დღესასწაულები:
5 მაისი - ბრწყინვალე
აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ათორმეტთაგან მოძრავნი:
28 აპრილი - ბზობა - იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში
13 ივნისი - ამაღლება იესო ქრისტესი
23 ივნისი - სულთმოფენობა - სულიწმიდის გარდამოსვლა
ათორმეტთაგან უძრავნი:
7 იანვარი - ქრისტეშობა - ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და
მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
19 იანვარი - განცხადება - იესო ქრისტეს ნათლისღება
15 თებერვალი - მირქმა - იესო ქრისტეს მიგებება
7 აპრილი - ხარება - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარება
19 აგვისტო - ფერისცვალება - იესო ქრისტეს ფერისცვალება
28 აგვისტო - მარიამობა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინება
21 სექტემბერი - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობა
27 სექტემბერი - ჯვართამაღლება - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა
და ცხოველსმყოფელისა ჯვრისა
4 დეკემბერი - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება
დიდი დღესასწაულები:
14 იანვარი - წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხსენება წმ. ბასილი დიდისა
27 იანვარი და 1 ივნისი - წმ. დედისა ჩვენისა მოციქულთა
სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა
24 ივნისი - სულიწმიდის ორშაბათი.
7 ივლისი - წმ. იოანე ნათლისმცემლის შობა
12 ივლისი - წმ. თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი
13 ივლისი - სვეტიცხოვლობა (ტაძრის დღესასწაული)
11 სექტემბერი - თავისკვეთა წმ. იოანე ნათლისმცემლისა (მარხვა)
14 ოქტომბერი - მცხეთობა - სვეტიცხოვლობა, დღესასწაული კვართისა
საუფლოისა და სვეტისა მირონმდინარისა; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
საფარველი;
გარდამავალი დღესასწაულები:
14 მარტი (ყველიერის ხუთშაბათი) - ღირსი
შიო მღვიმელის ხსენება
23 მარტი (დიდი მარხვის პირველი შაბათი) - დიდმოწამე თეოდორე
ტირონისა
31 მარტი (დიდი მარხვის II კვირიაკე) - ღირსი გრიგოლ პალამას
ხსენება
14 აპრილი (დიდი მარხვის IV კვირიაკე) - ღირსი იოანე სინელის
ხსენება
21 აპრილი (დიდი მარხვის V კვირიაკე) - ღირსი მარიამ მეგვიპტელის
ხსენება
27 აპრილი (ბზობის წინა შაბათი) - მართალი ლაზარეს მკვდრეთით
აღდგინება. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
26 მაისი (აღდგომიდან III კვირიაკე) - მენელსაცხებლე დედათა და
კეთილმორწმუნე მეფე თამარისა
19 ივნისი
(ამაღლების შემდეგი ოთხშაბათი) - ღირსი დოდო გარეჯელის
ხსენება
20 ივნისი (ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი) - ღირსი დავით
გარეჯელის ხსენება
30 ივნისი (სულთმოფენობის შემდეგი კვირიაკე) - ყოველთა წმიდათა
ხსენება
საეკლესიო სამახსოვრო დღეები:
4 იანვარი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია
II დაბადების დღე
25 მარტი - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის
აღდგენის დღე
2 აგვისტო - ხსენება წმ. ილია მართლისა; სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ანგელოზის დღე
25 დეკემბერი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია
II აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე
მარხვები:
დიდი მარხვა - 18 მარტი - 4 მაისი
პეტრე-პავლობის მარხვა - 1 -11 ივლისი
მარიამობის მარხვა - 14 აგვისტო - 27 აგვისტო
ქრისტეშობის მარხვა - 28 ნოემბერი - 6 იანვარი
ერთდღიანი მარხვები:
ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა ხსნილისა
ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე - 11 სექტემბერი
ჯვართამაღლება - 27 სექტემბერი
ხსნილი:
შობიდან ნათლისღებამდე - 7-17 იანვარი
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული - 26
თებერვალი - 3 მარტი
ბრწყინვალე შვიდეული - 5-11 მაისი
სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული - 24-30
ივნისი
ყველიერი (ხსნილი მხოლოდ რძის პროდუქტებით, კვერცხით და თევზით)
- 11-17 მარტი
მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები:
ხორციელის შაბათი - 9 მარტი
დიდმარხვის II შაბათი - 30 მარტი
დიდმარხვის IV შაბათი - 13 აპრილი
თომას კვირის სამშაბათი - 14 მაისი
სულის შაბათი - 22 ივნისი
|