ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა.
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი,
მუხლი 8. ჴმაჲ 5.
ღირსისა სერგისა.
იხარებს დღეს ბრწყინვალედ, ღირსო მამაო, ეკლესიაჲ ქრისტჱსი განბრწყინვებული ნაწილთა შენთა მიერ, ჵ, ცხორება შემოსილო სერგი, და სარწმუნოებით ქებით დღესასწაულობს მორწმუნეთა კრებული, ნაწილთა შენთა აღმოყუანებასა, და ჰმადლობს ღმერთსა მომცემელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა.
სამარადისოთა წყაროთაგან და მოუკლებელთა სულისა წმიდისათა აღმოივსენ, ღმერთშემოსილო, უხუად მადლნი კურნებათანი და აღსასრული ცხორებისა მის შენისაჲ პატიოსან იქმნა, წინაშე ქრისტჱს მეუფისა და აწ აღმოყუანებაჲ ნაწილთა შენთაჲ დიდებულ და განთქუმულ იქმნა ყოველთა კაცთა შორის, სერგი.
სამკაულად სამეუფოდ ნაწილნი შენნი შეიწყნარა დღეს, ღირსო მამაო სერგი, სავანემან შენმან, რომელთა მიერ შეიმკუების და ბრწყინვალედ იქადის და ყოველსა სოფელსა აზიარებს სიხარულსა და მადლთა შენთა სიმდიდრესა განუყოფს და ღაღადებს: იესუ ყოვლად ძლიერო, დიდებაჲ წყალობათა შენთა.
ვითარცა სიმართლისა მზჱ ბრწყინავს შენ შორის ქრისტჱ ღმერთი და აღმოყუანებასა ნაწილთა შენთასა უფროჲს ცნობისა განანათლებს, ამისთჳს გიღაღადებთ: ბრწყინვალეო ნათელო და ელვარეო ნათლისა ანგელოზო, მეოხ გუეყავ ცხორებად და განათლებად სულთა ჩუენთა.
მხიარულ იქმნა საიდუმლოდ დიდებული ეკლესიაჲ აღმოხუმასა ნაწილთა შენთასა, მამაო, რომელი იგი დაჰმარხნა, ვითარცა თუალნი მრავალსასყიდლისანი და მგალობელთა შენთა დაუწყვედელად მოჰმადლებს მეოხებითა შენითა მადლთა კურნებასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აწ განსცხრებოდეთ მონაზონებისა მოყუარენო, და ქებითა გალობისაჲთა ვუგალობდეთ და შევასხმიდეთ მღდელთა სიქადულსა და რუსეთისა დიდებასა, გლახაკთა გამომზრდელსა და მდიდართა შჯულიერად განმგესა, კუერთხსა მდგომარეთასა და დაცემულთა აღმადგინებელსა, სიტყჳთა მკურნალსა სულიერთა ვნებათასა, სიმტკიცესა და ძალსა დაღონებულთასა, ცხორებისა კეთილსა მმართებელსა და ნაყოფითა უნაყოფოთა სულთა განმამდიდრებელსა, და სწავლითა აღმავსებელსა, და აღმოყუანებასა ნაწილთა მისთა პატიოსანთასა ყოველნი ვაქებდეთ და წმიდასა ლარნაკსა ძუალთა მისთასა ვადიდებდეთ, რაჲთა მეოხებითა მისითა მომცეს ქრისტემან ღმერთმან დღეს დიდი წყალობაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.
1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)
2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...) წერილ-არს, მარტის 9-ს.
3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენე...) წერილ-არს მაისის 7-ს.
ქუეყანასა ზედა ანგელოზო და ცათა შინა კაცო ღმრთისაო, სოფლისა კეთილად განმამშვენებელო და სიტკბოებითა სახიერო, მამაო სერგი, გაქებთ შენ, რომელი გამოსჩნდი, მთავრად მონაზონთა და ქალაქმყოფელ უქმთა უდაბნოთა და ჰკურნებ უძლურებისა ჩუენისა ვნებასა სარწმუნოებით მგალობელთა შენთასა: გიხაროდენ, ჩრდილოეთისა ვარსკულავო ყოვლადბრწყინვალეო, და მონაზონთა განმანათლებელო ლამპარო და მწყემსო, გიხაროდენ, კეთილმოქმედებითა მმარხველთა სიქადულო და რუსთა ქუეყანისა სახარულევანო ბრწყინვალებაო, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.
