უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ქებით შეგასხამთ, ღირსო იოთამ, და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა კაცთმოყუარე უფალი, შეგვჭუროს ძალითა თჳსითა უძლეველითა, ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა, რაჲთა ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი ქებით შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
იყავ რაჲ ჰასაკითა სრული, უძლეველ გონებითა, და მოუდრეკელ სულითა, უზეშთაეს იღუაწე კაცობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა, და დასდევ თავის შენი მეფისათჳს და ერი შენი იჴსენ მოსალოდებელისაგან საფრჴისა და განსაცდელისა, აწცა ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩუენსა და მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა შეწევნითა შენითა ვიქადდეთ და გნატრიდეთ წადიერებითა:
გიხაროდენ, თავადო და მჴედართმთავარო, უმუსრველო ძეგლო ვაჟკაცობისაო;
გიხაროდენ, გოდოლო შეუძრველო სიმჴნისაო;
გიხაროდენ, დიდხელოვანო მტერთა ძლევისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო ერისა შენისაო;
გიხაროდენ, მახჳლო ორლესულო, განმკვეთელო ბოროტებისაო;
გიხაროდენ, მაგალითო საღმრთოჲსა მჴედრობისაო;
გიხაროდენ, დიდებაო ქუეყანისაო და სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ხატო წინაპართა ჩუენთა სიქუელისაო და გულისჴმიერებისაო;
გიხაროდენ, ახოვანო, რჩეულო მხედარო, აღმძრველო მამაცობისაო;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
განრისხნა რაჲ უფალი ცოდვათათჳს ქრისტიანეთა ზედა, აღიღო კონსტანტინეპოლი სულტანმა, და განლაღნეს თურქნი და იწყეს ბოროტის ყოფად და მოოხრებად ქრისტეს მორწმუნეთა ერთა, ხოლო ჟამთა მათ უმეტეს აღზევდა სამცხისა ათაბაგი ყვარყვარე და განუდგა რაჲ გიორგი მეფესა, დაუცხრომელად იღუწიდა, რაჲთა დაერღვია ერთობაჲ საქართველოჲსა, ხოლო შენ ერთგულ იყავ ღმრთივცხებულისა მის მეფისა და მოყუარულ ერისა და მაქებელ ღმრთისა: ალილუია.
ესმა რაჲ მეფესა განდგომაჲ ათაბაგისაჲ, აღილაშქრა და წარემართა სამცხესა და დასცა რაჲ ბანაკი ფარავნის სანახებსა, შემოუჩინნეს მას მოღალატენი, რაჲთა მოკლან ცხებული ღმრთისა, ხოლო შენ გესმა რაჲ საშინელი განზრახვაჲ განდგომილთა, შეძრწუნდი და მწუხარე იქმენ ფრიად, რამეთუ შერაცხე საქმჱ იგი სირცხჳლად ერისა და დამხობად ერთობისა, ეგრეთვე აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურებითა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და შეუხებელად დაგვიცევ ზედა დასხმისაგან მტერთასა, რაჲთა სიხარულითა გნატრიდეთ და ვაქებდეთ სპარაზენობასა შენსა ბრწყინვალესა:
გიხაროდენ, ძველთა მათ წარჩინებულთა აზნაურთაგან აღმოცენებულო;
გიხაროდენ, სიყრმითგან სათნოებისმოყუარეობითა განშუენებულო;
გიხაროდენ, სიკეთითა და კაცთმოყუარებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, ღმრთივსულიერთა წიგნთა მიერ განსწავლულო;
გიხაროდენ, ცხორებითა საჩინოჲთა განსრულებულო;
გიხაროდენ, მოწყალებითა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, მამულის სიყურულითა აღგზებულო;
გიხაროდენ, მამაცებრითა სიმჴნითა აღჭურვილო;
გიხაროდენ, კეთილმსახურებისა მადლითა აღვსებულო;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
მსწრაფლ მიუთხარ რაჲ საქმჱ ეგე მეფესა, არცა-ღა ირწმუნებდა ღალატსა და გულისწყრომითა შეგრისხავდა, არამედ შენ კუალად არწმუნებდი და აუწყებდი ბოროტსა მას ზრახვასა მახლობელთა მისთასა, ამისთჳსცა აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა, და აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა, რაჲთა ვევლტოდეთ რისხვასა ღმრთივაღძრულსა და მადლსა და დიდებასა მივსცემდეთ ღმერთსა: ალილუია.
