ძველ აღთქმაში დღე იყოფოდა ოთხ ნაწილად, ოთხ ჟამნად (დროდ), რომლებშიც შედიოდა I, III, VI და IX ჟამნები. თითოეულ მათგანზე ადამიანი ვალდებული იყო შეესრულებინა გარკვეული ლოცვები. ჟამნები სრულდება დღესაც, ოღონდ სხვა მნიშვნელობით.
ძველი აღთქმის ღვთისმსახურება ძირითადად ფსალმუნების კითხვა-გალობისაგან შედგებოდა, ამიტომ ქრისტიანული ჟამნებიც თავდაპირველად მხოლოდ ფსალმუნებს შეიცავდნენ. შედარებით გვიან მოხდა ჟამნებში ქრისტიანული ლოცვებისა და საგალობლების შეტანა.
I ჟამნი მოიცავს ჩვენი დროის 7, 8, 9 საათს. ეს ის დროა, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე იყო მიყვანილი პილატესთან. I ჟამნი სრულდება ცისკრის შემდეგ;
III ჟამნი (10, 11, 12 საათი) გვაგონებს მაცხოვრის სასამართლოს და ტანჯვას პილატესთან;
VI ჟამნი (1, 2, 3 საათი) ეს ის დროა, როდესაც მაცხოვარმა იტვირთა ჯვარი, ავიდა გოლგოთაზე და იქნა ჯვარცმული. III და VI ჟამნები იკითხება წმ. იოანე ოქროპირის და წმ. ბასილი დიდის წირვების წინ;
IX ჟამნი (4, 5, 6 საათი) ეს ის დროა, როდესაც ჯვარცმულმა იესუ ქრისტემ განუტევა სული. ეს ჟამნები იკითხება უბრალო დღეებში მწუხრის წინ.
1. დასაწყისი;
2. სამი ფსალმუნი;
3. დიდება, აწდა, ალილუია;
4. ტროპარი დღისა და წმიდისა;
5. ღვთისმშობლის ლოცვა;
6. დასაწყისი ლოცვები;
7. კონდაკი დღისა და წმიდისა;
8. “უფალო შეგვიწყალენ” 40-ჯერ; “რომელი ყოველსა დღესა...” “უფალო შეგვიწყალენ”
3-ჯერ; დიდება, აწდა; “უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...”;
9. ბოლო ლოცვა უფლისადმი.
„ლოცვანი და განმარტებანი“, თბილისი, 2000 წ.