ღირსმოწამე მიქაელი, ზობიელი იღუმენი და მასთან 36 ღირსმოწამე (+780-790)

1 (14) ოქტომბერი

წმიდა იღუმენი მიქაელი და მასთან 36 ღირსმოწამე სომხეთის სებასტიის მახლობლად, მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ზობიის სავანეში მოსაგრეობდნენ. VIII საუკუნის ბოლოს მონასტერს სარკინოზები დაესხნენ თავს და ქრისტეს შევედრებული წმიდანები მახვილებით განგმირეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.