ხჳდოდი რაჲ მცნებათა ღმრთისათა და სამართალთა მისთა, მოგცნა შენ განზრახვაჲ კეთილი და სიმტკიცჱ და ძალი მეფისათჳს თავის დადებისა, და ეტყოდი წადიერებითა: „უკეთუ არა ჭეშმარიტ არს სიტყუა ჩემი, აწ გევედრები, რაჲთა ღამესა ამას მე დავწვე ქუეშაგსა შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა“. ეგრეთვე აწ ჩუენცა დაგვიცევ ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა, რაჲთა სიყუარულით და მშჳდობით ვცხონდებოდეთ და ვიტყოდეთ ქებულებათა შენთა:
გიხაროდენ, უფლისა მიერ ყოველთაგან გამორჩეულო;
გიხაროდენ, მადლისა კეთილ-მოქმედებითა განათლებულო;
გიხაროდენ, ერთგულებითა და სათნოებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსაშუენებელად საქართველოჲსა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, ერისა შენისა ჴსნად და მოღუაწედ მოვლინებულო;
გიხაროდენ, ორგულებისა და სივერაგისა მომძულებელო;
გიხაროდენ, ღმრთისა ძალითა კეთილად აღჭურვილო;
გიხაროდენ, დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკულო;
გიხაროდენ, ქრისტეს მოწამეთა თანა მითუალულო;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
დათხევაჲ სისხლისაჲ უფროჲს საწადელ გიჩნდა, ჵ, იოთამ, ტარიგო ქრისტჱსო სანატრელო, ვიდრეღა შუებაჲ საწუთოჲსაჲ, და ანდერძად ამცნე ძეთა შენთა, რაჲთამცა დასდონ თავი ერისათჳს თჳსისა და მამულისა, და განაკრძალებდი რაჲ მათ, ღირსო, აღაგზებდი მოშურნეობითა და საღმრთოჲთა ტრფიალებითა, აწცა ნუ დასცხრები ვედრებად ღმრთისა მიმართ, საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა დავდვათ თავი ჩუენი შეუგინებლობისათჳს სჯულისა და ძმათა ჩუენთათჳს, და უეჭუელად ღმერთი მოგუანიჭებს რაჲ საუკუნოსა ცხორებასა, მარადის შენთანა შევასხამიდეთ მას სადიდებელსა გალობასა: ალილუია.
არად შერაცხენ შენ შინებაჲ სიკუდილისაჲ და არცა-ღა უკუნ-იქეც დაობლებისათჳს შჳლთა, არამედ ერთგულებისათჳს მამულისა და მშჳდობით დაცვისათჳს ერთა თჳსთა, პატივი და დიდებაჲ დაუტევე, მოცემული შენდა წინაპარ-მამეულად და განიზრახე ჴსნაჲ მეფისაჲ, ხოლო აწ მოაკუდინე ყოველნი ზრახვანი მტერთა ჩემთა, რომელთა უნებთ წარმწყმედაჲ ჩემი და ქრისტჱსმიერი წყალობაჲ მოგვეც მოსავთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, მამულისა ვენახისა, კურთხეულისა, მუშაკო დაუცხრომელო;
გიხაროდენ, გულსა შინა შენსა საღმრთოჲსა შიშისა და მოყუასისა სიყუარულისა სამარადისოდ დამნერგველო;
გიხაროდენ, ჭირთა და ურვათა საჴუმილისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა და სიმამაცითა სულმოკლეთა და დაჴსნილთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, უძლურთა ძლიერებაო და მძლავრთა დამცემელო;
გიხაროდენ, გლახაკთა შესავედრებელო და შიშველთა სამოსელო;
გიხაროდენ, მართლმსაჯულო უღონოთაო და ქურივთა და ობოლთა ჴელის-აღმპყრობელო;
გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, სიმართლის მოძულეთა და ბოროტის კეთილად დამდებთა შემრისხველო;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
დაღათუ არა ჰგონებდა საფრჴესა მას ჭეშმარიტად, დიდ-ბუნებოვანებისა კაცთმოყუარებისა და ახოვნებისა შენისათჳს შეგიწყნარა მეფემან დიდითა პატივითა, და გრქუა ვნებად მისრულსა: „დაღათუ არცაღა მრწმენა საფრჴჱ ეგე, შენდა მადლიერ ვარ და მოგანიჭებ დიდებულებასა მას მაღალსა“, ხოლო ჩუენ შევნატრით თავდადებასა შენსა საკჳრველსა და ვადიდებთ ღმერთსა, დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.
