დაუჯდომელი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა
პატივად წმიდისა ხატისა მისისა, რომელსა ეწოდების
„მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“

კონდაკი 1

ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულისა დედუფლისა სოფლისასა, ქალწულისა ღმრთისმშობელისა, ქებისა ძღუენთა შევსწირავთ შენდა, რამეთუ აწცა, ვითარცა-იგი წინაჲთ დაცემულთა აღმართებ, უძლურთა განაძლიერებ, სნეულთა ჰკურნებ, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა განათავისუფლებ, იჭუეულთა გულისხმა-უყოფ, მწუხარეთა ნუგეშინის-ცემ, სარწმუნოებასა წმიდათა ხატთა შენთა მიმადლებულისა ძალისასა ასწავებ და ლმობიერებითა გულითა და პირითა მადლობით გალობად შენდა ღირს-ყოფ: გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

იკოსი 1

ანგელოსნი ცათა შინა უგალობენ დიდებულებასა და სრულქმნილებასა შენსა, ჰოჲ დედაო და ქალწულო, რამეთუ ყოვლადმოწყალე ღმერთი და მაცხოვარი გვიშევ ჩუენ, ხოლო ჩუენ ქუეყანასა ზედა, მობაძავნი მათდა, ცოდუილთაგან ბაგეთა ვიკადრებთ დიდებისმეტყუელებით ხმობად შენდამი ესრეთ:

გიხაროდენ, ზეცისათა მოუკლებელო საკვირველებაო;
გიხაროდენ, ქუეყანისათა ყოვლადსახარულევანო თაყუანის-ცემაო;
გიხაროდენ, გულისწყრომისა და სულიერისა სიბნელისა განმდევნელო;
გიხაროდენ, შენდა მოლტოლვილთა მშვიდობითა და სიყუარულით აღმავსებელო;
გიხაროდენ, რამეთუ შეწყალებისათვის ჩუენ, ცოდუილთა, ძესა ევედრები;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

კონდაკი 2

სულიერითა თუალითა მხედველმან მომავალისა ჟამისა საშინელისა ღმრთის-მბრძოლობისასა, წმიდამან მართალმან იოანე, რომელსა ეწოდა კრონშტადტელი, აკურთხა გამოსახვა წმიდისა ხატისა შენისა, ჰოჲ, დედაო ღმრთისაო. რაჲთა იყოს შემწე და ხელის აღმპყრობელი ყოველთა ჭირსა შინა მყოფთა, შევრდომილთა და სასოებითა ცხოვნებისათა მხმობელთა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 2

ცნობისა კაცობრივისა ხატი ესე განმანათლებელ არს, ვითარმედ არა ძალითა თვისითა განვსდევნით მტერთა, არამედ ძლიერებითა ღმრთისათა და შუამდგომელობითა ღმრთისმშობელისათა, რომლის ხატთაგან თვისთა აღმოადინებს სასწაულთა, რაჲთა უგალობდეთ ყოვლადძლიერსა მეოხსა ჩუენსა:

გიხაროდენ, დაცემად მიახლებულთა და უღონო-ქმნილთა მსწრაფლ-განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა და ბოროტ კაცთაგან სარწმუნო მცველო;
გიხაროდენ, განსაცდელისა და იჭუეულობის ჟამსა-მყოფელო;
გიხაროდენ, შეცდომილთა ჭეშმარიტსა გზასა მომყუანებელო;
გიხაროდენ, წვალებათა და განხეთქილებათა აღმომფხურელო;
გიხაროდენ, ღმთის-მბრძოლობისა წყუდიადისა მსწრაფლგანმაქარვებელო;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

კონდაკი 3

ძალი უკეთურთა დევნულებისა აღდგა ქრისტეანეთა ზედა და შეაგინა სიწმიდენი მათნი; ხოლო მიიღო რაჲ წმიდა ხატი შენი, დედაო ღმრთისაო, მამამან სერაფიმე, ვირიცელად წოდებულმა, დაიცვა იგი. რაჲთა საფარველისა მიმართ ზეცისა დედუფლისა მოსწრაფებულნი და შეწევნითა ღმრთისათა განმტკიცებულნი, მონოზონნი და ყოველნი მორწმუნენი ძრწოლითა და სიყუარულით უგალობდენ მაცხოვარსა ღმრთსა: ალილუია.