დაუტევე, წმიდაო, სოფელი და აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის სანატრელო მამაო სერგი, და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და წინაჲსწარ უწყებითა ღმრთისაჲთა წარმართენ სლვანი შენი სანახებსა რადონეჟისასა და აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერი და ეკლესიაჲ სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, საცხონებელად სულთა და საყუდებელად მრავალთა, ხოლო მას შინა შეკრებულნი ძმანი სიმდაბლითა თჳსითა მიიწინეს საზომსა დიდსა, და განასხმიდენ სულთა უკეთურთა და განჰკურნებდენ ყოველთა სნეულთა და კეთილქებისა გალობითა გიგალობდენ, ვითარცა მწყემსსა დიდსა და ქადაგსა სარწმუნოებისასა.
მსგავსად მზისა განბრწყინდეს ძალნი იგი სასწაულთანი, ღირსო მამაო სერგი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, საღმრთოჲსა მიერ მადლისა: პირუტყვნი ვითარცა სიტყჳერნი გმორჩილებდეს და მჴეცნი შერისხჳთ წარიდევნებოდეს, ხოლო კაცნი განკურნებულნი შენ მიერ ადიდებდეს ღმერთსა.
ნაწილნი შენნი წმიდანი მოეცნეს ეკლესიასა შენსა, ყოვლად ბრძენო, ღმერთშემოსილო სერგი, ღუაწლთა მიერ განბრწყინვებულნი და გამოხურვებულნი, აღმოსლვისა შენისა დღესასწაულსა გუექმნა ჩუენ მომატყუებელად და მხიარულებითა და ნათლითა სულიერითა აღავსნეს, მჴურვალედ მაქებელნი შენნი.
დაღაცათუ აღმაღლდი ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არამედ არაჲვე დაუტევენ ობლად შჳლნი და მოსურნენი შენნი. რამეთუ მოგუმადლე ჩუენ კურთხევაჲ პატიოსანთა ნაწილთა შენთაჲ, რომელთა აღმოყუანებასა ვდღესასწაულობთ და გევედრებით: ზიარ მყუენ სიხარულისა და ბრწყინვალებისა შენისა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დაღაცათუ აღმაღლდი ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არამედ არაჲვე დაუტევენ ობლად მოწაფენი და მოსურნენი შენნი, მამაო სერგი, რამეთუ მოჰმადლე ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი საღმრთონი ეკლესიასა ნათლად და გჳრგჳნად მადლთა და თაყუანისვსცემთ მათ, რომელნი სიგრძესა ჟამთასა დაკრძალულ იყუნეს ლავრასა შენსა, გარნა გამოაცხადნე საკჳრველითა ჩუენებითა მაოტებელად სულთა ბოროტთა, რომელთა აღმოყუანებასა წლითი-წლად ვდღესასწაულობთ და გევედრებით: ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ყოვლადმოწყალისა მეუფისა, მამობრივსა მადლსა და შეწევნასა შენსა მარადის შევრდომილნი მოგჳჴსენენ წინაშე მისა და ერი ჩუენი განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული იჴსენ ოხითა შენითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.
განშორებულსა უდაბნოსა დაემკჳდრე და სული შენი უბიწოდ დაიცევ, ნეტარო სერგი, და სამებისა წმიდისა გამსჩნდი და აღაშენენ ტაძარი სადიდებელად მისდა და აღმართენ ლავრაჲ დიდებული საცხორებელად კრებულისა მონაზონთაჲსა, რომელსა შინა მდებარე არს წმიდანი ნაწილნი შენნი და მარადის იქების ჴსენებაჲ შენი, ღირსო, და ჩუენცა მათთანა გიხმობთ შენ, ყოვლად ნეტარო, დაგჳფარენ ჩუენ ბოროტაგან და დასცენ მტერნი ჩუენნი უხილავნი და ხილულნი.
მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მოვედით მოყუარენო უდაბნოჲსანო, და ტრფიალნო საღმრთოჲსა ცხორებისანო, მოვედით შევამკობდეთ ღირსსა მამასა სერგი რადონეჟელსა, ვინაჲცა ეშმაკთა სიცბილი კადნიერებითა ახოვნებითა მოაკუდინა, და წიაღვლო რაჲ უფსკრული საცთურისაჲ, მიიწია საღმრთოსა ნავთსადგურსა, და აწ ნათლითა საკჳრველებათაჲთა კეთილად განაბრწყინვებს ნაწილთა თჳსთა.
მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.
