წიგნი ნეემიასი, რომელ არს ეზრა მეორე
წიგნი ეზრასი, თ 1

სიტყუანი ნეემიასნი, ძისა ქელკიასნი

6

1. და იყო, ვითარცა ესმა სანაბალატს და ტობიას და ქუეყანასა მას არაბელთასა და სხუათაცა მრავალთა მტერთა ჩუენთა, ვითარმედ აღვაშენეთ ზღუდე, და არა დაშთა მათ თანა ძალი, და მუნ ოდეს ბჭეები არღარა განღებულ იყო.

2. და მოავლინეს სანაბალატ და გესამ და მრქუეს: მოვედ და შევკრბეთ ერთად დაბნებსა მას ველისა მის ონასასა და მათ ეგულებოდა ძჳრის-ზრახვა ჩემ ზედა.

3. და მიუვლინენ მათ მოციქულნი და ვარქუ მათ: საქმესა ამას, რომელსა ვიქმ მე დიდი არს და არა მცალს მე შთასლვად თქუენდა, რათა არა შუა გამოჴდეს საქმე ესე, რაჟამს აღვასრულო საქმე ესე, მაშინ შთავიდე თქუენდა.

4. და მოავლინეს ჩემდა მრავალგზის და მე იგივე სიტყუაჲ [!] მიუგე მათ.

5. და მოავლინა ჩემდა სანაბალატ ყრმა თჳსი და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი უბეჭდელი,

6. რომელსა წერილ იყო ესრეთ: ყოველთა წარმართთა მესმა, ვითარმედ შენ და ურიათა გეგულების განდგომად მეფისაგან და მისთჳს აშენებ ზღუდეთა მაგათ და განაძნელებ გოდოლთა მაგისთა, რამეთუ გეგულების შენ მეფობად.

7. და ამისთჳს დაიდგინენ შენდა წინაწარმეტყუელნი, რამეთუ გეგულების დაჯდომად იერუსალჱმს და მეფებად ურიასტანს ზედა, აწ ნუუკუე მიუთხრან სიტყუაჲ ესე მეფესა: მოვედ და ამისთჳს ორთა ვიზრახოთ ერთად.

8. და მივავლინენ მისა და ვარქუ: არავისგან არს სიტყუაჲ ეგე, რომელსა შენ იტყჳ, არამედ შენ თჳთ გულისაგან შენისა იტყჳ მაგას.

9. რამეთუ ყოველნივე გვაშინებედ ჩუენ და იტყჳან: დაშთომილ იყუნედ ჴელნი მათნი და არა აღასრულონ საქმე მათი, და აწ განვაძლიერენ ჴელნი ჩემნი, ვიდრემდის აღესრულოს საქმე ესე სრულიად.

10. და მე შევედ სახლსა სემიასასა, ძისა ედალასასა, ძისა მეტაბელისასა, და იგი იყო დადუმებულ სახლსა შინა თჳსსა და მრქუა მე: შევკრბეთ სახლსა უფლისასა და შევევედრნეთ მას შინა და დავკრძალნეთ ბჭენი მისნი, ნუუკუე მოვიდენ მტერნი ჩუენნი ღამე და მოგუკლან ჩუენ.

11. და ვთქუ მე: ვინ არს იგი კაცი, რომლისაგან ვივლტოდი მე, ანუ ვინ არს კაცი ჩემებრი, რომელი შევიდის სახლსა უფლისასა და განერეს იგი?

12. და გულისხმა-ვყავ, რამეთუ არა იყო ღმრთისაგან მოვლინებულ, არცა იყო სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისა ჩემთჳს.

13. და ტობიას და სანაბალატს მონადეს სასყიდლით ერი მრავალი ჩემთჳს, რათამცა შევიშინე და შევედ სახლსა უფლისასა და ვცოდო, რათამცა დამდვეს ჩემ ზედა სახელი ბოროტი.

14. მომიჴსენოს მე უფალმან ზაკჳსათჳს ტობისა და სანაბალატისა, რომელთა ზრახეს ჩემთჳს ძჳრი და აწვევდეს სიცრუით წინაწარმეტყუელებად, რათა შემაშინოს და შემაძრწუნოს მე.

15. და აღესრულა ზღუდე იგი ოცდამეხუთესა თთუესა მის ელუასა და ერგასისდაორ დღე.

16. და იყო, ვითარცა ესმა ყოველთა მათ მტერთა ჩუენთა, შეძრწუნდეს ყოველნი წარმართნი, რომელნი გარემოს იყუნეს ჩუენსა, და დაეცა მათ ზედა ზარი და შიში ფრიად და გულისხმა-ყვეს, რამეთუ ღმრთისაგან იყო აღსრულება საქმისა მის ჩუენისა.

17. და მათ დღეთა შინა დიდითა პატივითა მიუძღუანეს ურიათა მათ წიგნი ტობის, და ტობი მოვიდა მათა.

18. რამეთუ იყუნეს მეცნიერ ურთიერთას და იყო იგი სიძე სენექენასი. ძისა იერესა, და იონათან, ძემან მისმან, შეირთო ცოლად ასული მესოლამისა, ძისა ბარაქოსი.

