ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ. დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა. მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან; ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
წმიდათა შორის საკჳრველებითა დიდებულო და ქალწულთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, დიდო მოწამეო მარინე, შეიწირე სადიდებელი გალობაჲ ჩუენი, და მჴურვალითა შუამდგომლობითა წინაშე ღმრთისა ყოვლისა განსაცდელისა და სნეულებისაგან გჳჴსენ ქებით მგალობელნი შენნი: გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
ანგელოზთა შემოქმედმან გულსა შინა შენსა აღანთო რაჲ საღმრთოჲ ცეცხლი ღმრთეებრივისა მადლისაჲ, არად შერაცხენ შენ რისხუაჲ მამისაჲ და დაჴსენ ყოველი სიბნელჱ საცთურისაჲ, რამეთუ მამამან შენმან უარგყო შენ, გარნა შენ არა უარყავ სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი, არამედ ფრთოვანყავ გონებაჲ შენი სათნოებათა აღმატებითა და იქმენ ზიარ საღმრთოჲსა დიდებისა, ამისთჳსცა ენასა ჩუენსა მოეც ძალი შემკობად ღუაწლისა შენისა:
გიხაროდენ, სიყრმითგან სათნოებისმოყუარეობითა განშუენებულო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა შორის წმიდად და შეურყეველად ცხორებულო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და კეთილმსახურებისა სიმჴნითა აღვსებულო;
გიხაროდენ, სიყუარულითა საღმრთოჲთა ცეცხლებრ შჳდწილად აღგზებულო;
გიხაროდენ, ყოვლითა სიკეთითა აღმატებულო;
გიხაროდენ, მადლისა კეთილმოქმედებითა განათლებულო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ წარმართთაგან გამორჩეულო;
გიხაროდენ, უბიწოებითა და ერთგულებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, საკჳრველო ყრმააო, მძლეთა უმძლესად გამოჩინებულო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსაშუენებელად ანტიოქიისა გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, ვარსკულავო, ჴსნისა მეძიებელთათჳს გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, სულ-მოკლეთა და უგულისჴმოთათჳს მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
ოდეს მრავალღმრთეებისა წყუდიადსა მოეცვა სოფელი ესე, კეთიქმნულებითა ჴორცისაჲთა და სულისა შუენიერებითა ბრწყინავდი შენ სახლსა შინა კერპთმსახურისა მამისასა, ხოლო გხედვიდეს რაჲ გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ გონიერითა, ქრისტეანეთა გასწავეს თაყუანისცემაჲ და დიდებაჲ ყოვლადწმიდისა სამებისა: ალილუია.
ქრისტეანეთა მდევნელი ეპარქი ოლიმბრი მიიზიდა რაჲ შუენიერებამან შენმან, გულსა შინა მისსა აღენთო მოუთმენელი სურვილი, და თუ დაუტევებდი ქრისტესა თჳსსა, უდიდესთა პატივსა ცოლობისა თჳსისასა მტკიცედ აღგითქმიდა, გარნა შენ განზრახუაჲ იგი მძლავრისაჲ კადნიერად განაქიქე და განკაცებული უფალი ორითა ბუნებითა წინაშე მეკერპეთა უშიშად განადიდე, ამისთჳსცა ვიხარებთ მადლითა შენითა, მოწამეო, და ერთჴმად გიღაღადებთ:
გიხაროდენ, უმჯობესისა უდარესისაგან და კეთილისა ბოროტისაგან განმრჩეველო;
გიხაროდენ, ყრმობითგან იესუ ქრისტეს შემყუარებელო;
გიხაროდენ, მხოლოჲსა მისისა მსახურებისა მნებებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიბრძნისა შემთჳსებელო;
გიხაროდენ, კერპთმსახურებისა საცთურისა მომძულებელო;
გიხაროდენ, ღმრთის დიდებისა მქადაგებელო;
გიხაროდენ, შუენიერებითა სულისა და ჴორცისაჲთა მრავალთა განმაკჳრვებელო;
გიხაროდენ, სიწმიდისა და ქალწულებისა კეთილად დამმარხველო;
გიხაროდენ, მამა-პაპათა სიბილწისა დამტევებელო;
გიხაროდენ, ღუაწლთა და მოწევნულთა განსაცდელთა თავსმდებელო;
გიხაროდენ, ქალწულო, მიწიერისა მამისაგან ქრისტეს სარწმუნოებისათჳს დევნულო;
გიხაროდენ, ასულო ზეციერისა მამისაო, პატიოსანო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
ოდეს მზაკუვარი იგი უშჯულოჲ მრავალფერითა სატანჯველითა კუალად გექადოდა და გაშინებდა, შენ, გსუროდა რაჲ გჳრგჳნითა მოწამეთაჲთა შემკობად, არა შეიძრვოდი სატანჯველთაგან და დიდებათაგან აღთქმულთა, არამედ ამხილებდი კერპთმსახურთა და ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.