სიმდიდრედ სულიერად და საუნჯედ საღმრთოდ გჳპყრიეს ჩუენ სამარტჳლოჲ შენი, რომელსა შინა დაუნჯებულ არიან ნაწილნი შენნი, სერგი დიდებულო, ძალო და სიქადულო მონაზონთაო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე, რაჲთა მოსცეს ყოველთა მართლმადიდებელთა ერთა მშჳდობაჲ, და სულნი ჩუენნი იჴსნნეს სატანჯუელთაგან, რამეთუ მოწყალე არს და კაცთ-მოყუარჱ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იხარებს აწ მხარჱ რადონეჟისაჲ და უფროჲს განსცხრების ლავრაჲ წმიდისა სამებისაჲ შენ შორის დამკჳდრებისათჳს, რამეთუ მარადის ირწყვებოდა ცრემლთა მიერ შენთა, ღმერთშემოსილო სერგი, ხოლო აწ ძუალნი შენნი მდებარე არს მის შორის და მდიდრად აღმოაცენებს კურნებასა სულთა და ჴორცთასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.
სათნოებითა იღუაწე, ვითარცა ქრისტჱს მჴედარმან კეთილადმძლემან და შეურაცხ-ყავ ყოველივე ამაოებაჲ სოფლისაჲ, არამედ ლოცვითა და მღჳძარებითა სახე ექმენ მოწაფეთა შენთა, და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, აწ გევედრებით, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, შეუძრველად დაიცევ ყოველი მართლმადიდებელი ერი, ღირსო მამაო სერგი, მოხარული ჴსენებასა შენსა განათლებულსა.
უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოზად და სასწაულთმოქმედად გამოსჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო სერგი, მარხვისა, მღჳძარებსა და ლოცვისა მადლი ზეცით მიიღე და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოილტჳან, დიდებაჲ, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაჲ, რომელმან გჳრგჳნოსან გყო შენ, დიდებაჲ, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
ტროპარი ღირსისა. დიდებაჲ... იგივე აწდა...
რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.
ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, და გამოჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, ღმერთშემოსილო მამაო, და განანათლებ შენდამი მსწრაფლ მოლტოლჳლთა, წმიდაო სერგი, აწცა გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
ნათლითა ჰბრწყინავ შენ მიუახლებელითა, და ვითარცა ვარსკულავი გამობრწყინდი უდაბნოსა შინა რადონეჟისასა და განამრავლენ სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსო მამაო, ხოლო ნაწილთა შენთა პატივისმცემელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.
მსგავსად იოვანე ნათლისმცემელისა უდაბნოჲ დაიმკჳდრე, ღირსო, და უპოვარებითა სცხოვნდებოდი, რამეთუ ყოვლადვე არა გაქუნდა, ნეტარო, ჴორცთა საზრდელი, არამედ იზრდებოდი სულისა მიერ წმიდისა, ვინაჲცა ბაძვად შენდა აღადგინენ სულნი ურიცხუნი და შემოკრიბენ სადიდებელად ღმრთისა და სამადლობელად სიმჴნეთა შენთა. რადონეჟისა უდაბნოჲსა დიდებაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვღდღესასწაულობთ პატიოსანთა ნაწილთა შენთა აღმოყუანებასა.
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.
სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.
რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.
ყოველი სული... სახარება ლუკასი, თავი 6. მუხლი 17. (მას ჟამსა შინა, დასდგა იესუ...) დასასრული მუხლი 23. (მრავალ არს ცათა შინა...)
ქრისტჱს მჴსნელისა სიყუარულითა აღეტყინე და ცხორებისა უოხჭნოჲსა აღისწრაფე და შეხუედ საღმრთოდ განსასუენებელად, ხოლო დღეს ნაწილნი შენნი მოგუანიჭენ ზღუდედ და სიმტკიცედ, მაოტებელად სულთა ბოროტთა და განდევნელად ყოველთა სალმობათა.
ძლისპირი: სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან და ზღუაჲ მღელვარჱ სიტყჳთ განაჴმო პირველ, და დღეს უხრწნელად იშუა ქალწულისაგან და წარმიძღუა ჩუენ ზეცად ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობდეთ.
მდინარე მიჰრონისაჲ დღეს აღმოგვიცენდა ჩუენ და წყაროჲ სურნელებისაჲ და ღუარი საშუებელთაჲ მოგუფინა და უფსკრული მადლთაჲ - ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი საღმრთონი, ღმრთივგონიერო სერგი.
ანგელოზთა შემოქმედმან, წინასწარ გიცნა შენ ნებისა მისისა გულსმოდგინე აღმსრულებლად, და დედის წიაღსა შინა ყოფნისასა, შენ მიერ სამგზისი შეძახილით ამცნო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ იქნებოდი ჭეშმარიტი მსახური სამებისა.
დასაბამი სიბრძნისაჲ მოიგე, დასაბამსავე სიყრმისა შენისასა, ღირსო მამაო, და შიშსა უფლისასა შემსჭვალენ შენ ჴორცნი, წმიდაო სერგი, და მიერ აღიწიე სიყუარულსა მას უშიშსა წმიდათასა და მადლითა ღმრთისაჲთა განჰბრწყინდი.