19. და სიტყუანი მისნი იყუნეს, რომელთა მოიღიან ჩემდა და ჩემი სიტყუაჲ მიუთხრიან მას, და წიგნი მრავალი მოწერის, რათამცა შემაშინა მე.

7

1. და იყო. რაჟამს აღაშენა ზღუდე იგი, აღვმართენ ბჭენი მისნი, და დადგეს მეკარენი და შემასხმელნი ფსალმუნთანი და ლევიტელნი იგი.

2. და ვამცენ ანანიას და ძმათა ჩემთა - ანანია მთავარი ზედა იერუსალჱმისა, რამეთუ იგი იყო კაცი ჭეშმარიტი, მოშიში ღმრთისაგან მრავალთა უფროს.

3. და ვარქუ მას: ნუ განაღებ ადრე ბჭეთა იერუსალჱმისათა ვიდრე აღმოსლვადმდე მზისა და ვიდრე ყოველთა ეღჳძისღა, დაჴშნედ ბჭენი იგი კლიტითა, დაკრძალნედ იგინი და დადგედ მჴუმილავნი ბჭეთა თანა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, კაცი საჴუმილავსა თჳსსა, კაცი თჳთეულად სახლსა თჳსსა

4. რამეთუ ქალაქი ესე დიდ არს და ფართო, და ერი მცირედ არს მას შინა, და არა ყოველი ტაძარი აღშენებულ არს.

5. და შთააგდო ღმერთმან გულსა ჩემსა, და შევკრიბენ პატიოსანნი იგი და მთავარნი და ერი იგი ყოველნი შესაკრებელსა ერთსა და ვპოვე წიგნი ერთი ნათესავთა რიცხჳ, რომელნი გამოსრულ იყვნეს პირველ ტყუეობისაგან, და იყო მას შინა წერილი ესრეთ:

6. ესე არიან შვილნი, რომელნი გამოვიდეს ტყუეობისაგან, რომელნი სხემ-ყუნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონელმან, და მოიქცეს იერუსალჱმდ და ურიასტანად კაცი ქალაქად თჳსად,

7. რომელნი მოვიდეს ზორაბაბელის თანა და იისუს და ნეემიას თანა, აზარიანისა და ელმეა, ნაემანი, მარდოქე, ბაჰალასან, მარასფარათ, ეზრა, ბაუიგეა, ნაუმ, ბაანა, მაფარ - კაცნი ერისა ისრაჱლისანი.

8. ძენი ფოროსისნი: ორათას ასსამეოცდაათორმეტ.

9. ძენი საფატისნი, სამასსამეოცდაათორმეტ.

10. ძენი ერასისნი: ექუსასერგასისდაორი.

11. ძენი ფათამოაბისნი, ძეთა მათ იუსასთა და იოაბისთა: ორ ათას ორასდაათურამეტ.

12. ძენი ელამისნი: ათას ორასერგასისდაოთხი.

13. ძენი ზათურისნი: რვაასორმეოცდახუთი.

14. ძენი ზაქაისნი: შვიდასსამეოც.

15. ძენი ბანუვასნი: ექუსასორმეოცდარვა.

16. ძენი ბიბეისნი: ექუსასორმეოცდარვა.

17. ძენი აზისნი: ორ ათას სამასოცდაორი.

18. ძენი ადონიკამისნი: ექუსასერგასისდაშვიდი.

19. ძენი ბაზუვეისნი: ორ ათას სამეოცდაშვიდ.

20. ძენი ადინასნი: ექუსასერგასისდაოთხ.

21. ძენი ატტერისნი, ძენი ეზეკიასნი: ოთმეოცდაათურამეტ.

22. ძენი ასუმისნი: სამასოცდარვა.

23. ძენი ბეასისნი: სამასოცდაოთხნი

24. ძენი არიბისნი: ასათორმეტ.

25. ძენი გაბაონისნი: ოთხმეოცდაათხუთმეტი.

27. ძენი ბეთლემისნი: ასოცდასამი. ძენი ლეფუტანისნი: ერგასისდაექუსი.

28. ძენი ანათოთისნი: ასოცდარვა კაცი, ბეთაზმასნი: ორმოცდაორი.

29. კაცნი კარიათირიმისნი, ქაფირა და ბეროთ: რვაასორმეოცდასამი.

30. კაცნი არამისნი და გაბაისნი: ექუსასოცდაერთი.

31. კაცნი მააქემარისნი: ასოცდაორი.

32. კაცნი ბეთელისნი და არაისნი ასოცდასამი.

33. კაცნი ნაბლაჲსნი: ასერგასისდაორი. კაცნი მაკებოისნი: ასერგასისდაექუსი.

34. კაცნი ელამისნი: ათას ორასერგასისდაოთხ.

35. ძენი ერამისნი: სამასდაოც

36. ძენი იერიქოვისნი: სამასორმეოცდახუთი.

37. ძენი ლოდისნი ადიდ და ანონ: შჳდასოცდასამი.

