ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
(ქ. ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები, ტაო-კლარჯეთი)
მიტროპოლიტი
თეოდორე (დიმიტრი ჭუაძე)
დაბ. - 11.04.1967, სიღნაღი;
1984 - თელავის მე-4 საშ. სკოლა;
1991 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;
1992 - ახალციხის სასულიერო სემიანარია;
1991 წლის 22 თებერვალი - ბერად აღკვეცა;
1991 წლის 7 ივნისი - დიაკვნად კურთხევა;
1991 წლის 8 სექტემბერი - მღვდლად კურთხევა;
1993 წლის 18 ივნისი - იღუმენი;
1996 წლის 26 ოქტომბერი - არიქმანდრიტი;
1996 წლის 27 ოქტომბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;
1996-1998 წწ. - ბოდბელი ეპისკოპოსი;
1998 წ. - ახალციხის ეპისკოპოსი;
2003 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი;
2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკპოსი;
2003-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების
თავმჯდომარე;
2004-2005 - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემიანარიის რექტორი;
2005 წლის 1 თებერვლიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ქორეპისკოპოსი.
|
საფარა |
ახალციხის, ტაო-კლაერჯთისა და ლაზეთის ეპარქია სამხრეთ საქართველოში ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს: ახალციხის,
ადიგენისა და ასპინძის რაიონების ტერიტორიას. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან წმიდა
სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქია ნომინალურად აერთიანებს უძველეს ქართულ
პროვინციებს - ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს, რომლებიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო
საზღვრებს მიღმაა მოქცეული. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ახალციხის,
ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას
აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომისა და ბაკურიანის, ახალქალაქისა და კუმურდოს, დასავლეთიდან ბათუმისა და
სხალთის, ჩრდილოეთიდან ვანისა და ბაღდათის, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოქმედის,
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არგვეთისა და უბისის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის მხრიდან სახელმწიფო
საზღვარი გადის თურქეთთან.საისტორიო ტრადიციის თანახმად, საქართველოს
ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ ამ მხარეში დაუარსებია
წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს.
|
იშხანი |
XX ს-ის 20-იანი წლებიდან, გასაგებ მიზეზთა გამო, მთელი 70 წლის მანძილზე
ქრისტიანული საეკლესიო ცხოვრება მეტად მძიმე წნეხის ქვეშ იყო მოქცეული. მხოლოდ
70-იანი წლების ბოლოს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით გაიზარდა მღვდელმთავართა რიცხვი. ამ
პერიოდს უკავშირდება სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის აღდგენა, რომელიც იმჟამად ქვეყნის
სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ თითქმის მთელ სამხრეთ საქართველოს მოიცავდა.
1978 წელს, ახლად აღდგენილი სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის მღვდელმთავრად ეპისკოპოსი
ამბროსი ქათამაძე დაინიშნა, შემდეგ ეპარქიას მწყსიდა ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე.
აღნიშნული სახელწოდება ეპარქიამ 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა. შემდეგ
სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია გაიყო და მისგან ჩამოყალიბდა
ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ორი ეპარქია. ახლად ჩამოყალიბებული ახალციხის
ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) (1995-1997 წწ.),
1998 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ხოლო 1999 წლიდან
ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე).
ეპისკოპოს თეოდორეს სამოღვაწეო არეალი განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება.
საუკუნეთა წინათ დაწყებულ მართლმადიდებელ ქართველთა შევიწროების გამო,
ამჟამად ეპარქიაში ეთნიკური წონასწარობა ქართველთა საზიანოდ არის დარღვეული, რამაც,
ბუნებრივია, არამართლმადიდებელთა რიცხვი გაზარდა. ძველი დროის ქართველ
ბერ-მონაზონთა მიერ აშენებული ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი სხვა აღმსარებლობის
მრევლმა მიისაკუთრა.
სამრევლო ეკლესიები:
- ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარი (წინამძღვრის მოადგილე -
იღუმენი ლუკა კონჩაკოვი)
- ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი
სტეფანე (ნადირაძე)
- ვალის ესტატე მცხეთელის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი სტეფანე
(ნადირაძე)
- ვალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი
სტეფანე (ნადირაძე)
- აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი
იოანე (გელაშვილი)
- საყუნეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი იოანე
(გელაშვილი)
- ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი
იოანე (გელაშვილი)
- მესხის სამების სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - იღუმენი ლუკა (კონჩაკოვი)
- წნისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - იღუმენი ლუკა
(კონჩაკოვი)
- ჭობარეთის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - იღუმენი ლუკა
(კონჩაკოვი)
- ანდრიაწმინდის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - არქიმანდრიტი
არსენი (ასანიძე)
- ასპინძის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი ზოსიმე
(კაცაძე)
- საროს მთავარანგელოზთა სახელობსი ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი ზოსიმე
(კაცაძე)
- ხერთვისის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - არქიმანდრიტი
ანტონი (მაჭარაშვილი)
- ადიგენის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - იღუმენი დიმიტრი
(კაპანაძე)
- აბასთუმნის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი -
მღვდელმონაზონი მაქსიმე (გაბელაშვილი)
- უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი
ტიმოთე (ჩილაშვილი)
- ბოლაჯურის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - იღუმენი დიმიტრი
(კაპანაძე)
- წახანის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - მღვდელმონაზონი მაქსიმე
(გაბელაშვილი)
მონასტრები:
- საფარის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, წინამძღვარი -
არქიმანდრიტი არსენი (ასანიძე)
- ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, წინამძღვარი -
არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი)
- ჭულევის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, წინამძღვარი - იღუმენი
დიმიტრი (კაპანაძე)
- ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, წინამძღვარი -
მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (გეწაძე)
- აბასთუმნის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, წინამძღვარი -
მღვდელმონაზონი მაქსიმე (გაბელაშვილი)
- ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი,
წინამძღვარი - არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი)
- აბასთუმნის წმ. პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი, წინამძღვარი -
მონაზონი ბარბარე (გრიგალაშვილი)
- ახალციხის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერი, წინამძღვარი - მონაზონი
პარასკევა (ელბაქიძე)
- ახალციხის საეპისკოპოსო რეზიდენციასთან არსებული ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის დედათა მონასტერი, წინამძღვარი - მონაზონი ნატალია (ქაფიანიძე)
მშენებარე ტაძრები:
- ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი
- წნისის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი
- ენთელის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი
- ვარხნის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი
საფარის მონასტერში მოქმედებს ახალციხის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის
სასულიერო სემინარია.
რექტორი: მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე)
პრორექტორი: იღუმენი დავითი (გვრიტიშვილი)
წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის საზოგადოება; დაარსებულია ეპარქიისა და ივ.
ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის მიერ.
თავმჯდომარე: მთავარეპისკოპოსი თეოდორე
თანათავმჯდომარე: პროფ. მერაბ ბერიძე
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, 2006
|