ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გავბრუნდით და გავყევით ბაშანის გზას. გამოვიდა ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ხალხით ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად.

1

და მოვიქეცით და მივედით გზასა მას ბასანად კერძო და გამოვიდა ოლ, მეფჱ ბასანისაჲ, შემთხუევად ჩუენდა, იგი და ყოველი ერი მისი ღუაწლით ბრძოლისა ჰედრაინდ.

2 მითხრა უფალმა: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას, მთელს მის ხალხს და მის ქვეყანას. იმგვარადვე მოექცევი მას, როგორც მოექეცი სიხონ ამორეველ მეფეს, რომელიც ხეშბონში იჯდა. 2 სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს ყოვლითურთ ერით მისით და ყოვლითურთ ქუეყანით მისით და უყო მას, რაჲცა-იგი უყავ სეონ, მეფესა მას ამორეველთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყოს ესობონს.
3 ჩაგვაგდებინა ხელში უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგიც, ბაშანის მეფე, მთელი მისი ხალხითურთ, და ჩვენც დავამარცხეთ იგი, ისე რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი. 3 მოგუცა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ოგ, მეფჱ იგი ბასანისაჲ, და ყოველი იგი ერი მისი და მოვსართ იგი და ყოველი სოფელი მისი და არა დაშთა სოფელსა მისსა ნათესავი.
4 მაშინ ავიღეთ ყველა მისი ქალაქი. არ შეგვხვედრია ქალაქი, რომ არ წაგვერთმია მათთვის - სამოცი ქალაქი, არგობის მთელი მხარე, ყოგის სამეფო ბაშანში, 4 დავიპყართ ყოველი ქალაქები მათი, მას ჟამსა შინა არა იყო ქალაქი, რომელი არა ვიპყართ მათგანი, სამეოცი ქალაქი დავიპყართ სოფლებით მათით არგობ, მეფისა მის ოგისი, ქუეყანისა მის ბასანელთაჲსა.
5 ყველა ეს ქალაქი, მაღალი გალავნით მოზღუდული, კარიბჭეებიანი და ურდულებიანი, გარდა უამრავი უგალავნო ქალაქისა. 5 ყოველი ესე ქალაქები ძნელოვანები და ზღუდე მათი მაღლები და მოქლონები მათი განგებული, ხოლო ქალაქები იგი უზღუდოჲ ფრიად მრავალი მოვსართ,
6 გავანადგურეთ ისინი, როგორც მოვექეცით სიხონს, ხეშბონის მეფეს, როცა გავუნადგურეთ ყველა ქალაქი - მამრი, დედრი და ბავშვი. 6 ვითარცა შევქმენით სეონ, მეფჱ ესებონელთაჲ, და მოვსართ ყოველი ქალაქები ერთბამად და ცოლები მათი და შვილები მათი მოვსართ,
7 მთელი საქონელი და ნადავლი წამოვასხით ქალაქებიდან. 7 და საცხოვარი მათი და ფასი მონაგები მათი ნატყუენავსა თანა განვიყავთ წილით და დავიპყართ ქვეყანა იგი მათი.
8 წავართვით მაშინ ქვეყანა ორ ამორეველ მეფეს იორდანეს გაღმა - არნკანის ხევიდან ხერმონის მთამდე. 8 მიერ ჟამსა შინა ჴელთაგან ორთა მეფეთა ამორეველთაჲსა, რომელნი-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა ნაღუარევითგან არნონით ვიდრე ჰერნონდმდე.
9 (სიდონელები ხერმონს სირიონს უწოდებენ, ამორეველები კი - სენირს), 9 რომელთა-იგი ტაიჭიკ სახელ-ედების ჰაერმონ, რომელ-იგი არს სანიორი, რამეთუ ამორეველმან მან სანირ სახელი უწოდა მას.
10 ბარის ყველა ქალაქი, მთელი გალაადი და მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეიმდე - ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში. 10 ყოველი ქალაქები ნისონისაჲ და ყოველი გალაადი და ყოველი ბასაანი ვიდრე სელლქალდმდე და ედრაემდ, ესე ყოველი ქალაქები ოგისი, მეფისა მის ბასანელთაჲსა.
11

რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბაში: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე - ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა.