განაკჳრვა უკუე მეფჱ სიმტკიცემან შენმან და უშიშად ქცევამან და ყოვლისა სათხოველისა აღსრულებაჲ აღგითქუა რაჲ ფიცითა, გრქუა: „ესრეთ განწირავ თავსა თჳსსა სიკუდიდ, - მარადის მეოხ და მფარველ ვექმნები ყოველთა სახლეულთა შენთა და ნათესავთა“; აწ ჩუენცა შეგჳწყალე და ევედრე ქრისტესა, მაცხოვარსა ჩუენსა და ღმერთსა, რაჲთა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტად საქმეთა ჩუენთათჳს და ცოდვათა შენდობაჲ მოგვცეს მთხოველთა ამათ და მგალობელთა:
გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ნათლითა ბნელთა შინა დაშთომილთა სულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ერსა შინა ჩუენსა სიბრძნისა და კეთილმსახურებისა სულისა განმაახლებელო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოჲთა უმეცართა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ქედფიცხელთა და გონებაურჩთა განმსწავლელო;
გიხაროდენ, მრავალთა წყლულებათა განმკურვნელო;
გიხაროდენ, მტერთა ძჳრის-ზრახვისა განმჴდელო;
გიხაროდენ, უსჳნდისობისა სიმყრალის განმწმედელო;
გიხაროდენ, ერისათჳს შენისა კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველო;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
მოგცა რაჲ დასტური მეფემან, განბრწყინდა ასპარეზი ძლევის მოყუარეთაჲ, და რბიოდი გზასა მას იწროსა და საჭირველსა, და განემზადე რაჲ სიკუდილისა დათმენად, ჴმა-ყავ სიბრძნითა და ახოვანებითა: „აწ მეცა მოვკუდე ნაცვლად მეფისა, რამეთუ ესრეთ სთნავს ღმერთსა, გადარჩენისათჳს ერისა ჩუენისა“, და აკურთხევდი ქრისტესა, რომელმანცა მოგცა შენ განზრახვაჲ კეთილი და მადლითა განბრძნობილი უგალობდი მას, ვითარცა ნათლისა მომცემელსა: ალილუია.
ღამესა მას შემოხდენ რაჲ ორგულნი კარავსა მას მეფისასა, ლოცვითა და სარწმუნოებითა აღჭურვილი ეტყოდი თავსა თჳსსა: „იხარებდ, ჵ, იოთამ! რამეთუ მეფისათჳს მისცემ ცხორებასა შენსა მოკუდავსა, და ქრისტჱსგან, ვითარცა უკუდავისაგან მეფისა მიიღებ ჯილდოდ ცხორებასა დაუსრულებელსა“, და შეჰვედრებდი სულსა შენსა ღმერთსა, გარნა მათ გიხილეს რაჲ მწოლარჱ სარეცელსა ზედა, ჰგონებდეს მეფესა და ვითარცა ცხოვარი დაგკლნეს რაჲ მახჳლითა, მოიგე მადლი ერთგულობისაჲ და გჳრგჳნი ახოვნებისაჲ და აწ შეერთებული დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათჳს თავდადებულთა მამა-პაპათასა, ნუ დასცხრები ვედრებად ცოდვათა შენდობისა ღირს-ყოფად მგალობელთა შენთა:
გიხაროდენ, უწყალოდ მახვილითა დაჩხვეპილო და მსგავსად სამსხუერპლოჲსა ზუარაკისა დაკლულო;
გიხაროდენ, ტარიგო განწმედილო, ზეცისა საკურთხეველსა შეწირულო;
გიხაროდენ, წმიდათა თანა ზეცისა იერუსალჱმსა დამკჳდრებულო;
გიხაროდენ, ნებსით თჳსით სიკუდილისა მითვალვითა განდგომილთა მამხილებელო;
გიხაროდენ, საფარველითა მადლთა შენთაჲთა ერისა ჩუენისა მცველო და მფარველო;