განკჳრდა მძლავრი იგი სიმჴნესა შენსა და გულისწყრომითა აღიძრა ფრიად, რამეთუ უქმ-იქმნა განზრახვაჲ მისი, და ბრძანა შოლტითა ცემაჲ შენი და დილეგსა შეყენებაჲ, რაჲთა მრავალსახითა ტანჯვითა მოგაქციოს, გარნა შენ გუემათა ფიცხელთა მწარენი წყლულებანი, ვითარცა რაჲ სხჳსა ჴორცითა, ახოვნად დაითმინე და მძლავრთა უღმრთოებასა კადნიერად ამხილე, ამისთჳსცა პატივს-გცემთ, ყოვლად ბრძენო მარინე, და შეგასხამთ გალობათა მიერ:
გიხაროდენ, ზესთა სოფლისა, უფროჲს ქუეყნიერისა შემყუარებელო;
გიხაროდენ, დროებითისა შუენიერებისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, თჳნიერ ზეციერისა, სიძისა სხვისა არა მნებებელო;
გიხაროდენ, უმჴურვალესად ქრისტჱსთჳს თავდადებულო და მზაკუვარებისა დამლახვრელო;
გიხაროდენ, ნებითა შენითა მისთჳს ტანჯვათა დამთმენელო;
გიხაროდენ, მეგჳპტურთა ბილწებათა შემრისხველო;
გიხაროდენ, მრავალღმრთეებისა საცთურისა მამხილებელო;
გიხაროდენ, სიცრუის თაყუანისმცემელთა და ჭეშმარიტებისა მოძულეთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, უბიწოო, ყრმათა ქალწულთა უხილავო მფარველო;
გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა მოძღურებათაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
შეგიყვანეს რაჲ საპყრობილედ ადგილსა ბნელსა, წარმოგიდგა შენ მთავარი წყუდიადისაჲ, ვითარცა ვეშაპი საშინელი და გშთანთქა, ხოლო შენ დასწერე ჯუარი მუცელსა მისსა და განიპო რაჲ, გამოხვედ გარე და არა იყო შენ თანა ვნებაჲ, გარნა მოგიხდა შენ კუალად ეშმაკი იგი მაზრზენელი და შეგიპყრნა ფერჴნი და გრქუა: „ჵ, ქალო, კმა არს აწ შენდა“, ხოლო შენ მსწრაფლ შეუპყრნე თმანი მისნი და დაეც რაჲ ქუეყანასა ზედა, დასდევ ფერჴი თჳსი მარჯუენჱ ქედსა და სცემდი რაჲ შუბლსა მისსა ძელსა, ეტყოდი სარწმუნოებითა: „დასცხერ ჩემგან და ნუ მბრძავ, რამეთუ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, შემწე არს ჩემდა და მას მხოლოსა ვაქებ ყოველსა ჟამსა: ალილუია.
