მღვდელმოწამე არისტიონი - ალექსანდრიელი ეპისკოპოსი

3 (16) სექტემბერი

მღვდელმოწამე არისტიონი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისათვის შეიპყრეს და სირიის ალექსანდრიის მმართველს მიჰგვარეს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც ცეცხლში დაწვა მიესაჯეს. ნეტარის მარტვილობის თარიღი უცნობია.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.