38. ძენი ანონისნი: სამ ათას ასოცდაათი.

39. და მღდელნი იგი ძენი ოვიდასნი და სახლისა მის ისოსი: ცხრაასსამეოცდაათცამეტ.

40. ძენი ემეირისნი: ათასის ერგასისდაორი.

41. ძენი ფასეურისნი: ათასორასორმეოცდაშჳდი.

42. ძენი ერამისნი: ათას და ათჩჳდმეტ. და ლევიტელნი იგი:

43. ძენი ისუჲსნი, კადიმელ, ძეთა მათგან.

44. უდადისთა: სამეოცდათორმეტი და შემასხმელნი იგი ფსალმუნთანი.

45. ძენი ასაფისი: ასორმოცდარვა.

46. და მეკარენი იგი ძენი ელომაასნი, ძენი ატტერისნი, ძენი ტემეონისნი, ძენი ავუბისნი, ძენი ატიტასნი, ძენი საბეისნი: ასოცდაათრვამეტნი.

47. და ნათანიმაელნი იგი: ძენი სილაასნი და ძენი ასაფისნი, ძენი ტაბაოთისნი.

48. ძენი სარიასნი, ძენი სიაასნი, ძენი ფასნისნი, ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბასნი, ძენი აკუდისნი, ძენი ოტასნი, ძენი ვეტარისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სელემისნი.

49. ძენი ანანისნი, ძენი გადელისნი, ძენი გაარისნი

50. ძენი რეასნი, ძენი ჰარსონისნი, ძენი ნეკოდაისნი.

51. ძენი გეეზაბისნი. ძენი ოზიასნი, ძენი ფისუისნი.

52. ძენი ბესეისნი, ძენი მეიონომისნი, ძენი ნეფოაჲსნი.

53. ძენი ბაბუვისნი, ძენი აქეფასნი, ძენი არურისნი

54. ძენი ასალოთისნი, ძენი მედადისნი, ძენი ადასანისნი.

55. ძენი ბარკუსესნი, ძენი სისარისნი, ძენი თემანისნი.

56. ძენი ნესიასნი, ძენი სარიფოსნი.

57. ძენი მონათა მათ სოლომონისანი: ძენი სუტისნი, ძენი საფარათისნი, ძენი ფერედასნი.

58. ძენი იეალესნი, ძენი დორკონისნი, ძენი გადელლისნი.

59. ძენი საფატიასნი, ძენი ეტემიისნი, ძენი ფაქარატისნი, ძენი საბაიმისნი, ძენი ლეიმისნი.

60. ყოველნი ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ სოლომონისანი: სამასოთხმეოცდაათორმეტ.

61. და ესენი იყუნეს, რომელნი გამოვიდეს თელმელექით: თელასარა, ქერობე, ეროკ, ემერ და ვერ უძლეს თხრობად სახლი მამათა თჳსთა, ვერცაღა ნათესავისა თჳსისათჳს, ისრაჱლისაგანნი იყუნეს.

62. ძენი დალაიასნი, ძენი ბუვასნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკუდასნი ექუსასორმეოცდაორი.

63. და მღდელთა მათგანნი: ძენი ებეასნი. ძენი აკუმისნი, ძენი ელისასნი, რამეთუ მოიყვანა ცოლი ასულთა მათგან ბერზელის გალადიტელისათა და სახელ-ედვა სახელისაებრ მისისა.

64. ამათ მოიძიეს აღწერად ნათესავთა რიცხჳსა მათისა და არა იპოვა, განიყენნეს მღდელთა მათგან.

65. და ჰრქუა მათ ათერსასთა: ნუ ჭამედ იგინი სიწმიდისა მისგან წმიდათასა, ვიდრემდის აღდგეს მღდელი და განანათლნეს იგინი განცხადებულად.

66. და იყო ყოველი იგი ერი კრებულისა მის ოთხი ბევრი ორ ათას და სამეოც.

67. გარნა მონანი და მჴეველნი მათნი, რომელნი იყუნეს შჳდ ათას სამასოცდაშჳდმეტი, რომელნი იყუნეს შემსხმელნი ფსალმუნთანი, მამანი და დედანი ორასორმეოცდახუთი.

68. და ცხენები -- შჳდასოცდაათექუსმეტ და ჯორები მათი - ორასორმეოცდახუთი.

69. აქლემები მათი - ოთხასოცდაათხუთმეტი და ვირები მათი - ექუსი ათას შჳდასოც.

70. და მფლობელთა მათ მამათმთავართაებრ მათ მისცეს საქმესა მას და ათერსათა მისცა ფასი ოქროსა ათასოდენ, პინაკები - ერგასის და კვართი სამღდელო - ოცდაათ.

71. მფლობელთა მათ მამათმთავართა მისცეს ფასი საქმარად ოქრო ორი ბევრი, ვეცხლი ბევრი, ქანქარი - ორ ათას ორასი.

72. და სახლმან მან ერმან მისცეს ორი ბევრი დრაჰკანი, და ჭურჭელი ვეცხლისა. ორ ათას ოდენ და კვართები სამღდელო სამეოცდაშჳდი.