დათრგუნე რაჲ მაშინებელი შენი, აჰა, ნათელი გამობრწყინდა დილეგსა შინა, ქრისტეჱს მჴევალო ჭეშმარიტო, და იხილე რაჲ ჯუარი ქრისტჱსი სიმაღლესა ვიდრე ცამდე, და ტრედი ერთი ჯუარსა მას თანა, გესმა ჴმაჲ ზეცითგან: „გიხაროდენ და იშუებდე, ასულო ზეციერისა სიონისაო, რომელმან ვეშაპი მოჰკალ და სძლე მტერსა, რამეთუ შენთჳს განმზადებულ არს გჳრგჳნი დიდებისაჲ, და გელიან შენ წმიდანი ქალწულნი კართა სამოთხისათა მისლვად წიაღთა აბრაჰამისთა“. მაშინ მოვიდა შენდა შეწევნაჲ საღმრთოჲ და განგკურნა ყოველთაგან სატანჯველთა, ამისთჳსცა გვიხარის, ნეტარო, რამეთუ იძლია ეშმაკი ყრმისაგან ქალწულისა და შეგასხამთ ძალისაებრ ჩუენისა:
გიხაროდენ, ბეჭედითა ქრისტჱსითა ეშმაკთა საჭურველისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, წინააღმდგომთა ძალთა დამცემელო და უწყალოჲსა ბელიარისა დამამხობელო;
გიხაროდენ, ურვათა და განსაცდელთა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, ძალითა ჯუარცმულისაჲთა მტერთა საცთურთა უჩინომყოფელო;
გიხაროდენ, სოფლისა მპყრობელისა საღმრთოჲთა მადლითა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმდევნელო;
გიხაროდენ, კერპთმსახურებისა მჴნედ გამბასრველო;
გიხაროდენ, უღმრთოებისა სიმპლისა და სიმყრალისა განმასურნელებელო;
გიხაროდენ, გამოუცდელთა და უჰასაკოთა ქალწულთა ვნებულთა გულისთქუმათაგან დამფარველო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა უკეთურთა სულთა მძლეო და შემმუსრველო;
გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდათა სულთა ზედა ჴელმწიფებისა მიმღებელო;
გიხაროდენ, სატანისა მაჴეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
ეჰა, ვითარ ბრმა იყვნეს გონებისა იგი თუალნი ბილწისა მის უშჯულოჲსა მეკერპისა, რამეთუ გხედვიდა რაჲ მრთელსა და სახებრწყინვალესა, ბოროტად განძჳნდა და ბრძანა ფიცარსა ზედა შენი დამსჭვალვაჲ განხურვებულითა ლურსმნითა და ასოთა შენთა დაწვაჲ ალითა ცეცხლისაჲთა, გარნა მხილველი საშინელთა მათ და ყოვლად საზარელთა სატანჯველთა, ფრიად შეძრწუნდა და დაიფარვიდა თუალთა თჳსთა, ხოლო შენ, აკურთხევდი ქრისტესა მეუფესა და ღმრთივშუენიერად გალობდი სამთა ყრმათა გალობასა: ალილუია.
ხისა მისგან გარდამოგხსნეს რაჲ ტანჯვითა გაკაფული, აღიხილე თუალნი ზეცად და ჴმა-ყავ: „უფალო, ვითარ ღირს-მყავ მე ცეცხლსა შინა გავლისა, სახელისათჳს შენისა, ეგრეთვე აწ ღირს მყავ მე შესლვად წყაროსა ნათლისღებისასა და მის მიერ მადლისა მოღებად სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“, გარნა ესმა რაჲ ეპარქსა შენ მიერ ჴსენებაჲ წყლისაჲ, მყის უბრძანა მტარვალთა მოკუდინებაჲ შენი წყალსა შინა დაფლვითა, ამისთჳსცა სამართლად პატივს გცემთ, მოწამეო მარინე, და გნატრით შენ წადიერებითა:
გიხაროდენ, ტანჯვათა დათმენითა მტანჯველთა შენთა მამხილებელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა და სიმამაცითა სულმოკლეთა და დაჴსნილთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ღუარითა სისხლთა შენთაჲთა საცთურისა ალისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, უღმრთოთა სწავლებათა კადნიერებითა დამჴსნელო;
გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ყოველთა ურწმუნოთა პირისა დამაყოფელო;
გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან და ძჳრთა უხილავთა მტერთაჲსა დამფარველო;
გიხაროდენ, ცრუ-სიბრძნითა განცოფებულთა ჭეშმარიტებისა და სათნოებისა გზასა ზედა დამაყენებელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა ცეცხლითა გულთა ჩუენთა აღმგზნებელო;
გიხაროდენ, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-მსმენელო;
გიხაროდენ, მტერთა უკეთურთა მაოტებელო;
გიხაროდენ, ბოროტ სენთაგან შეპყრობილთა მკურნალო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
აღბორკებული შთაგაგდეს რაჲ კოდსა შინა დიდსა, წყლითა აღსავსესა, გულსა შინა თჳსსა ითხოვდი სულისა წმიდისა ბეჭედსა, და რომელმანცა მოუვლინა ნუგეშინის-მცემელი მოციქულთა, მანვე მოგფინა სული ჭეშმარიტებისაჲ და აჰა, ესერა სუეტი ნათლისაჲ და ჯუარი თუალშეუდგამი დაადგა თავსა შენსა ზედა, სანატრელო, და ტრედისა სახედ მოსრულმან სულმან დაგადგა გჳრგჳნი ოქროჲსა, ხოლო შენ წყალთა შინა არცაღა შთაითხიენ, ჵ, მოწამეთა შორის საკჳრველო მარინე, და მადლითა განბრძნობილი უგალობდი ნათლისა მომცემელსა ღმერთსა: ალილუია.
