image

image


image

 

წმიდანთა სახელები, მათი ხსენების დღეები
და სახელთა მნიშვნელობის განმარტება

(სათვეო კალენდრის მიხედვით)

თარიღები მოცემულია ახალი სტილით

მამათა სახელები

- ნ -

ნადირა

  • ყოველთ წმ. 24.12

ნავროზა

  • ყოველთა წმ. 24.12

ნაზარი - ღვთისადმი შეწირული (ებრ.)

  • რომაელი, მედიოლანელი, მოწამე; 27.10
  • ქუთათელ-გაენათელი მიტროპ. მღვდელმოწ. 27.08

ნარიმანი - ნარის სული (ირან.)

  • ყოველთა წმ. 24.12

ნარკისი - ნარცისი (ბერძ.)

  • მოციქ. 70-თაგანი, ეპისკ. ათინელი; 17.01; 13.11

ნასყიდა

  • ყოველთა წმ. 24.12

ნაუმი - ნუგეში (ებრ.)

  • ოხრიდელი, მოც. სწორი, აღმს. 9.08
  • წინასწარმეტყველი; 14.12

ნეონი

  • კერკირელი, მოწამე; 11.05
  • კილიკიელი, მოწამე; 11.11
  • კლავდიოპოლელი, მოწამე; 11.10
  • ლაგიონიელი, მოწამე; 29.01
  • ნიკომიდიელი, მოწამე; 7.05

ნეოფიტე - ახალნერგი (ბერძ.)

  • ნიკიელი, მოწამე; 3.02
  • ტარსელი (კილიკიელი), მოწამე; 4.09
  • ურბნელი, ეპისკ. მღვდელმოწ. 10.11

ნერანგიოსი

  • ქართველი, მოწამე; 28.04

ნერსე - ქებული, განთქმული, ცნობილი კაცი (ფალაური)

  • მთავარეპისკოპოსი; 14.07
  • სციაგარცადატელი (სპარსი), ეპისკ. მღვდელმოწ. 3.12

ნესტორი - სახლში დაბრუნებული (ბერძ.)

  • პერგიელი (პამფილიელი), მაგიდიელი, ეპისკ. მღვდელმოწ. 13(12).03; 14.03
  • თესალონიკელი, მოწამე; 9.11

ნიკანდრე - გამარჯვებული ვაჟკაცი (ბერძ.)

  • ეგვიპტელი, ექიმი, მოწამე; 28.03
  • ეგვიპტელი, მებრძოლი, მოწამე; 18.06
  • მელიტინელი, მოწამე; 20.11
  • მირონიელი, ეპისკ. მღვდელმოწ. 17.11

ნიკანორი - გამარჯვებულთა მხილველი (ბერძ.)

  • მოციქ. 70-თაგანი, დიაკ. მღვდელმოწ. 17.01; 10.08; 10.01

ნიკიტა - გამარჯვებული, ძლევამოსილი (ბერძ.)

  • აპოლონიადელი, მთავარეპ. აღმს. 2.04
  • გუთელი, კონსტანტინეპოლელი, დიდმოწ. 28.09
  • კონსტანტინეპოლელი, აღმს. ღირ. 26.10
  • კონსტანტინეპოლელი; 22.09
  • მიდიკიელი, აღმს. იღუმენი; 16.04
  • ქალკედონელი, ეპისკ. აღმს. 10.06

ნიკიფორე - ძლევამოსილი (ბერძ.)

  • ანტიოქიელი, მოწამე; 22.02
  • კატავადელი, იღუმენი; 2.05
  • კესარიელი (პალესტინელი), მოწამე; 26.11
  • კონსტანტინეპოლელი, პატრ. აღმს. 26.03; 15.06
  • კორინთელი, მოწამე; 23.03; 13.02

ნიკოდიმოსი - ხალხის მძლეველი, დამმარცხებელი (ბერძ.)

  • იესო ქრისტეს საიდუმლო მოწაფე; 15.08; მენელსაცხებლე დედათა კვ
  • რუმინელი, ღირსი; 26.12
  • სერბი, მთავერეპ. 24.05

ნიკოლოზი - ხალხის მძლეველი (ბერძ.)

  • იაპონელი, მთავარეპ. მოც. სწორი; 16.02
  • კათალიკოსი; 2.02; (3.03)
  • მირონ-ლუკიის მთავარეპ. საკვირველთმოქმ. 22.05; 19.12
  • სებასტიელი, მოწამე; 22.03
  • სლავი, სქემმონაზონი; 6.01
  • სტუდიელი, იღუმენი, აღმს. 17.02
  • ქართველი (დვალი), მოწამე; 25.02
  • ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი, ღირ. 16.11

ნიკონი - მძლეველი (ბერძ.)

  • კლავდიოპოლელი, მოწამე; 11.10
  • მელიტინელი, მოწამე; 20.11
  • სიცილიელი, ეპისკ. მღვდელმოწ. 5.04

ნიკოსტრატი - მებრძოლი, მძლეველი (ბერძ.)

  • რომაელი, მოწამე; 31.12

ნიკტოპოლიონე - სახელმწიფო საქმეებზე ღამით მშრომელი (ბერძ.)

  • სებასტიელი, მოწამე; 16.11

ნილოსი - მდინარე ეგვიპტეში, შავი (ინდ.)

  • ეგვიპტელი, ტვირელი, ეპისკ. მღვდელმოწ. 30.09
  • მმარხველი, სინაელი, განდეგილი, ხუცესი; 25.11

ნინია

  • ყოველთა წმ. 24.12

ნიტე - მბრწყინავი, ნათელი (ლათ.)

  • სირიელი, მოწამე; 10.11

ნიფონტი - ფხიზელი (ბერძ.)

  • კვიპრელი, ეპისკ. 5.01

ნოდარი

  • ყოველთა წმ. 24.12

ნოე - ნუგეში (ებრ.)

  • წმ. მამამთავართა კვ.

ნოშრევანი - უხრწნელი, უკვდავი სული (სპ.)

  • ყოველთა წმ. 24.12

ნუგზარი

  • ყოველთა წმ. 24.12

 



image
© საიტზე მოთავსებულ ტექსტებზე საავტორო უფლებები დაცულია. გთხოვთ, ავტორის ან მთარგმნელის ნებართვის გარეშე ნუ გამოიყენებთ
2003