იკოსი 3

მქონებელი დიდთა საკვირველებათა, რომელთა არ არს რიცხვი, ყოვლადწმიდა ქალწული წმიდისა ხატისა თვისისა მიერ მიჰმადლებდა შეწევნას ყოველთა სარწმუნოებით და სიყუარულით მისდა მოლტოლვილთა და მხხმობელთა ესრეთ:

გიხაროდენ, დედუფალო ცათა და ქუეყანისაო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისა მაღლისაო;
გიხაროდენ, უხუებისა საკვირველებათა აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, ღმრთის-მბრძოლობის უკეთურებისა მამხილებელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებით მლოცუელთა მსწრაფლ-შემსმენელო;
გიხაროდენ, ღელუა-გუემულთა სულთა დამამშვიდებელო;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

კონდაკი 4

ღელუა ღმთის-მბრძოლობისა დარდახდა და შეურაცხ-ყვნა სიწმიდენი; მისცნა უფალმან ერი ჩუენი ხელთა მტერთასა, რაჲთა ჭირთა მიერ განწმედილთა და ცრემლთა მიერ განბანილთა გულისხმა-ყონ და შეინანონ, და მონანულთა ღაღად-ყონ ღმთისა მხსნელისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 4

ესმა რაჲ ჭირნი კაცთანი, მამამან სერაფიმე სენაკსა შინა თვისსა ღუაწლი საროველისა ბერისა იტვირთა და წინაშე ხატისა ღმრთისმშობელისა დღისი და ღამე გულსმოდგინედ ხხობდა ესრეთ:

გიხაროდენ, რამეთუ ცოდუილთა სინანულად განამზადებ;
გიხაროდენ, რამეთუ მონანულთა ცოდუილთა არა განაგდებ;
გიხაროდენ, ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა მოწყალე-მყოფელო;
გიხაროდენ, რამეთუ მტერთაგან ხილულთა და უხილავთა განგუარინებ;
გიხაროდენ, რამეთუ ბოროტისა სიკუდილისგან გვისხნი;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

კონდაკი 5

მხილველნი ღმრთივ-მავალისა მადლისა, რომელი აღმოეცენების წმიდისაგან ხატისა ღმრთისმშობელისა, ერნი შემოკრბებიან დაბასა ვირიცას და აღმოივსებიან კურნებას სულთა და ხორცთასა, სიხარულით მხმობელნი ძისა ყოვლადწმიდისა, ყოვლადუბიწოჲსა და უფროჲსად კურთხეულისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 5

იხილე რაჲ ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისაგან მოღებული ფრიადი მიმადლებული ძალი კურნებათა და შეწევნათა, სახიერო დედაო, უხუად გარდამოუვლენ მას ყოველთა მომავალთა შენდა და მღაღადებელთა ესრეთ:

გიხაროდენ, მომკუდარისა ყრმისა აღდგინებაო;
გიხაროდენ, უკურნებელთა სალმობათა კურნებაო;
გიხაროდენ, ხორცთა ჩუენთა სიმრთელეო;
გიხაროდენ, სულთა ჩუნეთა ცხოვნებაო;
გიხაროდენ, ცოდუისა საკვრელთაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, ზესთა სოფლად აღმყუანებელო;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

კონდაკი 6

მქადაგებელმან მსთუად განსვლისა თვისისა სოფლისა ამისგან მრავალსაჭირველისა და მღელვარისა, ბერმან წინაჲსწარ სთქუა ახალი საყოფელი წმიდისა ხატისა ღმრთისმშობელისა, სადა იგი სიყუარულითა ყოვლადმოწყალისა ღმრთისათა, სამებით დიდებულისა, ხმა-ყონ: ალილუია.