ბრწყინვალესა აღმოყუანებასა ნაწილთა შენთასა დღესასწაულობს დღეს ყოველი მართლამადიდებელი და ლავრაჲ შენი, რომელი იგი შეჰვედრე ყოვლადწმიდასა დედასა ღმრთისასა.
საუნჯჱ, პირველ დაფარული წიაღთა ქუეყანისაჲთა, გამოსჩნდა და სოფელი აღავსო სიმდიდრითა ნიჭთაჲთა, და ეკლესიაჲ განამდიდრა მადლთა სურნელებითა, დიდმან წინამძღუარმან რუსთა ქუეყანისამან.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წყაროდ საღმრთოდ საკჳრველებათა გიცნობთ შენ და კურნებასა სენთასა უხუებით მოვიღებთ, რომელნი სარწმუნოებითა თაყუანის-ვსცემთ ნაწილთა შენთა ყოვლად პატიოსანთა, ყოვლად ქებულო სერგი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სული ჩემი დაცემული მრავალთა სალმობათაგან, ჵ, ღმრთისმშობელო ყოვლადდიდებულო, განჰკურნე, რაჲთა მადლობისა ჴმითა წადიერებით გადიდებდე შენ, მარადის.
ძლისპირი: ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სიმაღლჱ მაცთურისაჲ და ზესთა აღამაღლე დღეს ეკლესიაჲ, და შეუშფოთებელად დაამტკიცენი მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა.
იხილა მხედველმან გონებათამან ღმერთმან წინაჲსწარვე სიწმიდჱ სულისა შენისაჲ, ღირსო, ამისთჳსცა ნათელ-გარდაფენილ-ყო გონებაჲ შენი და აღგავსო სიბრძნითა მით საღმრთოჲთა და მეტყველებაჲ დაფარულთა საიდუმლოთაჲ მოგანიჭა.
ვითარცა მღდელმან საღმრთომან ბრწყინვალედ შეიმოსე სამღდელოჲ სამოსელი სიმართლისაჲ და მადლისაჲ, ამისთჳს იშუებს ნაწილთა შენთა აღმოყუანებასა ეკლესიაჲ, რომელი შეამკე მოღუაწებითა შენითა საღმრთოჲთა.
მარხვითა ჴორცნი შეზღუდენ, სანატრელო, და ვნებათა აღძრვანი მოაკუდინენ ლოცვითა და მღვიძარებითა, რომლისათჳსცა სულისა წმიდისა ძალმან დაიმკჳდრა შენ თანა და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა.
ანგელოზთა თანა აღასრულე ჟამის წირვაჲ ქუეყანასა ზედა და ანგელოზთა თანა პატივ-გცა შენ ქრისტემან, სერგი დიდებულო, და მოციქულთა და წმიდათა თანა აღგრაცხა.
ყოვლად წმიდანი ნაწილნი შენნი, ღირსო მამაო სერგი, მნათობნი სოფლისანი დღეს მოემადლნეს ეკლესიასა ნათლად და ბრწყინვალედ და გჳრგჳნად მადლთა და სიმდიდრედ და უგალობს მათ წადიერებით.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რტო ნაყოფიერი იქმენ შენ, ღმერთშემოსილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, და-რაჲ-ენერგე თანა წარსადინელსა საღმრთოთა წერილთასა, და გამოიღე ნაყოფად ტკბილად გულის-ჴმის-ყოფაჲ მათი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაჲსწარ გიხილა შენ, ბჭედ ნათლისად ეზეკიელ, რომელი განვლო მეუფემან, ვითარცა უწყის, ქალწულო უხრწნელო, ამისთჳს გევედრები მე, განმიხუენ სინანულისა ბჭენი მიმყვანებელნი სასუფეველად.
განაბრწყინვე ჟამნი შენნი, სანატრელო, უდაბნოსა შინა ძლიერად მოღუაწებითა, რომლითა მიეახლე ბრწყინვალებასა საღმრთოსა, ღმერთშემოსილო მამაო სერგი, და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ურიცხუთაჲ ქრისტჱს მიერ გჳთხოვე ნაწილთა შენთა აღმოყუანებისა მედღესასწაულეთა.
ძლისპირი: პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთა ამბაკუმ და იტყოდა: რისხვასა შინა მოვიჴსენი წყალობაჲ, ჩრდილოჲთ მაღნართათ მო-რაჲ-ხუედ შენ, მაცხოარ, ერისა ამის სიტყუაჲ დამბადებელი.
არა დაჰფარნა ღმერთმა შრომანი შენნი, არამედ ნიშთა და სასწაულთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებაჲ მოღუაწებათა შენთაჲ, და ყოველთა შორის საწადელ-ყო სიტყუაჲ და ხილვაჲ შენი, ღმრთივსანატრელო, მამაო სერგი.
