ძველი აღთქმა

პირველი ნეშტთა

თავი ოცდამეექვსე

1. კარისმცველთა დასები. კორხიელთაგან: მეშელემიაჰუ კორეხის ძე - ასაფის ძეთაგან.

2. მეშელემიაჰუს ძენი: ზექარია - პირმშო, იედიყაელი - მეორე, ზებადიაჰუ - მესამე, იათნიელი - მეოთხე,

3. ყელამი - მეხუთე, იეჰოხანანი - მეექვსე, ელიეჰოყენაი - მეშვიდე.

4. ყობედ-ედომის ძენი: შემაყია - პირმშო, იეჰოზაბადი - მეორე, იოახი - მესამე, საქარი - მეოთხე, ნეთანელი - მეხუთე.

5. ყამიელი - მეექვსე, ისაქარი - მეშვიდე, ფეყულთაი - მერვე, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი.

6. მის ძეს, შემაყიას, ვაჟები შეეძინა, რომელნიც მამისსახლს განაგებდნენ, ვინაიდან მაგარი ვაჟკაცები იყვნენ.

7. შემაყიას ძენი: ყათნი, რეფაელი, ყობედი, ელზაბადი, მისი ძმანი, მაგარი ხალხი, ელიჰუ და სემაქიაჰუ.

8. ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი ძეებითა და ძმებითურთ მაგარი ვაჟკაცვბი იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ სამოცდაორი ჰყავდა.

9. მეშელემიაჰუს თვრამეტი ვაჟი და ძმა, მაგარი ვაჟკაცები, ჰყავდა.

10. ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი იყო (თუმცა პირმშო არ ყოფილა - მამამისმა არგუნა მას უფროსობა);

11. ხილკიაჰუ მომდევნო იყო, ტებალიაჰუ - მესამე, ზაქარიაჰუ - მეოთხე. ხოსას სულ ცამეტი ვაჟი და ძმა ჰყავდა.

12. კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს ჩაბარდათ დაცვა თავიანთ ძმებთან ერთად უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.

13. ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით.

14. აღმოსავლეთის მხარე შელემიაჰუს ერგო წილად. მის ვაჟს ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და მას წილად ჩრდილოეთის მხარე შეხვდა.

15. ყობედ-ედომს სამხრეთის მხარე ერგო წილად, მის ძეებს - საკუჭნაო.

16. შუფიმსა და ხოსას - დასავლეთის მხარე შეხვდა, შალექეთის ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას.

17. აღმოსავლეთით ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთით დღეში ოთხი იდგა, სამხრეთით დღეში ოთხი იდგა, საკუჭნაოსთან კი ორ-ორი.

18. ფარბარის დასავლეთით, გზაზე, ოთხნი იდგნენ, თავად ფარბართან კი - ორნი.

19. აჰა, კორახისა და მერარის ძეების კარისმცველთა დასები.

20. ლევიანთაგან: ახია ღვთის სახლის საგანძურსა და შენაწირი ნივთების საგანძურს დარაჯობდა.

21. ლაყდანის ძენი, გერშუნელთა ძენი ლაყდანისგან, მამისსახლის თავკაცები ლაყდან გერშუნელისგან: იეხიელი.

22. იეხიელის ძენი: ზეთამი და მისი ძმა იოელი უფლის სახლის საგანძურს დარაჯობდნენ.

23. ყამრამელებისგან, იცჰარელებისგან, ხებრონელებისგან და ყაზიელებისგან იყო:

24. შებუელი ძე გერშომისა, მოსეს ძისა, რომელიც საგანძურის ზედამხედველი იყო.

25. მისი ძმები ელიყეზერისგან: მისი ძე რეხაბიაჰუ, მისი ძე იეშაყიაჰუ, მისი ძე იორამი, მისი ძე შელომითი.

26. ის შელომითი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა შემოწირულობათა მთელ საგანძურს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლთა თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შესწირეს.

27. ომიდან და ნაალაფრიდან სწირავდნენ უფლის სახლის შესანახად.

28. ყველაფერი, რაც სამუელ წინასწარმეტყველმა, საულ კიშის ძემ, აბნერ ნერის ძემ, იოაბ ცერუიას ძემ შესწირეს, ყველა ეს შენაწირი შელომითისა და მისი ძმების ხელში იყო.

29. იცჰარელთაგან ქენანიაჰუ და მისი ძმები ისრაელში საგარეო სამსახურზე იყვნენ გამწესებულნი მზირებად და მსაჯულებად.

30. ხებრონელთაგან: ხაშაბიაჰუ და მისი ძმები, მაგარი ვაჟკაცები, ათას შვიდასნი, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანის გაღმიდან დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი სამსახურისთვის.

31. ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად თავიანთ გვარ-ტომში, მამისსახლში. დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში.

32. მათი ძმანი, მაგარი ვაჟკაცები, ორიათას შვიდასნი იყვნენ - მამისსახლის თავკაცნი. დავით მეფემ ისინი რეუბენიანებში, გადელებში და მენაშეს ტომის ნახევარში გაამწესა ღვთის ყველა საქმისთვის და სამეფო საქმისთვის.