ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მაშინ შეყარა სოლომონმა ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი - ისრაელიანთა მამისსახლების უფროსები მეფე სოლომონთან იერუსალიმში, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან.

1

მას ჟამსა შინა შეკრიბნა მეფემან სოლომონ ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ყოვლით მთავრითურთ მსგავსად განნაწილებისა მის მამათასა ძეთა ისრაჱლისათა მიღებად სიონად კიდობნისა მის უფლისა ქალაქით დავითისათა.

2 შეიყარა მეფე სოლომონთან მთელი ისრაელი ეთანიმის თვეში, ანუ მეშვიდე თვეში, დღესასწაულის დროს. 2 და მოკრბეს სოლომონ მეფისა ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი თთვესა მას ანთანიმსა, რამეთუ იგი არს თთვე მეშჳდე.
3 მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და მღვდლებმა ასწიეს კიდობანი. 3 და გამოვიდეს ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი უფლისა.
4 და წაასვენეს უფლის კიდობანი და სადღესასწაულო კარავი. წაასვენეს ეს მღვდლებმა და ლევიანებმა. 4 და კარავი იგი წამებისა და ყოველი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, რომელ-იგი იყო კარავსა მას შინა საწამებელისასა, და აღიღეს მღდელთა მათ ლევიტელთა.
5 მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი ისრაელის მთელი საზოგადოება იდგნენ კიდობნის წინ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო. 5 და მეფე სოლომონ და ყოველი იგი ერი ძეთა მათ ისრაჱლისათა მოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის და სწყუედდეს ზროხასა და ცხოვარსა ურიცხუსა სიმრავლითა.
6 დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ. 6 და შეიღეს შინა მღდელთა მათ კიდობანი იგი აღთქმისა ადგილად თჳსა დაბირსა, სახლსა მას წმიდასა წმიდათასა ფრთეთა ქუეშე ქერობინთა მათ.
7 რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობანს და კეტებს. 7 რამეთუ ქერობინთა მათ განეფინნეს ფრთენი ზედა ადგილსა მას კიდობნისასა და დაფარეს ქერობინთა მათ კიდობანი იგი და სიწმიდენი მისნი ზეშთა.
8 კეტები იმ სიგრძის იყო, რომ მხოლოდ მათი თავები ჩანდა წმიდათა წმიდიდან, დაბირის წინ, და არ ჩანდა გარეთ. დღემდე იქ არის ისინი. 8 და დადგეს ზედა სიწმიდეთა მათ და ხედვიდეს თავნი განწმედილთა მათ სიწმიდესა მას პირისპირ დაბირისა და გამომართ და არა გამოჩნდეს. და იყო მუნ ესრეთ ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
9 არაფერი იყო კიდობანში გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა კავშირი შეკრა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ. 9 და არა იდვა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ფიცარნი აღთქმისანი, რომელნი დასხნა მას შინა მოსე ქორებს, რომელ აღუთქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა შემდგომად გამოსლვისა მის მათისა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.
10 როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდათა წმიდიდან, ღრუბელმა აავსო ღვთის სახლი. 10 და იყო, ვითარცა გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან და ღრუბლითა აღივსო ტაძარი იგი უფლისა.
11

ვეღარ დადგნენ სამსახურისთვის იქ მღვდლები ამ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებას დაეფარა სახლი.

11

და ვერ დგეს მღდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი.