11

რამეთუ ოგ, მეფჱ ბასანელთაჲ, მარტო დაშთა რაფანელთაგან. და იყო ცხედარი მისი ცხედარი რკინისაჲ და ძნელოვანსა მას ძეთა ამონისთასა დადგომილ იყო იგი, ცხრა წყრთაჲ სიგრძე მისი და ოთხ წყრთა სივრცე მისი წყრთა მამაკაცისათა.

12 ეს ქვეყანა დავისაკუთრეთ მაშინ. არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან გალაადის მთის ნახევარი თავის ქალაქებიანად რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი. 12 და ქუეყანაჲ იგი მათი დავიმკჳდრეთ ჩუენ მას ჟამსა შინა, რომელ არს კიდედმდე ნაღუარევისა მის არნონისა და ვიდრე ზოგადმდე მთისა მის გალადელთაჲსა: და ქალაქები იგი მათი მივეც რუბენს და გაადს.
13 დანარჩენი გალაადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მენაშეს ნახევარ შტოს მივეცი, არგობის მთელი მხარე, ბაშანში შემავალი, რომელსაც რეფაიმების ქვეყანა ეწოდება. 13 და ნეშტი იგი გალადისაჲ და ყოველი იგი ბასანი მეფისა ოგისი მივეც კერძოსა მას,
14 იაირმა, მენაშეს ძემ, აიღო არგობის მთელი მხარე გეშურელთა და მაახათელთა საზღვრამდე. უწოდა თავისი სახელი ბაშანს - იაირის სოფლები და ასე ეწოდება დღემდე. 14 ნათესავსა მანასესა და ყოველი იგი გარემო სოფლები არგობისი და ყოველი ბასანი ქუეყანად რაფაინისა შერაცხილ არიან, და იაირ, ძემან მანასესმან, დაიპყრა ყოველი იგი სოფლები არგობისაჲ ვიდრე საზღვრადმდე გარგასისა. და მაქათი სახელი უწოდა მას სახელად თავისა თჳსისა ბასანა ვათაირ მოდღეინდელად დღედმდე.
15 მაქირს გალაადი მივეცი. 15 და მაქირს მივეც გალაადი.
16 რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი მიწა გალაადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუაწელამდე და საზღვრამდე, იაკობის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე, 16 და რუბენს და გაადს მივეც ქუეყანისა მის გალაადისაჲ ვიდრე ნაღუარევადმდე არნონისა შუა საზღვრითგან ნაღუარევისა მის ვიდრე იაბოკდმდე ნაღუარევი იგი, რომელ არს საზღვარი ძეთა მათ ამონისთაჲ.
17 ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე აღმოსავლეთით. 17

და არაბიაჲ და იორდანე თჳთ საზღვარი არს მაქანარადმდე არაბიელთა და ზღჳთ მარილოვნითგან და ასელოთით ვიდრე ჴევადმდე აღმოსავლითისა.

18 ასე გიბრძანეთ მაშინ: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; დარაზმულნი წარუძეღით წინ თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ვინც- გულადები ხართ. 18 გამცენ თქუენ მას ჟამს შინა და გარქუ: უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ ქუეყანა ეგე ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა, შეიჭურენით, განემზადენით, წარგუალეთ ძმათა თქუენთა თანა ძეთა მათ ისრაჱლისათა ყოველი კაცი ძლიერი მოღუაწე.
19 მხოლოდ ქალები და ბავშვები და საქონელი (ვიცი, რომ ბევრი საქონელი გყავთ) დასტოვეთ ქალაქებში, რომლებიც თქვენთვის მომიცია. 19 გარნა დედაწული თქუენი და საცხოვარი თქუენი და ნაყოფი თქუენ უწყი, რამეთუ მრავალ არს საცხოვარი იგი თქუენი, დაუტევენით ქალაქთა მაგათ თქუენთა, რომელ-ეგე მიგეც თქუენ.
20 ვიდრე უფალი თქვენსავით არ დააბინავებს თქვენს ძმებსაც და ისინიც არ დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც მისცემს მათ უფალი, მათი ღმერთი, იორდანეს გაღმა. მერე დაბრუნდებით ყველანი თავ-თავის სამკვიდროში, რომელიც მოცემული მაქვს თქვენთვის. 20 ვიდრემდე განსასუენებელი სცეს უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათა თქუენთა, ვითარცა-ეგე თქუენ და დაემკჳდრნენ იგინიცა ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მისცეს მათ წილი იორდანესა მდინარესა დ მიიქცეს კაცად-კაცადი თითოეულად სამკჳდრებელთავე თჳსთა, რომელ მიგეც თქუენ.
21

