რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაი შენი რასა იქმოდის მარჯუენაი
შენი. რაითა იყოს ქველის-საქმე შენი ფარულად; და მამან შენმან, რომელი ჰხედავს
დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.
მათე 5, 3-5
ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
მათე 5, 7
რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს,
შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი
წინასწარმეტყველისაი მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა,
სასყიდელი მართლისაი მიიღოს. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი
წყალი გრილი სახელად მოწფისა, ამენ გეტყვ თქვენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.
ლუკა 10, 40-42
მაშინ რქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებულნი თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხუედით ჩემდა.
მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, როდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?
და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყვით თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ.
მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის; რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა და არა მოხუედით ჩემდა.
მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპურობილესა და არა გმსახურეთ შენ?
მაშინ მიუგოს მან: ამენ გეტყვ თქვენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა,
მე არა მიყავთ.
მათე 25, 34-45