დიდმარხვის ტროპარ-კონდაკები

მეზვერისა და ფარისევლის კვირა

კონდაკი: ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლე, და სულთქუმით შეუვრდეთ მაცხოვარსა და ღაღად-ვყოთ: შეგვიწყალენ ჩვენ, მხოლოო მრავალმოწყალეო.

კონდაკი: სულთქუმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა და მისსა მიმართ მივეახლნეთ ჩვენ ცოდვილნი, რამეთუ, ვითარცა მეუფისა ნებავს ცხოვრებაი ყოველთა კაცთა და მოტევებასა მომადლებს ყოველთა მონანულთა, რამეთუ ჩვენთვის განხორციელდა ღმერთი, რომელი მამისა თანა დაუსაბამო არს.

 

უძღები შვილის კვირა

კონდაკი: მამულსა დიდებასა შენსა განუდეგ უგუნურებით და რომელი იგი მომეც სიმდიდრე, ბოროტთა შინა განვაბნიე, ვინაიცა ხმასა მას უძღებისასა სევსწირავ შენდა: ვცოდე წინაშე შენსა, მამაო მოწყალეო, შემიწყალე მონანული და მყავ მე, ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი.

 

ხორციელის კვირა, საშინელი სამსჯავროს ხსენება

კონდაკი: რაჟამს მოხვიდე ღმერთი დიდებით ქუეყანასა ზედა, მაშინ შეძრწუნდნენ ყოველი დაბადებულნი, მდინარე ცეცხლისა სდიოდეს მსაჯულისა წინაშე და საშინელად ოხვრიდეს, წიგნნი განეხვნენ და  და დაფარულნი გამოსცხადნენ, მაშინ მიხსენ მე ცეცხლისა მისგან უშრეტისა და ღირს მყავ მარჯვენით დადგომად შენდა, მსაჯულო სიმართლისაო.

 

ყველიერის, მიტევების კვირა, ადამის სამოთხიდან განდევნის ხსენება

კონდაკი: უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო, და გლახაკთა ხელისამპყრობელო, მეუფეო ქრისტე, განამტკიცე და განაბრძვნე გული ჩემი, და მომეც მე სიტყუა, სიტყუა ღმრთისაო, რაითა ლმობიერად გიღაღადებდე: ჰეი მრავალმოწყალეო, მომეც კურნებაი და შემიწყალე მე.

 

დიდი მარხვის 1 კვირა, მართლმადიდებლობის ზეიმი

ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

კონდაკი: გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ-იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ.

 

დიდი მარხვის მე-3, ჯვრის თაყვანისცემის კვირა

ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: არღარა სცავს ედემისა ბჭეთა მახვილი მოტყინარი, არამედ მიჰრიდა ჯუარსა შენსა, ხოლო ძელმან ჯუარისა შენისამან, მხსნელო, სიკვდილი მოკლა და ჯოჯოხეთი შეფქვა, რომლითა მიხვედ მათდა და ეტყოდი: მკვიდრნო ქვესკნელისანო, აღმოგვალედ კვალად სასუფევლად.

 

დიდი მარხვის მე-6 შაბათი, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება

ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი: ჭეშმარიტად ყოველთათვის მხიარულებაი არს ქრისტე, ნათელი და ცხოვრებაი სოფლისა, რამეთუ აღდგომაი მკვდართა ცხად-ჰყო სახიერებითა თვისითა და სახე გვექმნა აღდგომისა, და ყოველთა ღმრთაებრ მიმადლებს ცოდვათა მიტევებასა.

კონდაკი: ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწვდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მირახვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხ0დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, და შეიწირე იგი ცრემლნი მართას და მარიამისნი.

 

დიდ-მარხვის მე-6 კვირა, ბზობა (ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

ტროპარი: დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაჲ დღეს და ყრმათა გალობაჲ ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მჴსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.