12 მაშინ თქვა სოლომონმა: ბნელში დავანება ინება უფალმა. 12 მას ჟამსა სიტყუად იწყო სოლომონ და თქუა: უფალმან თქუა მფარველ-ყოფად ნისლითა.
13 სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებელად. 13 და აღვაშენე მისი ტაძარი სამკჳდრებელად და დასამტკიცებლად საყდრისა მისისა უკუნისამდე. და მიექცა მეფე და აკურთხა ყოველი ისრაჱლი და ყოველი იგი ერი ისრაჱლისა დგა.
14 პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული. 14  
15 თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა რასაც ამბობდა: 15 და თქუა სოლომონ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა დღეს, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითისთჳს, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა და თქუა:
16 იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელი, ისრაელის არცერთ შტოში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი. ავირჩიე დავითი, რომ მას ემეფა ჩემს ერზე, ისრაელზე. 16 რომლით დღითგან გამოვიყვანე ერი ჩემი ისრაჱლი ქუეყანით ეგჳპტით, არასადა გამოვირჩიე ქალაქისაგან ისრაჱლისა ერისა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, გამოვირჩიე დავით წინამძღურად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.
17 გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე. 17 და იყო გულსა დავითისა, მამისა ჩემისსა, ვითარმცა უშენა ტაძარი სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.
18 უთხრა უფალმა მამაჩემს დავითს: გულში რომ გქონოდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე. 18 და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა, ამისთჳს; რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, კეთილ არს, რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა.
19 ოღონდ შენ არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი; შენი საზარდულიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე. 19 ხოლო არა შენ ჰქმნე ტაძარი იგი, არამედ შვილმან შენმან, რომელი გამოსლვად არს წყვილთაგან შენთა, მან მიქმნეს სახლი სახელისა ჩემისა.
20 დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა; და, აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის ადგილზე; ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი. 20 და წარმართა უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყოდა და აღმმართა მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დამსვა მე საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა თქუა უფალმან, და აღვაშენე სახლი სახელისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
21

მივუჩინე იქ ადგილი კიდობანს, რომელშიც ინახება უფლის აღთქმა, ჩემს მამა-პაპასთან დადებული, როცა ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი უფალმა.

21

და განუმზადე მუნ ადგილი დასადგმელად კიდობნისა მის სჯულისა უფლისა, რომელ აღუთქვა უფალმან მამათა ჩუენთა გამოყვანებასა მათსა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.

22 დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით, და ცისკენ აღაპყრო ხელები. 22 და დადგა სოლომონ პირისპირ წინაშე საკურთხეველისა უფლისა და წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად.
23 თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლა ცაში და არც დაბლა დედამიწაზე! შენ ინახავ აღთქმასა და სიყვარულს შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე. 23 და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, არავინ არს შენებრ ღმერთი ცათა შინა და არცა ქუეყანათა ზედა, რომელმან დაუმარხე აღთქმა და წყალობაჲ მონასა შენსა, რომელი ვიდოდა წინაშე შენსა ყოვლითა გულითა თჳსითა.
24 შენ შეუნახე სიტყვა შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს; და დღეს აღასრულა შენმა ხელმა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები. 24 რომელ დაუმარხენ მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ პირითა შენითა და ჴელითა შენითა აღასრულნე, ვითარცა-ესე დღეს დღე.
25 ახლაც შეუნახე უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მორჩილს - მამაჩემს დავითს შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: არ დაგელევაო მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიხარო ჩემს წინაშე. 25 და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს შენგან კაცი წინაშე პირსა ჩემსა, რომელი ჯდეს საყდარსა ისრაჱლისასა, გარნა ეკრძალნედ შვილნი შენნი გზათა თჳსთა სლვად წინაშე ჩემსა, ვითარცა შენ ხჳდოდი წინაშე ჩემსა.
26 ახლაც მტკიცე იყოს, უფალო ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მორჩილს - მამაჩემს დავითს რომ უბრძანე. 26 და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იყავნ სიტყუაჲ შენი, რომელსა ეტყოდე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა.
27 ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორ დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი? 27 და თუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა შორის ქუეყანასა ზედა, უკუეთუ ცანი ცათანი ვერ შემძლებელ არიან შენდა, აწ ვითარმე სახლი ესე, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა, იყოს საყოფელად შენდა?
28 მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მორჩილი. 28 აწ მოხედე ლოცვასა მონისა შენისასა, ვედრებასა ჩემსა, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სმენად ლოცვისა მონისა შენისასა, რომელი დგეს წინაშე შენსა შენ თანა დღეს.
29 თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი. 29 იყუნედ თუალნი შენნი მოხედვად დღე და ღამე ადგილსა ამას, რომელსა სთქუ, ვითარმედ: იყავნ სახელი ჩემი მას შინა სმენად ლოცვისა, რომელსა გევედრებოდის მონა შენი ადგილსა ამას დღე და ღამე და ისმინო ჴმა მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რომელნი თაყუანის-გცემდენ ადგილსა ამას.
30 ისმინე შენი მორჩილის და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე. 30 და შენ ისმინო ადგილსა მკჳდრობისა შენისასა ცათა შინა და შენ ჰყო მიტევება,
31

