წმიდა მოწამენი ნესტორი და ტრივიმი (III)

1 (14) მარტი

წმიდა მოწამენი: ნესტორი და ტრივიმი (III ს) იყვნენ მცირე აზიის პამფილიიდან. უსჯულო იმპერატორ დეკიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (249-251) წმიდანები უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს. აღმსარებლები შეიპყრეს, ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე ჩამოკიდეს, სხეული დაუსერეს, მაგრამ სარწმუნოება ვერ გამოაცვლევინეს. ბოლოს ნესტორსა და ტრივიმს თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.