ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამერვე

1. ესენია შტოთა სახელები ჩრდილოეთის კიდიდან ხეთლონის გზის გასწვრივ, ხამათის და ხაცარ-ყენონის მიმართულებით, დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთით ხამათის გასწვრივ - მხარე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეკუთვნის დანს - ერთი შტო.

2. დანის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთამდე აშერია - ერთი შტო.

3. აშერის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ნაფთალია - ერთი შტო.

4. ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მენაშეა - ერთი შტო.

5. მენაშეს საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეფრემია - ერთი შტო.

6. ეფრემის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე რეუბენია - ერთი შტო.

7. რეუბენის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იუდაა, - ერთი შტო.

8. იუდას საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე შეწირული ნაკვეთი იქნება, რომელსაც შესწირავთ, სიგანით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგრძით ერთ-ერთი წილის ტოლი, აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე. ეს იქნება საწმიდრი მის შუაგულში.

9. შეწირული ნაკვეთი, რომელსაც შესწირავთ უფალს, იქნება სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი.

10. ამათთვის იქნება წმიდა ნაკვეთი, მღვდლებისთვის: ჩრდილოეთით ოცდახუთი ათასი და დასავლეთით სიგანე ათი ათასი, აღმოსავლეთით სიგანე ათი ათასი, სამხრეთით სიგრძე ოცდახუთი ათასი; იქნება უფლის საწმიდარი მის შუაგულში.

11. ეს ნაკურთხი მღვდლებისთვისაა, ცადოკის შთამომავალთათვის, რომლებიც ასრულებდნენ ჩემს სამსახურს და არ განმდგარან ისრაელიანთა განდგომის დროს, როგორც ლევიანები განდგნენ.

12. მათთვის იქნება ნაწილი შეწირული მიწის ნაკვეთიდან, როგორც წმიდათა წმიდა, ლევიანთა მოსაზღვრედ.

13. ლევიანებს ექნებათ მღვდელთა საზღვრის გასწვრივ სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი; მთელი სიგრძე ოცდახუთი აოასი და სიგანე ათი ათასი.

14. ვერ გაყიდიან მისგან ვერაფერს, ვერც გაცვლიან და ვერც გაასხვისებენ მიწის ნათავარს, რადგან უფლის წმიდაა.

15. დანარჩენი ხუთი ათასი სიგანით და ოცდახუთი ათასი სიგრძით საერო მონაკვეთია ქალაქისთვის დასასახლებლად და სანახებად; ქალაქი მის შუაგულში იქნება.

16. აი, მისი ზომები: ჩრდილოეთით - ოთხიათას ხუთასი, სამხრეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი, აღმოსავლეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი, დასავლეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი.

17. ქალაქის სანახი ჩრდილოეთით იქნება ორას ორმოცდათი, სამხრეთით ორას ორმოცდაათი, აღმოსავლეთით ორას ორმოცდაათი, დასავლეთით ორას ორმოცდაათი.

18. სიგრძეში მორჩენილი წმიდა ნაკვეთის გასწვრივ - ათი ათასი აღმოსავლეთით, ათი ათასი დასავლეთით; ეს იქნება წმიდა ნაკვეთის გასწვრივ; მისი მოსავალი ქალაქში მომუშავეთა გამოსაკვებად იქნება.

19. ქალაქში კი ისრაელის ყოველი შტოდან იქნებიან მომუშავენი.

20. მთელი შეწირული ნაკვეთი შეადგენს ოცდახუთი ათასს ოცდახუთი ათასზე, ოთხკუთხედს; შესწირეთ ეს წმიდა ნაკვეთი ქალაქის საკუთრებასთან ერთად.

21. დანარჩენი ეკუთვნის მთავარს წმიდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების ორივე მხარეს; ნაკვეთის გასწვრივ ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე აღმოსავლეთის საზღვრამდე და დასავლეთით ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე დასავლეთის საზღვართან, წილთა შესაბამისად, მთავრისაა. წმიდა ნაკვეთი და ტაძრის საწმიდარი მის შუაგულში იქნება.

22. ლევიანთა საკუთრების და ქალაქის საკუთრების გამოკლებით, რაც კი მთავრის საკუთრების შუაშია მოქცეული, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, ყველაფერი მთავრის უნდა იყოს.

23. დანარჩენ შტოებს: აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ბენიამინს - ერთი შტო.

24. ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე სიმონს - ერთი შტო.

25. სიმონის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ისაქარს - ერთი შტო.

26. ისაქარის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ზებულონს - ერთი შტო.

27. ზებულონის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე გადს - ერთი შტო.

28. გადის საზღვართან, სამხრეთის მხარეს, სამხრეთისკენ, იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე, დიდ ზღვასთან.

29. ეს არის ქვეყანა, რომელიც წილისყრით უნდა დაუნაწილოთ სამკვიდროებად ისრაელის შტოებს და ესენია მათი ნაკვეთები, ამბობს უფალი ღმერთი.

30. ეს იქნება ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი ზომა;

31. ქალაქის კარიბჭეები ისრაელის შტოთა სახელზე იქნება; სამი კარიბჭე ჩრდილოეთით: ერთი რეუბენის კარიბჭე, ერთი იუდას კარიბჭე, ერთი ლევისა.

32. აღმოსავლეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი; სამი კარიბჭე: ერთი იოსების კარიბჭე, ერთი ბენიამინის კარიბჭე, ერთი დანის კარიბჭე.

33. სამხრეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი ზომა; სამი კარიბჭე: ერთი სიმონის კარიბჭე, ერთი ისაქარის კარიბჭე, ერთი ზებულონის კარიბჭე.

34. დასავლეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი; სამი კარიბჭე: ერთი გადის კარიბჭე, ერთი აშერის კარიბჭე, ერთი ნაფთალის კარიბჭე.

35. სულ ირგვლივ თვრამეტი ათასი. ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება: იქ არის უფალი.