დაუჯდომელი წმიდა ცამეტი ასურელი მამისა:

იოანე ზედაზნელისა, აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა,
დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმიდელისა,
ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა,
მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

სახელითა მამისაჲთა და ძისათა და სულისა წმიდისაჲთა. ამინ.

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ. ჩვენ. ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის, და წმიდამყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩვენ (3-ჯერ და მცირე მეტანია 3-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩვენ; უფალო, გჳხსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისაჲ მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (12-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა (მეტანია).
მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა (მეტანია).
მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა (მეტანია).

50-ე ფსალმუნი

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

კონდაკი 1

ღმრთისა სიტყჳთა აღკუართულნო მოღუაწენო განმარჯვებულნო, სახარულევანთა თქუენთა ჴსენებათა მედღესასწაულენი, თქუენ, აზნაურებადისა რჩეულისა მეჴმეთა, ესრეთ გიგალობთ: გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

იკოსი 1

პირველთა მათ დიდთა მონაზონთა თანამოკარვენო, უღმრთოებისა ღუარნი ღმრთისმოძღურებითა განაჴმენით და საცთურთა საჴმილსა შინა გვაცურიენით ჩუენ ღუარნი საშუებელისანი; ამისთჳსცა აღიძვრიან გონებათა ჩუენთა ორღანონი თქუენდა ჴმოვანებად ესრეთ:

გიხაროდენ, ათორმეტთა მოწაფეთა შენთა წინამძღუარო უცთომელო და ზედაზნისა თუალო ზეხილულო იოანე;
გიხაროდენ, ნეკრესისა ცისკროვანებაო აბიბოს;
გიხაროდენ, მარტომყოფელობითა წმიდათა სიმრავლესა შერთულო ანტონ;
გიხაროდენ, გარეჯისა უდაბნოჲსა მწყურნებად გარდამაქცეველო დავით;
გიხაროდენ, იყალთოჲსა შუენებაო ზენონ;
გიხაროდენ, სტეფანწმიდისა ახოვანებაო თადეოზ;
გიხაროდენ, წილკნისა კეთილჴმოვანებაო ისე;
გიხაროდენ, ალავერდისა ფრთოვანებაო იოსებ;
გიხაროდენ, სამთავისისა ელვარებაო ისიდორე;
გიხაროდენ, ულუმბოჲსა ბრწყინვალებაო მიქაელ;
გიხაროდენ, ბრეთისა ნესტუო ჴმოვანო პიროს;
გიხაროდენ, ხირსისა მამაო ღმრთეებრივო სტეფანე;
გიხაროდენ, მღჳმითგან ცათა მიმართ აღსრულო შიო;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 2

განუძღომელისა სერისა მექორწინენო და სიბრძნისა ტაკუკთა აღმავსებელნო, იწნიხა ტევანთა თქუენთაგან წარუვალისა ცხორებისა სიტკბოებაჲ: ალილუია.

იკოსი 2

ნებსითსა სიმდაბლესა შედგომილნო, უოხჭნოჲსა საფასისა მიმართ აღშურვებულნი თქუენ, საღმრთოჲსა სრბისა მასწავლელთა, ესრეთ გადიდებთ:

გიხაროდენ, ნათლისა მეცნიერებითა ცხორებულნო:
გიხაროდენ, სასუფეველისა ქადაგნო:
გიხაროდენ, სამოციქულოჲსა სიტყჳსა გამომთარგმნელნო;
გიხაროდენ, უხილავთა ბრძოლათა სპარაზენნო;
გიხაროდენ, მაცხოვნებელთა ნიჭთა მეუნჯენო;
გიხაროდენ, სათნოებათა მოქმედნო;
გიხაროდენ, ფიცარნო სჯულისანო;
გიხაროდენ, განგოზილთა სიტყჳერთა საფლავთა განმხეთქელნო;
გიხაროდენ, ჩვენთა ქენებათა მიმქუმელნო;
გიხაროდენ, თჳთმფლობელობისა სახენო;
გიხაროდენ, რამეთუ არა სთნდეს უფალსა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი;
გიხაროდენ, რამეთუ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმხილველნო საჭურეტელნო, წმოდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 3

ცეცხლოანსა სუეტსა შეკერტებულმან სჳმეონმან სათნოებათა უფსკრულთაგან აღმოგიწოდათ თქუენ ივერიისა ბრწყინვალედ: ალილუია.

