ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დაშრიტენ სნეულებანი მრავალცოდველისა სულისა ჩემისანი, რომელმანცა ყოველი მწუხარებანი აღხორცენ პირისაგან ქუეყანისა, რომელი კაცთა სნეულებასა აოტებ და ცოდვილთა განუქარვებ ჭმუნვასა, რამეთუ შენ ხარ სიმტკიცეჲ და სასოებაჲ ტვირთმძიმეთა ყოველთა, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო.
უძლეველი და საკვირველი გამოხსნაჲ მოგვემადლა ჩუენ - ხატი შენი პატიოსანი, დედოფალო ღმრთისმშობელო, უფროსადკურთხეულო, რამეთუ დახსნილნი ვითარებათაგან ბოროტთა და მისდა მომართ მჭურეტელნი გიგალობთ შენ მმადლობელნი მონანი შენნი, ღმრთისა მშობელო, ვითარცა მქონებელმან უბრძოლველისა ძლიერებისამან, ყოველთა ჭირთაგან გვიხსნენ ჩუენ, რაჲთა ვხმობდეთ შენდა: გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსნენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენნი დაშრიტენ.
ანგელოზთა სიმრავლენი და ყოველნი ზეციურნი მხედრობანი გადიდებენ შენ დედოფალსა, ღმრთისმშობელსა ყოველთასა; რამეთუ აღავსენ სიხარულითა სულნი ჩუენნი მოწყალითა გამოჩინებითა ხატისა შენისაჲთა, ღმრთივრჩეულო დედოფალო ქალწულო. და ჩუენცა თაყუანისმცემელნი მისნი განვაძლიერებთ ვედრებასა ლმობიერსა შენდა მომართ, გულმოწყალისა მეოხისა ჩუენისა და მოშიშებით შევრდომილნი ვხმობთ ესრეთ:
გიხაროდენ შენ, კურთხეულო მამისა მიერ დაუსაბამოჲსაო;
გიხაროდენ შენ, სამკვიდრებელო ძისა მის პირველსაუკუნეთაჲსაო;
გიხაროდენ შენ, სავანეო სულისა მის წმიდისაო;
გიხაროდენ, რამეთუ მრავალთუალნი ქერუბიმნი გადიდებენ შენ;
გიხაროდენ, რამეთუ ექვსფრთოვანნი სერაფიმნი ქებასა მოგიძღვანებენ შენ;
გიხაროდენ, რამეთუ ყოველნი მხედრობანი ზეცისანი აღგამაღლებენ შენ;
გიხაროდენ, რამეთუ თესლნი ქუეყნისანი დედად ღმრთისად აღგიარებენ შენ;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ აღივსების მხიარულებითა ყოველი სოფელი;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ განიკუკრნებიან სნეულებანი მრავალნი;
გიხაროდენ, რამეთუ ლოცვითა შენითა განილევის მწუხარებაჲ ჩუენი;
გიხაროდენ, რამეთუ შუამდგომლობითა შენითა აღესრულებიან ყოველნი თხოვანი ჩუენნი;
გიხაორდენ, რამეთუ თაყვანისგცემთ შენ და ძესა შენსა პატიოსნისა მიერ ამის ხატისა შენისა;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
გხედვენ შენ, ღმრთივრჩეულო ყრმაო, ყოველნი ძალი ცათანი წარდგომილად წინაშე საყდრისა ცათა მეუფისათა და მვედრებელად ძისა და ღმრთისა შენისა მომართ ყოველთა ქრისტიანეთათვის, დედოფალო ზეცისაო; და ჩუენცა ცოდვილნი ქუეყანასა ამას ზედა მჭვრეტელნი წმიდისა შენისა ხატისანი და მისდა შევრდომილნი, სიხარულით თაყუანისგცემთ ყოველნი, მხმობელნი: ალილუია.
