თუ ოდესმე ადამიანი ეშმაკის ძალაუფლებაშია, ყველაზე მეტად ეს სიმთვრალის დროს ხდება.
წმ. იოანე ოქროპირი
ისე არავინ უყვარს ეშმაკს, როგორც მემთვრალე, რადგან ისე არავინ ემორჩილება მის ნებას,
როგორც ლოთი.
წმ. ტიხონ ზადონელი
მემთვრალე ჯოჯოხეთის გარდა, არაფრისთვის გამოდგება.
წმ. ბასილი დიდი
მთვრალ ადამიანს წესიერ სახლშიაც კი არ უშვებენ, არათუ ცათა სასუფეველში.
წმ. ბასილი დიდი
ნუ გძულს ღვინო, არამედ მოიძულე სიმთვრალე.
ღვინო კი არ არის ცუდი, არამედ მისი ცუდად გამოყენება.
წმ. იოანე ოქროპირი
ღვინო საღმრთო საქმეა, სიმთვრალე - ეშმაკისა.
წმ. იოანე ოქროპირი
სასმელის უზომო მოხმარების გეენიის ცეცხლივით გეშინოდეს.
წმ. იოანე ოქროპირი
მთვრალი იმას გაბედავს, რასაც ფხიზელი არ გააკეთებს.
წმ. ტიხონ ზადონელი
ლოთი არ არის გონიერ ადამიანთა შორის ცხოვრების ღირსი. იგი
ცხოველებთან უნდა მოათავსონ და ადამიანთა საზოგადოებიდან გააგდონ.
წმ. ბასილი დიდი
საღმრთო წერილი ზარმაცებს ჭიანჭველებთან აგზავნის
შრომისმოყვარეობაში საწვრთნელად, ლოთები კი ცხოველებთან უნდა გააგზავნონ
თავშეკავების სასწავლად.
მღვდელმონაზონი ი. ტოლმარდოვი