იკოსი 3

ერთღმრთეებისა მგალობელნო და მართლისა სარწმუნოებისა საყჳრნო, რომელთა მიმართ კეთილად ღაღადებენ უდაბნონი, ესევითართა მეფსალმუნეთა მობაძავნი, ჩუენცა დიდებისვმეტყველებთ:

გიხაროდენ, სუეტნო სარწმუნოებისანო;
გიხაროდებ, ცხოველსა ლოდსა ზედა აღშენებულნო ტაძარნო;
გიხაროდენ, სიწრფოებისა კრებულნო უვრცელესნო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა მარტომყოფობისა საცნაურმყოფელნო;
გიხაროდენ, მაღლოანისა ლიმონარისა მომფუტკრებელნო;
გიხაროდენ, საღმრთოთა ხილვათა ღირს-ქმნილნო;
გიხაროდენ, დაუწყუედელნო სიტკბოებანო;
გიხაროდენ, განუგრილებელნო სიტფოებანო;
გიხაროდენ, წმიდათა თანა მოხარულნო;
გიხაროდენ, ცრემლოანთა ნუგეშინისმცემელნო;
გიხაროდენ, მადლისა სიტყჳსა მომთხრობელნო;
გიხაროდენ, მამანო სასწაულთმოქმედნო;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 4

ფსალმუნთა და ებნითა ფიცხელთა უდაბნოთა განმაშუენებელნო, ცათა შინა აღბეჭდულან ორნატნი თქუენისა კეთილმოღუაწებისანი: ალილუია.

იკოსი 4

მამანო საწადელნო და საძნაურთა სამუშაკოთა მუშაკნო, რომელთაგან მოწეულსა ხუავსა საღმრთოსა მივემთხევით დღეს, დაუცალიერებელისა ტაბლისა მეძიებელნი, თქუენ, უხრწნელისა სასუმელისა მწდეთა ღმრთისმიერთა, ესრეთ გადიდებთ:

გიხაროდენ, ჴორცითა განკაფულნო;
გიხაროდენ, სულითა განბრწყინვებულნო;
გიხაროდენ, სიჩჩოჲთ თქუენით ღმერთშემოსილნო;
გიხაროდენ, ქრისტეს სურვილითა აღზრდილნო;
გიხაროდენ, ჭურნო ღმრთისანო;
გიხაროდენ, კრულებათა ჩუენთა დამჴსნელნო;
გიხაროდენ, საბრჴხეთაგან ფერჴთა ჩუენთა განმარინებელნო;
გიხაროდენ, ცათაგან დამოდინებულნო სულნელებანო;
გიხაროდენ, უნაყოფოთა შვილიერებანო;
გიხაროდენ, პყრობილთა აზნაურებანო;
გიხაროდენ, დაცემულთა აღმართებანო;
გიხაროდენ, სნეულთა კურნებანო;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმოდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 5

სულიერისა მწყერმარჴილისა აღმომაცენებელნო და ზეცად აღსვლისა მესიტყუენო, სიტყჳერითა პურითა განგვაძღეთ ჩუენ, საწუთოჲსა სიყმილითა შეიწრებულნი: ალილუია.