მაშინ ზეგარდამოჲ გაისმა ჴმაჲ საწადელი: „მშჳდობაჲ შენდა, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, აწ მიიღე უხილავი გჳრგჳნი ჴელითა ღმრთისაჲთა და განისუენე ზეცისა იერუსალჱმსა“, და ანგელოზმან უფლისამან მსწრაფლ განგანთავისუფლა ყოველთა საკრველთაგან და კუალად განგკურნა მრავალფერთა წყლულებათა ჴორცთა შენთაჲთა, რაჲსთჳსცა მდგომარენი ლოცვათა შინა ლმობიერად და ცრემლითა შეგივრდებით და გევედრებით, ღირსო მოწამეო, მეოხ გვეყავ მგალობელთა შენთა:
გიხაროდენ, რამეთუ შეისმინა უფალმან ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა შენისაჲ და გარდამოგივლინა სული სახედ ტრედისა;
გიხაროდენ, რამეთუ მადლი ღმრთისაჲ განცხადნა წინაშე ყოველთა ერთა;
გიხაროდენ, რამეთუ დაემტკიცა შენზედა ბეჭედი სულისა წმიდისაჲ, უბიწოდ და შეუგინებელად;
გიხაროდენ, რამეთუ წყალსა მას მიეცა მადლი გამოჴსნისაჲ და კურთხევაჲ იორდანისაჲ;
გიხაროდენ, რამეთუ გამოჩნდა წყლად სიწმიდისა და გამწმენდელ სულთა და ჴორცთაჲსა;
გიხაროდენ, რამეთუ წყალი ეგე იქმნა განმბანველ ძუელისა მის კაცისა განხრწნადისა და სამოსლად უხრწნელებისა;
გიხაროდენ, რამეთუ განათლდი ნათლითა დაუბადებელისა სამებისაჲთა;
გიხაროდენ, რამეთუ მოგემადლა შენ მეორედ შობაჲ წყლითა და სულითა;
გიხაროდენ, რამეთუ დაცულ იქმენ და შემკულ ნათლისღებითა;
გიხაროდენ, რამეთუ ქრისტე შეგითხზვიდა ზეცისა გჳრგჳნსა;
გიხაროდენ, რამეთუ შეიმოსე სამოსელი სიმართლისაჲ;
გიხაროდენ, რამეთუ განახლდი და აღაორძინე წინდი იგი მადლისაჲ;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, სანატრელო, რამეთუ სულისა მიერ განათლდი და დაამხუ ძალი ეშმაკისაჲ თანა შეწევნითა ქრისტჱსითა, მას ევედრე, პატიოსანო ქალწულო, ყოფად ჩუენდა და დამკჳდრებად ზეცისა სიონსა, რაჲთა კრებულსა თანა მართალთასა უგალობდეთ ყოვლისა შემოქმედსა: ალილუია.
იხილეს რაჲ სასწაულნი ღმრთისანი, განცხადებულნი შენ ზედა, სიმრავლემან დედათა და მამათამან ქრისტე აღიარა, და მოწამეობრივი აღსასრული მიითუალა, ნათელ-იღო რაჲ სისხლითა თჳსითა, ეგრეთცა ჩუენ წყალობითა მოგუხედენ და გჳჴსენ რწმენისაგან არა ცხოველისა და ნელტფილისა, რაჲთა სიმჴნესა შენსა ვნატრიდეთ, წმიდაო მოწამეო მარინე, და გაქებდეთ წადიერებითა:
გიხაროდენ, გუემათა დათმენითა უხილავისა მტერისა მომწყლველო;
გიხაროდენ, ამაოჲსა ცხორებისა მომძულებელო;
გიხაროდენ, ღუაწლისა კეთილისა შრომითა და სისხლითა მომღუაწებელო;
გიხაროდენ, სანატრელისა ცხორებისა მომვაჭრებელო;
გიხაროდენ, განდგომილთა და უარისმყოფელთა მომაქცეველო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა გზასა ზედა მომყვანებელო;
გიხაროდენ, მამაცობისა და ურყევისა სიმტკიცისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, ცილისმწამებელთა და მაგინებელთა მამხილებელო;
გიხაროდენ, ამპარტავანთა და მზვაობართა მარცხვენელო;
გიხაროდენ, გრძნებისმოქმედთა და მჩხიბავთა ზარდამცემო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა ქალწულთა ცხორებისა წესისა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, ყოველგვარ ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა და ბიწიერებათა ძლიერად დამთრგუნველო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
დაელინეს ღონენი იგი სატანჯველთანი უღმრთოსა მას, ნეტარო, და მსგავსად სამსხუერპლოჲსა ზუარაკისა განაჩინა შენი დაკლვაჲ, გარნა ლოცვითა და სარწმუნოებითა აღჭურვილმან მოუდრიკე ქედი შენი მახჳლსა, და ჴმითა გალობისაჲთა შეჰვედრე სული შენი ღმერთსა: ალილუია.