იკოსი 6

გამოუბრწყინვე სიხარული მწუხარებასა შინა მყოფსა იღუმენისას, წმიდისა გიორგის დარღუეულისა სავანის მიმღებელსა და ძალითა თვისითა აღდგენად ვერ-შემძლებელსა, მიანიჭე რაჲ მას დიდი წყალობაჲ: ყოვლადსაკვირველად გამოაჩინე წმიდა ხატი შენი, რაჲთა ძრწოლითა და სიყუარულითა უგალობდენ მას ესრეთ:

გიხაროდენ, რომელი არასადა დაგუაკლებ დედობრივსა შეწევნასა შენსა;
გიხაროდენ, რომელი მოყუარეთა შენთა საღმრთოჲთა სიყუარულითა ჰფარავ;
გიხაროდენ, აღძრუათა სოფლისა ზღვისათა მსწრაფლ დამაყუდებელო;
გიხაროდენ, მე ვარ თქუენ თანა - Dშენდა მომავალთა მაუწყებელო;
გიხაროდენ, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა - ნუგეშინის-მცემელო;
გიხაროდენ, რომელი ჭირსა და ურუასა შინა მყოფთა არა დაუტევებ;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

კონდაკი 7

ცხოვნების მნებებელმან ერმან იხილა ხატი, ვითარცა თავად ზეცისა დედუფალი, მოსრული წმიდათა მოციქულთა იოანე და იაკობის თანა წმიდისა გიორგის სავანესა დღესასწაულსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დაუჯდომელისასა, და ლმობიერებით ღაღად-ყო უფლისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 7

ახალი წყალობაჲ გვიჩუენე, ქალწულო ღმრთისმშობელო, საკვირველმოქმედითა ხატითა შენითა, რამეთუ სასწაულთა მისგან აღმოადინებ და შემწე-ექმნები ყოველთა სარწმუნოებით მისდა მოლტოლვილთა და მხიარულებით მხმობელთა შენდამი ესრეთ:

გიხაროდენ, ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენთვის მვედრებელო;
გიხაროდენ, მონანულთა ცოდუილთა ფრიად მოყუარეო;
გიხაროდენ, მტერთა ღმრთისათა მკაცრად დამსჯელო;
გიხაროდენ, წინააღმდეგომთა ძეთა ანაზდად გულისხმისმყოფელო;
გიხაროდენ, ბანაკთა ეშმაკთათა ერისაგან ჩუენისა მაოტებელო;
გიხაროდენ, ღმრთის-მოყუარეთა შვილთა შენთა მფარველო;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

კონდაკი 8

უცხო საკვირველებაჲ ვიხილეთ წმიდისა გიორგის სავანისათვის ზრუნვისა, რამეთუ მას შინა მცხოვრებელთა და მშრომელთა, და მუნ ლოცვად მომავალთა შეიტკბობდი, ღუაწლთა შინა მონოზონებისასა განამტკიცებდი, ჭირთა და იწროებათაგან იხსნიდი და შენ მიერ მაცხოვნებელისა ქრისტესა ღმრთისა მიმართ გალობად ყოველთა ასწავებდი: ალილუია.

იკოსი 8

ყოველთა გულისხმა-უყავ მკაცრად დასჯითა მორჩილისა, რომელსა სწადოდა ფარულად სივლტოლაჲ სავანით, ხოლო შეინანა რაჲ, წყალობაჲ მიანიჭე მას, რაჲთა ყოველთა ისწაონ ჟამსა განსაცდელისასა შევრდომად ხატსა შენსა წმიდასა და ლმობიერად ხმობად შენდამი ესრეთ:

გიხაროდენ, უგუნურთა ქცევათა სრულ-ყოფისა აღმკუეთელო;
გიხაროდენ, ცხოვნებისა მომუშაკებისა მნებებელთა შემწეო;
გიხაროდენ ღუაწლთა შინა მონაზონობისასა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, დაცემულთა მსწრაფლ აღმართებაო;
გიხაროდენ, შუამდგომელო ჩუენისა ცხოვნებისა;
გიხაროდენ, მცველო ჩუენო და სათნოებათა შინა ხელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

კონდაკი 9

ყოველი დაბადებული გაქებს შენ, უფალო, და იხარებს შენდამი შემოქმედისა, მხსნელისა, მეუფისა და მომავალისა მსაჯულისა თვისისა, რამეთუ მოგუმადლე დედაჲ შენი ურცხვენელად მეოხად და შესავედრებლად ყოველთა მღაღადებელთა შენთა, ჭეშმარიტისა ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 9