იკოსი 5

მოლოდებადთა საფასეთა წინაჲსწარმეტყველნო, რომელნი დღე-ყოველ განაბრწყინვებთ საცნობელთა ჩუენთა, შიშითა და სიყუარულითა თქუენდა ქებად შემოკრებულნი ესრეთ გჴმოვანებთ:

გიხაროდენ, მაღალსა მას ცხორებასა მიწევნულნო;
გიხაროდენ, ღმრთისმიერითა გონებითა აღორძინებულნო;
გიხაროდენ, უდაბნოთა მცხინვარებითა შემწვარნო;
გიხაროდენ, იესოს ჴსენებითა განგრილებულნო;
გიხაროდენ, სულითა წმიდითა მეტყუელნო;
გიხაროდენ, ბუნებისა წესთა მძლეველნო;
გიხაროდენ, ჰაერსა ზედა ნეტარებისასა აღფრინვებულნო;
გიხაროდენ, ტევანნო მაღლისა ვენახისაო;
გიხაროდენ, ბრწყინვალებითა თქუენითა მზის ნათლისა უაღრესნო;
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა სიხარულნო;
გიხაროდენ, რომელნი გალობითა აღიზარდენით, ვიდრეღა სძითა;
გიხაროდენ, რომელნი სიფიცხეთა ჰაერთასა ზეშთა ექმენით;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 6

აჰა ესერა, ქრისტეანენო სიძისა მიგებებად აღმსთობილნი ქალწულნი გონიერნი, რომელთათჳსცა არა დავსცხრეთ მეტყუელებად: ალილუია.

იკოსი 6

საღმრთოთა ნიჭთა სამკჳდრებელნო და უოხჭნოჲსა დიდებისა ზიარ-ქმნილნო, გარდარეულისა მის ნათლისა ძალთაებრ ჩუენთა მძნობელნი ესრეთ გჴმოვანებთ:

გიხაროდენ, ღუაწლისა საჴმილსა ნებსით შესრულნო;
გიხაროდენ, საჴმილსა მას შინა ღმრთისა მადლითა შეცურეულნო;
გიხაროდენ, მონაზონნო ღმრთისმეტყუელნო;
გიხაროდენ, უდაბნოთა ყვავილოვნებანო;
გიხაროდენ, მაღნარნო კურთხევისანო;
გიხაროდენ, ზატიკნო ეკლესიისანო;
გიხაროდენ, პირველთა მათ მეუდაბნოეთა მესენაკენო;
გიხაროდენ, დღესასწაულნო წარუვალნო;
გიხაროდენ, სათნოებისა ბჭენო განჴმულნო;
გიხაროდენ, მრავალთა სულთა დამამტკიცებელნო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა საჭურველნო;
გიხაროდენ, მარადის სანატრელნო მოღუაწენო;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 7

საღმრთოჲთა გლოვითა ნეტარ-ქმნულთა, რომელთაგან მონაყოფებულსა სულიერსა საგლახაკოსა დაიუნჯებენ აწ ქუეყანასა ზედა სიმდაბლისა მეწინწილენი, დაუცხრომელითა ჴმითა გიღაღადებთ: ალილუია.

იკოსი 7

განუცდელთა სიმაღლეთა მეტრფენო და თანანერგნო ქრისტესმიერნო, თქუენთა რტოგარდაფენილთა მცენარებათა მჭურეტელნი ესრეთ გადიდებთ:

გიხაროდენ, საღმრთოჲსა ცხორებისა მახარებელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს საიდუმლოთა გამომთქუმელნო;
გიხაროდენ, კეთილსწავლულებისა ლიმონარნო;
გიხაროდენ, ღმრთისმსახურებისა საკჳრველისა ხუავისა დამაუნჯებელნო;
გიხაროდენ, მდინარენო საშუებელისანო;
გიხაროდენ, მომკუდართა გონებათა ჩუენთა განმაცხოველებელნო;
გიხაროდენ, უტყუთა გონიერ-მყოფელნო;
გიხაროდენ, ცხორებისა სიტყჳსა ყანობირნო;
გიხაროდენ, ბორგნეულთა ზრახვათა აღმჴოცველნო;
გიხაროდენ, საცთურისა სიცბილთა განმაქიქებელნო;
გიხაროდენ, რამეთუ განხადეთ უმეცრებისა ბნელი;
გიხაროდენ, რამეთუ ახოვანითა მოღუაწებითა დააკვეთეთ მანქანებაჲ ბელიარისა;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 8

სოფლისა კიდეთა ნათელნო, საწუთოჲსა ბნელისაგან დამწუხრებულნი ესე თუალნი განგჳჴვენით ჩუენ შემოქმედისა ხედვად: ალილუია.

