ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ მწყემსებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი. ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყესავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყესავდნენ მწყემსები? 2 ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მწყემსთა ზედა ისრაჱლისათა, წინაწარმეტყუელებდ და არქუ მწყემსთა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი. ჵ, მწყემსნო ისრაჱლისანო, ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა, არა ცხოვართა აძოებენა მწყემსნი?
3 ქონს ჭამთ, მატყლით იმოსებით, ნასუქალს ხოცავთ, ცხვარს კი არ მწყემსავთ! 3 აჰა, სძესა შესჭამთ და მატყლთა შეიმოსთ და პოხილთა დაჰკლავთ, ცხოვართა ჩემთა არა აძოებთ.
4 დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დასნეულებულთ არ განკურნავთ, ჭრილობებს არ შეუხვევთ, გატაცებულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობით და სისასტიკით ბატონობთ მათზე. 4 მოუძლურებული არ განაძლიერეთ, და სნეული არ განამრთელეთ, და შემუსრვილი არ შეჰკართ, და ბოროტად მყოფსა არა უსხეულსაქმეთ, და ცთომილი არ მოაქციეთ და წარწყმედული არ მოიძიეთ, და ძლიერი იქმნეთ შრომით და სიმტკიცით სწუართენით იგინი და ლაღობით.
5 გაიფანტნენ უმწყემსოდ დარჩენილნი, მინდვრის მხეცების კერძნი გახდნენ, გაიფანტნენ! 5 და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი არყოფისათჳს მწყემსთაჲსა და იქმნეს დასაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა, და განითესნეს
6 დაეხეტება ჩემი ცხვარი მთებზე და მაღალ გორაკებზე, მთელი ქვეყნის პირზე გაიფანტა ჩემი ცხვარი და არავინაა მათი მომკითხავი, არც მძებნელი. 6 და შესცთეს ცხოვარნი ჩემნი ყოველსა ზედა მთასა და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განითესნეს ცხოვარნი ჩემნი, და არა იყოს გამომეძიებელი და არცა მომაქცეველი.
7 ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო! 7 ამისთჳს, მწყემსთა ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ:
8 ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი! რაკი მიტაცებულია ჩემი ცხვარი და მიწის მხეცებას კერძი გამხდარა უმწყემსოდ დარჩენილი ჩემი ცხვარი, რაკი არ მოუკითხავთ ჩემს მწყემსებს ჩემი ცხვარი, რაკი საკუთარ თავს მწყემსავენ მწყემსები, ჩემს ცხვარს კი არ მწყემსავენ, 8 ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, არა თუ ქმნისა წილ ცხოვართა ჩემთაჲსა წარსატყუენველ და ქმნისა სამწყსოთა ჩემთა შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა არყოფისაგან მწყემსთაჲსა, და არ გამოიძინეს მწყემსთა ცხოვარნი ჩემნი, არამედ აძოებდეს მწყემსნი თავთა თჳსთა, ხოლო ცხოვართა ჩემთა არა აძოებდეს.
9 ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო! 9 ამისთჳს მწყემსთა ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ,
10 ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ისევ მწყემსებს მოვკითხავ ჩემს ცხვარს და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობისგან, რომ კვლავ აღარასოდეს მწყემსავდნენ მათ. პირიდან გამოვგლეჯ მათ ჩემს ცხვარს, რომ მათი კერძი აღარ იყოს. 10 ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მწყემსთა ზედა და გამოვიძინე უცხოვარნი ჩემნი ჴელთაგან მათთა და დავაცადნე იგინი არმწყსად ცხოვართა ჩემთა: და არა ჰმწყსიდენ მათ მერმე მწყემსნი, და გამოვიჴსნე ცხოვარნი ჩემნი პირისაგან მათისა, და არა მერმე იყუნენ მათდა შესაჭმელ.
11

რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე თავად მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვძებნი!

11

ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე გამოვიძინე ცხოვარნი ჩვმნი და მოვიხილნე იგინი,

12 როგორც მწყემსი ეძებს თავის ცხვარს, როცა თავის გაფანტულ ფარაში ჩადგება, მეც ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და დავიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გაიფანტნენ ნისლიან და ღრუბლიან დღეს. 12 ვითარ-იგი მოიხილავს მათ მწყემსი დღესა შინა, ოდეს იყოს ალმური და ღრუბელი, შორის ცხოვართა მისთა განშორებულთა, ეგრეთ გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი და ვიჴსნნე მე იგინი ყოვლისა ადგილისგან, სადა განითესნეს, მუნ, დღესა შინა ალმურისა და ღრუბლისასა.
13 გამოვიყვან ხალხებიდან და გამოვკრებ ქვეყნებიდან, მივიყვან მათ საკუთარ მიწაზე და დავმწყესავ მათ ისრაელის მთებზე, ნაკადულთა ნაპირებზე და ყველგან, ქვეყნის დასახლებულ მხარეში. 13 და გამოვიყვანნე იგინი წარმართთაგან და შევკრიბნე იგინი სოფლებთაგან და შევიყვანნე იგინი ქუეყანად მათდა, დავმწყსნნე იგინი მთათა ზედა ისრაჱლისათა.
14 საუკეთესო საძოვრებზე დავმწყესავ მათ და ისრაელის მაღალ მთებზე ექნებათ სადგომი; აქ დაბინავდებიან საუკეთესო სადგომებში და ნოყიერ საძოვრებზე მოძოვენ ისრაელის მთებში. 14 და ჴევნებთა შინა და ყოველსა შინა მკჳდრობასა ქუეყანისასა კეთილსა ზედა საძოვარსა ვაძოვნე იგინი, მთასა ზედა მაღალსა ისრაჱლისასა იყოს შუენიერებაჲ მათი, და იყვნენ ბაკნი მათნი მუნ, და დაიძინონ, და განისუენონ შუებასა შინა კეთილსა და საძოვარსა შინა პოხიერსა ძოვდენ მთათა ზედა ისრაჱლისათა.
15 მე თავად დავმწყესავ ჩემს ცხვარს და მე თავად დავაბინავებ, ამბობს უფალი ღმერთი. 15 და მე ვაძოვნე ცხოვარნი ჩემნი და მე განუსუენო მათ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი.
16 დაკარგულს მოვიძიებ, გატაცებულს დავაბრუნებ, დაჭრილს ჭრილობებს შევუხვევ, დაუძლურებულს მოვაძლიერებ, მსუქანს და ძლიერს მოვუვლი; სამართლიანად დავმწყესავ მათ. 16 წარწყმედული გამოვიძიო და შეცთომილი მოვაქციო, და შემუსრვილი შევხჳო, და მოუძლურებული განვაძლიერო, და პოხიერი და ძლიერი დავიცვა და ვაძოვნე იგინი მსჯავრისა მიერ.
17 თქვენზე კი, ჩემო ცხვარო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის! 17 და თქუენ ცხოვარნო ჩემნო, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე ვსაჯო საშუალ ცხოვართა ჩემთა და ცხოვრისა და ვერძთა და ვაცთასა.
18 ნუთუ გეცოტავებათ საუკეთესო საძოვარი, სადაც დაბალახობთ, რომ თქვენი საძოვრის დანარჩენსაც ფეხით თელავთ? ანკარა წყალს რომ სვამთ და დანარჩენსაც ფეხით ამღვრევთ? 18 და არა კმა არს თქვენდა, რამეთუ კეთილსა საძოვარსა სძოვდით, არამედ დანაშთომსა საძოვრისა თქუენისასა დასთრგუნევდით ფერჴითა თქუენითა და დაწმედილსა წყალსა სუემდით და ნეშტსა ფერჴითა თქუენითა აღამრღვევდით.
19 თქვენი ფეხით განათელი უნდა ძოვოს ჩემმა ცხვარმა და თქვენი ფეხით ამღვრეული უნდა სვას? 19 და ცხოვარნი ჩემნი და ნათრგუნევთა ფერჴთა თქუენთასა ძოვდეს და აღმრღუეულსა წყალსა ფერჴთა მიერ თქუენთასა სუმიდეს.
20 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები მსაჯული მსუქან ცხვარსა და მჭლე ცხვარს შორის! 20 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე თქუენდამი და განვსაჯო შორის ცხოვრისა ძლიერისა და შორის ცხოვრისა უძლურისა,
21

რაკი ფერდებით და მხრებით ეჯახებით, რქებით რქენთ დაუძლურებულთ, რომ გარეთ გაფანტოთ ისინი,

21

ვინაჲთგან გუერდებითა თქუენითა და მჴრებითა თქუენითა აჭენებდით და რქებითა თქუენითა ურქენდით, ხოლო ყოველსა მოკლებულსა აჭირვებთ, ვიდრე არა განაგარეენით იგინი გარე; და განითესნეს ცხოვარნი ჩემნი ყოვლისა თანწარმავალისად.