გიხილა რაჲ თანამწირველი ანგელოზისაჲ საკურთხეველსა შინა მოწაფემან შენმან, მაშინ გაჴსნა დადუმებული ბაგჱ იგი, ღირსო მამაო, და განმადიდებელსა შენსა ჴმა-მაღლად ადიდებდა.
იქმენ, ნეტარო, მიმსგავსებული ღმრთისაჲ, მამაჲ ობოლთაჲ და საზრდელი მშიერთაჲ, სამოსელი შიშველთაჲ და უღონოთაჲ, და მკურნალ სენთა სნეულებისაჲ, მამაო სერგი.
შენ საჭურველად სიმჴნისა და მოთმინებისა, მამაო, უპყრიე ქრისტჱს სამწყსოთა და შენ მიერ ღუაწლთა მიმართ განძლიერდების, ხოლო ნაწილნი შენნი, მოგუენიჭნეს წყლულებათა ჩუენთა საკურნებელად და შენ ცათა შინა სულითა მარადის ჰნათობ წინაშე ღმრთისა.
ბნელითა ცოდვისაჲთა დაფარულთა სულთა ნათელ-უცთომელ ექმენ, და გულის-თქმათა ნისლსა აოტებდი მათგან ნათლითა, და თავს-მდებ და დამგებელ ღმრთისა მიმართ იქმენ შენ, და აღმასუბუქებელ სიმძიმესა შრომათასა.
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა.
ლამპრად ბრწყინვალედ მყოფთათჳს სოფლისათა გამოგაბრწყინვა ნათელმან მამისამან, და ელვარებაჲ სათნოებათა შენთაჲ მიჰფინე ცისკიდეთა, ვითარცა მისისა შარავანდედი, ღირსო მამაო სერგი, ამისთჳს კეთილ ჯერ-იჩინა ყოვლად წმიდათა მათ ნაწილთა შენთა დღეს საყდრად თჳსად დადებაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწულმან ჰშევ და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ დედა იქმენ, და ქალწულადვე ჰგიე, რომლისათჳსცა გიგალობთ, გიხაროდენ, ღმრთისმშობელო.
ძლისპირი: საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხვედი შენ, ქრისტე, ამსთობილნი შევსწირავთ შენდა გალობასა, ვითარცა ღირს-ხარ, რაჲთა წარმიძღუენ გზასა მშჳდობისასა, შესულად სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩუენ.
ვითარცა ვარსკულავი გამოჰბრწყინდი უდაბნოსა შინა რადონეჟისასა და რომელნი სარწმუნოებითა მოივლტიან შენდა მსწრაფლ შეეწევი მათ, ამისთჳსცა გნატრით შენ, და ვითარცა მჴურვალესა შუამდგომელსა გალობით გადიდებთ.
წყაროჲ სულისა წმიდისაჲ გულსა შინა შენსა მოიგე, საიდუმლო სიბრძნისა და მადლისა სიმდიდრითა აღვსებულმან, ჵ, სამ-გზის სანატრელო მამაო, პატივისმცემელნი შენნი იჴსენ ჭირთა და განსაცდელთაგან.
სამწყსოსა, რომელი გერწმუნა, მშჳდითა და მდაბალითა სულითა დამწყსიდი, წმიდაო მამაო სერგი, და ქრისტჱს მსგავსად წარმავალსა სიმდიდრესა ყოველთა ასწავებდი განბნევად, ნეტარო, რაჲთა განუყონ გლახაკთა უხუებით, ბრძენო, და განაძღონ მუცელნი ნაკლულევანთანი.
ჩუეულებისა თჳსისაებრ აღეგზნა ეშმაკი წყობად შენდა, ღირსო, არამედ განათლებულმან ბრწყინვალებითა მადლთა სულიერითა, ვითარცა სუეტმან ცეცხლისამან, განაპენ განსაცდელთა ზღუანი, ნეტარო სერგი, და აღასრულე სრბაჲ შენი.
უფალმან, ძალითა ძლიერმან, მოგცა სერგი ძალი სულთა ზედა ბოროტთა და განასხემდი მათგან, რომელთაცა სტანჯვიდეს, განთავისუფლდებოდეს და ჴმითა მადლობისაჲთა ადიდებდეს ძალსა ქრისტჱსსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა შეუძრველად დაიცევ მტერთა კუეთებითა შერყეული ქუეყანაჲ შენი, ღირსო მამაო სერგი, ეგრეთვე აწ იჴსენ ყოველი მართლმადიდებელი ერი, მაქებელი შენი და მეოხებისა შენისა მიმართ სასოებითა მინდობილი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
წმიდა-ყო ღმერთმა საშოჲ შენი ყოვლადწმიდაჲ, სძალო, სიწმიდით რაჲ დაემკჳდრა მას შინა, და ჯუარსა ზედა ამაღლებულმან დაბადებულნი აღამაღლნა მისთანა.