იკოსი 8

პირნო ღმრთისანო, ორღანონო სულისა წმიდისანო, ძლევისა გალობისა მგალობელთა მაღლისა მამულისა მემუსიკენი ესრეთ გიგალობთ:

გიხაროდენ, ნესტუნო ღმრთივდაბერილნო;
გიხაროდენ, თქუენდა უწყებულთა მასწავლელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს სუფევისა მეჴმენო;
გიხაროდენ, ღმერთშემოსილთა თუალნო;
გიხაროდენ, კლდესა ზედა დაშენებულნო პალატნო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სულისა კითილადდამმარხველნო;
გიხაროდენ, ყოფადთა მცნობელნო;
გიხაროდენ, მონაზონებისა წესისა გამომეტყუელნო;
გიხაროდენ, სარბიელთა თქუენთა სრულმყოფელნო;
გიხაროდენ, ცხოველთა წყალთაგან აღსავსენო;
გიხაროდენ, ღმრთისა მადლითა მძლავრისა მის მძლეველნო;
გიხაროდენ, უღმრთოებისა ნისლისა წარმდევნელნო;
გიხაროდენ, ქუაბთაშინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 9

ცეცხლითა სულისაჲთა სოფლისა ეკალთა შემწუელნო, დასწუენით ჩუენთაცა ცთომათა ეკალნი წარმწყმედელნი: ალილუია.

იკოსი 9

საუკუნოჲსა ცხორებისა წინამძღუარნო, რომელთაგან დიან წყარონი ცხორებისანი, თანაწარსადინელსა მას სულიერსა წყალთასა დაგვნერგენით ჩუენ, ღმრთივჩინებულნი მცენარენი, მჴმობელნი ესრეთ:

გიხაროდენ, მხიარულისა ნათლისა მსახურნო;
გიხაროდენ, ნაყოფთუხუნო მწუანვილოვანნო;
გიხაროდენ, მრავალთა შინა გუამთა ერთისა გონებისა მქონებელნო;
გიხაროდენ, ყოველთა ბრალეულთა თავსმდებნო;
გიხაროდენ, ჩუენდა მეოხებად აღძრულნო;
გიხაროდენ, დღე-ყოველ მოწამებრივითა ცხორებითა ცხორებულნო;
გიხაროდენ, უპოვარებითა განმდიდრებულნო;
გიხაროდენ, უჴამურობითა ფერჴთშესხმულნო;
გიხაროდენ, ღმრთისა სახელისა მაკურთხეველნო;
გიხაროდენ, მეგჳპტურისა ბრძნობისა განმხეთქელნო;
გიხაროდენ, რომელთა გონიერის მზისა მოფენითა განვლეთ ღამე უღმრთოებისა;
გიხაროდენ, რომელთათჳსცა ზეცისა ძალნი განკჳრდებიან;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 10

განფიცხებულთა გონებათა ჩუენთა მჴვნელნო ღმრთეებრივნო, აწ ქუეყანასა ზედა აღმორჩეულან ღუაწლთა თქუენთაგან აღმოდაბადებულნი მწუანვილოვნებანი: ალილუია.