მოგუმადლენ ჩუენ, ყოვლადმოწყალეო მეოხო ჩუენო, დედოფალო ზეცისათაო გულისხმიყოფაჲ, თუ ვიტარ უგალობდეთ სახელსა შენსა უწმინდურთა ბაგითა ამით - ძლიერებითა, არამედ ვითარცა სახიერსა მეოხსა ჩუენსა, რომელი გარდამოგვივლენ შეწევნასა ყოვლადძლიერსა, ლმობიერად გიგალობთ შენ:
გიხაროდენ, წინაშე ძისა და ღმრთისა შენისათა ნუგეშინისცემად ჩუენდა შემწირველო ლოცუათაო;
გიხაროდენ, ლოცვითა შენითა თვალთაგან ჩუენთა აღმხოცელო საუკუნოჲსა ცრემლისაო;
გიხაროდენ, დედობრივითა ლოცვითა შენითა მოწყალებითა მომდრეკელო ჩუენდა ძისა და ღმრთისა შენისაო;
გიხაროდენ, ლოცვითა შენითა დამაცხრობელო სამართლად ჩუენზედა მოწევნულისა ღმრთისა რისხვისაო;
გიხაროდენ, მეოხებითა შენითა შემნდობელო ჩუენთა ცოდვათაო;
გიხაროდენ, შეწევნითა შენითა მომწყულელო ჩუენთა ვნებათაო;
გიხაროდენ, შუამდგომლობითა შენითა დამარღუეველო ჟამიერისა მწუხარებისა ამის ჩუენისაო;
გიხაროდენ, შემწეო ჩუენო ყოველთა შინა ჭირთა და განსაცდელთაო;
გიხაროდენ, მარადის განმადიდებელო შენთა განმადიდებელთაო;
გიხაროდენ, ჩუენისა მწუხარებისა დამშრეტელო სიხარულითა შენითაო;
გიხაროდენ, მომაგებელო ჩუენდა დაუცადებელისა მხიარულებისაო;
გიხაროდენ, შენ, განმღებელო ჩუენდა სამოთხისა ბჭეთაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
ძალი მაღლისა გფარავდა შენ მსწრაფლსა და მხურვალესა მეოხსა სამართლად მოლტოლვილთათვის შენდა და პატიოსნისა ხატისა შენისა თაყუანისმცემელთა, მხოლოსა შენ უხრწნელსა და ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა მოგიღებიეს ნიჭი ყოვლისა აღსრულებისა, კეთილთა ვედრებათა ჩუენთაებრ და მსოლოსა ძალიგიძს შენ შეწევნაჲ ჩუენი, უკუეთუ გენებოს. ამისთვისცა სიმრავლეჲ ყოველი ადიდებს ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, მხმობელო: ალილუია.
მქონებელმან დაულევნელისა მოწყალებისა საუნჯისამან განპყარ ხელი შენი შეწევნად ყოველთა კიდეთა ქუეყნისათა და მოანიჭე სნეულთა კურნებაჲ, ტანჯულთა შუებაჲ, ბრმათა აღხილვაჲ და ყოველთა აღუსრულენ ვედრებანი მათნი ჯერისაებრ, ხოლო ჩუენ სამადლობელსა გიგალობთ ესრეთ:
გიხაროდენ, მხოლოო დედაო, გარდამომავლინებელო ჩუენდა გულმოწყალებისაო;
გიხაროდენ, მომღებელო ჩუენდა წყალობისა საუნჯისა მრავალსასყიდლისაო;
გიხაროდენ, ყოველთათვის მომაგებელო აღურაცხელისა უხუებისაო;
გიხაროდენ, მვედრებელთათვის მომმადლებელო სიტყუისა ყოვლადბრძნისაო;
გიხაროდენ, მომსურელო ცოდვათა ჩუენთა წყლულებათაო;
გიხაროდენ, ჭაბუკთათვის განმანათლებელო გონებათაო;
გიხაროდენ, სამოთხისა მოქალაქეობითა დამატკბობელო მართალთაო;
გიხაროდენ, უსასოთა განმამტკიცებელო მარადიულთა კეთილთა სასოებითაო;
გიხაროდენ, მსრაფლ - კეთილადაღმადგინებელო ყოველთა დაცემულთაო;
გიხაროდენ, შემწეო ყოველთა შენდა შეწევნისა მვედრებელთაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
მრავალთა აღძრულითა ჭირითა მიერ შეპყრობილთა მარადის შეგვეწევი, დედოფალო ზეცისაო, ჩუენ, ყოველთა მოლტოლვილთა შენდა და თაყუანისმცემელთა წმიდისა ხატისა შენისათა, რომლისა პირველწერილისა მიმართ ბრძანე ესრეთ: - ხატისა ამის თანა არს მადლი და ძლიერებაჲ ჩემი. - და ჩუენცა ჭეშმარიტად გვრწამს, ვითარმედ შეისმენ ვედრებასა მხმობელთაგან სახელისა შენისა და ძისა შენისა მომართ მვედრებელთასა: ალილუია.
აღგისრულებს ვედრებასა ყოველსა უფალსა, შენისა შუამდგომელობისა შემსმენელო ჩუენთვის, აღრჩეულო პალატო სულისა წმიდისაო. ხოლო ჩუენ, ქუეყნად მჭვრეტელნი შენისა ხატისანი, მისსა, ვითარცა სხივცისკროვანისა მზისა წინაშე მდგომარენი, კადნიერებით გიხმობთ შენ, ღმრთისა მშობელსა:
გიხაროდენ, გამომაბრწყინვებელო ჩუენდა გონიერისა მზისაო;
გიხაროდენ, განმანათლებელო ჩუენო დაუვალითა ნათლითაო;
გიხაროდენ, განმაცხოველებელო ჩუენო მომკუდართა ცოდვითაო;
გიხაროდენ, წიაღსა განმღებელო დედათა უნაყოფოთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლგანმდევნელო მტერთა, ჩუენ ზედა მოულოდებელად ზედამოდგომილთაო;
გიხაროდენ, მარადის დამატკბობელო ჩუენო სასურველტა მიერ კეთილთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლნუგეშინისმცემელო ჩუენო ჭირთა და მწუხარებათა შინაო;
გიხაროდენ, მოულოდებელისა სიკუდილისაგან დამხსნელო სარწმუნოებით მომხმობელთა სახელისა შენისაო;
გიხაროდენ, მომცემელო საუკუნოჲსა ცხოვნებისა მსასოოვართათვის შენტაო;
გიხაროდენ, აღმყუანებელო ზეცად შენდა მომართ სარწმუნოებისა და სიყუარულისა მქონებელთაო;
გიხაროდენ, მეოხო ჩუენო შეუძრველო;
გიხაროდენ, დამცუელო ჩუენო ვითარებათა შინა ყოველთაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
ღმრთეებრივი ვარსკვლავი, ხატი შენი პატიოსანი, შენ მიერ გამოგვიჩნდა, დედოფალო სოფლისაო და ჩუენცა მხედველნი მისნი და შენდა ვითარცა ღმრთისმშობელისა მომართ გულსმოდგინებითა მვედრებელნი, ვხმობთ: შენ ხარ ფარი უძლეველი და ზღუდეჲ უბრძოლველი მგალობელთა შენთათვის: ალილუია.
იხილეს ძალტა ზეცისაჲთა ხელითა თვისითა შემქმნელი კაცთა ტვირთული ხელთა შენთა ზედა და მეუფედ იცნეს იგი: ხოლო ჩუენ ცოდვილნი ქუეყანასა ამას ზედა მჭვრეტელნი შენდა, ყოვლადწმიდისა დედისა მისისა გამოსახულებისა მომართ, მოწყალებითა განმპყრობელისა ხელთა თვისთა ჩუენთვის, ლმობიერად გიხმობთ შენ:
გიხაროდენ, მტვირთველო შეუწუელად ხელთა შენთა ზედა საღრმთოჲსა ცეცხლისაო და მის მიერ დამწუელო ცოდვათა ჩუენთაო;
გიხაროდენ, ხელითა შენითა ნათლისა შეუხებელისა მპყრობელო და მის მიერ განმაბრწყინვებელო სულთა ჩუენთაო;
გიხაროდენ, დამთრგუნველო მტერთა ჩუენთა ხილულთა და უხილავთაო;
გიხაროდენ, გამომაჩინებელო ჩუენდა სიყუარულისა და მოწყალებისაო;
გიხაროდენ, ხელითა შენითა მიმრთმეველო ღმრთისა მიმართ თხოვათა ჩუენთაო;
გიხაროდენ, განმღებელო ჩუენდა ბჭეთა ზეცისა სამეუფოჲსათაო;
გიხაროდენ, დამფარველო ჩუენო შენითა შეწევნითაო;
გიხაროდენ, ცოდვათა ჩუენთა მომტევებელო შენითა მეოხებითაო;
გიხაროდენ, მწუხარებათა ჩუენთა დამშრეტელო ლოცვითა შენითაო;
გიხაროდენ, რამეთუ მეოხებითა შენითა შევიტკბობთ სიკეთესა ყოველსა;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ყოველნი თხოვანი ჩუენნი კეთილად აღესრულებიან;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
ღმერთშემოსილთა მოციქულთა, უფლისა ამაღლებისა შემდგომად მქადაგებელთა, ჟამსა კურთხევისა ტაძრისა შენისასა, შეიცნეს ხატი შენი, მრგულივსახილველი, გამოსახული უხილავისა ხელისა მიერ, დედოფალო, მგალობელთა შენ მიერ შობილსა ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ყოვლადბრძნად გამობრწყინდა ჭეშმარიტისა მზისაგან სიმართლისა ყრმაჲ ღმრთივრჩეული და ჭეშმარიტისა ღმრთისშეცნობისა სხივთა გარდმოვლინებითა განათლდნენ ყოველნი, რომელნი ჭეშმარიტად დედად ღმრთისად გიცნობენ შენ, მხმობელნი ესრეთ:
გიხაროდენ, დიდებითა შენითა ცათა შინა განმადიდებელო ყოველთაო;
გიხაროდენ, განმართლებაო დასაბამისა კაცთა ცხოვნებისაო;
გიხაროდენ, კიდობანო ცხოვნებისა ჩუენისაო, დამხსნელო ჩუენო წარღუნისაგან სასიკვდინისაო;
გიხაროდენ, მომცემელო ჩუენდა მოქალაქეობისა სამოთხისაო;
გიხაროდენ, შუამდგომელო ჩუენო წინაშე სოფლის მაცხოვარისა ღმრთისაო;
გიხაროდენ, მოსწრაფეო მეოხო ჭირთა შინა მყოფთაო;
გიხაროდენ, სნეულებათა კაცობრივთა ყოველთა კურნებაო - სულიერთა და ხორციელთაო;
გიხაროდენ, განმართლებაო ენისაო უტყუთა და ენაბრგუილთაო;
გიხაროდენ, მომღებელო კეთილთა ყოველთა ზედა შენდა მვედრებელთაო;
გიხაროდენ, ყოველთათვის აღმომაცენებელო მადლისა სწავლებისაო;
გიხაროდენ, მის მიერ დამატკბობელო ყოველთა კაცთაო;
გიხაროდენ, აღსრულებაო ყოველთა კეთილთა სურვილთაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
რაჟამს ყოვლისამხილველმან უფალმან მრავლისმოთმინებისა თვისისა და კაცთმოყვარებისა და უხუებისა უფსკრულთა გამოვლინებითა დედად თვისად აღგირჩია შენ, დაულევნელო წყაროო მოწყალებისაო, ყოველსა, ღმრთისა მსჯავრით სამართლად განსჯილსა, დაიფარავ მეოხებითა ყოვლადძლიერითა შენითა და იგიცა ხმითა დიდითა უგალობს ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა: ალილუია.
საკვირველად გამოსჩნდნენ საქმენი შენნი, უფალო, ყოვლადწმიდისა დედისა შენისა მიერ და საკვირველად მოგუმადლე ჩუენ ხატიცა მისი, განმაბრწყინვებელი - უფროჲს სხივთა მზისათა - ერისა შენისა, რამეთუ მჭრუეტელნი თვით ღმრთისა მშობელისანი, მხურვალითა სარწმუნოებითა სიღრმით სულისათ სიყუარულით ხმობენ ესრეთ:
გიხაროდენ, მხგავსად ღრუბლისა ხატისა შენისა ქუეყანასა ზედა განმავრცობელო;
გიხაროდენ, გულმოწყალისა შუამდგომელობისა ჩუენდა გამომავლინებელო, უფროჲს სასოჲსა ჩუენისა;
გიხაროდენ, ხატისა მიერ შენისა აღმომადინებელო ყოველგნით სასწაულთა წყაროთაო;
გიხაროდენ, გამოჩინებითა ხატისა შენისაჲთა განმანათლებელო ყოველთა კაცთაო;
გიხაროდენ, ეკლესიასა შინა მის მიერ მადლისა ნიშთა ახალთა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, რამეთუ მჭვრეტელნი ხატისა შენისანი თაყუანისგცემთ შენ ჭეშმარიტსა მშობელსა ღმრთისასა;
გიხაროდენ, ცოდვისა წყუდიადისა განმდევნელო ხატითა შენითა, ვითარცა სუეტითა ცეცხლისაჲთა;
გიხაროდენ, მის მიერ დამშრეტელო მწუხარებათა ჩუენთაო;
გიხაროდენ, გამოჩინებითა მისითა განმაბრწყინვებელო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, განმხეთქელო მწუხარებისა ძაძისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, შემმოსუელო ჩუენდა საუკუნოჲსა სიხარულისაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
ხატსა შენსა წმიდასა უცნაურად და ყოვლადდიდებულად გამოჩინებულსა ეკლესიას შინა ანგელოსნი უგალობენ, მოციქულნი ადიდებენ და თაყუანის სცემენ დასნი მღუდელთმთავართანი, ხოლო ჩუენ ცოდვილნი, მისდა შევრდომილნი მოველოდებით დიდთა და მდიდართა წყალობათა შენთა მგალობელნი მხიარულებითა: ალილუია.
უფალმან, მფლობელმან ყოველთა მაღალთა და მდაბალთამან, გიხილა რა შენ, დედაჲ თვისი, მარადის წარდგომილი წინაშე მისა და ჩუენთა, ცოდვილთათვის ლმობიერებითა შემწირველი ლოცვათა თვისთა, ყოვლისა ვედრებისა აღსრულებაჲ აღგითქუა შენ, ხოლო ჩუენ ცოდვილნი, მსასოივარნი დედობრივითა ლოცვათა შენთანი, სამადლობელსა შევსწირავთ შენდა ესრეთ:
გიხაროდენ, მარადის თანახელმწიფეო ძისა და ღმრთისა შენისაო;
გიხაროდენ, ყოველსა ჟამსა ჩუენთვის მისდა მიმართ შემწირველო
გიხაროდენ, მოწყალებითა დამფარველო ყოველთა, შენდა მოლტოლვილთაო;
გიხაროდენ, ყოველთა სიხარულო, დამშრეტელო მწუხარებისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, შემოქმედო კაცთა ღმრთისა მიმართ შერიგებისაო;
გიხაროდენ, შემაერთებელო ღმრთეებისა და კაცებისაო;
გიხაროდენ, გამმართუელო კაცთა ცხოვნებისაო;
გიხაროდენ, პირველთა მშობელთა ჩუენთაგან დამხსნელო ცოდვისა წყევისაო;
გიხაროდენ, უკვდავებითა განმადიდებელო მოკუდავისა ბუნებისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, მომალბობელო სასტიკებათა გულთა ჩუენთაო;
გიხაროდენ, ღმრთისა მომართ მომყუანებელო უსასოთაო;
გიხაროდენ, სიკუდილისა საჭურჭლეთა შემმუსვრელო, ჩუენთვის განმზადებულთაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
ყოველი ბუნებანი ანგელოსთანი შესწირვენ შენდა ქებისა გალობასა, ღმრთისა დედაო და მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და შენისა შეუწევნისა მვედრებელთაო, რამეთუ ძლიერითა და შეურყეველითა მეოხებითა შენითა განამხიარულებ მართალთა, მეოხექმნები ცოდვილთა და იხსნი ჭირთაგან და განუქარვებ მწუხარებათა და ევედრები ყოველთა სარწმუნოებითა მხმობელთათვის: ალილუია.
რიტორნი მრავალხმანი, ვითარცა თევზნი უხმონი, უღონო არიან ქებად დიდებულისა დღესასწაულისა ხატისა შენისაჲთა, დედოფალო, მისდა შევსწირავთ ქებასა უწმიდურთა ბაგეთა ჩუენთაგან, არამედ ჩუენდა გამოჩიენებულისა ხატისა შენისა აღურაცხელთა ქველისმოქმედებათა მხილველნი სიხარულითა გულთა და სულთა ჩუენთათა ვხმობთ შენდა:
გიხაროდენ, სიყმილისა ჟამსა გამომზრდელო ჩუენო ცხოვრებისა პურითაო;
გიხაროდენ, სიკუდილითა მოკუდინებიგან დამხსნელო ჩუენო უკუდავებითაო;
გიხაროდენ, მაცხოვნებელო ჩუენო შემწეულთაგან ცოდვათაო;
გიხაროდენ, დამნღქმელისა წარღვნისაგან დამხსნელო ჩუენო მძლავრითა მარჯუენითა შენითაო;
გიხაროდენ, ცეცხლისაგან აღმომტაცებელო პკურებითა ცუართა ლოცვათა შენთაო;
გიხაროდენ, დამცუელო ჭირთაგან ძალითა მეოხებისა შენისაჲთაო;
გიხაროდენ, დამფარველო მახვილისაგან ძლიერებითა შენითაო;
გიხაროდენ, გამომხსნელო ჩუენო ზედამოსლვათაგან უცხოთესლთასაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტითა მშვიდობითა მომზღუდველო ჩუენო ტომითისაგან ბრძოლისო;
გიხაროდენ, სიკუდილშემოსილთა წყლულებათაგან აღმადგინებელო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო;
გიხაროდენ, განმათავისუფლებელო ჩუენო ლოცვითა შენითა საშჯელისაგან ღმრთისა სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისაო;
გიხაროდენ, განმწმენდელო ჩუენო წყლულთაგან ყოველთა პატიოსნითა შუამგომელობითა შენითაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
ცხოვნება რა სოფლისა ინება კაცთმოყუარემან ღმერთმან ეშმაკისა საცთურისაგან ნათესავისა კაცთასა, შენ დედაჲ თვისი მიგმადლა მიწიერთა შეწევნად, მეტყუელმან: - ძენო კაცთანო, დედაჲ ჩემი ესე იქმნების ნავსაყუდელად, საფარველად თქუენდა, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელად, ურვეულთა სიხარულად, ჩაგრულთა მეოხად და ყოველთა ცოდვისა უფსკრულთაგან ათმმართებელად, მხმობელთა: ალილუია.
მეუფეო ზეცათაო - ესევითარად ხმობს დედოფალი ზეცისაჲ მარადის - შეიწყნარე კაცი ყოველი მადიდებელი შენი და მომხმობელი სახელისა შენისა, რამეთუ რომელთა შორის იყოს ხსენებაჲ სახელისა შენისა წმიდისა და დიდებაჲ სახელისაცა ჩემისა, ნუ გარე მიაქცევ პირსა შენსა მათგან, არამედ წყალობაჲ დიდი გარდამოავლინე მათ ზედა და შეიწირენ ყოველნი ვედრებანი მათნი და იხსენ იგინი ჭირთაგან.
ხოლო ჩუენ ცოდვილნი დედობრივითა ლოცვათა შენთა სასოებითა გიხმობთ ესრეთ:
გიხაროდენ, რამეთუ შენ ხარ მვედრებელი მხურვალეჲ ჩუენთვის წინაშე ღმრთისა;
გიხაროდენ, რამეთუ მრავლისშემძლებელ არს დედობრივი ლოცუაჲ შენი;
გიხაროდენ, მეუფისა მოწყალემყოფელო;
გიხაროდენ, უსასოთა სასოო, დამშრეტელო მწუხარებისა მათისაო;
გიხაროდენ, მადლითა შენითა განმანათლებელო უღირსებისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, სიწმინდისა შენისა მიერ განმწმედელო უწმინდურებისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, შენითა კეთილსულნელებითა განმამართებელო ლოცუათა ჩუენთაო;
გიხაროდენ, უხრწნელებად გარდამცუალებელო ხრწნადისა ამის წარმავალობისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, მკურნალო უძლურებათა ჩუენთაო;
გიხაროდენ, აღმადგინებელო ჩუენთა სნეულებათა ყოველთა, სულიერთა და ხორციელთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლგანმდევნელო ვნებათა, მწუხარებათა და ურვათა, ჩუენ ზედა მოწევნულთაო;
გიხაროდენ, ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა მომმადლებელო სულთათვის ჩუენთა ყოველთა სარგებელთაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
შიწირე ყოვლადლმობიერი გალობაჲ ესე, დედოფალო ზეცისაო და ისმინენ ლოცუანი ჩუენი შენდა მომართ მოძღუანებულნი, ქალწულო ღმრთისმშობელო; შენდა მომართ მოვილტვით ყოველნი მწუხარენი და ურვეულნი და დავთხევთ ცრემლთა ჩუენთა წინაშე შენსა ჟამსა ჭირისასა და გევერდებით: დაშრიტე მწუხარებაჲ ჩუენი და შეიწირე მსხუერპლი ესე მოანათაგან შენთა, მხმობელთა: ალილუია.
ნათლისა მტვირთველად ჭეშმარიტად ნათლად ქუეყანასა ზედა მყოფთა გამოუჩნდი და განანათლენ სულნი პატივისმცემელთანი ხატისა შენისა მოვლინებისათა და განაბრძვენ ღმრთეებისა ცნობითა მხმობელნი შენდა:
გიხაროდენ, განმანათლებელო ჩუენო, ნათელო დაუქრობელისა უნივთოჲსა ცეცხლისაო;
გიხაროდენ, განმაცისკროვანებელო ჩუენო, ცისკარო დაუვალისა საღმრთოჲსა სხივისაო;
გიხაროდენ, ჩუენდა გარდამოვლენილო მზეო სიმართლისაო;
გიხაროდენ, ჩუენდა აღმომადინებელო წყაროო, სამოთხისა ცხოვრებისაო;
გიხაროდენ, ღმრთისმოსავთა სულთა განმანათლებელო, დედაო ჭეშმარიტისა ნათლისაო;
გიხაროდენ, სულთა განსასტიკებელთა ნუგეშინისმცემელო, დედაო ყოველთა ღმრთისაო;
გიხაროდენ, მაცხოვნებელო შეწევნისა შენდა მვედრებელთა და სახელისა შენისა განმადიდებელო;
გიხაროდენ, ურცხუენელისა აღსასრულისა მიმმადლებელო შენდა მომართ მსასოოვართაო;
გიხაროდენ, შემწეო დაუცადებელო ნათესავთა ყოველთა პატივისმცემელთა შენდა და დედად უფლისად და ღმრთისა მშობელად შენთა აღმსარებელთაო;
გიხაროდენ, ოცნებისა სულთა ბოროტთა ჩუენგან განმდევნელო კურთხევათა ხატისა შენისა წმიდისაჲთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლნუგეშინისმცემელო ჩუენო მწუხარებათა და ურვათა შინა ჩუენ ზედა მოულოდებელად მოწევნულთაო;