რიტორთა მრავალ- ხმათა განკვირვებაჲ მხოლო ძალ-უცთ, რაჟამს ესმიან ხმაჲ ღმრთისა და ღმრთისმშობელისა: „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“. ხოლო ჩუენ, მინდობილნი წმიდასა და სრულსა ნებასა ღმრთისასა, თაყუანის-გცემთ შენ, ყოვლადწმიდაო, ესევითარითა ხმობითა:

გიხაროდენ, სახიერისა მეუფისა სახიერო დედაო;
გიხაროდენ, ქრისტეს ცხოვართა შეკრებად მოღუაწეო;
გიხაროდენ, მწირთა და ობოლთა მცველო;
გიხაროდენ, ყოველთა მიმძლავრებულთა მფარველო;
გიხაროდენ, მლოცველთა თაფლმდინარე სიტკბოებაო;
გიხაროდენ, მომცემელო ნიჭთა და კეთილთა საუკუნეთაო;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

კონდაკი 10

ცხოვნება რაჲ სოფლისა ინებე, გამოუთქუმელი სასწაული პოვნისა წმიდისა ხატისა შენისა, დედუფალო, აუწყე ყოველთა ქალაქთა და დაბათა, რაჲთა მხედველთა შენთა, დღესასწაულითა და დიდებითა მათდა მომავალსა, სიხარულით ღაღადყონ ღმრთისა სამებისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 10

ზღუდე ხარ და სიწმიდე აღუწერელი, მოწყალებაჲ გამოუთქუმელი და ძლევაჲ უძლეველი, ღმრთივაღრჩეულო ყრმაო, მოგუხედენ ჩუენ, მარადის სიმდაბლით მლოცველთა წიანშე ხატისა შენისა და მგალობელთა შენთა, მიმადლებულო, ესრეთ:

გიხაროდენ, დაუწყუედელო წყაროო მოწყალებისაო;
გიხაროდენ, სულიერისა წყურვილისა ყოველთათვის დამშრეტელო;
გიხაროდენ, ჩუენ, ცოდუილთა მოწყალეო შუამდგომელო;
გიხაროდენ, ჩუენთვის მოუკლებელად ქრისტესა ღმრთისა მვედრებელო;
გიხაროდენ, სასოო და შესავედრებელო ჩეუნისა ცხოვნებისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა წინაშე ჩუენთვის მწყალობელო მეოხო;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

კონდაკი 11

მადლობისა გალობასა შევსწირავთ შენდა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ცოდუილნი და უხმარნი მონანი შენნი, რამეთუ მეოხ-ექმნები ყოველთა მოსავთა შენთა და მღაღადებელთა ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 11

ნათლისა მტვიირთუელ ლამპარად მოგვიგიე შენ, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო, რამეთუ განგუანათლებ ნათლითა ძისა შენისათა და მოგუმადლე ხატი შენი ძლევაშემოსილი, რაჲთა არა შევბრკოლდეთ ღამესა უკუანაჲსკნელისა ჟამისასა, არამედ შენ მიერ შეზღუდვილნი ვჰმსახურებდეთ უფალსა ნათელსა შინა მისსა, მსასოებელნი შენნი ესრეთ:

გიხაროდენ, ცოდუისა წყლულებათა მკურნალო;
გიხაროდენ, ღრთისა სასუფევლისად წინამძღომელო;
გიხაროდენ, ხელთა შენთა მტვირთუელო ყოველთა მტვირთუელისაო;
გიხაროდენ, ოქროსა ბჭეო ცათა სასუფევლისაო;
გიხაროდენ, ნათლითა ძისა შენისათა განმანათლებელო ჩუენო;
გიხაროდენ, ხედვითა ხატისა შენისათა დამატკბობელო ჩუენო;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

კონდაკი 12

მადლისა მიცემისა მნებებელმან ერისა შენისათვის, დედუფალო, მოგუანიჭე ხატი შენი და მის თანა აღთქუმაჲ: „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“, რომლისა გარდახდომა არასადა ძალ-უცს არცა ერთსა ხილულსა და უხილავსა მტერსა ჩუენსა. რაჲთა მქონებელთა ჩუენ ზედა ესევითარისა საღმრთოჲსა განგებულებისა, ღაღად-ვყოთ ყოვლადმოწყალისა ღმრთისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 12