იკოსი 10

ზეცისა გონებათა სასუფეველით გამოსრულთა სულნელთა, ღმრთისა წმიდათა დიდებისმეტყუელნი, ესრეთ ვადიდებთ:

გიხაროდენ, საკჳრველისა მძლევარისა მობაძავნო;
გიხაროდენ, მღვდელნო საღმრთონო;
გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან ღმრთისა შეწირულნო;
გიხაროდენ, სიტყჳერთა მსხუერპლთა ზედა ზეგარდამოჲსა ცეცხლისა გარდმომყვანებელნო;
გიხაროდენ, მაცხოვნებელთა ნიჭთა მდიდრად შემწნარებელნო;
გიხაროდენ, სათნოებათაგან სოფლისა აღმავსებელნო;
გიხაროდენ, მუშაკნო ღუაწლმრავალნო;
გიხაროდენ, სძალისა უსძლოჲსა მგალობელნო;
გიხაროდენ, ერთითა პირითა და ერთითა გონებითა ღმრთისა მადიდებელნო;
გიხაროდენ, თუალნო პატიოსანნო;
გიხაროდენ, სიბრძნისმოყურენო ჭეშმარიტნო;
გიხაროდენ, სულითა წმიდითა ფრთოვანქმნილნო;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 11

ზეცისა ძალთა თანა აღრაცხილნო და უნივთოჲსა ნათელსა შეწყნარებულნო, ჩუენდა მეოხებად ნუ დასცხრებით ღმრთისა მიმართ, რომელნი ესრეთ წარუთქუამთ დიდებასა: ალილუია.

იკოსი 11

ისრაიტელნო ჭეშმარიტნო და მარადის ღმრთისა მიმართ მძნობელნო, ზეცისა იერუსალიმისა სურვილითა გარდარიენით გულნი ჩუენი მღაღადებელნი
ესრეთ:

გიხაროდენ, სასუფეველისა პირმშოებასა მიმთხუელნო;
გიხაროდენ, სრულითა სიყუარულითა განწმედილნო;
გიხაროდენ, საიდუმლოჲსა სერობასა ზიარებად შეწყნარებულნო;
გიხაროდენ, მხიარულისა სერისა მეპურისმტენო;
გიხაროდენ, ღმრთისა მეცნიერებითა წურთილნო;
გიხაროდენ, უჴორცოთაებრ გონებითა თქუენითა მფრინვალენო;
გიხაროდენ, სულთა ჩუენთა ეგჳპტით აღმომწოდებელნო;
გიხაროდენ, სლვათა ჩუენთა კეთილად წარმმართველნო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა თანა მოგზაურნო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ მზრახველნო;
გიხაროდენ, რამეთუ არცხვინა ღმერთმან მაჭირვებელთა თქუენთა;
გიხაროდენ, რამეთუ გამოაბრწყინვა უფალმან სიმართლჱ თქუენი;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 12

რომელსა მართალი უყუარს და ცოდვილთა სწყალობს, მას, თავადსა, ევედრენით კნინისა ამის საგალობელისა შეწყნარებაჲ: ალილუია.

იკოსი 12

დიდისა ცხორებისა მერჩულენო და საშურველითა აღსასრულითა მიცვალებულნო, თქუენ, ქუაბთა და მთათა დაუწყუედელთა ნათელთა, თქუენთა შეწევნათა მოქენენი, ესრეთ გჴმოვანებთ:

გიხაროდენ, ჴორცთა შინა უჴორცოთა საზომსა მიწევნულნო;
გიხაროდენ, უაღრესისა მიმართ მისრულნო;
გიხაროდენ, საღმრთოთა მამათა რიცხუსა შეძინებულნო;
გიხაროდენ, წიაღთა შინა აბრაამისათა განსუენებულნო;
გიხაროდენ, მაღლისა ქუეყანისა მკჳდრნო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ შემკობილნო;
გიხაროდენ, ქალწულნო ღმრთეებრივნო;
გიხაროდენ, მარადის ნეტარებათა მიმართ მხედველნო;
გიხაროდენ, პირველისა მის შუენიერებისა ხატნო;
გიხაროდენ, რომელთაგან მრავალფერნი სიმდიდრენი გვისწავიეს:
გიხაროდენ, რომელთა წარმავალისა წილ წარუვალი მოიყიდეთ;
გიხაროდენ, რამეთუ აწ თქუენ თანა იშუებს თქუენ თანა მოსაგრეობითა ჩინებული დიაკონი ილია;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

კონდაკი 13

ჰოი სოფლისა მარილნო კურთხეულნო და ზუარაკნო ჭამებულნო, სათნოებისა განუცდელსა უფსკრულსა შთასრულთა ბაგენი ჩუენი აღახვენით დღე-ყოველ დიდებად ღმრთისა: ალილუია (ეს კონდაკი 3-ჯერ).