როცა შესცოდავს ვინმე თავის მოძმეს და ფიცით დააფიცებენ მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში.

31

რათაცა ვინ შეცოდებულ იყოს კაცი მოყუსისა მიმართ, და თუ ვინმე აღიღოს წყევა წყევად ვისამე და აღიაროს წინაშე საკურთხეველსა ტაძრისა ამის,

32 მაშინ მოუსმინე ციდან და სამართალი გაუჩინე შენს მორჩილთ, მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი, და მართალი გაამართლე, რომ მისი სიმართლისაებრ მიეგოს. 32 და შენ ისმინო ზეცით და ჰყო. და სჯიდე ერსა შენსა ისრაჱლსა უსჯულოებისა უსჯულოსასა მიგებად მსგავსად გზათა მისთა მისაგებელი თავსა მისსა და განმართლებასა მართლისასა მიგებად მას მსგავსად სიმართლისა მისისა. 33. და მოუძლურებასა ერისა შენისა ისრაჱლისასა წინაშე მტერთა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ და მოიქცენ შენდა და აღუარონ სახელსა შენსა და ილოცვიდენ და გევედრებოდენ შენ ტაძარსა ამას.
33 როცა დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე მობრუნდება შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში, 33  
34 მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მისი მამა-პაპისთვის მიგიცია. 34 და შენ ისმინო ზეცით და მიუტევენ ცოდვანი ერსა შენსა ისრაჱლსა და მოიქცენ იგინი ქუეყანასა ამასვე, რომელ მიეც მამათა მათთა.
35 როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილს, განადიდებენ შენს სახელს და განერიდებიან ცოდვებს. რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი, 35 დაყენებასა წჳმისასა არა ყოფად წჳმისა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აღუარონ სახელსა შენსა და მოიქცენ ცოდვათაგან თჳსთა, რაჟამს მოუძლურდენ იგინი. 36. ისმინო ზეცით და მიუტევნე ცოდვანი მონათა შენთა და ერსა შენსა ისრაჱლსა და გამოუცხადენ მათ გზანი კეთილნი სლვად მათ შინა და მოსცე წჳმა ქუეყანასა შენსა, რომელ მიეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.
36 მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მორჩილთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ, აწვიმო წვიმა მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისთვის. 36  
37 შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანაში მის კარიბჭეებს, უბედურმოხდება რამე თუ სნეულება, 37 და თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინა თუ სიკუდილი, ანუ თუ ცეცხლითა მოწვაჲ, ანუ თუ მგრაგნელი, გინა თუ მკალი, ანუ თუ გესლი, ანუ თუ აჭირვებდეს მტერი ერთსა ქალაქთაგანსა და ყოველი განსაცდელი და ყოველი სალმობაჲ და ყოველი შესამთხუეველი და ყოველი თხოვა
38 ყოველ ლოცვას, ყოველ ვედრებას თითოეული ადამიანისა, მთელი შენი ერისა - ისრაელის, როცა იგრძნობს თითოეული გასაჭირს თავის გულში და ხელს გაიშვერს ამ სახლისკენ. 38 და ყოველი ლოცვა, რომელ იყოს ყოვლისა კაცისა, ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, ვითარ-რა ცნან კაცად-კაცადმან სალმობაჲ იგი გულისა თჳსისა და აღიპყრნენ ჴელნი ტაძარსა ამას,
39 შენ მოუსმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; ქმენი და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები. რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული; 39 და შენ ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და მიუტეო და განამართლო მსგავსად გზათა მისთა, ვითარ სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი.
40 რომ მუდამ ეშინოდეთ შენი, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამა-პაპისთვის მიგიცია. 40 და ეშინოდის შენგან ყოველთა დღეთა, რაოდენ ცხონდენ ზედა პირსა ქუეყანისასა, რომელ მიეც მამათა მათ ჩუენთა.
41

უცხოელსაც, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორი ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო,

41

და უცხო იგი, რომელ არა იყოს ერისა შენისაგან ისრაჱლისა და იგი მოსრულ იყოს ქუეყანით შორიელით,

42 რადგან გაგებული ექნებათ შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და მოღერებული მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში, 42 სადაცა მისმენილ იყოს სახელი შენი დიდი და ჴელისა შენისა ძლიერისა და მკლავისა შენისა განრთხმულისა, და მოვიდეს და თაყუანი-სცეს ადგილსა ამას,
43 მოუსმენ ციდან, შენი სამყოფელიდან, და აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რომ იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეს შენი, როგორც შენს ერს, ისრაელს; იცოდეს ყველამ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, მე რომ ავაშენე. 43 და შენ ისმინო ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და ჰყო მსგავსად ყოვლისავე, რომელსაცა ილოცვიდეს შენდამი უცხოთესლი იგი, რათა სცნან ყოველთავე ნათესავთა ქვეყანისათა სახელი შენი და ეშინოდის შენგან ერსა შენსა ისრაჱლსა და სცნან, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს ზედა ტაძარსა მას, რომელ აღვაშენე.
44 როცა გავა მტერთან საბრძოლველად შენი ერი, დაადგება გზას, რომელზედაც შენ დააყენებ და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე, 44 და თუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა თჳსთა გზასა, რომელსა მივავლინე იგინი და ლოცვიდენ სახელისა მიმართ უფლისა გზასა ამას ქალაქისასა, რომელი გამოირჩიე და ტაძარსა, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა.
45 მაშინ მოისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე. 45 და ისმინო ზეცით ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათდა სამართალი და შენდობაჲ,
46 როცა შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, და განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს, 46 რამეთუ შეგცოდონ შენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელმან არა ცოდოს, და თუ მოავლინო მათ ზედა, და მოსცნე იგინი წინაშე მტერთა, წარტყუენენ იგინი წარმტყუენველთა თჳსთა ქუეყანად მტერთასა შორიელთა, გინა თუ მახლობელთა;
47 გონს მოვლენ იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში, შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო, 47 და მოაქცინენ გულნი თჳსნი ქუეყანასა ამას, რომელსა მიიტყუენნეს და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქვეყანასა მას ტყუეობისასა და თქუან: ვცოდეთ, უსჯულო-ვყავთ, უწესო-ვყავთ;
48 როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აარჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, 48 და მოიქცენ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა თჳსითა ქუეყანასა მას მტერთასა, რომელსა მიიტყუენნეს იგინი და ილოცვიდენ შენდა მიმართ კუალად-გებისათჳს ქუეყანადვე თჳსა, რომელ მიეც მამათა მათთა, და ქალაქისა მისთჳს, რომელი გამოირჩიე, და ტაძრისა ამისთჳს, რომელი აღვაშენე სახელისა შენისათჳს,
49 მაშინ მოისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, მათი ლოცვა-ვედრება და სამართალი გაუჩინე; 49 და ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათდა სამართალი.
50 მიუტევე შენს ერს, შეცოდება და დანაშაული, რაც კი შეუცოდავს შენთვის, და სიბრალულს აღუძრავ მათ დამტყვევებლებს, რათა შეიბრალონ ისინი. 50 და მოუტევნე უკეთურებანი მათნი, რომელ ცოდეს შენდა მიმართ, და ყოველი იგი შეურაცხებაჲ, რომელ შეურაცხ-გყვეს შენ, და შეიწყალნე იგინი წინაშე წარმტყვენველთა მათთა და ჰყო მათთჳს წყალობაჲ,
51

რადგან შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ღუმელიდან გამოიყვანე.

51

რამეთუ ერი შენი და სამკჳდრებელი შენი არს, რომელნი გამოიყვანნეს ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა შუა ბრძმედისა მისგან რკინისა განმადნობელისა.

52 თვალღია იყავ შენი მორჩილის ვედრების მიმართ და შენი ერის ისრაელის ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა არ უნდა შემოგღაღადონ. 52 და იყუნედ თუალნი შენნი მორჩილ ლოცვასა მონისა შენისასა და ლოცვასა ერისა შენისა ისრაჱლისასა სმენად მსგავსად ყოვლისა ვედრებისა მათისა.
53 რადგან შენ განიკუთვნე ისინი შენს სამკვიდროდ დედამიწის ყველა ერისგან, როგორც უბრძანე შენი მორჩილის, მოსეს პირით, როცა ეგვიპტიდან გამოგყავდა ჩვენი მამა-პაპა, უფალო ღმერთო! 53 რამეთუ შენ გამოირჩიე შენდა სამკჳდრებელად ყოვლისაგან ერისა ქუეყანისასა, ვითარცა ეტყოდე მოსეს, მონასა შენსა, გამოყვანებასა მას მამათა ჩუენთასა ეგჳპტით, უფალო ღმერთო.
54 როცა დაასრულა სოლომონმა უფლისადმი ეს ლოცვა-ვედრება, წამოდგა სამსხვერპლოდან, რომლის წინაც დაჩოქილი იყო, ცისკენ ხელაპყრობილი. 54 და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ უფლისა მიმართ ყოველი იგი ლოცვა და აღდგა წინაშე სამკჳდრებელსა მას უფლისასა, სადა-იგი მუჴლდადგმით დგა ზედა მუჴლთა თჳსთა და ჴელნი თჳსნი ზეცად აღყარნეს,
55 იდგა და ხმამაღლა აკურთხებდა ისრაელის მთელს კრებულს: 55 და აღდგა, მიექცა და აკურთხა ყოველი იგი ერი ისრაჱლისა ჴმითა მაღლითა და თქუა:
56 კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო. ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მორჩილის, მოსეს პირით რომ ბრძანა. 56 კურთხეულ არს უფალი ღმერთი დღეს, რომელმან მოსცა განსვენებაჲ ერსა ამას თჳსსა ისრაჱლსა მსგავსად ყოვლისა მის სიტყჳსა თჳსისა, რომელსა ეტყოდა და არა გარეწარჴდა სიტყუაჲ ერთი ყოვლისაგან სიტყუათა მისთა კეთილთა, რომელთა ეტყოდა მოსეს, მონასა თჳსსა.
57 ჩვენთან იყოს უფალი, ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამა-პაპასთან იყო, არ მიგვატოვოს, არ გაგვწიროს. 57 იყავნ უფალი ღმერთი ჩუენ თანა, ვითარცა მამათა ჩუენთა თანა, ნუ დამაგდებ ჩუენ.
58 მიიზიდოს თავისკენ ჩვენი გულები, რომ მის გზაზე ვიაროთ, და დავიცვათ მისი შეგონებები, წესები და კანონები, რომელნიც ჩვენი მამა-პაპისთვის დაუწესებია. 58 არამედ მოგვაქციე ჩუენ არა განდრეკასა გულთა ჩუენთასა მისგან, სლვად ყოველთა გზათა მისთა და დაცვად ყოველთა მცნებათა მისთა და ბრძანებათა მისთა და სამართალთა მისთა, რომელ ამცნო მამათა მათ ჩუენთა.
59 იყოს ეს ჩემი სიტყვები, რომლითაც უფალს ვევედრები, ახლოს უფალთან, ჩვენს ღმერთთან, დღითა და ღამით, რომ მარადღე აჩენდეს სამართალს მისი მორჩილისთვის და მისი ერისთვის, ისრაელისთვის, 59 და იყუნედ სიტყუანი ესე ჩუენნი, რომელთა ვლოცევდ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე ყოფად სამართალი ჩემი მონისა ამის შენისა და ყოფად სამართალი ერისა შენისა ისრაჱლისა დღითი დღედ.
60 რათა გაიგოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ ღმერთია უფალი და სხვა არვინაა მის მეტი. 60 რათა სცნას ყოველმან ერმან ქუეყანისამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და არავინ არს სხუა შენსა გარეშე.
61