ძლისპირი: შთახდა იონა სიღრმესა მას ზღჳსასა და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით: აღმომიყვანე დანთქმისაგან, უფალო, ხოლო მე, ქრისტე, შენდა მიმართ ვღაღადებ: უგულებელს-ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლჱ.
ცხორებაჲ კეთილმსახურებითა ქუეყანასა ზედა აღასრულე, და გამოჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, ღმერთშემოსილო მამაო, და განანათლებ შენდამი მსწრაფლ მოლტოლვილთა.
დიდო მეუდაბნოეო, რადონეჟისა დიდებულთა უდაბნოთაო, აწცა ნუ დაიდუმებ მოღუაწებასა ჩუენთჳს ქრისტჱს მიმართ, რამეთუ ყოვლადვე ძალგიძს შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი ლოცვათა შენთა ესუენ და მეოხებასა შენსა მოივლტიან.
ანგელოზთა თანა იხარებ და ღირსთა თანა იშუებ და ღუაწლისა დამდებელისა ღმრთისა დიდებასა უბრწყინვალესად განიცდი, ღირსო მამაო სერგი, აწ ჩუენთჳს ოხად ნუ დააცადებ და გჳთხოვე მადლი, კურთხევა და წყალობაჲ.
სიგრძესა ჟამთასა დაკრძალულ იყუნეს ყოვლად უბიწონი ნაწილნი შენნი, ჵ, ყოვლად ქებულო სერგი, ხოლო დღეს გამოაცხადნე საკჳრველითა ჩუენებითა მაოტებელად სულთა ბოროტთა. აწცა გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ ნაწილთა შენთა პატივისმცემელთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გესმა რაჲ გოდებაჲ მამისაჲ და იხილე ყრმაჲ მისი, მომკუდარი სენისაგან, შეგეწყალნეს საწყალობელი იგი და ტირილითა შევრდომილი შენდა, მსგავსად ქრისტჱსა, და ილოცე მჴურვალედ წინაშე მისა, მაშინ ისმინა უფსკრულმან წყალობისამან და აღადგინა ყრმაჲ იგი და მოჰმადლა ცხორებაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ახლად ყრმად გჳშევ ჩჳენ უწინარესი საუკუნეთა უჟამოდ, მამისა თანა მოსაყდრე, ღმრთისმშობელო, რომელმან ჯუარისა მიერ ცოდჳთა დაძუელებული კაცნი განაახლნა და ღმრთეებასა იზიარნა.
ჩუენებათა მიერ ზეგარდამოჲთა, ვითარცა მზჱ ბრწყინვალჱ აღმოგჳბრწყინვე სამარხოჲთ საუნჯჱ პატიოსანი - წმიდანი ნაწილნი შენნი, სიმდიდრჱ უსასყიდლოჲ დაულევნელი და ოქროჲ ღმრთივბრწყინვალჱ და სიხარულითა საღმრთოჲთა აღავსე ქუეყანაჲ შენი და ყოველი მართლმადიდებელი ერი, ხოლო ნაწილთა შენთა წმიდაჲ ლუსკუმაჲ, ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა. ნუ დამივიწყებ ჩუენ, მადიდებელთა შენთა, მამაო, მოგჳჴსენენი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა და გჳთხოვე მშჳდობაჲ, რაჲთა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო სერგი!
ძლისპირი: სიყუარულითა ყოველთა მჴსნელისაჲთა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაჲ მძლავრისა ღმრთის მოძულისაჲ, და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრჱთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.
ადიდა ღმერთმან წმიდაჲ ჴსენებაჲ შენი, და უფროჲსღა ლარნაკი პატიოსანთა ძუალთა შენთა, რამეთუ მღდელ-მთავართა და მთავართა მიერ ღირსად პატივით თაყუანის-იცემების, მგალობელთა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.
ძირი ბოროტთა მოჰკუეთე ცულითა სიტყუათა შენთაჲთა და დაჰნერგე სულთა შინა საღმრთოჲ სიბრძნჱ, ღირსო სერგი, ამისთჳსცა განბრწყინვებულთა ნაწილთა შენთა აღმოხუმასა ქებით ვადიდებთ და უფალსა უღაღადებთ: `მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ~.
ეშმაკთა გუნდნი აღსჭრენ, ღმერთშემოსილო, ვითარცა ახოვანმან მჴედარმან მაცხოვრისამან შრომათა მახჳლითა, და დასწუენ ცეცხლებრ ბანაკნი მათნი საჴუმილითა ლოცუათა შენთაჲთა: `მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ~.