 

იკოსი 1

პირველთა მათ დიდთა მონაზონთა თანამოკარვენო, უღმრთოებისა ღუარნი ღმრთისმოძღურებითა განაჴმენით და საცთურთა საჴმილსა შინა გვაცურიენით ჩუენ ღუარნი საშუებელისანი; ამისთჳსცა აღიძვრიან გონებათა ჩუენთა ორღანონი თქუენდა ჴმოვანებად ესრეთ:

გიხაროდენ, ათთორმეტთა მოწაფეთა შენთა წინამძღუარო უცთომელო და ზედაზნისა თუალო ზეხილულო იოანე;
გიხაროდენ, ნეკრესისა ცისკროვანებაო აბიბოს;
გიხაროდენ, მარტომყოფელობითა წმიდათა სიმრავლესა შერთულო ანტონ;
გიხაროდენ, გარეჯისა უდაბნოჲსა მწყურნებად გარდამაქცეველო დავით;
გიხაროდენ, იყალთოჲსა შუენებაო ზენონ;
გიხაროდენ, სტეფანწმიდისა ახოვანებაო თადეოზ;
გიხაროდენ, წილკნისა კეთილჴმოვანებაო ისე;
გიხაროდენ, ალავერდისა ფრთოვანებაო იოსებ;
გიხაროდენ, სამთავისისა ელვარებაო ისიდორე;
გიხაროდენ, ულუმბოჲსა ბრწყინვალებაო მიქაელ;
გიხაროდენ, ბრეთისა ნესტუო ჴმოვანო პიროს;
გიხაროდენ, ხირსისა მამაო ღმრთეებრივო სტეფანე;
გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

კონდაკი 1

ღმრთისა სიტყჳთა აღკუართულნო მოღუაწენო განმარჯვებულნო, სახარულევანთა თქუენთა ჴსენებათა მედღესასწაულენი, თქუენ, აზნაურებადისა რჩეულისა მეჴმეთა, ესრეთ გიგალობთ: გიხაროდენ, ქუაბთა შინა ბევრეულთა მათ ცხოვნებისა წყურიელთა მესათხევლენო და საკჳრველისა მონაზონებისა ზეაღმზიდველნო საჭურეტელნო, წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო!

 

ლოცვა

ჰოი უდაბნითა შინა ტაძართა ზეაღმზიდველნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო უქცეველნო, ლოცვითა თქუენითა განაბრწყინვენით ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფებაჲ მისი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი, პატიოსანი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონი, ყოველნი სამონაზნონი წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი ღმრთისა მიერ განშუენებულნო წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო: იოანე ზედაზნელო, აბიბოს ნეკრესელო, ანტონ მარტყოფელო, დავით გარეჯელო, ზენონ იყალთოელო, თადეოზ სტეფანწმიდელო, ისე წილკნელო, იოსებ ალავერდელო, ისიდორე სამთავნელო, მიქაელ ულუმბოელო, პიროს ბრეთელო, სტეფანე ხირსელო და შიო მღჳმელო - თქუენდა გალობად აღმსთობილნი და ტაძარსა შინა ღმრთისასა შემოკრებულნი, შეგვაწყნარენით მონანულთა მიმთუალველსა და მაცხოვნებელსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა მარადის კეთილთა მიმართ მხედველნი დაუცხრომელითა ქებითა დიდებისვმეტყუელებდეთ მას, მიუწდომელსა და გამოუთქუმელსა დამბადებელსა ყოველთასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.

ავტორი: დეკანოზი მიქაელ გალდავა