წმიდა მოწამე ბასილი ანკვირელი (+ დაახლ. 362 წ.)

1 (14) იანვარი

წმიდა მოწამე ბასილი ანკვირელი ქრისტეს მხნე აღსარებისათვის ეწამა დაახლოებით 362 წელს. ანკვირსა და კონსტანტინეპოლში მრავალი სატანჯველის დათმენის შემდეგ ნეტარი მარტვილი კესარიაში ლომს დააგლეჯინეს.

ეს წმიდანი უნდა განვასხვავოთ მღვდელმოწამე ბასილი ანკვირელისაგან, რომლის ხსენება 22 მარტს აღინიშნება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.