73. და სხდეს მღდელნი იგი ლევიტელნი და მეკარენი და შემასხმელნი ფსალმუნთანი და ერისაგანნი იგი და ნათანელნი იგი და ყოველი ისრაჱლი ქალაქებსა თჳსსა.

8

1. და შეკრბა ყოველი იგი ერი. ვითარცა ერთი კაცი, ურაკპარაკსა მას წინაშე ბჭესა მას წყალთასა და ჰრქუეს ეზრას, მწერალსა მას სჯულისასა, რათამცა მოიღო სჯული იგი მოსესი, რომელ-იგი ბრძანა უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან.

2. და მოიღო ეზრა მღდელმან სჯული იგი წინაშე კრებულისა მის, სადა-იგი შეკრებილ იყუნეს მამანი და დედანი და ყოველივე, რომელი უნდა სმენისა თთჳსთავსა მას მეშჳდისა მის თთჳსასა.

3. იწყო და უკითხვიდა მათ ცისკრითგან, რაჟამს აღმობრწყინდის მზე ვიდრე ექუს ჟამამდე, წინაშე მამათა და დედათა, და გულისხმა-ყოფდეს ყოველნი და ყური მიუპყრეს ყოველმან ერმან სმენად წიგნსა მას სჯულისა.

4. და დგა ეზრა მღდელი და მწერალი ზედა ბომონსა ძელისასა, და დგეს მის თანა მატათიას და სამეას, ანანიას და ურიას, ქელკია და მაასია მარჯუენით მისა და მარცხენით მისა - ფადია და მისაელ, მელქია და ასამ, და საბანა, ზაქარია და მოსულამ.

5. და რაჟამს განყუნა ეზრა წიგნნი იგი წინაშე ყოვლისა კრებულისა მის, რამეთუ იყო იგი ზედამდგომელ ყოვლისა მის ერისა. და იყო, ვითარცა განყუნა წიგნნი იგი, და დადგა ერი იგი მის წინაშე,

6. და აკურთხა ეზრა უფალი ღმერთი დიდი და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ! და აღიპყრნეს ჴელნი მათნი ზეცად და დამხედ თაყუანი-სცეს უფალსა ღმერთსა პირსა თჳსსა ზედა ქუეყანასა.

7. და ისუ და ბანეას და სარაბა, იამინ, აკუფ, სეფრაიმ, ოდა, მაასა, ელიტა, აზარია, იოსაფეთ, ანან, ფალაია და ლევიტელნი დაადუმებდენ კრებულთა სმენად შჯულისათჳს. და ერი იგი დგა თჳსად.

8. და წიგნი შჯულისა ღმერთისა განმარტებით და საჩინოდ აღმოიკითხეს, რათა გულისხმა-ყონ სიტყუაჲ იგი და სცნან

9. და თქუა ნეემი, რომელ არს ათერსათა, და ეზრა მღდელმან და მწერალმან სჯულისამან და ლევიტელნი იგი, რომელნი გულისხმა-უყოფდეს ერსა მას.

10. და თქუეს ყოველმან ერმან: დღე ესე დღე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუ იგლოვთ, ნუცა სტირით, რამეთუ ტიროდა ერი იგი, რაჟამს ესმოდა სიტყუა იგი სჯულისა უფლისა და ჰრქუეს მათ: წარვედით და ჭამეთ და სუთ სიპოხე თქუენი და სიტკბოება თქუენ თანა და მიუძღუანეთ ნაწილნი მათ, რომელთაცა არა აქუნდეს, რამეთუ დღე ესე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა, აწ განძლიერდით და ნუ შეაწუხებთ მათ

11. და ლევიტელნი იგი დაადუმებდეს ერსა მას და ეტყოდეს დუმენით და ნუ შესწუხდებით, რამეთუ დღე ესე წმიდა არს.

12. და წარვიდა ერი იგი ჭამად და სუმად და მიუძღუანეს, რომელთა-იგი არა აქუნდა ნაწილი მათი და ყვეს სიხარული დიდი, რამეთუ გულისხმა-ყვეს სიტყუანი იგი სჯულისანი, რომელ აღმოუკითხა მათ.

13. და დღესა მას მეორესა, შეკრბეს მფლობელნი იგი და მამათმთავარნი ყოვლისა მის ერისა, მღდელნი იგი ლევიტელნი, ეზრა მწერალისა სჯულისასა, რაჲთა მეცნიერ იქმნან და ისწაონ მისგან ყოველი იგი სიტყუა სჯულისა.

14. და პოვეს დაწერილი იგი სჯულსა მას შინა, რამეთუ იყო ბრძანებულ უფლისა ღმრთისა მიერ მოსესა, ვითარ წეს არს დამკჳდრებად ძეთა მათ ისრაჱლისათა დღესასწაულსა მას ტალავრობისასა მეშჳდისა მის თთჳსასა.