გიხაროდენ, მზაკუვართა და ორგულთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მეფის ერთგულთა სულიერითა სიხარულითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, დაცემულისა ქრისტეანულისა სულისა აღმაორძინებელო;
გიხაროდენ, რისხჳსა საღმრთოჲსა დამაყენებელო;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
ცისკარსა მას მოისწრაფდა მეფჱ კარავსა თჳსსა, და იხილა რაჲ გვამი შენი მცურვალი სისხლსა, დიდად განძჳნდა და მჴურვალითა ცრემლითა დაგიტირა, ხოლო მტერნი და ორგულნი თჳსნი შეიპყრნა და არცა-ვინ განერა ჴელთაგან მისთა, აწ ჩუენცა განვარისხეთ უფალი, ღმერთი ჩუენი, ბოროტად ცხორებითა და გონებითა შეგინებულითა და არაწმიდითა ქცევითა, არამედ შენ იმეოხე წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული სათნოებისაჲ, რაჲთა შეწევნითა შენითა ვიქადდეთ და მარადის ვაქებდეთ სახიერებასა მისსა: ალილუია.
მაშინ აღიძრა მეფჱ მადლიერებითა და მოუწოდა რაჲ ძეთა შენთა, აღავსო იგინი წყალობითა, და უფროსსა მას ციხე გორისჯვრისაჲ და მამულნი მიუბოძა, და მიანიჭა სპასპეტობაჲ ქართლისაჲ და ამილახორობაჲ სამეფო კარისაჲ, ხოლო მათ კეთილად შეიწყნარეს პატივი ესე, და გულსმოდგინებითა მსახურებდენ რაჲ მეფესა და ერსა, გმადლობდენ შენ, ვითარცა მიზეზსა ამაღლებისა მათისასა და ადიდებდენ ღმერთსა, მისა მიმართ მიგავლენთ შენ მეოხად, დიდებულო, მოგვცეს ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაჲთა ვიღუაწოთ ახოვნებითა ვნებათა მიმართ და ღირს ვიქმნეთ შენდა შეწირვად გალობისა:
გიხაროდენ, ახოვანო და უძლეველო, ღუაწლისა კეთილისა შრომითა და სისხლითა მომღუაწებელო;
გიხაროდენ, წარმავალისა დიდებისა წილ წარუალისა ნათლისა მომღებელო;
გიხაროდენ, მტერთა უწყალოებისა მომამდოვრებელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა ძალითა მზაკუვართა და ორგულთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, უსასოოთა და შეცთომილთათჳს წრფელისა გზისა მაჩვენებელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა და უსჯულოებისა მომქმედთა შემრისხველო;
გიხაროდენ, მეფისათვის თავისა განწირვითა შთამომავალთათჳს საგვარეულო საძვალედ შიო-მღვიმისა მომპოვნებელო;
გიხაროდენ, საკჳრველითა ღუაწლითა შენითა მათთჳს აზნაურობისა პატივისა თავადურითა შემცვალებელო;
გიხაროდენ, ამილახორთა გვარისათჳს საფუძველისა დამდებელო;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
ესმა რაჲ თავგანწირვაჲ შენი ქართველთა, თუ ვითარ მოკლულ იქმენ ნაცვლად მეფისა - ყოვლითა სიკეთითა სრულისა და აღმკულისა, ვინაჲცა ბრძოდა და დაშურებოდა ერთობისათვის საქართველოჲსა, ღირსად აქებდენ დიდებულებასა სიმჴნისა შენისასა, და მადლიერნი ღმრთისა მიმართ, ყოვლად მოწყალისა, შესწირვიდენ მას ქებასა ამას ქებათასა: ალილუია.
დიდად მჴნედ და ერთგულად გამოჩნდი შენ, ყოვლად ქებულო იოთამ, რაჟამს განემზადე შეწირვად თავისა თჳსისა და აღმსარებელ მცნებისა უფლისასა, რომელსა იტყჳს: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისათჳს თჳსისა“, რაჲცა ყავ - სათნოებაჲ მაღალი და განსათქმელი და ღირსი ყოვლისა შესხმისა:
გიხაროდენ, ზეცადმდე აღწევნულო სუეტო სიბრძნისაო;
გიხაროდენ, შეურყეველო ზღუდეო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, გამოუკვლეველო უფსკრულო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, დამნერგველო კეთილისა ზნეობისაო და ღმრთივ-სათნოჲსა ქცევისაო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო ზღუაო კაცთმოყუარებისაო;
გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა კეთილად სრულმყოფელო საღმრთოჲსა სარბიელისაო;
გიხაროდენ, ახოვნებისაჲ მის გჳრგჳნისა წილ დამდგმელო ზეცისა გჳრგჳნისაო;
გიხაროდენ, საფარველითა მადლთა შენთაჲთა მცველო და მფარველო ქართველთა ერისაო;
გიხაროდენ, სჳნდისო და სიქადულო ნათესავისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
დაღათუ პირველვე უწყოდი სიკუდილი შენი, სანატრელო, დასდევ თავი შენი და სული ერისათჳს შენისა და მეფისა, და იჴსენ იგი ვნებისაგან და სიკუდილისა, ეგრეთვე აწ მგელნი მტაცებელნი გარე მოგვადგეს განხრწნად სულისა და ჴორცისა ჩუენისა, გარნა შენ შეგვეწიე, ღირსო იოთამ, და დაღათუ არა ვართ ღირს ცოდვათა ამათ ჩუენთათჳს, ევედრე ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, მოგუცეს მწყემსი სარწმუნოჲ და მართალი, სათნოდ მეფედ და წინამძღურად სამწყსოთა თჳსთა, რაჲთა ყოვლითავე სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა აღაორძინებდეს ღმრთისმშობლის წილხვედრსა ერსა ჩუენსა, ჟამსა ამას დამცრობილსა და დამდაბლებულსა, და მარადის ადიდებდეს იესუს, მაცხოვარსა და ღმერთსა: ალილუია.
ეჰა, ვითარი სახელ-დიდებულებაჲ შეგძინა შენ თავდადებამან შენმან საკჳრველმან, რამეთუ უახოვნესი აჩუენე რაჲ ღუაწლის-მოყუარებაჲ, ეკლესიამან ქართველთამან ყოველთა საცნაურად წმიდანად დაგადგინა და სადიდებელი შენი და მოხსენიებაჲ ყოველთა სამწყსოთა მისთა განგვიჩინა, ხოლო ჩუენ პატივს-გცემთ, ქრისტეს მჴედარო იოთამ, და მდგომარენი ლოცვათა შინა გაქებთ შენ და დიდებისგმეტყუელებთ მსგავსად ძალისა ჩუენისა:
გიხაროდენ, ქართველთა მზეო მრავალ-მნათობო, ღუაწლითა შენითა მამულისა წყუდიადისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა ეკლესიისა ლამპარო, უგულისჴმოებისა ბნელისა განმდევნელო;
გიხაროდენ, ღუაწლთა და მოწევნულთა განსაცდელთა თავს-მდებელო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა ზედა განმსწავლელო;
გიხაროდენ, სულიერისა მღჳძარებისა ზარისა დამარისხებელო;
გიხაროდენ, ღმრთისა და მამულის სიყუარულისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ყოველთა ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა აღმკვეთელო;
გიხაროდენ, სატანისა მაჴეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;
გიხაროდენ, ძმათ-უყუარულთა და მზაკუართა კაცთა მამხილებელო;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
რომელსა გაქუნდა თანალმობაჲ დიდი მეფისა მიმართ და განარინე საფრხესა, აწ იხილე ურიცხუთა მტერთა საფრჴენი განფენილად ბოროტად თანა-მონათესავეთა და ერთ-სჯულთა ქართველთა ზედა და გჳჴსენ ურთიერთმძლავრებისა და შინაგანცემისაგან, რამეთუ განძლიერებაჲ ერისაჲ ითხოვს ერთობასა, და სიყუარულითა ღმრთისა და მამულისაჲთა ერთზრახვად შეკრულნი, ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.