22 მე თავად გადავარჩენ ჩემს ცხვარს და აღარ იქნება დატაცებული. მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შორის. 22 და ვაცხოვნნე ცხოვარნი ჩემნი, და არა იყვნენ წარსატყუენველ მერმე და ვსაჯო საშუალ ვერძისა ვერძისა მიმართ.
23 ერთ მწყემსს დავუყენებ და ის დამწყესავს მათ; დავითს, ჩემს მორჩილს, დავუყენებ; თავად ის დამწყესავს ძათ და ის იქნება მათი მწყემსი. 23 და აღვადგინო მათ ზედა მწყემსი ერთი, რომელი ჰმწყსიდეს მათ, მონაჲ ჩემი დავითი, მან მწყსნეს იგინი, და მან განუსუენოს მათ და იყოს იგი მწყემს.
24 მე, უფალი, ვიქნები მათი ღმერთი; ჩემი მორჩილი დავითი კი წინამძღოლი იქნება მათ შორის. მე, უფალმა, ვთქვი. 24 და მე, უფალი, ვიყო მათდა ღმერთად და მონაჲ ჩემი დავითი მთავარ შორის მათსა. მე, უფალი, ვიტყოდე.
25 დავუდებ მათ მშვიდობის აღთქმას და გადავაშენებ ქვეყნიდან სასტიკ მხეცებს, რომ მშვიდად იცხოვრონ უდაბნოში და იძინონ მაღნარებში. 25 და აღუთქუა დავითსა აღთქმაჲ მშჳდობისაჲ და უჩინო-ვყუნე მჴეცნი ბოროტნი ქუეყანისაგან და დაემკჳდრნენ უდაბნოსა შინა სასოებით და დაიძინონ მაღნართა შორის.
26 კურთხევად ვაქცევ მათ და ჩემი მაღლობის მიდამოებს, დროულად ვადინებ წვიმას და ჩემი წვიმა კურთხევა იქნება. 26 და მივსცნე იგინი გარემოჲს მთისა ჩემისა კურთხეულებად. და გარდამოვიყვანო წჳმაჲ თქვენი ჟამსა შინა, წჳმანი კურთხევისანი იყვნენ მისსა.
27 მინდვრის ხე თავის ნაყოფს გამოისხამს და მიწა მოსცემს თავის მოსავალს, და მშვიდად იქნებიან თავიანთ მიწაზე. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა დავწყვეტ მათი უღლის საკვრელებს და მათი დამმონებლების ხელიდან დავიხსნი. 27 და ხეთა ველისათა მოსცენ ნაყოფი მათი და ქუეყანამან მოსცეს ძალი მისი; და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა სასოებითა მშჳდობისათა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, შე-რა-ვმუსრნე საჴივნი უღლისა მათისანი, და გამოვიჴსნნე იგინი ჴელისაგან დამმონებელთა მათთაჲსა.
28 აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და მიწის მხეცები აღარ შეჭამენ მათ; მშვიდად იცხოვრებენ და აღარ ეყოლებათ დამაფრთხობელი. 28 და არა იყვნენ მერმე წარსატყუენველ წარმართთა და მჴეცთა ქუეყანისათა, არღა მერმე დაჭამნენ იგინი და დაემკჳდრნენ სასოებით და არა იყოს, რომელი აშინებდეს მათ.
29 აღვუდგენ სახელად ნერგს და აღარ გაწყდებიან შიმშილით ამქვეყნად; აღარ ექნებათ დასათმენი შეურაცხყოფა ხალხებისგან. 29 და აღუდგინო მათ ნერგი მშჳდობისა სახლად, და არა მერმე იყვნენ მცირეებ რიცხჳთა ქუეყანასა ზედა, და არა მერმე იყვნენ წარწყმედილ სიყმილითა ქუეყანასა ზედა, და არა მოიღონ მერმე ყუედრებაჲ წარმართთაჲ.
30 მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი მათი ღმერთი, მათთანა ვარ და ჩემი ერია ისინი - ისრაელის სახლი,ამბობს უფალი ღმერთი. 30 და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, მათ თანა, და იგინი ერი ჩემი, სახლი ისრაჱლისა, - იტყჳს უფალი, უფალი,
31 თქვენ, ჩემო ცხვრებო, ჩემი საძოვრის ცხვრებო, ადამის მოდგმა ხართ, მე კი ღმერთი ვათ თქვენი! ამბობს უფალი ღმერთი. 31 და თქუენ - ცხოვარნი ჩემნი და ცხოვარნი საძოვრისა ჩემისანი, კაცნი ხართ და მვ უფალი ღმერთი თქუენი, - იტყჳს უფალი, უფალი.