ვითარცა ცხოვარი დაგკლნეს რაჲ მჴეცთა ბოროტთა მახჳლითა, სული შენი ყოვლადბრწყინვალჱ მრავალვნებულსა გუამსა შინა მკჳდრი განვიდა, ჴელთა მიერ ყოვლისმპყრობელისაჲთა შეიწყნარეს და დაემკჳდრა ზეცისა იერუსალჱმსა უხილავთა მათ შინა კეთილთა, გარნა უხრწნელი გუამი შენი, ნეტარო, აღმოუცენებდა მრავალსურნელებასა საკჳრველებათასა შემსხმელთა შენთა:
გიხაროდენ, მძლავრთა მიერ სიმართლისათჳს დევნულო;
გიხაროდენ, ძალითა ცხოველს-მყოფელისა ჯუარისაჲთა განძლიერებულო;
გიხაროდენ, წყლულთა უფლისა შენისაჲთა ჴორცთა შენთა ზედა მიმღებელო;
გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, ქრისტჱსთჳს სისხლისა დამთხეველო;
გიხაროდენ, ტარიგო განწმედილო, ზეცისა საკურთხეველსა შეწირულო;
გიხაროდენ, სისხლთა შენთა მიერ საქორწინოჲსა სამოსელისა შემმოსველო;
გიხაროდენ, წარმავალისა დიდებისა წილ წარუალისა ნათლისა მომღებელო;
გიხაროდენ, გუნდსა თანა უჴორცოთასა ცათა შინა მიწვთომილო და სასწაულთმოქმედო;
გიხაროდენ, ახოვანთა ქრისტჱს მოწამეთა ბანაკთა აღრაცხულო;
გიხაროდენ, ქალწულო, ქალწულ დედოფალთან მიახლებულო;
გიხაროდენ, უხრწნელითა ნაწილებითა განდიდებულო და მათ მიერ პირველ ანტიოქიისა, ხოლო შემდგომად კონსტანტინეპოლისა განმასურნელებელო;
გიხაროდენ, წმიდათა და უხრწნელთა ჴელთა შენთათჳს დედისა ღმრთისა წილხდომილთა მხარეთა: ივერიისა და ათონისა მთისა აღმრჩეველო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
მარადის ვაქებთ რაჲ ღუაწლთა და სასწაულთა შენთა სიმრავლესა, მოვიჴსენებთ დავით მეფსალმუნისა მიერ თქმულსა წინაჲსწარმეტყუელებითა: „განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი და გამომიყუანენ ჩუენ განსაცდელთაგან“, რამეთუ შენ საქმითა აღასრულე, გამოიცადე რაჲ ცეცხლითა და წყლითა, და გჳრგჳნითა მარტჳლთაჲთა შემკული ქრისტჱს მოწამეთა თანა ღაღადებ კადნიერად: ალილუია.
არა დაჰფარნა ღმერთმა შრომანი შენნი, წმიდაო, არამედ ნიშთა და სასწაულთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებაჲ მოღუაწებათა შენთაჲ და ყოველთა შორის საწადელ-ყო ჴსენებაჲ შენი, მოწამეთა შორის დიდებულო მარნე, ამისთჳსცა განმადიდებელსა შენსა ქრისტესა ვადიდებთ, და ვითარცა მკურნალისა და მეოხისა მიმართ სასოებითა მოლტოლვილნი ერთ-ჴმობით გიღაღადებთ:
გიხაროდენ, წმიდათა თანა სავანე ქმნილო და მეოხო სულთა ჩუენთაო;
გიხაროდენ, ღმრთივმონიჭებულო შემწეო ქალწულთა და დედათაო;
გიხაროდენ, შესავედრებელო და მწყალობელო გლახაკთაო;
გიხაროდენ, მეოხო ქურივთა და ობოლთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო ტანჯვითა დამწუხრებულთა და მგლოვარეთაო;
გიხაროდენ, განმაბრძნობელო მდევნელთა და მჩაგვრელთაო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო და მსმენელო ყოველთა ჩაგრულთა და პყრობილთაო;
გიხაროდენ, მამხილებელო ცრუთა და მზაკუვართაო;
გიხაროდენ, დამამდაბლებელო მოშურნეთა და ცილისმწამებელთაო;
გიხაროდენ, მხიარულმყოფელო ანგელოზთაო და სირცხვილეულმყოფელო ეშმაკთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლ-შემსმენელო ყოველთა ჭეშმარიტებისა მომართ მოსწრაფეთაო;
გიხაროდენ, დაუძინებელო მცველო სახელისა შენისა მომჴსენებელთაო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
რომელმან მრავალ-სახჱ სალმობაჲ ტკივილთაჲ თავს იდევ და მადლი მიიღე ღმრთისა მიერ სალმობისა და ტკივილისა განდევნად, აწ საკჳრველებათა სასწაული ჩუენ ზედაცა აჩუენე, წმიდაო, და უძლურებანი განჰკურნენ მოსავთა შენთა და ჴსენებისა შენისა სურვილით მედღესასწაულეთა, რაჲთა მადლიერებითა აღვსილნი გნატრიდეთ, და მარადის უგალობდეთ უკუდავსა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.
ვნებათა თავსდებითა მადლი არა წმიდათა სულთა განდევნისაჲ და ძჳრთა უხილავთა მტერთა დათრგუნვიჲ მოიღე რაჲ ზეგარდამო, უხრწნელნი ნაწილნი შენნი ჰკურნებს სენთა სიმრავლესა, ეშმაკთა განიოტებს და ახარებს ყოველსა სოფელსა, ამისთჳსცა აღჳძრვით მოსწრაფებით, სამ-გზის სანატრელო, და ტაძრად შენდა მყის სრბად მოწევნულნი ვღაღადებთ წადიერად:
გიხაროდენ, ბრძენო ქალწულო, მქონებელო მანათობელისა ლამპრისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოჲსა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, ტაძარო უმანკოებისა და სიწმიდისაო;
გიხაროდენ, მურო, ნელსაცხებელად შეწირულო უკუდავისა მეუფისაო;
გიხაროდენ, გუნდრუკო, აღკმეულო საღმრთოჲსა მის საკურთხეველისაო;
გიხაროდენ, უმტკიცესო და უპატიოსნესო უფროჲს ანდამატისაო;
გიხაროდენ, რქაო შუენიერო საღმრთოჲსა ვენახისაო;
გიხაროდენ, ნერგო ჭეშმარიტო წმიდისა და სამოციქულოჲსა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, კეთილსულნელოვანო ყუავილო სამოთხისაო;
გიხაროდენ, გზაო უცთომელისა ცხორებისაო;
გიხაროდენ, ცხოვარო პირმეტყუელო ქრისტჱს წმიდისა სამწყსოჲსაო;
გიხაროდენ, ტრედო მშვიდო და უმანკოო, აღფრენილო ზეცასაო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
უბიწოებითა გიცნობთ შენ მორწმუნეთა კრებულნი, მოწამეო, და მოღუაწებისა ძეგლად საცნაურად გხადით და მჴურვალედ გევედრებით: გაგუანათლე აწ ღელვითა ცოდვისაჲთა დაბნელებულნი და სოფლისა შფოთითა ყოვლითურთ დანთქუმულნი, და მოგვანიჭე ჩუენ სიმჴნჱ და პატიოსნებაჲ და ამაო-ჰყვენ საფრთჴენი და საბრკოლონი მტერთანი, რაჲთა განწმედილითა ბაგითა საღმრთოსა ამას გალობასა ვიტყოდეთ ყოველნი: ალილუია.
გამოჩნდი რაჲ ბრწყინვალედ მნათობად, ღუაწლისა მძლეო ქრისტჱს მოწამეო მარინე, მოციქულთა სწავლისაებრ წყუდიადი მრავალღმრთეებისაჲ განაქარვე და ურიცხჳ ერი განანათლე, ეგრეთვე აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და ქალნი და ყრმანი ჩუენნი იჴსენ ვნებათაგან ყოვლად წარმწყმედელთა და ურცხვინოებისაგან დაიფარენ, რაჲთა მართლითა სარწმუნოებითა განკრძალულნი მარადის გიგალობდეთ და წადიერებითა გაქებდეთ:
გიხაროდენ, ლამპარო ბრწყინვალეო, უღმრთოებისა წყუდიადისა განმაბნეველო;
გიხაროდენ, საკჳრველებათა ცისკრითა მოსავთა შენთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა ღუაწლითა შენითა უჴორცოთა წესთა განმაკჳრვებელო;
გიხაროდენ, უძლურისა და შერყეულისა ნებისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და სნეულებისა განმკურვნელო;
გიხაროდენ, ჭირთა მძჳნვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, ბოროტთა სულთაგან შეპყრობილთა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, ცრუ-მორწმუნეობისა მწიკულისა განმბანველო;
გიხაროდენ, ვერცხლისმოყუარეობისა უღლისაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, საეშმაკოჲსა ბადეთაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, ყრმათა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, ზღუასა შინა სლვისა და ხმელთა ამბოხისაგან დამცველო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
ბრწყინვალე არს სახელი შენი და დიდებულ არს საჴსენებელი შენი, მოწამეთა შორის დიდებულო მარინე, რამეთუ დედობრივისა ბუნებისა უძლურებითა ღუაწლსა მამაკაცებრ ახოვნად შეკადრნე და გჳრგჳნითა მარტჳლთაჲთა შემკული ზეცისა დიდებასა მიემთხვიე, სადა იგი იშუებენ გუნდნი მოციქულთანი, განსცხრებიან კრებულნი წინაჲსწარმეტყუელთანი, სუფევენ დასნი მღდელთაჲ და მამათაჲ, და უფროჲს მოწამენი ბრწყინავენ, და ყოველნი ერთბამად უფალსა უგალობენ: ალილუია.
სიხარულითა აღივსების და იქადის აწ ვათოპედისა მონასტერი და მის თანა ოდიში, - უხრწნელთა ჴელთა შენთა მწიაღებელნი, რამეთუ უშურველად აღმოადინებენ მადლსა და წყალობასა, ხოლო ამბორისმყოფელნი მისნი მოიღებენ კურნებასა სულთასა და სიმრთელესა ჴორცთასა, ამისთჳს გულსმოდგინედ მივისწრაფჳთ ნაწილთა შენთა საყოფელთა და ტაძართა შენთა შუენიერთა, რაჲთა კურნებაჲცა აღმოვივსოთ მოყუარეთა შენთა და ესრეთ მაქებელთა:
გიხაროდენ, დიდებაო მოწამეთაო და ბრწყინვალებაო ქალწულთაო, რამეთუ გამოკრთი შენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ვარსკულავი ცისა მნათობი;
გიხაროდენ, ფრიად შუენიერო საღმრთოო სძალო, რამეთუ წინამბრძოლ იქმენ კეთილმსახურებისა;
გიხაროდენ, უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალეო, რამეთუ ჯუარცმული ქრისტე გაქუნდა ზღუდედ და ძალად;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობითა მოქადულო, რამეთუ მოღუაწებისა სიმჴნჱ კეთილად შეიჭურვე;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელთაგან სანატრელო, რამეთუ მტერისა ამპარტავნებაჲ ქუეყანად დააკუეთე;
გიხაროდენ, მღდელმოძღუართა მიერ საქებელო, რამეთუ კერპთა იგი ბილწი საზორველი და ეშმაკთა ბომონნი სრულიად დაამხუე;
გიხაროდენ, უმახჳლესო, რამეთუ ძლიერად განგმირე ზეცით გარდამოვრდომილი იგი გუელი;
გიხაროდენ, ზეციერისა ემბაზისა მიერ განწმედილო, რამეთუ ივლტოდნენ შენგან ყოვლადმზაკუარნი ეშმაკნი და მოგეახლებოდნენ ანგელოზნი;
გიხაროდენ, უმსჯავროდ უწყალოსა სიკუდილსა მიცემულო, რამეთუ საღმრთოჲ სარბიელი ღუაწლითა შენითა სრულ-ჰყავ კეთილად;
გიხაროდენ, გვრიტო უბიწოო, რამეთუ დათა შენთა მარტჳლთა თანა იშუებ საუკუნოდ დიდებითა საუკუნოჲთა;
გიხაროდენ, შემწეო ყოველთა განწირულთაო, რამეთუ კურნებისა მდინარედ და სასწაულთა საუნჯედ სულიერად აქუ შენ ყოველთა მორწმუნეთა;
გიხაროდენ, ნუგეშო და სასოებაო დამწუხრებულთა დედათაო, რამეთუ მიჰმადლებ თხოვათა მათთა;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