ვითარ გამოუჩნდი შენ მჴსნელად ერსა ჩუენსა და მეფესა, ეგრეთცა ყურად-იღე ლოცვანი ჩუენნი და მოგჳჴსენე წინაშე ღმრთისა, დაშრიტოს საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ და მოგუმადლოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი, რაჲთა არა სრულიად განიხრწნას საქართველოჲ - წილხვედრი ესე ქუეყანაჲ ღმრთისმშობლისაჲ, არამედ ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და აღმოვსთქუამდეთ ესევითართა გალობათა:
გიხაროდენ, ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა შენისაო;
გიხაროდენ, დიდხელოვანო მტერთა ძლევისაო;
გიხაროდენ, მასწავლელო ვაჟკაცობისა და სულგრძელობისაო;
გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო ჭეშმარიტისა მსჯავრისაო;
გიხაროდენ, დაუჭნობელო ყუავილო საცნაურისა სამოთხისაო;
გიხაროდენ, შუენებაო ქართველთა ბრწყინვალისა დასისაო;
გიხაროდენ, ქრისტჱს აღმსაარებელთა თანა მითუალულო, მომღებელო მუშაკობისა მის სასყიდლისაო;
გიხაროდენ, სიმტკიცეო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, სასიქადულო ძეო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
თავდადებაჲ შენი საკჳრველი არცა-ღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, რამეთუ ძველნი მატიანენი გვაუწყებენ მოქალაქობასა შენსა, თუ ვითარ იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა და აღორძინებისათჳის ივერიისა, ეგრეთვე აწ გჳოხე უფლისა მიმართ და გჳთხოვე, რაჲთა გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და მინდობილნი ქრისტესა ვაქებდეთ ძლიერებასა მისსა: ალილუია.
სამართლად პატივს გცემენ შენ და იქადიან ზედგენისძენი ამილახუართა თანა და გმადლობენ შენ, წმიდაო, სახელოვანსა და ყოვლად დიდებულსა წინაპარსა, ვითარცა მიზეზსა მრავალთა კეთილთასა, ამისთჳს ჩუენცა მათთანა გაქებთ, ღმრთივდიდებულო იოთამ, და მეოხად მიგავლენთ ქრისტჱს მიმართ, რაჲთა შენს მიერ ვიქმნნეთ ჩუენ მხედრობად ღმრთისა, წინა-აღმდგომად და დამამხობელად ყოველთა მტერთა მისთა, და გნატრიდეთ შენ, ვითარცა ზღუდესა ჩუენსა და საფარველსა:
გიხაროდენ, ღუარითა სისხლთა შენთაჲთა შეთქმულთა სიცბილისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ მანქანებათა მტერისაჲთა დამჴსნელო;
გიხაროდენ, კეთილო შუა-მდგომელო და მზაკუვარებათა განმდევნელო;
გიხაროდენ, ვნებათა ალმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ნაყოფითა სიმჴნეთა შენთაჲთა შემდგომთა შენთა განმამჴნევებელო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, სასტიკებისა და სივერაგისა მომძულებელო;
გიხაროდენ, ვიდრე აქამომდე უკუდავისა სახელისა მომგებელო;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა მიერ მარადჟამს საჴსენებელო;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
გამოჩნდი შენ ბრწყინვალედ მნათობად, ღუაწლისა მძლეო იოთამ, და უქმ-ქმენ რაჲ განზრახვაჲ ორგულთა მათ ერისათა, განადიდე სახელი შენი და გვარ-ტომობაჲ საღმრთოჲთა მოქალაქობითა, ხოლო აწ კადნიერებაჲ მათი შეჰმუსრე, რომელნი უღმრთოებით აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა, და გჳჴენ ყოვლისაგან ვნებისა ბოროტთა კაცთაჲთა, რაჲთა საწუთოჲ ცხორებაჲ კეთილად განვლოთ და ქრისტესა ვაქებდეთ სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.