15. ვითარსახედცა მოასწავებდეს ნესტჳთა მით ყოველთა მათ ქალაქთა და იერუსალჱმსა შინა. და ჰრქუა ეზრა: აღვედით მთად და მოიღეთ ფურცელი ზეთისხისა და ფურცელი ხისა ძელქვისა და ფურცელი მურტისა საკუმეველთა და ფურცელი ფინიკისა და ფურცელი ბროწეულისა, და იქმნეთ თქუენ ტალავრები მსგავსად წერილისა მაგის

16. და განვიდა ერი იგი და მოიღეს და იქმნა კაცად-კაცადმან ეზოსა შინა თჳსსა და ეზოსა სახლისა ღმრთისა თჳსისასა და ურაკპარაკთა ქალაქისათა ვიდრე ბჭემდე ეფრემისა.

17. და იქმნეს ტალავრები ყოველმან ერმან კრებულისამან, რომელნი მიქცეულ იყუნეს ტყუეობისაგან მათისა და დასხდეს ტალავართა მათ შინა ყოველნი იგი, რამეთუ არა სადა ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ვიდრე დღედმდე ისო ძისა ნავესთა, და იყო სიხარული დიდი ფრიად.

18. და იკითხავნ იგი წიგნებსა სჯულისა ღმრთისასა დღითი დღედ, დღით პირველითგან ვიდრე დღემდე მეშჳდისა მის, და ყვეს დღესასწაული შჳდ დღე, და დღესა მერვესა დაასრულეს მსგავსად სჯულისა.

9

1. ოცდამეოთხესა მის თთჳსასა შეკრბეს ძენი ისრაჱლისანი და იწყეს მარხვად და შთაიცვეს ძაძა და გარდაისხეს ნაცარი თავსა თჳსსა.

2. და განეშორნეს ძენი ისრაჱლისანი ყოველთა ძეთა მათგან უცხოთესლათასა და ლხინება-ყვეს ცოდვათა მათთათჳს.

3. დადგეს ზედა წესთა თჳსთა და იკითხვიდა ეზრა წიგნთა სჯულისა უფლისა ღმრთისათა და თაყუანი-სცა ყოველმან ერმან უფალსა ღმერთსა თჳსსა.

4. დადგეს ადგილსა მაღალსა ლევიტელნი იგი და ისუ ისუდეკიანი და ძენი იგი კადიმელისნი: საქანია, ძე სარაბიასი, ძენი ანანიასნი და ღაღადყვეს ჴმითა დიდითა უფლისა მიმართ ღმერთისა თჳსსა.

5. და ჰრქუეს ლევიტელთა მათ და ისუ და კადიმელ: ძმანო, აღდეგით და აქეთ უფალი ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე იყავნ ქებულ დიდებაჲ უფლისა და აღმაღლდინ ქებაჲ მისი და დიდებაჲ (და იწყო ეზრა კურთხევად უფლისა ღმერთისა და თქუა):

6. შენ ხარ თავადი იგივე უფალი ღმერთი მხოლო, შენ შექმენ ცა და ცანი ცათანი და ყოველივე წესი მათი, ქუეყანასა, და რა არს ყოველი მას ზედა, ზღუაჲ და ყოველივე რა არს მას შინა. და შენ აცხოვნებ ყოველსა და შენ თაყუანის-გცემენ ერნი ზეცათანი, შენ გაქებენ ცანი ცათანი

7. რამეთუ შენ მხოლო ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, შენ გამოირჩიე აბრამ და გამოიყვანე იგი ქუეყანისა მისგან ქალდეველთასა, და უწოდე მას სახელი აბრაჰამ.

8. და ჰპოე გული მისი რწმნნებულ შენ წინაშე და დასდევ მის თანა აღთქმა მიცემად მისა ქუეყანა იგი ქანანელთა, და ქეტელთა, და ფერეზელთა, და იაბუსელთა, და გერგესელთა, და ეველთა, და ამორეველთა, და ნათესავისა მის, რომელთა მიეც უკუე და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რამეთუ მართალ ხარ შენ.

9. და იხილე ჭირი იგი მამათა მათ ჩუენთა ეგჳპტეს შინა და შეგესმა ღაღადებასა მათსა ზედა ზღუასა მას მეწამულსა.

10. და ჰყავ მათ თანა სასწაული ეგჳპტეს ფარაოს ზედა ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ერსა მის ქუეყანისასა და გულისხმა-ყავ; ვითარმედ განლაღნა იგი ერსა შენსა ზედა და განადიდეს სახელი შენი მოდღენდელად დღემდე

11. და ზღუაჲ იგი მეწამული განაპე წინაშე მათსა და განვლეს შორის ზღუასა, ვითარცა ჴმელსა და მტერნი და მდევარნი მათნი დაანთქენ უფსკრულთა შინა, ვითარცა ლოდი წყალთა შინა მრავალთა.

12. და სუეტითა ღრუბლისათა უძღოდა მათ დღისი და ღამე სუეტითა ცეცხლისათა, რამეთუ განათლებდა გზათა მათთა, რომელსაც ვიდოდეს.

13. და მთასა მას სინასა გარდამოჴედ და ეტყოდე მათ ზეცით და მოსცენ მათ განკითხვანი სიმართლისა შენისანი და შჯული ჭეშმარიტი და ბრძანებანი და მცნებანი კეთილნი.

