წმიდა მღვდელმოწამე ზაქარია კორინთის ეპისკოპოსი (+1684)

30 (12.04) მარტი

წმიდა მღვდელმოწამე ზაქარიას, კორინთოს ეპისკოპოსს 1684 წელს თურქებმა ცილი დასწამეს – ფრანგებთან მიმოწერაში დასდეს ბრალი, სასტიკად ცემეს და სასამართლოზე წარადგინეს. მოსამართლემ დაკითხვის გარეშე შესთავაზა ისლამის მიღება. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ მღვდელმთავარი კვლავ აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. დიდმარხვის მესამე კვირიაკეს, ჯვართაყვანისცემის დღესასწაულის შემდეგ წმიდა ზაქარიას თავი მოკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.