ძველი აღთქმა

პირველი ნეშტთა

თავი მერვე

1. ბენიამინმა შვა თავისი პირმშო ბელაყი, მეორე - აშბელი, მესამე - ახრახი,

2. მეოთხე - ნოხა, მეხუთე - რაფა.

3. ბალაყს ჰყავდა ძეები: ადარი, გერა, აბიჰუდი,

4. აბიშუაყი, ნაყამანი, ახოახი,

5. გერა, შეფუფანი, ხურამი.

6. ესენი არიან ახუდის ძენი - მამისსახლთა თავკაცები, რომელნიც გებაყში ცხოვრობდნენ და მანახათში გადაასახლეს.

7. ნაყამანი, ახია და გერა: რომელმაც გადაასახლა ისინი. მას შეეძინა ყუზა და ახიხუდი.

8. შახარაიმს მოაბის ველზე შეეძინა შვილები მას შემდეგ, რაც თავისი ცოლები, ხუშიმი და ბაყარა გაუშვა.

9. ხოდეშისგან, თავისი ცოლისგან, მას შეეძინა იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი,

10. იეყუცი, საქია და მირმა. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები.

11. მეხუშიბმა შეა აბიტუბი და ელფაყალი.

12. ელფაყალიანები: ყებერი, მიშყამი, შემერი. მან ააშენა ონო და ლოდი თავისი დაბა-სოფლებით.

13. ბერიყა და შემაყი მამისსახლთა თავკაცები იყვნენ და აიალონში ცხოვრობდნენ, მათ განდევნეს გათელები.

14. ახიო, შაშაკი, ირემოთი.

15. ზებადია, ყარადი, ყადერი,

16. მიქაელი, იშფა, იოხა-ბერიყას ძენი.

17. ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხაბერი,

18. იშმერია, იზლია, იობაბი - ელფაყალის ძენი,

19. იაკიმი, ზიქორი, ზაბდი,

20. ელიყენაი, ცილთაი, ელიელი,

21. ყადაია, ბერაია - შიმრათი-შიმყის ძენი.

22. იშფანი, ყებერი, ელიელი,

23. ყაბდონი, ზიქრი, ხანანი.

24. ხანანია, ყელამი, ყანთოთია,

25. იფდეია, ფენუელი - შაშაკის ძენი.

26. შამშერაი, შეხარია, ღოთალია,

27. იაყარეშია, ელია - ზიქურ-იეროხამის ძენი.

28. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები, მთავარნი თავთავიანთ გვარ-ტომში. ესენი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.

29. გიბყონში ცხოვრობდნენ: გიბყონის მამა, რომლის ცოლსაც მაყაქა ერქვა.

30. მისი ძე და პირმშო ყაბდონი, ცური, კიში, ბაყალი, ნადაბი,

31. გედორი, ახიო, ზაქერი.

32. მიკლოთმა შვა შიმეა. ისინი იერუსალიმში თავიანთი ძმების გვერდით ცხოვრობდნენ, ძმებთან ერთად.

33. ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.

34. იონათანის ძე მერიბ-ბაყალი იყო. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.

35. მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თარეაყი, ახაზი.

36. ახაზმა შვა იეჰოყადა, იეჰოყადამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა,

37. მოცამ შვა ბინყა. მისი ძე იყო რაფა, მისი ძე იყო ელაყასა, მისი ძე იყო აცელი.

38. აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიყამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი. ყველა ესენი აცელის ძენი არიან.

39. მისი ძმის, ყეშეკის ძენი: მისი პირმშო ულამი, მეორე - იეყუში, მესამე - ელიფელეტი.

40. ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები იყვნენ. ყველა ესენი ბენიამინიანთაგან იყვნენ.