14. და შაბათნი შენნი წმიდანი ამცნობენ მათ, და მცნებანი და ბრძანებანი და სჯული მოეც მათ ჴელითა მოსესითა, მონისა შენისათა.

15. და პური ზეცით გარდამო მოეც მათ საზრდელად და წყალი გარდამოუდინე კლდისა მისგან და ასუ მათ და არქუ მათ შესლვად და დამკჳდრებად ქუეყანასა მას, რომლისათჳს აღიღე ჴელი შენი მიცემად.

16. და თჳთ მამანი ჩნენნი უსჯულო იქმნნეს და განლაღნეს და განიფიცხნეს ქედნი მათნი და არა მიხედეს შჯულსა შენსა და მირიდეს თუალნი შჯულსა შენსა

17. და არა მოიჴსენეს საკჳრველებანი შენნი, რომელ ჰყვენ შენ მათ თანა, არამედ განიფიცხნეს ქედნი მათნი და ზურგნი მათნი გარეშეგაქციეს და ინებეს მოქცევად და მონებად მუნვე ეგჳპტესა შინა, არამედ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, სახიერ ხარ და სულგრძელ და დიდად მოწყალე. ქველისმოქმედ და არა სრულიად განიშორენ იგინი

18. და მერმე იქმნეს თავისა მათისა ჴბო იგი გამობერვით და თქუეს: ესე არიან ღმერთნი, რომელთა გამოგჳყვანნეს ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით. და ყვეს დიდ-დიდი რისხვა.

19. შენ მრავლითა წყალობითა და მოწყალებითა შენითა არა დაუტევენ, არცა განაბნიენ იგინი უდაბნოსა მას შინა და სუეტი იგი ღრუბლისა არა განაშორე მათგან, რომელი-იგი უძღოდა მათ დღისი და სუეტი იგი ცეცხლისა, რომელ განანათლებდა მათ ღამე გზითა მათითა, რომელთა ვიდოდეს.

20. და სული შენი სახიერი, წმიდაჲ მიეც მათ, რათამცა გულისხმა-ყვეს სჯული შენი და მანანა იგი არა განაშორე პირისაგან მათისა და ასუ მათ წყალი წყურიელისა კლდისაგან.

21. და ორმეოც წელ ავლინენ იგინი უდაბნოსა მას ზედა. სამოსელი მათი არა დაძველდა და ჴმალი მათი არა განკფდა.

22. და დასცენ წინაშე მათსა მეფენი და ერნი და განიყუნეს ქუეყანა იგი მათი სამკჳდრებელად - ქუეყანა იგი სეონ მეფისა ესებონელთასა და ქუეყანა ოგ მეფისა ბასანისა.

23. ძენი მათნი გახამრავლენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და მოიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა და დაიმკჳდრეს ესე.

24. და შემუსრენ მათ წინაშე მკჳდრნი იგი ქუეყანისა მის ქანანელთასა და მიეც იგინი ჴელთა მათთა და მეფენი მათნი და ერნი მის ქნეყანისანი და ყვეს მათ, რა-იგი უნდა მსგავსად ნებისა მათისა და კადნიერებისა თჳსისა.

25. და აღიხუნეს ქალაქნი მათნი მაღალნი და პოხილნი. და დაიმკჳდრნეს სახლნი სავსენი ყოვლითა კეთილითა, ჯურღმულები აღმოკუეთილები და ვენაჴები განგებულები და ზეთისხილოვანები და ყოველი ხე ნაყოფიერი კეთილი საჭმელად და განსაძღებელად მათად ჭამეს, და განძღეს და განსუქნეს და ფუფუნებულ იქმნეს საშვებელთა შინა მათთა დიდ-დიდთა, რომელ შენ მიეც მათ

26. და განეშორნეს და განგეყუნეს შენგან და უკუნდგეს სჯულისა შენისაგან და წინასწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს, რომელნი უქადაგებდეს მათ მოქცევად შენდა მიმართ, და ყვეს გულისწყრომა დიდი შენ წინაშე.

27. და მისცენ იგინი ჴელთა მაჭირვებელთა მათთასა და აჭირვებდეს მათ დიდ-დიდად და მაშინ ღაღად-ყვეს შენდა მიმართ ჟამსა მას ჭირისა მათისასა და შენ ზეცით გესმა მათი და მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა იჴსნენ იგინი და გამოიყვანენ იგინი ჴელთაგან მდევართა მათთასა

28. და რაჟამს განისუენეს, მერმე ყვესვე შენ წინაშე უკეთურება, მისცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და ძჳრსა შეაჩუენებდეს მათ და მერმეცა ღაღადებდეს და შენ ზეცით გესმა მათი და იჴსნენ იგინი მრავლითა წყალობითა შენითა.