ვითარცა მჴნესა და ბრძენსა გიცნობთ შენ კრებული მართლმადიდებელთა ქართველთაჲ და მოღუაწებისა ძეგლად საცნაურად გხადით შენ, ღირსო იოთამ, და გევედრებით: განგუანათლე აწ ღელვითა ცოდვისაჲთა დაბნელებულნი და სოფლისა შფოთითა ყოვლითურთ დანთქუმულნი, და მოგვანიჭე ჩუენ სიმჴნჱ და პატიოსნებაჲ და ამაო-ჰყვენ საფრთჴენი და საბრკოლონი მტერთანი, რაჲთა გულითა წრფელითა გნატრიდეთ და ქებასა ამას შეგასხმიდეთ ყოველნი:
გიხაროდენ, ქართლოსიანთათჳს ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო, რამეთუ შევნატრით ქართველთა ძუელსა დიდებასა და ძლიერებასა;
გიხაროდენ, მამაცობისა ძლიერებითა გაბრწყინვებულო, რამეთუ უშიშ იყავ, ვითარცა უჴორცოჲ და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისაჲ;
გიხაროდენ, რამეთუ შემდგომად დანაწევრებისაცა სრულიად საქართველოჲსა, ერთ-ნათესავნი შენნი იყვნენ სარდალნი ქართლის სადროშოჲსა და მოურავნი გორისა;
გიხაროდენ, რამეთუ გუარ-ტომნი შენნი კუალად ადიდებენ ქრისტესა, რომელმანცა მისცა მათ ეგევითარი წინაპარი და აქებენ ღუაწლსა მას შენსა;
გიხაროდენ, მოტყინარეო ლამპარო, რამეთუ განაცისკროვნე ღამჱ ორგულებისაჲ;
გიხაროდენ, საჭურველითა ჯუარისაჲთა შეზღუდვილო, რამეთუ ასპარეზსა ვნებისასა განსცხადდი სრულად მჴედრად;
გიხაროდენ, რამეთუ ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, დაუვსებელისა ნათლისა მიფენითა;
გიხაროდენ, დიდებაო აღმსარებელთაო და ბრწყინვალებაო მჴედართაო, რამეთუ ადიდა ღუაწლი შენი ეკლესიამან ქართველთამან;
გიხაროდენ, ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, რომელი ყოველთა შევედრებულთა შენთა მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროჲსაგან ულევისა მადლისა;
გიხაროდენ, წმიდაო იოთამ, სიყუარულისათჳს ერისა და ერთგულებისათჳს მამულისა თავისა თჳსისა მეფისათჳს დამდებელო!
ჵ, ღუაწლსა შინა მჴნეო იოთამ! ნუ გარე-მიგვაქცევ მვედრებელთა შენთა, არამედ მტკიცესა მას შენსა მეოხებასა და მამობრივსა მადლსა და შეწევნასა შევრდომილნი გჳჴსენ მარადის ხილულთა და უხილავთა მტერთა მრავალ საფრჴეთაგან, და ჟამსა მას შინა განსჯისასა განგუარინენ საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა, რაჲთა შენ მიერ ძღუანებულნი მივიწივნეთ ზეციერსა იერუსალჱმსა და ღირს ვიქმნეთ შენ თანა დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1
ჵ, მოწამებრივითა სისხლითა განშუენებულო მჴედარო ბრწყინვალეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და ყოველთა ქართველთა ზღუდეო და საფარველო, ღმრთივსანატრელო იოთამ!
ჵ, ჴრმლითა უწყალოდ დაგმერილო და ნაცულად მეფისა ვნებულო, ღუაწლისა-მძლეო დიდო მხედარო იოთამ! მოგჳჴსენე წინაშე ღმრთისა და ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა დაიფარე ქუეყანაჲ ივერიისაჲ წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოჲსა, ხოლო ყოველთა მკჳდრთა მისთა მოგუმადლე შენებრ მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ და საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, და თჳნიერ შებრკოლებისა აღგჳდგინე ძირისაგან დავითისა, ცხებული ღმრთისაჲ, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა სამზღუართა საქართველოჲსასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მჴედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტესმოყუარე მჴედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლადბრწყინვალეო მარტჳლო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხუანიცა შეცოდებანი ჩუენნი.
ჵ, მეფისათჳს თავისა დამდებელო და მამულისა და ერისა შენისა საფრჴისაგან დამფარველო, ქრისტეს ახოვანო მხედარო იოთამ! კეთილმსახურებრითა კადნიერებითა იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაჲ, სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
დიდებაჲ.. აწდა უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა, მეფისათჳს თავდადებულისა იოთამ ზედგენიძისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი