ევედრებიან სიყრუის სნეულებით შეპყრობილნი
ყოველ ტომთაგან რჩეულო დედაო ღვთისაო და დედუფალო, რომელი თვით უსჯულო კაცსაც ეცხადები, უწმინდურ გზიდან სამადლობელსა გალობასა მოგართმევთ შენ, ღვთისმშობელო, რამეთუ გაქუს მოწყალება გამოუთქმელი. თავისუფალ გვყვენ ყოველთა ჭირთა და ცოდვათაგან მღაღადებელნი შენნი: გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
განაკვირვე რა ანგელოზნი და მართალნი, ოდეს წარსდექი წინაშე ძისა შენისა და ღვთისა, და მრავლითა ლოცვითა შუამდგომელობდი კაცსა მარად შემცოდეს, ხოლო მხევალნი სარწმუნოებით შენისა კეთილნაწლეობის სასოებით გიხმობთ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოველთა ქრისტიანეთა ლოცვით შემწყარებელო;
გიხაროდენ, თვით განწირული ცოდვილისა ვედრებისა არა უკუმგდებო;
გიხაროდენ, ძისა შენისადმი მათთვის მეოხო;
გიხაროდენ, გამოხსნით მოულდნელი სიხარულისა მომცემელო;
გიხაროდენ, შენითა შუამდგომელობითა მთელი ქვეყნიერების დამხსნელო;
გიხაროდენ, ყოველთა მწუხარებათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ღვთისა დედაო, ყოველთა განბოროტებულთა სულთა მამშვიდებელო;
გიხაროდენ, ჩვენისა ცხოვრებისა კეთილად წარმმართებელო;
გიხაროდენ, ყოველთათვის ცოდვისაგან განრინებისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ქვეყნისა სიხარულისა აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
მხედველი, ყოვლადწმიდაო, კაცისა მარად შემცოდისა, ყოველსა დღესა რწმენითა და სასოებით პატიოსანისა ხატისა შენისა მომართ მოლტოლვილიისა და მისთვის მთავარანგელოზის მისალმებისა მომრთმეველისა, შეისმინე ცოდვილისა ამის სიტყვანიცა, და ვითარმედ ყოველნი ჰხედვენ შენსა დედობრივსა მოწყალებასა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, უგალობენ ღმერთსა „ალილუია“.
ჭეშმარიტად, კაცობრივულსა გონებასა აღემატება სიყვარული შენი ქრისტიანეთა მოდგმისადმი, რამეთუ არა დაშვერი მეოხებითა კაცისა უსჯულოსათჳის, ხოლო ოდეს ძემან შენმან გაჩვენა ნალურსმნევნი წყლულნი კაცთა ცოდვათა გამო, გხედავთ შენ მიუდრეკელსა მეოხსა ცოდვილთათვის, მხოლოსა ცრემლითა გიგალობთ შენ.
გიხაროდენ, ღვთისაგან მონიჭებულო ქრისტიანული მოდგმისათვის გულსმოდგინე მეოხო;
გიხაროდენ, ზეციური სამშობლოსაკენ აღმყვანებელო მეგზურო;
გიხაროდენ, ერთგულთა შენთა მცველო და თავშესაფარო;
გიხაროდენ, ყოველთა წმიდისა სახელისა შენისა მომწოდებელთა შემწეო;
გიხაროდენ, ყოველთა მომაგებელთა და უარყოფილთა თხრილიდან აღმომტაცებელო;
გიხაროდენ, მათისა მართლისა გზასა ზედა მომაქცეველო;
გიხაროდენ, მუდმივისა მოწყინებისა და სულიერი წყვდიადისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, გონებადაბნელებულთათვის ახლისა და უმჯობესისა აზრისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, მკურნალთაგან მიტოვებულთათვის შენთა ყოველისშემძლე ხელთა ზეცად აღმპყრობელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
ძალი მაღლისა სჭარბობს მუნ, სადაცა ცოდვა არ გადაემატოს. დაე, გალობდნენ ცათა შინა ანგელოსნი ერთსა მონანულსა ცოდვილსა ზედა, წარმდგარნი წინაშე ტახტისა ღმრთისასა, მღაღადებელნი - „ალილუია“.
ქრისტიანული მოდგმისათვის დედობრივი მოწყალებით მვედრებელო, აღუპყრობ ხელსა შეწევნისასა, ყოველთა შენდამი რწმენითა და სასოებით მოლტოლვილთა, და ყოველნი ერთითა გულითა და ერთითა პირითა გმეტყველებენ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, რამეთუ შენითა მეოხებითა მოვიღებთ ჩვენ წყალობასა ღმრთისასა;
გიხაროდენ, რამეთუ შენმიერითა კადნიერებითა მივმართავთ ღმერთსა;
გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა ჭირთა და ურვათა გამო შესწირავ ღმერთსა გულმოდგინე ლოცვასა შენსა;
გიხაროდენ, რამეთუ ღვთისადმი სათნოყოფ ჩვენთა ლოცვათა;
გიხაროდენ, რამეთუ გვიხსნი ჩვენ ხილულთა მტერთაგან;
გიხაროდენ, ბოროტ კაცთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, ცილისწამებისა, ყუვედრებისა და გაკილვისაგან მცველო;
გიხაროდენ, ყოველთა კეთილ სურვილთა ჩვენთა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, წინაშე ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა ვედრებითა ყოვლისა შემძლებელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
ცოდვილ განზრახვათა ქარიშხალით შეპყრობილმა უსჯულომ, ილოცა რა წინაშე პატიოსნისა ხატისა შენისა, იხილა დაუსამამოისა ძისა შენისა წყლულთაგან მოდენილი ნაკადი სისხლისა, ვითარცა ჯვარსა ზედა და, შიშით შეპყრობილმა, გოდებით ხმაჰყო; შემიწყალე მე, ჰოი, დედაო მოწყალეო, და ნუ აღემატება ბოროტება ჩემი გამოუთქმელსა მადლსა შენსა და მოწყელებასა, რამეთუ შენ ხარ მხოლოი სასოებაი და თავშესაფარი ყოველთა ცოდვილთა. მოიხილე წყალობითა სახიერო დედუფალო, და ევედრე ძესა შენსა და შემოქმედსა ჩუენსა, რათა დაუდუმებლად ვხმობდეთ მისდამი: „ალილუია“.
ესმა რა სასუფეველისა მკვიდრთა ლოცვითა შენითა სასწაულით გამოხსნა წარწყმედულისა ქვეყნიერისა ძმისა, გადიდებდნენ გულმოწყალესა დედუფალსა ცისასაი და ქვეყანისასა და ჩვენ, ვიხილეთ რა ესრეთ ცოდვილისა მფარველობა, ენით ვერ გამოგვითქვამს ღირსებით დიდება შენი, არამედ შემუსრვილისა გულის სიღრმითგან გიგალობთ ესრეთ:
გიხაროდენ, ცოდვილთა გამოხსნის თავსმდებო;
გიხაროდენ, ცოდვილთა მოულოდნელო სიხარულო;
გიხაროდენ, დაცემულთა აღდგომაო;
გიხაროდენ, წინაშე ღვთისა წარმდგარო ქვეყნის უბედურების გამოსახსნელად;
გიხაროდენ, ხმითა შენითა ეშმაკთა შემაძრწუნებელო;
გიხაროდენ, მით ანგელოზთა განმამხიარულებელო;
გიხაროდენ, ძალითა ლოცვისა შენისათა მხიარულებით აღმავსებელო;
გიხაროდენ, მით ცოდვათა ბადეთაგან ჩვენო გამომყვანებელო;
გიხაროდენ, ვნებათა ჩვენთა ალის დამშრეტელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
ღვთისმფრქვეველი ვარსკვლავი, სასწაულთმოქმედი ხატი ღვთისმშობლისა, წარმოგვიდგა ჩვენ, ღმერთო, ვითარ მხედველნი სახისა მისისაი თვალებითა ხორციელითა, გონებასა და გულსა ზეცად აღვიპყრობთ, ღვთისადმი მგალობელნი: „ალილუია“.
ქრისტეანეთა მფარველი ანგელოსნი ხედვენ, თუ ვითარ შეეწია მათ დედა ღვთისა დარიგებით, ლოცვითა და გამოხსნით, რომელსაცა ესრეთ ვუგალობთ: უპატიოსნესო ქერუბიმთაო და აღმატებით უზესთაესო სერაბიმთაო:
გიხაროდენ, რომელი მარად მეუფებ ძისა და ღვთისა შენისა თანა;
გიხაროდენ, რომელი მარად აღავლენ მისადმი ლოცვას ქრისტიანული მოდგმისას;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა სარწმუნოებით და სათნოებით განმსწავლელო;
გიხაროდენ, მწვალებელთა და საზიანო გათიშულობათა აღმომფხვრელოლ;
გიხაროდენ, სულისა და ხორცის გამხრწნელ მიდრეკილებათაგან დამცველო;
გიხაროდენ, საშიშ გარემოებათაგან და მოუნანიებელი და უზიარებელი უეცარი სიკვდილისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, შენთა მსასოებელთათვის ურცხვენელისა აღსასრულის მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, სიკვდილისა შემდგომი უფლისა სამსჯავროისა წინაშე სულთათვის დაუცადებელო შუამდგომელო;
გიხაროდენ, დედობრივითა მეოხებითა მარადიულთა სატანჯველთაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
სასწაულებრივისა მოწყალებისა მინიჭება ერთი უსჯულო კაცისადმი გვიქადაგა წმიდა დიმიტრი როსტოველმა, რომელიც იწერდა დიდთა საგოგმანოთა და ჩინებულთა საქმეთა ღვთისათა; შენითა გამოცხადებითა წერილობით გადმოსცა საქმე ესე შენისა მოწყალებისა ყოველთა ერთგულთა დასამწყსველად და სანუგეშოდ, რათა ცოდვებსა, მწუხარებასა და განბოროტებასა შინა მყოფთა შესძლებოდათ ყოველსა დღესა სარწმუნოებით დაცვა მუხლთმოდრეკითა შენისა ხატისა წინაშე და მიერთმიათ ღაღადება ღვთისა მიმართ: „ალილუია“.
ცისკრად ბრწყინვალედ მოგვევლინა სასწაულთმომქმედი ხატი შენი, ღვთისმშობელო, რომელი დევნის ბნელსა უბედობისა და მწუხარებისასა ყოველთაგან, რომელნი სიყვარულით გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ხორციელთა სნეულებათა ჩვენთა მკურნალო;
გიხაროდენ, სულიერთა მწუხარებათა ჩვენთა კეთილმანუგეშებელო;
გიხაროდენ, ურვათა ჩვენთა სიხარულად გარდამაქცეველო;
გიხაროდენ, უსასოთა უეჭველითა სასოებითა განმამხიარულებელო;
გიხაროდენ, მშიერთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, შიშველთა შემმოსველო;
გიხაროდენ, ქვრივთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, უდედოდ დაშთენილ ობოლთა უხილავო მზრდელო;
გიხაროდენ, უსამართლოდ დევნილთა და ჩაგრულთა მფარველო;
გიხაროდენ, მდევნელთა და მჩაგვრელთა მართლმსაჯულებითა შურისმაძიებელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
სჯულმდებელი და მართლმსაჯული უფალი, თუმც თვით აღასრულებს სჯულსა და მოგვივლენს უფსკრულსა მოწყალებისასა, არამედ კურთხეულო დედაო და ქალწულო, მუხლს ვიდრეკთ წინაშე შენსა, უსჯულოისა კაცისა გამო შენისა გულსმოდგინე ლოცვისათვის. ვითარმედ სჯული ბრძანებს: ძე პატივსა სცემს მამასა, დედაო ჩემო, უკეთუ ძე შენი ეგეთ გცემს პატივსა, ისმენს ვედრებასა შენსა და აწ მიუტევებს ცოდვებსა შენს გამო, ამგვარი ლოცვის ძალისა მხედველთ უმეტეს გვმართებს ვედრება ჩვენს ცოდვათა მოსატევებლად მეოხისა დედისადმი, შენისა გამოუთქმელისა კეთილნაწლეობისადმი მხმობელი ესრეთ: „ალილუია“.
უფალო, ახალი შესანიშნავი სასწაული გამოგვიხატე ყოველთა ერთგულთა, რამეთუ არა ხოლო დედასა შენსა, არამედ უწმიდესსა ხატსა მისსა, ფიცარზე გამოხატულსა, მიანიჭე ძალა სასწაულთმოქმედებისა, საიდუმლოთა ამათ საოცრებათა, მოწიწებითა აღვსილითა გულითა ვხმობთ მისდამი ესრეთ:
გიხაროდენ, სარწმუნოებისა სიმტკიცეო;
გიხაროდენ, სიქველის მომმადლებელო;
გიხაროდენ, სულის სასარგებლო ცოდნისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, სულის საზიანო სწავლათა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, უსჯულო ჩვეულებათა ჩვენთა იოლო გადალახვაო;
გიხაროდენ, მვედრებელთათვის ბრძნულისა სიტყვისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, უგუნურთა გონიერად მომაქცეველო;
გიხაროდენ, უნიჭოთა ყრმათათვის გონებისა მომმადლებელო;
გიხაროდენ, ყრმათა სახიერო მფარველო და დამრიგებელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
უცნაური და საშინელი ხილვა ჰქონდა ერთსა უსჯულოსა კაცსა: ეჩვენა მას ღვთისმშობელი, ცოდვილთა მეოხი, და მადლითა მისითა მერთჟამითგან ღვთის სათნოდ შესცვალა ცხოვრება თვისი, ეგრეთცა ჩვენ, მხედველნი ღვთისა დიდებულისა საქმისა და მრავალფერისა სიბრძნისა ქვეყნად და უწინარეს საუკუნეთა, განვეშორებით მიწიერსა ამაოებასა და ნამეტნავსა ქვეყნიერსა ზრუნვასა და გონებასა და გულსა ზეცად აღვიპყრობ ღვთისადმი მგალობელნი „ალილუია“.
სრულიად ზეცად დამკვიდრებულო და ქვეყნითგან არა განშორებულო, უმოწყალესო დედუფალო ცათა და ქვეყანისაო, რამეთუ მიძინებასა შენსა ამაღლდი ზეცად უწმიდესითა ხორცითა შენითა, ჰხედავდი და არა დაუტევებდი ცოდვილთა ქვეყნისათა, რომელი იღწვი ძისა შენისა განგებულებისამებრ ქრისტიანული მოდგმისათვის, ამის გამო მოვალენი გნატრით შენ ესრეთ:
გიხაროდენ, უბრწყინვალესითა სულისა შენისა შარავანდედითა მთლად ქვეყნისა განმანათლებელო;
გიხაროდენ, უწმიდესითა ხორცითა შენითა სრულიად ზეცისა განმამხიარულებელო;
გიხაროდენ, განგებულებითა ძისა შენისათა ქრისტიანული მოდგმის წმიდა მსახურებაო;
გიხაროდენ, სრულიად ქვეყნიერებისა გულმხურვალე შუამდგომელობაო;
გიხაროდენ, წინაშე ჯვარისა ძისა შენისა ყოველთა ჩვენდა მაშვილებელო;
გიხაროდენ, ჩვენდა მომართ მარადის დედობრივისა სიყვარულისა გამომვლენელო;
გიხაროდენ, ყოველთათვის სულიერთა და ხორციელთა ნიჭთა დაუშრეტელად მომნიჭებელო;
გიხაროდენ, დროებით სიკეთეთა მეოხო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის ქრისტეს სასუფევლის კარის განმღებელო;
გიხაროდენ, ამა ქვეყნად გულით წმიდათა სიხარულით აღმავსებელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
ანგელოზთა ყოველი ბუნება განაკვირვა შენისა მოწყალებისა საქმემან, უფალო, რამეთუ ესოდენ მტკიცე და მხურვალე მფარველი, უხილავად ჩვენთანა მყოფელი, მოანიჭე მოდგმასა ქრისტეანულსა, შემსმენელსა შენდამი გალობისა: „ალილუია“.
მრავლისმეტყველნი, ოდენ არა გვთივგანბრძნობილნი, ამაოდ იტყვიან, ვითარმედ წმიდისა ხატისა თაყვანისცემა არს თაყვანისცემა კერპთა, ვერ მიმხვდომელნი იმისა, რამეთუ წმიდათა ხატთადმი აღვავლენთ დიდებასა, ხოლო ამის კეთილმოქმედებითა მრავალნი სასწაულთ იხილვენ ღვთისმშობლის ხატიდან და მისი თაყვანისმეცმელნი მოვიღებთ სასურველსა მოწყალებასა, მუნვე და მომავალსაცა ცხოვრებაში, ღვთისმშობლისადმი სიხარულით მღაღადებელნი:
გიხაროდენ, რამეთუ კურთხეულისა ხატისა შენისაგან სასწაულნი მოგვეცემიან;
გიხაროდენ, რამეთუ სიბრძნე და მადლი დაეფარვის ბრძენთა და გონიერთა ამა ქვეყნისათა;
გიხაროდენ, რამეთუ მიეცემის იგი სარწმუნოებით ჩვილთა;
გიხაროდენ, რამეთუ განადიდებ შენთა მადიდებელთა;
გიხაროდენ, რამეთუ წინაშე ყოველთა არცხვინებ შენთა უარისმყოფელთა;
გიხაროდენ, რამეთუ გვიხსნი წყლის, ცეცხლისა და სასიკვდილოისა მახვილისაგან;
გიხაროდენ, რამეთუ შენითა მოწყალებითა ჰკურნებ ყოველთა კაცობრიულ სულიერ და ხორციელ სნეულებათა;
გიხაროდენ, რამეთუ ვედრებითა შენითა მწრაფლ განაქარვებ ჩვენზედა მართლიად მოწევნადსა რისხვასა;
გიხაროდენ, რამეთუ მშვიდ ნავთსაყუდლად გვევლინები ქვეყნიური ზღვის ქარიშხალში მცურავთა;
გიხაროდენ, რამეთუ ქვეყნიური ცხოვრების ზღვაში ცურვის დასასრულს სასოებით მიგვიძღვი ქრისტეს სასუფეველის უშფოთველ სამყაროში;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
გენება რა ერთი უსჯულო კაცის გამოხსნა დაბნეული ცხოვრებიდან, საოცარი ხილვა უჩუენე მას პატიოსნისა ხატისა შენისაგან, კურთხეულო, რათა შეენანა სასწაულებრივითა ხილვითა ცოდვის სიღრმიდან შენი წყალობის განგებულებით აღმდგარს, ღვთისადმი ღაღადებით: „ალილუია“.
ღვთისმშობელო ქალწულო, ქალწულებისა კედელო ყოველთა შენდამი მოვლტოლვილთაო, რამეთუ ცისა და ქვეყნის შემომქმედი შთაისახა საშოსა შენსა და იშვა შენგან, მარად ქალწულო, ქალწულებისა სიწმიდისა და უმანკოებისა მცველად და ყოვლისა სათნოებისა ჭურჭლად გყო შენ შობილმან შენგან და ყოველთა გვასწავლა გალობა შენდამი:
გიხაროდენ, ქალწულებისა სუეტო და ზღუდეო;
გიხაროდენ, უხილავო საფარველო სიწმიდისა და უმანკოებისაო;
გიხაროდენ, ქალწულთა სათნოთა დამრიგებელო;
გიხაროდენ, კეთილშემამკობელო და შემწეო სასძლოთაო;
გიხაროდენ, ყოვლად სასურველ შეუღლებულთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, დედათა მშობიარეთა მსწრაფლ მომამშობიარებელო;
გიხაროდენ, აღმზრდელო და კეთილად დამცველო ჩვილთა;
გიხაროდენ, უშვილო ცოლ-ქმართა რწმენითა და ნაყოფთა სულიერითა მომლხენელო;
გიხაროდენ, მწუხარეთა დედათა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ქალწულთა წმიდათა და ქვრივთა საიდუმლო ლხინებაო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
ყოვლად ლმობიერსა გალობასა მოგართმევთ შენ უღირსნი ესე და გევედრებით, ღვთისმშობელო ქალწულო, ნუ უგულებელსჰყოფ ხმათა მონათა შენთათა. მოვილტვით რა შენდა ურვასა და მწუხარებასა შინა მყოფნი და ცრემლითა და ღაღადებითა მხმობელნი შენდამი ესრეთ: „ალილუია“.
სანთლად შუქმფენად ვჭვრეტთ ქალწულსა წმიდასა, ბნელეთსა ცოდვისასა და ცის ქვეშეთის გლობასა შინა მყოფნი, გამხნევებულნი მცხინვარებითა სულიერითა, ლოცვითა, დარიგებითა და ნუგეშინისცემითა მივყავართ ნათელსა დაუღამებელსა ყოველნი თაყვანისმცემელნი მისნი, მხმობელნი ესრეთ:
გიხაროდენ, სხივო ქრისტესა ღვთისა ჭეშმარიტებისა გზისაო;
გიხაროდენ, ყოვლისა საიდუმლოისა და ძნიად წარმოსადგენისა კეთილად აღმასრულებელო და ამისსავე მეტყველო;
გიხაროდენ, ცრუ წინასწარმეტყველთა და ამაო მისანთა მარცხვინებელო;
გიხაროდენ, ჟამსა დაბნეულობისასა გულთა შინა ჩვენთა კეთილისა აზრისა შთამდებო;
გიხაროდენ, მმარხველთა და მლოცველთა მარადის თანამყოფელო;
გიხაროდენ, მხნეობაო და შთამაგონებელო ერთგულთა მოძღვართა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ურცხვენელად დამცველო ღვთისადმი მონანულ ცოდვილთაო;
გიხაროდენ, მხურვალე დამცველო ყოველთა ქრისტიანეთაო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
გამოგვითხოვე მოწყალება ღვთისა, ძისა და ღვთისა შენისაგან, ღვთისმშობელო. ხელაღპყრობილნი, შემწეობითა შენითა, განგვარინე ყოველთა მტერთა და მოშურნეთაგან, დაამშვიდე ცხოვრებაი ჩვენი, რაითა არა წარვწყმდთ უმოწყალოდ, უნანელად, არამედ შევივრდომე მარადიულსა საფარველსა ქუეშე შენსა, რაითა მხიარულებითა ვუგალობდეთ გამომხსნელსა ღმერთსა ჩვენსა ესრეთ: „ალილუია“.
ვუგალობთ რა გამოუთქმელსა დედობრივსა მოწყალებასა შენსა კაცისა უსჯულოსადმი, გაქებთ შენ ყოველნი, ვითარცა ცოდვილთათვის მტკიცეს შუამდგომელსა, თაყვანის-გცემთ მლოცველსა ჩვენთვის და გვრწამს ესე და ვსასოებთ, ვითარმედ გამოგვითხოვ ძისა და ღვთისა შენისაგან კეთილსა დროებითსა და ყოვლად მარადიულსა სიყვარულით მღაღადებელნი შენდამი:
გიხაროდენ, ქვეყნის, ხორცისა და ეშმაკისაგან გამოსრული ყოველი ცილიწამებისა და განსაცდელისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, ცოდვილთა მოუქცეველთა და მოუნანიებელთა გამმართველო;
გიხაროდენ, უნუგეშოდ სასოწარკვეთილთა და მწუხარეთა მსწრაფლ მანუგეშებელო;
გიხაროდენ, მორჩილებისა და მოთმინებისა მადლითა ჩვენო უზრუნველ-მყოფელო;
გიხაროდენ, ფიცის გამტეხთა და უსამართლოდ მომხვეჭელთა საჯაროდ მამხილებელო;
გიხაროდენ, შინა-ბრძოლთა და თანამოძმეთა მტრობის მშვიდობით და სიყვარულით შემომფარგვლელო;
გიხაროდენ, წამოწყებათაგან დამღუპველთა და სურვილთაგან უაზროთა ჩვენო უხილავად განმათავისუფლებლო;
გიხაროდენ, ჩვენთა კეთილთა სურვილთა მარადის მომსწრაფველო;
გიხაროდენ, ჟამსა აღსრულებისასა ჩვენთა ყოველთა შემწეო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.
ჰოი, ყოვლად საგალობელო დედაო, დაუტევენლისა ღვთისა წიაღთა შენთა შორის დამტევნელო და ყოვლისა სოფლისათვის მშობელო სიხარულისა, შეიწირე გალობა ესე ჟამსა ამას, შესცვალე სიხარულად ყოველი მწუხარები ჩვენი და გვიხსენ ყოვლისა უბედობისა და განგვაყენენ ჩვენზედა მოწევნადისა სატანჯველისაგან მხმობელნი შენდა: „ალილუია“.
ეს კონდაკი იკითხება 3-ჯერ, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1.