წმიდა ემილია, ბასილი დიდის დედა (IV)

1 (14) იანვარი

წმიდა ემილია, ბასილი დიდის დედა კაბადოკიის გავლენიანი და კეთილმორწმუნე ოჯახის შვილი იყო. არსებობს ცნობა, რომ მისი პაპა მოწამეობრივად აღესრულა. ოჯახისათვის მთელი ქონება ჩამოურთმევიათ, მაგრამ მალევე აღუდგენიათ დაკარგული პატივი.

ემილია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა სათნოებითა და ღვთისმოყვარეობით, მას შეეძინა ათი შვილი, რომელთაგან ხუთი შემდგომში წმიდანად შერაცხეს: მაკრინე (ხს 19 ივლისს); ბასილი დიდი (ხს 1 იანვარს); გრიგოლ ნოსელი (ხს. 10 იანვარს); პეტრე სებასტიელი (ხს. 9 იანვარს) და თეოზვა – დიაკონისა (ხს. 10 იანვარს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.