ნაწილთა შენთა ძლიერებაჲ ეშმაკთა იოტებს, რამეთუ ვერშემძლებელნი მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და უფალსა უღაღადებთ: `მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ~.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წყაროდ საღმრთოდ საკჳრველებათა გიცნობთ შენ და კურნებასა სენთასა უხუებით მოვიღებთ, რომელნი სარწმუნოებითა ნაწილთა შენთა შევეხებით და სულითა და ჴორცითა განვმრთელდებით.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მადლსა ლოცვისა შენისასა, წმიდაო, ვიქადებთ პირითა და სულითა, დიდებულო, რამეთუ შენ მიერ განსაცდელთაგან და ღელვათა, და მძიმეთა ურვათა, და ცოდვისა ვნებათაგან ვიჴსნებით ყოველნი.
ძლისპირი: ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ, ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშუა ცეცხლი ღმრთეებისაჲ და დაგიცვა შენ უვნებელად, უბიწოდ, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.
დამჴსნელ გრძნებათაჲ გამოსჩნდი, მამაო, ვითარცა დიდი მოციქული პეტრე სასწაულითა წმიდისა ჯუარისაჲთა, და სირცხვილეულ-ჰყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი და ღმრთივგონიერთაგან იდიდე.
დედისა ღმრთისა ცოცხლებრ მავალისა და იოანჱსა და პეტრჱს თანა სხეულებრივ მქცევისა მხილველად, გამოირჩიე უხრწნელისა კიდობნისა მისგან ღმრთივშემწყნარებელისა, მრავალთა შორის მამათასა, სერგი, ღმრთივრჩეულო, ნუ დასცხრები, ღირსო, ვედრებად შემსხმელთა შენთათჳს.
შესწირე ვედრებაჲ ჩუენი დედასა ღმრთისასა წინაშე ქრისტჱსა, თანაშეწევნითა ზეცისა მხედრობათაჲთა და პეტრჱ და იოვანჱ მოციქულთაჲთა, სანატრელო მამაო სერგი, სოფლისათვის მშჳდობაჲ ითხოვე და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.
ღელვათა განსაცდელთასა დააცხრობს ნაწილთა შენთა ძლიერებაჲ, ღირსო და ღმერთშემოსილო სერგი, და ქადაგებს კადნიერებასა შენსა დიდებულსა, რომელი გაქუს ღმრთისა მიმართ.
არაჲ მაქვს სიტყვაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, სანატრელო, არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი და უძლური გალობაჲ და ნაცვლად მადლი შენი მომეც, ღირსო მამაო სერგი.
ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.
შემოკრბა-რაჲ გუნდი მოწაფეთა შენთა მიცვალებასა შენსა, სანატრელო, სიხარულითა აღივსე ხილვითა მათითა, და აკურთხე ყოველი, და სარწმუნოდ და ცხადად ასწავე გალობაჲ ესრეთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იჴსენ კაცობრივი ბუნებაჲ წყევისაგან შობითა შენითა, ქალწულო უბიწოო, რამეთუ შევ მხოლო კურთხეული, მაკურთხეველი ჩუენი, აღმავსებელი მადლითა ცათა და ქუეყანისა.
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.
ძლისპირი: ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისათჳს, არამედ მსგავსად უძლურებისა ჩუენისა, შევსწიროთ შესჴმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ.
სიმტკიცე და სიქადულ ეკლესიათა გამოსჩნდი შენ, ღმრთივგანბრძნობილო სერგი, საკჳრველებათაჲთა ნაწილთა შენთა მიერ საღმრთოთა მარადის განამტკიცებ გონებასა მორწმუნეთასა.
ჰსუფევ რაჲ წინაშე ქრისტჱსსა ელვითა სულისაჲთა განათლებული და დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკული, მოგუხედე მაღლით, ღმერთშემოსილო მამაო სერგი, და დააცხრვე აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათაჲ, და გარე წარგუხადე განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი.
იოტებიან ეშმაკთა სიმრავლენი, სერგი ყოვლად ნეტარო, ძუალთა შენთაგან ყოვლად-პატიოსანთა, ვინაჲცა მათ მიერ ფრიად ვნებულმან სამარხოსა შენსა სარწმუნოებითა შეეხო რაჲ, მყის პოვა თავისუფლებაჲ.
სარკედ ბრწყინვალედ აღწერით დაგვიტევა, `ცხორებაჲ~ შენი მოწაფემან შენმან ეპიფანე ყოვლადბრძენმან და შთამხედველ გუყვნა ელვარებასა შენსა, რომლისა-იგი ზიარ იყო სულითა და მობაძავი შენდა სათნოებითა, სანატრელო სერგი.