მგალობელნი საკვირველებათა შენთანი, ყოვლადძლიერო დედუფალო, გიცნობთ შენ, ვითარცა მხურვალესა და სიყუარულითა სავსე მეოხსა, რაჲთა ყოველნი შენდა მოსწრაფებულნი არა სირცხვილეულ-იქმნენ, არამედ მარადის შენ მიერ დაცულნი ხმობდენ შენდამი ესრეთ:

გიხაროდენ, ნუგეშო ჭირთა შინა მყოფთაო;
გიხაროდენ, ზღუდეო მსასოებელთა უფლისა ღმრთისათაო;
გიხაროდენ, რომლისაგან ძრწიან მტერნი ჩუენნი;
გიხაროდენ, რამეთუ მქონებელნი ხატისა შენისანი განსცხრებიან;
გიხაროდენ, მადიდებელთა შენთა განმადიდებელო;
გიხაროდენ, ერისა ჩუენისა და ყოველთა ქრისტეანეთა ფრიად მეოხ-მყოფელო;
გიხაროდენ, ზეციერო დედაო ჩუენო, სიტყუათა მიერ შენთა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ სულთა ჩუენთათვის მიმადლებულისა ძალისა მომნიჭებელო.

 

იკოსი 13

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო, ყოვლადუბიწოო, უფროჲსად კურთხეულო ღმრთისმშობელო ქალწულო მარიამ, ყოვლადმოწყალეო დედაო ღმრთისა და კაცთაო, მოხედენ მწუხარეთა სულთა ჩუენთა და მოწყალე-იქმენ, ყოვლადუბიწოო, შესწირე მრავლისა შემძლებელი ლოცუა შენი მართლისა მსაჯულისა მიმართ შეწყალებად ჩუენ, ცოდუილთა. მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადსაგალობელო ღმრთისმშობელო, გამოუბრწყინვე ნათელი დაბნელებულთა გულთა და ცისკროვან-ყავ სამწყსოჲ შენი, ყოვლადუბიწოო, რაჲთა შენ მიერ ცხოვნებულნი სიხარულით უგალობდეთ ღმერთსა: ალილუია, ალილუია, ალილუია.

(ეს მუხლი იკითხება 3-გზის და კუალად კონდაკი 1 და იკოსი 1).

 

ლოცუა ღმრთისმშობელისა მიმართ წინაშე საკვირველმოქმედისა ხატისა მისისა
„მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“

ჰოჲ ყოვლადსახიერო მეოხო ქრისტეანეთა მოდგმისაო, დედაო მარჯუენითა თვისითა ყოვლისა მპყრობელისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა! მოგუფინე ჩუენ წყალობანი და მოწყალებანი მისნი, რაჲთა არა შევშინდეთ და შევძრწუნდეთ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რამეთუ არქუ მოსავთა შენთა: „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“.

დაიცევ ჭეშმარიტი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია და სავანე ჩუენი განხეთქილებათა და წვალებათაგან; მოეც დასაბამი სინანულისა ერსა ჩუენსა და მოაქციენ ღმრთივ-მონიჭებულსა გზასა უბიწოჲსა სარწმუნეობისასა, რაჲთა აღივსოს სუნნელებითა ლოცუისათა და აღყუავდეს, ვითარცა შროშანი ველისა; რაჲთა კეთილმსახურებით და სიწმიდით ვსცხოვრობდეთ, მარადის შენ მიერ დაცულნი საცთურთაგან ანტიქრისტესთა, ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, ტომითისაგან ბრძოლისა, ძვრისა, ცეცხლისა, სიყმილისა და სიკუდილ-შემოსილისა წყლულებისგან; ამაოჲსა სიკუდილისაგან, ტყუეობისა და სახლეულთა შორის მტერობისაგან; მოწესეთა ცხოვრებაჲ განამტკიცე და გუაცხოვნენ ჩუენ, ყოვლადუბიწოო, რამეთუ შენ გესავთ სიტყუათაებრ შენთა: „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“.

ევედრე ჩუენთვის, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, უფალსა ღმერთსა ჩუენსა, მწყალობელსა და მხსნელსა, რაჲთა არა დაგუაკლოს მფარველობაჲ და სასუფეველისა თვისისა თვისებაჲ, რომელმან თავად ჰრქუა მორწმუნეთა თვისთა: „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“. რამეთუ მისი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.