იესოს ასე ვუბრძანე მაშინ: საკუთარი თვალით გაქვს დანახული, რა დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს. ამასვე დამართებს ყველა სამეფოს, სადაც კი გაივლით.

21

და ვამცენ ისოს, ძესა ნავესა, მას ჟამსა შინა და ვარქუ: თუალთა თქუენთა იხილეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან თქუენმან ორთა მათ მეფეთა, ეგრე უყოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა მათ მეფეთა, რომელთა-იგი მიხუალთ თქუენ მუნ.

22 ნუ გეშინიათ მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის. 22 ნუ გეშინინ, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ჰბრძოდეს თქუენ წილ.
23 ასე ვილოცე მაშინ უფლის მიმართ: 23 და ვევედრე უფალსა მას ჟამსა შინა და ვთქუ:
24 უფალო, ჩემო პატრონო! შენ დაუწყე შენს მორჩილს შენი სიდიადისა და მაგარი ხელის ჩვენება; რომელი ღმერთია ცად და მიწად, რომ სჩადიოდეს ისეთ საგმირო საქმეებს, როგორსაც შენ სჩადიხარ? 24 უფალო, უფალო, შენ იწყე ჩუენებად მონისა შენისა ძალი შენი დ სიმტკიცე შენი, ჴელი ეგე მტკიცე და მკლავი მაღალი. ვინ არს ღმერთ ცათ შინა, ანუ ქუეყანასა ზედა, რომელმცა ყო ესე, რომელ-ესე შენ ჰყავ ჩუენთჳს.
25 გადავიდოდი და ვიხილავდი ამ მადლიან ქვეყანას, იორდანეს გაღმა რომ არის, ამ მთას და ლიბანს. 25 ანუ მსგავს ძლიერებისა მაგის შენისა? აწ ჯერ-თუ-გიჩნდეს, წიაღვჴდე, ვიხილო ქუეყანაჲ იგი კეთილთაჲ, რომელ-იგი არს წიაღ ორდანესა, მთაჲ იგი კეთილი და ადგილი იგი ლიბანისაჲ.
26 განმირისხდა უფალი თქვენს გამო და არ მისმინა. მითხრა უფალმა: გეკმაროს. მეტს ნუღარ დამელაპარაკებიო ამ საქმეზე. 26 და უგულებელ-მყო მე უფალმან თქუენთჳს. მერმე მომიგო მე უფალმან და მრქუა: კმა იყავნ შენდა, ნუღარა შესძინებ სიტყუად ჩემდა სიტყუასა მაგას,
27 ადი ფისგას წვერზე, გაიხედე დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, შენი თვალით დაინახე, რადგან ვერ გადახვალო ამ იორდანეს გაღმა. 27 არამედ აჰჴედ შენ თხემსა მთისა მაგის გამოთლილისასა და აღიხილენ თუალნი შენნი ზღუად კერძო და სამხრით, და ჩრდილოჲთ, და დასავალად და აღმოსავალად და იხილე თუალითა შენითა, რამეთუ არასადა წიაღსლვად ხარ შენ წიაღ იორდანესა.
28 უბრძანე იესოს და გაამხნევე, განამტკიცე იგი, რადგან ის გადაუძღვება ამ ხალხს, ის დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც უყურებ. 28 არამედ შენ ამცენ ისოს და ნუგეშინის-ეც მას, რამეთუ ესე წიაღუძღუეს ერსა მას და მანცა დაუმკჳდროს მათ ქუეყანაჲ იგი, რომელ-ეგე შენ იხილე. დავსხედით ჩუენ ღელესა ერთსა მახლობელად სახლსა მას ფოგორისსა.
29 დავდექით ველზე, ბეთ-ფეღორის გასწვრივ.