იყავით გულწრფელნი უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი, როგორც დღესა ხართ, რომ იაროთ მის წესზე და დაიცვათ მისი დარიგებები.

61

იყუნედ გონებანი ჩუენნი განსრულებულ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა უბიწოებით სლვად მსგავსად ბრძანებათა მისთა და დაცვად სამარ- თალთა, ვითარცა-ესე დღეს დღე.

62 შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ისრაელმა მასთან ერთად. 62 და მეფე და ყოველი ისრაჱლი მის თანა შესწირვიდეს შესაწირავსა წინაშე უფლისა.
63 დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ასოცი ათასი ცხვარი და სამადლობელ მსხვერპლად შესწირა უფალს. აკურთხეს უფლის სახლი მეფემ და მთელმა ისრაელმა. 63 და შესწირა მეფემან სოლომონ შესაწირავი სამშჳდებელთა, რომელ შესწირა უფლისა, ზროხა ოცდაორ ათას და ცხვარი ას და ოც ათასი, და ყო სატფური სახლისა მის უფლისა მეფემან და ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა.
64 ამავე დღეს განათლა მეფემ შუა ეზო უფლის სახლის წინ; რადგან აღავლინა აღსავლენი, შესწირა ძღვენი და სამადლობელი მსხვერპლის ცხიმები, რადგან უფლის წინ მდგარი სპილენძის სამსხვერპლო სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს, ძღვენს და სამადლობელის ცხიმებს. 64 მას დღესა შინა განწმიდა მეფემან ეზო იგი, რომელ იყო პირისპირ ტაძარსა მას უფლისასა, რამეთუ მუნ ყუნა მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი იგი და ცმელი იგი სამშჳდებელთა, რამეთუ ტაბლა სპილენძისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, მცირე იყო, რამეთუ ვერ დაიტია მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი სამშჳდებელთანი.
65 იდღესასწაულა იმჟამად უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა - დიდმა კრებულმა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე - შვიდ დღეს და კიდევ შვიდ დღეს, სულ თოთხმეტ დღეს. 65 და ყო სოლომონ მას დღესა შინა დღესასწაული და ყოველმან ისრაჱლმან მისმან მის თანა კრება დიდი და გამოსავლითგან ემათისათ ვიდრე მდინარემდე ეგჳპტისა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა ტაძარსა მას, რომელ აღაშენა, ჭამდეს და სმიდეს და იხარებდეს წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა შჳდ დღე და შჳდ დღეთა, ათოთხმეტთა.
66 მერვე დღეს გაისტუმრა ხალხი; დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მორჩილს, და ისრაელს, თავის ერს. 66 და დღესა მას მერვესა განუტევა ერი იგი და აკურთხეს მეფე, და წარვიდეს თჳთვეულად სამკჳდრებელსა თჳსსა სიხარულითა გულისათა განმხიარულებულნი ყოველთა მათ ზედა კეთილთა, რომელ ყო უფალმან დავითისთჳს, მონისა თჳსისა, და ერისა თჳსისა ისრაჱლისა.