29. და მერმე დასდევ წამება მათ თანა, რათამცა მოიქცეს სჯულსა შენსა, ხოლო იგინი უგულისხმონი იქმნნეს და განლაღნეს და არა ისმინეს სჯულისა შენისა, არამედ ბრძანებათა შენთა და მცნებათა შენთა შესცოდეს, რომელ-იგი შენ ჰყავ და ამცენ და უბრძანენ სიტყუანი და მცნებანი შენნი მათ, რამეთუ, რომელმან ყუნეს სიტყუანი ბრძანებათა შენთანი კაცმან, ცხონდეს მითვე, ხოლო მათ ზურგი მათი შეგაქციეს და იქმნნეს ქედ-ფიცხელ და არა ისმინნეს სიტყუანი შენნი

30. შენ სულგრძელ იქმენ მათ ზედა, მიავლინენ საწამებელად წინაწარმეტყუელნი შენნი სულითა წმიდითა, და ესრეცა არა ვინ ისმინეს და მისცენ იგინი ერსა მას უცხოსა ქუეყანასა, რომელსა დაგლახაკნეს იგინი ფრიად.

31. და შენ მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა არა დასთხიენ იგინი სრულიად და არა განიშორენ და არცა განიყენენ იგინი შენგან, და შენ ძლიერ ხარ, მოწყალე, სულგრძელ და მრავალმოწყალე.

32. და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, ძლიერო და დიდო ყოვლისა მპყრობელო და საშინელო, მართალ ხარ და ჭეშმარიტ, დაიმარხე აღთქმა შენი და წყალობა შენი, და მიხედე სიგლახაკესა ჭირსა ჩემსა, და მეფეთა ჩუენთასა, და მთავართა ჩუენთასა, და მღდელთა ჩუენთა და წინაწარმეტყუელთა ჩუენთასა, და ყოველთა და მამათა ჩუენთასა და ერისა შენისასა, რომელ დაგლახაკნა და გუმძლავრობდეს ჩუენ ზედა მეფეთა მათგან ასურასტანისათა ვიდრე მოდღენდელად დღემდე

33. და შენ მართალ ხარ ყოვლისათჳს, რა-ესე მოავლინე ჩუენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს, რამეთუ ჭეშმარიტად ჰყავ.

34. რამეთუ შეგცოდეთ ჩუენ და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა და არა ვყავთ მცნება შენი, რომელ გვამცენ ჩუენ, და არცა მივხედეთ სჯულსა შენსა და წამება შენი, რომელ დასდევ ჩუენ თანა.

35. და სახიერება შენი და კეთილნი იგი შენნი მრავალნი, რომელ მოგუცენ ჩუენ, და ქუეყანა ესე ფართო და ვრცელი და პოხილი, რომელ მომეც ჩუენ, ვერ ვაგეთ ჩუენ შენდა მონებად მას ზედა, არამედ გარემოვაქციეთ გული ჩუენი სჯულისაგან შენისა, და მიგუცენ ჩუენ ტყუეობასა ცოდვათა ჩუენთათჳს

36. და, აჰა, ესერა, ვართ დღეს მონებასა შინა და ქუეყანა ესე, რომელ მიეც მამათა ჩუენთა ჭამად სიპოხე და საშვებელი მისი თავისუფლებით.

37. აწ დღეს უცხონი მეფენი უფლებენ ჩუენ ზედა და შესჭამენ ამას ცოდვათა ჩუენთათჳს და შევრდომილ ვართ მონებასა დიდსა და გვიმსახურებენ ჩუენ და პირუტყუთა ჩუენთა, და უხარკობთ მათ მონებით, ვითარცა მათ ჰნებავნ, და ვართ ჩუენ იწროებასა შინა და ჭირსა შინა დიდსა დღეს ცოდვათა ჩუენთათჳს

38. და აწ ამას ყოველსა ზედა ჩუენ დავსდებთ აღთქმასა და სარწმუნოებასა, და გურწამს სჯული შენი და ვყოთ იგი, და რა-იგი წერილ არს მათ შინა, და ესე სიტყუა წიგნითა დავამტკიცოთ და დავბეჭდოთ ჩუენ და მთავართა ჩუენთა, და ლევიტელთა ჩუენთა და მღდელთა ჩუენთა.

10

1. და ესენი არიან, რომელთა დაბეჭდონ წიგნი ესე სარწმუნოებისა და შენდა მიმართ: ნეემია, ძემან აქალისმან, და სედეკა, ძემან

2. სარეასმან, და აზარია და იერემია,

3. და ფასურ, მიქია,

4. ატოს, ასაბანია, მალუქ,

5. ემათ, მარამოთ, აბდია,

6. დანიელ, კანათონ, ბარუქ,

7. მესულამ, აბია, მიამინ,

8. მადია, ბელგეენ, სემეი. ესე ყოველნი არიან მღდელნი

9. და ლევიტელნი: ისუ, ძე აზანიასი, ბანია ძეთა მათგან ენადადასთა, კადმელ,

10. და ძმანი მისნი: ზებანია, ოდოია, კალიტან, ფელია, ამაან,

11. მიქაან, რობა, სებია,

12. ზაქორ, ზარაბია, სებანია,

13. ლოდუა, ბანუნიას.

