ღირსი სერაპიონ მონაზონი

7 (20) აპრილი

ღირსი სერაპიონ მონაზონი (V) - ეგვიპტელი იყო. იგი ბავშვობიდანვე უპოვარებით იზრდებოდა, ხანდახან ზედიზედ რამდენიმე დღე უჭმელი რჩებოდა. ერთხელ ღირსმა სერაპიონმა თავისი ქიტონი მოახურა სიცივისგან აკანკალებულ მათხოვარს და თვითონ ნახევრად შიშველი დარჩა. ერთმა ბერძენმა ფილოსოფოსმა გადაწყვიტა, მისი უანგარობა გამოეცადა, მისცა ერთი ოქროს მონეტა და თვალთვალი დაუწყო. წმიდანმა ნაბოძები ფულით ერთი პური იყიდა ისე, რომ ყურადღება არ მიუქცევია მონეტის ღირებულებისთვის. წმიდა სერაპიონი სხვათა მოსაქცევად განსაკუთრებულად მოღვაწეობდა. ერთხელ ის მონად მიეყიდა ბერძენ მსახიობს, რომლის მოქცევაც უნდოდა. ის შეევედრა ღირს სერაპიონს, დარჩენილიყო მასთან დამრიგებლად და მეგობრად, მაგრამ წმიდანი არ დარჩა და არც გასამრჯელო აიღო. შემდგომ ღირსი სერაპიონი რომში ჩავიდა და იქ განაგრძო ჩვეული მოღვაწეობა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.