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა მომართ მომნიჭებელო სინანულისაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
ითხოვე შენ საღმრთოჲ მადლი მეუფისაგან ცათასა, ძისაგან და ღმრთისა შენისა ჩუენთვის და განგვიპყარ ხელი შეწევნისა და დაშრიტე მწუხარებაჲ ჩუენი ლოცუათა მიერ შენთა, საფარველითა ფრთეთა შენთათა, დაგვიფარენ ჩუენ, განსდევნენ ჩუენგან ყოველნი მტერნი და მოძულენი ჩუენნი, დაამშვიდე ცხოვრებაჲ ჩუენი, რაჲთა არა მოვსწყდეთ სიკუდილითა მწარითა, არამედ არამედ საუკუნესა სავანესა შეგვიწყნარენ ჩუენ, მფარველო ჩუენო, რაჲთა სიხარულითა ვხმობდეთ შენდა: ალილუია.
ყოვლისა შემძლებელისა შემწისა, შენდა მომართ მგალობელნი, ქებათა და ვედრებათა აღგივლენთ ჩუენ; გვრწამს და ავღიარებთ, რამეთუ ევედრები მოღებად ჩუენდა ყოველთა კეთილთა, ჟამიერთა და უჟამოთა მგალობელთათვის შენდა:
გიხაროდენ, მაცხოვნებელო ყოვლისა სოფლისაო, ლოცვითა შენითაო;
გიხაროდენ, მეოხო ყოველთა ნათესავთაო, შუამდგომელობითა შენითაო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთათვის განმარჯვებისა მომმადლებელო ზედა ბარბაროსტაო;
გიხაროდენ, ქრისტიანთა თანა მძლეველო ჟამსა ზედამოსლვისასა უცხოთესლთასაო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა დამცუელო ღმრთისა მოსავთაო;
გიხაროდენ, აღმხოცელო პირისაგან ქუეყანისა, ვითარცა ფერფლისა, უგულებელსმყოფელთა წმიდისა ხატისა შენისაო;
გიხაროდენ, მსწრაფლშემწეო ყოველთა ურვათაგან ჭირვეულთა და შეწევნად მომწოდებელთა შენისა და თაყუანისმცემელთა შენისა ხატისაო;
გიხაროდენ, მომყუანებელო ჩუენ ცოდვილთა ამათ ცხოვნებისა და კეთილთა მომართ საუკუნეთათაო;
გიხაროდენ, წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა მვედრებელო, მონიჭებისათვის ჩუენდა საუკუნოჲსა სამეუფოჲსაო;
გიხაროდენ, მართალთათვის მომმადლებელო ცხოვრებისა დაუსრულებელისაო;
გიხაროდენ, ყოველთათვის ჯერისაებრ მიმთუალველო ყოველთა სახმართა და სარგებელთაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, ყოვლისაგან ბოროტისა გვიხსენ ჩუენ და მწუხარებანი ჩუენი დაშრიტენ.
ჰოჲ ყოვლადსაგალობელო დედაო, დედუფალო ზეცისაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, მშობელო ყოველტა წმიდათა უწმიდესისა სიტყისაო, შეიწირე აწინდელი ძღუენი ესე ჩუენი და გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ზედამოსლვისა, მწუხარებისა და საშჯელისა მის სამარადისოჲსაგან და მოწევნადისა ტანჯვისაგან დაგვიფარენ და ღირს გვყვნენ მონანი შენნი სამოთხისა მოქალაქობასა სამარადისოსა, მხმობელნი: ალილუია.
ეს კონდაკი იკითხება 3-გზის და კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდისა მოწამისა, საქართველოს მნათობისა დედოფლისა ქეთევანისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.