14. მთავარნი ერისანი: ფოროს, ფაათ, მოაბ, ელაამ, ზათონია.

15. ძენი ბანესნი: აზურათ, ბეგაია,

16. ადონია, ბაგოვ, ეგინ,

17. ატერ, ეზეკია, აზორ, ადოვია,

18. აიდა, ასამ, ბესეია,

19. არიფ, ანათოთ, ნოვრა,

20. მაგაფელ, მესულამ, ეზირმე,

21. ნოზაბელ, სადუკ, ედუქ,

22. ფალტა, ანან, ანანია,

23. ოსეე, ანანიას, ასუფ,

24. აპოეს, პილა, სოფეკ,

25. ჰრეუმ, ესაბანან, მალუვა,

26. აია, ენან, ონან,

27. მალუს, ჰრეუმ, ბანა.

28. და სხუანიცა ნეშტნი ერისანი მღდელნი და ლევიტელნი, მეკარენი, მგალობელნი, ნათანელნი და ყოველი ერი ესე ჩუენი, რომელთა გვესმის სჯული უფლისა ღმრთისა ჩუენისა, დავსდებთ წამებასა დღეს შენ წინაშე, მამანი და დედანი, ძენი და ასულნი მათნი.

29. და რომელნი-იგი ერთკერძო გარდაჴდეს სჯულსა შენსა, ფიცით დავამტკიცებთ დღეს შენ წინაშე: იყავნ იგი შეჩუენებულ და დაწყეულ, რომელთა დაიმარხონ შჯული შენი, რომელ-იგი მოგუეც ჴელითა მონისა შენისა მოსესითა, არამედ ყოველთა ნებითა ჩუენითა დავიმახროთ, და ვყოთ ყოველივე ნება უფლისა ღმრთისა და განკითხვანი მისნი და ბრძანებანი

30. არა მივსცნეთ ასულნი ჩუენნი ერსა უცხოსა და ასულნი წარმართთანი არა მოვგუარნეთ ძეთა ჩუენთა.

31. და ერმან ამის ქუეყანისამან არა მოიღოს ჩუენდა სავაჭრი, დღესა შაბათსა და არა ვიყიდოთ მათგან შაბათსა რამეთუ დღე წმიდა არს და წმიდად ვიმარხოთ ყოველი იგი შჳდეული.

32. და მივსცეთ ქველისსაქმარი მესამისა მის დიდრაქმისა წლითი წლად ხარკი სახლისა ღმრთისა.

33. და პური იგი პირველი და შესაწირავი ჟამად და ჟამად, საკუერთხი ყოველთა დღესასწაულთა წელიწდისათა და შაბათთა და ყოველთა თვისთავთა და სატფურებისა და სიწმიდეთა და ცოდვათათჳს, რომელ-იგი არს სალხინებელად ისრაჱლისა და საქმე ტაძრისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

34. და წილ-ვიგდოთ მკჳდრობისათჳს ძელისა მისთჳს, რომელ მიუვლინა მღდელთა მათ და ლევიტელთა და ერმან მოიღენ სახლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა და სახლსა მამათა ჩუენთასა ჟამად და ჟამად და წლითი წლად, რომელი-იგი წეს იყოს, საგზებელად ზედა საკურთხეველსა შესაწირავთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა

35. და მივეცით ნაყოფისაგან პირველთა ქუეყანისათა ჩუენისაგანისათა და ნაყოფი ხეთაგან ჩუენთა წლითი წლად სახლსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა,

36. დიდრაქმა პირმშოთა შვილთა ჩუენთა და პირმშოები საცხოვართა ჩუენთა. ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, და პირმშოები ზროხათა ჩუენთა და არვეთა ჩუენთა მოვიღოთ სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, მღდელთა შენთა და ლევიტელთა, რომელნი დგანან მსახურებასა სახლისა უფლისასა

37. და პირველი იფქლისა ნაყოფი ხეთა ვენაჴისა და ზეთისხილისა მივართვათ მღდელთა მათ სახლისა საფასისა ღმრთისა ჩუენისასა და ათეული ქუეყანისა ჩუენისა, და ლევიტელნი იგი მივიდენ და მოიღონ ყოველი ერთბამად.

38. და იყავნ მღდელი ძეთა მათგან აჰრონისთა, რომელმან მოათეულნეს ლევიტელნი იგი. და ლევიტელთა მათ ათეულისა მისგან ჩუენისა მისცედ ათეული მღდელსა მას დიდსა სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, ადგილსა მას საფასისასა, რომელ არს ტაძარსა მას უფლისასა.

39. რამეთუ იდვა საფასედ და საუნჯედ ძეთა მათთჳს ლევიტელთასა და მსახურთა მათ ადგილსა მას, სადა არს ჭურჭელი იგი სიწმიდისა, და იყავნ მღდელთა მათ და ლევიტელთა და მეკარეთა და მეფსალმუნეთა, და ნუ სადამცა მოაკლდების მათ როჭიკი სახლისაგან ღმრთისა ჩუენისასა უკუნისამდე, ნუცამცა იგინი დააყენებენ მსახურებასა უფლისასა.