისა, ცხებული ღმრთისაჲ, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა სამზღუართა საქართველოჲსასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მჴედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტესმოყუარე მჴედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჵ, მეფისათჳს თავისა დამდებელო და მამულისა და ერისა შენისა საფრჴისაგან დამფარველო, ქრისტეს მხედარო იოთამ! მოწამეობრივითა კადნიერებითა იმეოხენ წინაშე ღმრთისა, მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა და მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაჲ, სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

გუნდი: ამინ

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის), გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა იოთამ ზედგენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მისისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ: ჴმაჲ 4

ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, ახოვანო, ღმერთშემოსილო იოთამ! კრძალვით შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა, რომელი უშურველად აღმოაცენებს სიმტკიცესა, მადლსა და წყალობასა, და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, რამეთუ კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ღმრთისა, გვითხოვე, რაჲთა უვნებელად დავიცუნნეთ ყოველთაგან განსაცდელთა სულიერთა და ჴორციელთა და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა იოთამ ზედგენისაჲთა წარგჳმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი