ნუ სცთებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა,
არცა მამათ-მავალთა, არცა ანჰგართა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა
მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ.
1 კორინთელთა 6, 9-10
ღვინოში ნუ ივაჟკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს.
სიბრძნე ზირაქისა 31, 25
კაცთა სიცოცხლისათვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის
სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა. გულის სიხარული და
სული შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო. სულის სიმწარეა ბევრი
ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში. სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს
ძალასა და ჭრილობებს აყენებს. ნუ ამხილებ მახლობელს ნადიმზე ღვინის სმისას და
მხიარულებაში მყოფს ნუ დაამცირებ; ნუ დაუწყებ საყვედურს და თხოვნით ნუ შეაწუხებ.
სიბრძე ზირაქისა 31, 26-31
ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
სიბრძე ზირაქისა 20, 1
ლოთი მუშა ვერ გამდიდრდება და მცირეთა არად ჩამგდები თანდათან დაკნინდება. ღვინო
და ქალები აუკუღმართებს გონიერთ და მეძავებთან საქმის დამჭერი მეტისმეტად
თავაშვებულია. მღილი და მატლი დაეუფლებიან მას და თავაშვებული სული წარიწყმიდება.
სიბრძე ზირაქისა 19, 1-3
ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები?
ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული
ღვინის საძებნად დადის. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს
ისვრის და მორაკრაკებს. ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს; შენს თვალებს
უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს. შუაგულ ზღვაში
მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
იგავნი სოლომონისა 23, 29-34