ძველი აღთქმა

იესო ნავეს ძე

თავი მეცამეტე

1. დაბერდა იესო, ხანში შევიდა. უთხრა მას უფალმა: დაბერდი შენ, ხანში შეხვედი, მიწა კი კიდევ ბევრი დარჩა დასამკვიდრებელი.

2. აი, დარჩენილი მიწები: ფილისტიმელთა და გეშურელთა მხარეები:

3. შიხორიდან, ეგვიპტის პირდაპირ რომ არის, ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანს ეკუთვნის; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზელთა, აშდოდელთა, ასკალონელთა, გათელთა, ყეკრონელთა და ყავიელთა.

4. სამხრეთით ქანაანელთა მთელი მხარე სიდონის მეგარიდან აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე.

5. გიბლელთა ქვეყანა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლეთით ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირები, ხაბათამდე.

6. მთის ყველა მცხოვრებს ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდემ ყველა ციდონელს ავყრი ისრაელიანთაგან; ოღონდ შენ გაუნაწილე ისრაელს სამკვიდრებად, როგორც მე გიბრძანე.

7. ახლა გაუყავი ეს ქვეყნები სამკვიდროებად ცხრა შტოს და მენაშეს შტოს ნახევარს.

8. მასთან რეუბენმა და გადმა მიიღეს თავ-თავისი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით; როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა.

9. ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედბას მთელი ვაკე დიბონამდე,

10. ყველა ქალაქი სიხონ ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა დეშბონში, ყამონელთა საზღვრამდე,

11. გალაადი და გეშურელთა და მაყაქათელთა მხარეები, მთელი ხერმონის მთა, მთელი ბაშანი სალქამდე,

12. ყოგის მთელი სამეფო ბაშანში, რომელიც მეფობდა ყაშთაროთსა და ედრეიში. ის უკანასკნელი იყო რეფაიმთაგან, რომლებიც დაამარცხა მოსემ და აჰყარა.

13. მაგრამ გეშურელები და მაყაქათელები არ აუყრიათ ისრაელიანებს და დღემდე ისრაელიანთა შორის ცხოვრობენ გეშური და მაყაქათი.

14. მხოლოდ ლევის შტოსთვის არ მიუცია წილი უფლისადმი, ისრაელის ღვთისადმი, შეწირული მსხვერპლია მისი წილი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.

15. დაურიგა მოსემ რეუბენიანთა შტოს მათი საგვარეელოებისდამიხედვით.

16. ერგოთ ადგილები ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედბას მთელი ვაკე.

17. ხეშბონი და ვაკის ყველა ქალაქი - დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი,

18. იაჰცა, კედემოთი და მეფაყათი;

19. კირიათაიმი, სიბმა და ცერეთ-ჰაშაჰარი ყემეკის მთაზე.

20. ბეთ-ფეყორი, ფისგას კალთები, ბეთ-იეშიმოთი,

21. ვაკის ყველა ქალაქი, მთელი სამეფო სიხონ ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, და რომელიც მოკლა მოსემ, ისევე როგორც მიდიანის თავკაცები - ევი, რეკები, ცური, ხური, და რებაყი, სიხონის მთავრები, ქვეყნის მკვიდრნი.

22. ასევე ბალაამ ბეყორის ძეც, ჯადოქარი, მოკლეს მახვილით ისრაელიანებმა და მიათვალეს თავიანთ მიერ დახოცილებს.

23. რეუბენიანთა საზღვარი იორდანეზე გადიოდა. ეს არის რეუბენიანთა სამკვიდროს საზღვარი მათ საგვარეულოთა მიხედვით, ქალაქები თავისი დაბებითურთ.

24. მისცა მოსემ გადის ტომს, გადიანებს, მათ საგვარეულოთა მიხედვით.

25. მათი იყო იაყზერი, გალაადის ყველა ქალაქი და ყამონელთა ქვეყნის ნახევარი ყაროყერიდან მოკიდებული რაბას ზემოთ,

26. ხეშბონიდან რამათ-მიცფამდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან დაბირის საზღვრამდე;

27. ველზე ბეთ-ხარამი, ბეთ-ნიმრა, სუქოთი და ცაფონი - სიხონის, ხეშბონის მეფის, სამეფოს დარჩენილი ნაწილი. მისი საზღვარი იორდანეზე გადიოდა ქინრეთის ზღვის კიდემდე იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით.

28. ეს არის გადიანების სამკვიდრო მათ საგვარეულოთა მიხედვით - ქალაქები თავისი დაბებითურთ.

29. მისცა მოსემ მენაშეს შტოს ნახევარს და მენაშეანთა ტომის ნახევრისა იყო მათ საგვარეულოთა მიხედვით.

30. მათი სამფლობელო იყო მთელი ბაშანი მახანაიმიდან მოკიდებული - ყოგის, ბაშანის მეფის, მთელი სამეფო, იაირის ყველა სოფელი ბაშანში, სამოცი ქალაქი.

31. გალაადის ნახევარი, ყაშთაროთი და ედრეი, ყოგისეული სამეფოს ქალაქები ბაშანში მიეცა მენაშეს ძის, მაქირის შთამომავლებს, მაქირიანთა ნახევარს საგვარეულოთა მიხედვით.

32. ეს არის, რაც დაანაწილა სამკვიდროებად მოსემ მოაბის ველებზე იორდანის გაღმა, იერიხონის გასწვრივ აღმოსავლეთით.

33. ლევის ტომს არ მისცა სამკვიდრო მოსემ: თავად უფალი, ისრაელის ღმერთია მათი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.