ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

1. აი, მეფეები, რომლებიც დაამარცხა იესომ და რომელთა ქვეყნებიც დაიკავეს მათ იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე და მთელი დაბლობი აღმოსავლეთით:

1

და ესე მეფენი მის ქუეყანისანი, რომელ მოსრნა მოსე: და ძეთა ისრაჱლისათა დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით კერძო, ჴევითგან არნონით ვიდრე მთადმდე აერმონდ და ყოველი არაბიაჲ აღმოსავალით კერძო.

2 სიხონ ამორეველთა მეფე, ხეშბონში მჯდარი, რომელსაც ეჭირა მხარე ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე და ხევის შუაწელი, გალაადის ნახევარი იაბოკის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე, 2 სეონ მეფე ამორეველთა, რომელ დამკჳდრებულ იყო ესებონს შინა, რომელ უფლებდა აროჱრითგან, რომელ არს ჴევსა შინა არნონისასა საშუვალ ჴევსა, და ზოგი გალადისაჲ ვიდრე იაბოკდმდე, საზღვარნი ძეთა ამონისთანი.
3 დაბლობი ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე ანუ მარილოვან ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფირგას კალთებამდე; 3 და არაბიაჲ მისაზღვარადმდე, არაბად ზღუასა მარილოვანსა აღმოსავალით გზასა ისიმოთისასა, თემანსა ქუეშე ასიდოთს ფაგას.
4 ყოგის ქვეყანა, ბაშანის მეფისა, უკანასკნელი რეფაიმის, რომელიც ცხოვრობდა აშთაროთსა და ედრეიში, 4 და ოგ, მეფე ბასანისა, დაშთომილ იყო გმირთაგანი, რომელ მკჳდრ იყო ასტაროთს შინა.
5 და ეჭირა ხერმონის მთა, სალქა და მთელი ბაშანი გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე და ნახევარი გალაადი სიხონ ხეშბონის მეფის საზღვრამდე. 5 მთავარი იყო ერმონით და სელქაჲთგან და ყოველი ბანაკი ვიდრე საზღვრადმდე გესორისა და მაქატი, და ზოგი გალაადისა საზღვარი სეონ მეფისა ესებონისანი.
6 მოსემ, უფლის მორჩილმა, და ისრაელიანებმა დახოცეს ისინი და მისცა ეს ქვეყანა მოსემ, უფლის მორჩილმა, სამკვიდროდ რეუბენს, გადსა და მენაშეს შტოს ნახევარს. 6 მოსე, მონამან უფლისამან, და ძეთა ისრაჱლისათა მოსრნეს იგინი. და მისცა იგი მოსე ნაწილად რუბენს, და გადს და ზოგსა ნათესავსა მანასესა.
7 აი, იმ ქვეყნის მეფეები, რომლებიც დაამარცხეს იესომ და ისრაელიანებმა იორდანეს გაღმა დასავლეთით ლიბანის დაბლობზე, ბაყალ-გადიდან ხალაკის მთამდე, სეყირის აღმა (ეს მისცა იესომ ისრაელის შტოებს სამკვიდროდ ერთმანეთში დასანაწილებლად), 7 და ესე მეფენი ამორეველნი, რომელნი მოსრნა ისო და ძეთა ისრაჱლისათა წიაღ იორდანესა ზღუასა თანა ბაალგადს, ველსა ზედა ლიბანისასა ვიდრე მთადმდე ალუგისად აღმავალთასა სეირად და მისცა იგი ისო ნათესავთა ისრაჱლისათა სამკჳდრებელად ნაწილად მათა.
8 მთაში და ბარში, ველზე, მთის კალთებზე, უდაბნოში და ნეგებში - ხეთელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, ფერიზელთა, ხივიელთა, და იებუსელთა ქვეყნებისა: 8 მთათა შინა და ველთა, და არაბიას შინა და ესედოთს შინა და უდაბნოსა ზედა და ნაგებსა შინა ქეტელი და ამორეველი და ქანანელი... და ფერეზელი და ეველი და იებოსელი.
9 იერიხონის მეფე - ერთი; მეფე ჰაყაისა ბეთილის გვერდით რომ არის - ერთი; 9 მეფე იერიქოჲსაჲ მეფჱ გაისა, რომელ არს მახლობელად ბეთელსა.
10 იერუსალიმის მეფე - ერთი; ხებრონის მეფე - ერთი; 10 მეფჱ იჱრუსალემისაჲ, მეფჱ ქებრონისაჲ,
11 იარმუთის მეფე - ერთი; ლაქიშის მეფე - ერთი; 11

მეფჱ იერიმოთისაჲ, მეფჱ ლაქისაჲ,

12

ყეგლონის მეფე - ერთი; გეზერის მეფე - ერთი;

12 მეფჱ ეგლომისაჲ, მეფჱ გაზერისაჲ,
13 დაბირის მეფე - ერთი; გედერის მეფე - ერთი; 13 მეფჱ დაბირისაჲ, მეფჱ გარედისაჲ,
14 ხორმას მეფე - ერთი; ღერადის მეფე - ერთი; 14 მეფჱ ერმაისაჲ, მეფჱ არედისაჲ,
15 ლიბნას მეფე - ერთი; ყადულამის მეფე - ერთი; 15 მეფჱ ლებნაისაჲ, მეფჱ ოდოლამისაჲ,
16 მაკედას მეფე - ერთი; ბეთელის მეფე - ერთი; 16 მეფჱ მაკედასაჲ, მეფჱ თაფფოჲსაჲ,
17 თაფუახის მეფე - ერთი; ნეფერის მეფე - ერთი; 17 მეფჱ ოფერისაჲ, მეფჱ აფეკისაჲ,
18 აფეკის მეფე - ერთი; ლაშარონის მეფე - ერთი; 18 მეფე ასურისაჲ, მეფჱ სამბონისაჲ,
19 მადონის მეფე - ერთი; ხაცორის მეფე - ერთი; 19 მეფჱ მარონისაჲ, მეფჱ აქსაფისაჲ,
20 შიმრონ-მერონის მეფე - ერთი; აქშაფის მეფე - ერთი; 20 მეფჱ თანაქისაჲ, მეფჱ მაგედონისაჲ,
21 თაყანაქის მეფე - ერთი; მეგიდოს მეფე - ერთი; 21 მეფჱ კედჱსაჲ, მეფჱ იეკონამ,
22 კედეშის მეფე - ერთი; იოკნეყამის მეფე ქარმელში - ერთი; 22 ქერმევისაჲ, მეფჱ დორ
23 დორის მეფე ნაფათ-დორში - ერთი; გოიმის მეფე გილგალში - ერთი; 23 ნაფეთდორისაჲ, მეფჱ გოიმისაჲ,
24 თირცას მეფე - ერთი. სულ ოცდათერთმეტი მეფე. 24 მეფჱ თერსაჲსაჲ, ყოველნი ესე მეფენი ოცდათერთმეტ.