ღირსი აკაკი სინელი (VI)

29 (12.12) ნოემბერი

ღირსი აკაკი სინელის შესახებ წმიდა იოანე კიბისაღმწერელი (ხს. 30 მარტს) მოგვითხრობს თავის „სათნოებათა კიბეში“. ნეტარი აკაკი ცხრა წლის მანძილზე - სიკვდილამდე მორჩილებით იტანდა უდები და უწყალო მოძღვრის სასტიკ მოპყრობას, რისთვისაც უფალმა ცხონება მიმადლა (მისი ცხოვრება იხილეთ 7 ივლისის საკითხავში).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.