ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი ოცდამეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი ისე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

1 და ჰრქუა მოსე ძეთა ისრაჱლისათა ყოველი, რაჲცა ამცნო უფალმან მოსეს.
2 ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანების შტოთა მეთაურებს: აჰა, რაც ბრძანა უფალმა: 2 და ეტყოდა მოსე მთავართა ნათესავთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ესე სიტყუაჲ, რომელ ბრძანა უფალმან.
3 ვინც აღთქმას მისცემს უფალს ან ფიცით დაიფიცებს, რასმე აღუკვეთს თავისთავს, არ უნდა შეშალოს თავისი სიტყვა, ყველაფერი უნდა შეასრულოს, რაც მისი ბაგეებიდან არის გამოსული. 3 კაცმან, რომელმან აღუთქვას აღთქმაჲ უფლისაჲ, ანუ ფუცოს ფიცი დროებით, ანუ დრო-ყოს თავისი თჳსისათჳს, არა განაცრუვოს სიტყუაჲ თჳსი ყოველი, რავდენი გამოჴდეს პირისა მისისგან, ყოს იგი.
4 თუ ქალი ვინმე აღთქმას მისცემს უფალს და რასმე აღიკვეთს მამისეულ სახლში სიყმაწვილისას, 4 უკუეთუ დედაკაცმან აღუთქვას აღთქუმა უფალსა, ანუ დრო-ყოს დროებაჲ სახლსა შინა მამისა თჳსისასა სიჭაბუკესა თჳსსა,
5 მამამისიც გაიგებს მის აღთქმას და აღკვეთას, რაც მან თავის თავს აღუკვეთა, და არაფერს ეტყვის, უნდა შესრულდეს ყველა აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა. 5 და ესმეს მამასა მას თჳსსა აღთქუმაჲ იგი მისი და დროჲსა ყოფაჲ იგი მისი, რომელ დრო-ყო თავსა ზედა თჳსსა, დეგინ მის ზედა.
6 თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, არ უნდა შესრულდეს არცერთი მისი აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა, და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა. 6 უკუეთუ არა თავს-დებით არა ითავსოს მამამან მისმან დღესა მას, რომელსა ესმეს ყოველი აღთქუმაჲ იგი მისი და დროებანი, რომელ დრო-ყუნა თავისა თჳსისათჳს, არა დადეგინ და განწმიდოს იგი, რამეთუ არა თავს-იდვა მამამან მისმან.
7 გათხოვებისას, თუ აღთქმები დარჩება მასზე ან წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, 7 უკუეთუ ყოფით ქმრისცოლი იყოს იგი ბაგითა თჳსითა და დროებანი იგი, რომელ დრო-ყვნა თავისა თჳსისათჳს.
8 გაიგებს მისი ქმარი და, როცა გაიგებს, არაფერს იტყვის, უნდა შესრულდეს მისი აღთქმები და აღკვეთები, რაც თავის თავს აღუკვეთა. 8 და ესმეს ქმარსა მას მისა დღესა მას, რომელსა ესმეს მას და დაუდუმნეს მას. და ესრეთ დაემტკიცნენ ყოველნი აღთქუმანი მისნი დროებანი მისნი, რომელ დრო-ყუნა თავისა თჳსისათჳს, დადეგინ იგი.
9 თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის, შეუძლია გააუქმოს მისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, და უფალი აპატიებს. 9 უკუეთუ არა თავს-იდვას ქმარმან მან მისმან თავს-დებით მისი, რავდენ-იგი დრო-ყო თავისა თჳსისათჳს და უფალმან განწმიდოს იგი.
10 ქვრივის ან ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რითაც რაიმე აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა შესრულდეს მასზე. 10 და აღთქუმაჲ ქურივისაჲ და გამოძიებულისაჲ, რავდენიცა აღუთქუას თავისა თჳსისათჳს, დამტკიცებულ იყოს.
11

თუ ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან რასმე აღუკვეთს თავის თავს ფიცით,

11 უკეთუ სახლსა შინა ქმრისა თჳსსასა აღთქუმაჲ იგი იყოს, ანუ დროებაჲ თავისა მისისაჲ ფიცით.
12 გაიგებს ქმარი, არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, უნდა შესრულდეს ყველა მისი აღთქმა და ყველა აღკვეთა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს. 12 და ესმეს ქმარსა მას მისსა და დაუდუმნეს მას და თავს-იდვას მისი, დაემტკიცნენ ყოველნივე აღთქმანი იგი მისნი და ყოველნივე დროებანი იგი მისნი, რომელ დრო-ყო თავსა თჳსისათჳს და დადგენ იგინი მის ზედა.
13 თუ ქმარი გაუუქმებს ყველაფერს ამას, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი ნათქვამი, აღთქმა თუ აღკვეთა, არ შესრულდება, რადგან ქმრის გაუქმებულია და უფალი აპატიებს მას. 13 უკუეთუ დაბრკოლებით დააბრკოლოს ქმარმან მან მისმან დღესა მას, რომელსა ესმეს ყოველი, რავდენი აღმოთქუა ბაგითა თჳსითა მსგავსად აღთქმისა მის თჳსისა და დროებისა მისისა თავისა თჳსისათჳს, არა მტკიცე იყოს მისა, რამეთუ ქმარმან მისმან დააბრკოლა იგი და უფალმან განწმიდოს იგი.
14 ყოველ აღთქმას და აღკვეთის ყოველ ფიცს თავის დასაოკებლად ქმარი დაამტკიცებს და ქმარი გააუქმებს. 14 ყოველი აღთქუმაჲ და ყოველი ფიცი კრულებისა და ბოროტისაჲ თავისა თჳსისაჲ. ქმარმან მისმან დაამტკიცოს იგი და ქმარმან მისმან არა შეურაცხოს მას.
15 თუ ქმარმა არაფერი უთხრა მას, დაუმტკიცებია ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც მასზეა, რაკი არაფერი თქვა, როცა გაიგო. 15 უკუეთუ დუმილით დაუდუმნეს მამაჲ, დღითი დღედ დაამტკიცოს მან ყოველი აღთქუმაჲ მისი და ყოველი დროებაჲ მისი, რომელ ყოს მას ზედა, რამეთუ დაუდუმა დღესა მას შინა, რომელსა ესმა.
16 თუ გაიგებს და მერე გააუქმებს, მასზე იქნება ქალის ცოდვა. 16 უკუეთუ, დაბრკოლებით დააბრკოლოს იგი ქმარმან მან მისმან შემდგომად დღესა მას, რომელსა ესმა და მან მოიღოს ცოდვაჲ იგი მისი.
17 ეს წესებია, რომლებიც უბრძანა უფალმა მოსეს ცოლ-ქმრისათვის, მამისა და მისი ქალიშვილისათვის, ყმაწვილობისას მამამისის სახლში. 17 ესე სამართალი, რომელ ამცნო უფალმან მოსეს შორის ქმრისა დ ცოლისა და შორის მამისა და ასულისა სიჭაბუკესა შინა სახლსა მამისასა.