ვერ შემძლებელ-არს ენაჲ კაცობრივი მითხრობად ღუაწლთა შენთა, ჵ, წმიდაო, სათნოო ღმრთისაო, რამეთუ განვლე სოფელი ესე ღირსად, მამაო საკჳრველო, და აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ, და ჰსუფევ ქრისტჱს თანა უკუნისამდე.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ითხოვე, ღირსო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და საზეპუროსა ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართლმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იტჳრთავ უკვე მტჳრთველსა ყოველთასა წმიდათა მიერ ჴელთა შენთა, რომელსა ევედრე, წმიდაო, უცხოჲსაგან ბოროტის მოქმედებისა უვნებელად ცხორებად ჩუენდა.
აჰა, წყაროჲ მადლისაჲ და ნიშთა სიმრავლისაჲ, დაუწყვედელი მდიდრად, სამარტჳლოჲ ძუალთა შენთაჲ გუაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, ამისთჳს იხარებენ დღეს მონაზონთა გუნდნი და განსცხრებიან მამათა დასნი დღესასწაულსა შენსა და ქადაგებენ კეთილთა შენთა მადლსა და შესწირვენ უფალსა ქებასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
დღესასწაულობს აწ წმიდაჲ ეკლესიაჲ, ნეტარო, ნაწილთა შენთა აღმჴუმასა და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ, ჵ, მამაო სანატრელო, ზეცით-გარდამო და გჳჴსნენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.
ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, შენ უღელი ქრისტჱსი აღიღე ქედსა ზედა, და ახოვნებითა ზედა დასხმანი მტერთანი შეჰმუსრენ და უდაბნონი ქალაქად გამოაჩინენ, ამისთჳს გნატრით შენ და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: ჵ, მშუენიერო რადონეჟისა დიდებაო, შენ ქრისტემან მკჳდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ ჩუენ.
ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, აწ დაჴსნენ წყუდიადი ბრალთაჲ და ვნებათაჲ და მადლი და წყალობაჲ მოეც მოყურეთა შენთა და ცხორებად საუკუნოდ წარუმართე მეოხებითა შენითა პატივისმცემელთა შენთა და წმიდათა ნაწილთა შენთა სურვილით თაყუანისმცემელთა.
სარწმუნოებითა შემოკრებულნი მორწმუნენი, ვითარცა იღუმენსა დიდსა პატივს-გცემთ შენ, ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, და სარწმუნოებითა გევედრებით: ჵ, წმიდასა ანტონს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, რომელი სიხარულითა განხუედ უდაბნოდ უალად, და მჴეცთა-წილ დაამკჳდრენ კაცნი ანგელოზთა სწორნი, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაჲთა გუაცხოვნნეს ჩუენ.
ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, გამოჩნდი შენ კანონ მონაზონთა და სიქადულ მართლმადიდებელთა, დამატკბობელ და ბრწყინვალე მნათობ სრულიად რუსეთისა და უძლურთა უგამოცდილეს და პატიოსან მკურნალ, რამეთუ არა შეშინდი შიშისაგან მაცთურისა მტერისა და მშჳლდნი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ და მძჳნვარენი საფრჴენი მათნი მოაუძლურენ საღმრთოჲთა ღუაწლითა შენითა. ჵ, ნიჭთა შენთა მოცემულთა, ნეტარო, რომლისა მიერ ბოროტთა ეშმაკთა არცხვინე და განაბრწყინვენ დიდებაჲ ქრისტჱსი.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დავბეროთ საყვირსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა მოძღურისა ჩუენისასა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღირსო მამაო სერგი, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლისა, დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა.
ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი,
დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი,
მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი,
შენგან იშუების, მეფჱ გჳრგჳნოსანი
და მას ჰმონებენ მეფენი მრავალყმოსანი.
დიდებაჲ მაღალი გრძლად და განტევებაჲ.
ლიტურღიასა ზედა: მომიჴსენენი კანონისაგან ღირსისა, გალობა 3 და 6.
წარდგომა, ჴმაჲ 7. პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.
სამოციქულო I კორინთელთა, თავი 12, მუხლი 7. (ძმანო, თითოეულსა ჩუენსა...) დასასრული, მუხლი 12. (კაცად-კაცადსა ვითარცა ჰნებავს...)
ალილუია, ჴმაჲ 6. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა.
მუხლი. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი.
სახარება მათესი, თავი 11, მუხლი 27. (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა...) დასასრული, თავი 12, მუხლი 1. (ტჳრთი ჩემი სუბუქ-არს...)
განიცადე: საჴსენებელად საუკუნოდ.