ჵ, ჭეშმარიტად საკჳრველო და ახოვანო მოწამეო მარინე! ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, არამედ ლოცვითა შენითა დაგჳცევ ხილულთა და უხილავთა მტერთა მრავალ-საფრჴეთაგან და გჳჴსენ ვნებათაგან სულიერთა და სენთაგან ჴორციელთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ სასუფეველისა ნეტარებასა და შენთანა ვუგალობდეთ სამებისა ერთარსებასა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის; შემდეგ:
ანგელოზთა შემოქმედმან გულსა შინა შენსა აღანთო რაჲ საღმრთოჲ ცეცხლი ღმრთეებრივისა მადლისაჲ, არად შერაცხენ შენ რისხუაჲ მამისაჲ და დაჴსენ ყოველი სიბნელჱ საცთურისაჲ, რამეთუ მამამან შენმან უარგყო შენ, გარნა შენ არა უარყავ სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი, არამედ ფრთოვანყავ გონებაჲ შენი სათნოებათა აღმატებითა და იქმენ ზიარ საღმრთოჲსა დიდებისა, ამისთჳსცა ენასა ჩუენსა მოეც ძალი შემკობად ღუაწლისა შენისა:
გიხაროდენ, სიყრმითგან სათნოებისმოყუარეობითა განშუენებულო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა
შორის წმიდად და შეურყეველად ცხორებულო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და
კეთილმსახურებისა სიმჴნითა აღვსებულო;
გიხაროდენ, სიყუარულითა საღმრთოჲთა ცეცხლებრ
შჳდწილად აღგზებულო;
გიხაროდენ, ყოვლითა სიკეთითა აღმატებულო;
გიხაროდენ, მადლისა
კეთილმოქმედებითა განათლებულო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ წარმართთაგან გამორჩეულო;
გიხაროდენ, უბიწოებითა და ერთგულებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, საკჳრველო
ყრმააო, მძლეთა უმძლესად გამოჩინებულო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და
განსაშუენებელად ანტიოქიისა გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, ვარსკულავო, ჴსნისა
მეძიებელთათჳს გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, სულ-მოკლეთა და უგულისჴმოთათჳს
მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო
ქრისტჱს ღმრთისაო!
წმიდათა შორის საკჳრველებითა დიდებულო და ქალწულთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, დიდო მოწამეო მარინე, შეიწირე სადიდებელი გალობაჲ ჩუენი, და მჴურვალითა შუამდგომლობითა წინაშე ღმრთისა ყოვლისა განსაცდელისა და სნეულებისაგან გჳჴსენ ქებით მგალობელნი შენნი: გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!
ჵ, წმიდათა შორის ახოვანო ქალწულო და მოწამეო მარინე, ქრისტჱს ეკლესიისა ლამპარო ბრწყინვალეო, ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მვედრებელო და ყოველთა შენდამი სარწმუნოებითა მოლტოლვილთა მსწრაფლშემწეო!
ჵ, წმიდაო ქალწულო და დიდო მოწამეო მარინე, ევედრე მადიდებელსა შენსა ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საფრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა. განჰკურნენ მრავალწყლულებანი ჩუენნი ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა და მოგუეც საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, სიმართლისა სიყუარული და მჴნეობაჲ სულისაჲ. აღგვავსენ საღმრთოჲთა მღვიძარებითა და მოგუანიჭე ჩუენ სარწმუნოებაჲ შეურყეველი, ცხორებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ, რაჲთა ყოველნი მკჳდრნი საქართველოჲსანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა შინა განვმტკიცდეთ და ერთითა პირითა და ერთითა გულითა ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა ვუგალობდეთ. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლადბრწყინვალეო მარტჳლო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.
ჵ, გჳრგჳნოსანო მარინე, მარტჳლო და სძალო ქრისტჱს ღმრთისაო! იმეოხენ წინაშე მისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობითა ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ყოვლად დიდებულისა და ფრიად ქებულისა ქალწულ-მოწამისა მარინჱსითა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი