ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მითხრა: ადამის ძევ! დადექ ფეხზე, უნდა გელაპარაკო!

1

ესე ხილვაჲ მსგავსებისა დიდებისა უფლისაჲ; და ვიხილე და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და მესმა ჴმაჲ მეტყუელისაჲ ჩემდამო. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო! დადეგ ფერჴთა ზედა შენთა და ვიტყოდი შენდამი.

2 შემოვიდა ჩემში სული, როცა მელაპარაკებოდა, და ფეხზე დამაყენა, და მესმოდა მისი, ვინც მელაპარაკებოდა. 2 და მოვიდა ჩემ ზედა სული, და აღმიღო მე, და აღმადგინა მე, და დამადგინა მე ფერჴთა ჩემთა ზედა და მესმოდა მისი, მეტყუელისაჲ ჩემდამო;
3 მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან, რომლებიც მიჯანყდებიან მე; მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე. 3 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, მიგავლენ მე შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, განმამწარებელთა მიმართ ჩემთა, რომელთა განმამწარეს მე, მათ და მამათა მათთა, და შეურაცხ-მყოფ იქმნეს ჩემდამო ვიდრე დღესისამდე დღისა.
4 ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი. 4 და ძენი პირფიცხელნი და გულმყარნი, რომელთა მიმართ მე მიგავლენ შენ მათდამი, და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი უფალი.
5 გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. 5 ისმინონ დათუ სადმე, ანუ შეიკდიმონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს, და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი ხარ შენ საშუალ მათსა.
6 შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა. 6 და შენ, ძეო კაცისაო, ნუ ეშიშვი მათ, ნუცა განჰკრთები პირისაგან მათისა მით, რამეთუ განკსუვდენ და ზედშეკრბენ შენ ზედა გარემოჲს და საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ; სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები,
7 უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან. 7 რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს; და არქუთ სიტყუაჲ ჩემი მათ; უკეთუ არა ისმინონ სიტყუაჲ ჩემი, ანუ თუ განჰკრთენ, რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს.
8 შენ კი, ადამის ძევ, ისმინე, რასაც გეუბნები: ნუ იქნები ურჩი, როგორიც ეს ურჩი მოდგმაა; გააღე პირი და შეჭამე, რასაც მოგცემ. 8 და შენ, ძეო კაცისაო, ისმინე მეტყუელისაჲ შენდამი: ნუ იქმნები განმამწარებელ, ვითარცა სახლი განმამწარებელი; აღყავ პირი შენი და ჭამე, რომელთა მე მიგცემ შენ.
9 და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემსკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში. 9 და ვიხილე და, აჰა, ჴელი განმარტებული ჩემდამო, და მას შინა თავი წიგნისაჲ. და განგრაგნა იგი წინაშე ჩემსა და იყვნეს მას შინა დაწერილებ წინა და უკან, და იყო მის შორის გოდება, და გურინვაჲ და კილოვნობა და ვაებაჲ.
10 გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი.