ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მრავალფერთა გვემათა და განსაცდელთა შინა გამოხურვებულო და საღმრთოჲთა ბეჭდითა აღტვიფრულო, რომელი ღმრთისა საყდარსა მიმთხვეული ანგელოზთა თანა ფრთოვანებ, გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაჲთა ყოველთა სნეულებათაგან დახსნილი და სულთა და ხორცთა სიმრთელესა მიმთხვეულნი ქებასა მას სამარადისოსა შეგასხმიდეთ მგალობელნი შენნი; გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერითა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
ქუეყანისა ანგელოსად და ზეცისა კაცად ჩინებულო, ახოვანითა მოღვაწებითა ამსოფლით განსრულსა და სასუფეველსა მიწევნულსა, რომელსა მოწამეობისა და უბიწოებისა ოქროქსოჲლისა პორფირი იგი შვენიერი გმოსიეს, შენ, მეოხსა სულთა ჩვენთასა, ესრეთ გადიდებთ;
გიხაროდენ მართლმადიდებელისა ეკლესიისა მნათობო ბრწყინვალეო;
გიხაროდენ, ყოვლად პატიოსანთა მოწამეთა შვენებაო;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოისა მოთმინებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, მოქენეთა შენთა სიქადულო;
გიხაროდენ, ქრისტესმიერისა ძლევისა მის საკვირველისა თანამოსაგრეო;
გიხაროდენ, სულთა ჩვენთა საზრდელად აღმოცენებულო მცენარეო;
გიხაროდენ, ხორცთა შინა ანგელოზებრივისა ცხოვრებისა მომღებელო;
გიხაროდენ, სასუფევლისა ნეტარებისა მეხმეო;
გიხაროდენ, ღმრთეებრივითა გონებითა ცხოველქმნილო;
გიხაროდენ, ცხოველითა მით გონებითა სარწმუნოებისა განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, ბრწყინვალებითა მით განსაკვირველითა ბელიარისა საცთურთა მომაოხრებელო;
გიხაროდენ, განრღვეულთა მამრთელებელო;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
გიხილა რაჲ მეფემან ჭურჭელი საღმრთოჲ, შვენიერებაჲ იგი სულისა შენისაჲ შეიყვარა, რამეთუ შენ მიწისა ამაოებაჲ მოიძულე და ღმრთეებრივითა სიყვარულითა და მოწამეობრივისა გვირგვინისა სურვილითა აღტრფობილი მგალობლად ფრთოვან-იქმენ: ალილუია.
ზეშთაცოდნითა განმდიდრებულო მხედარო ქრისტესო, რომელმან საღმრთოჲსა სიტყვისა განცხადებითა მეფე იგი მაქსიმიანე განაკვირვე, შენდამი, ქრისტესმიერისა კადნიერებისა მქონებელისა მიმართ, ესრეთ ვმეტყველებთ:
გიხაროდენ, სარწმუნოებისა ზედა მართლმდგომარეო;
გიხაროდენ, ნერგო ჭეშმარიტისა ღმრთისმსახურებისაო;
გიხაროდენ, მზაკვარისა მანქანებისა შემმუსვრელო;
გიხაროდენ, უშჯულოებისა მამხილებელო;
გიხაროდენ, კერპთა მათ საცთურიანთა დამამხობელო;
გიხაროდენ, უღმრთოთა კრებულისა მაოტებელო;
გიხაროდენ, უხრწნელისა საუნჯისა მომგებელო;
გიხაროდენ, რომელი ანგელოზთა თანა ნეტარებ;
გიხაროდენ, რამეთუ მოწამეთა თანა განსცხრები;
გიხაროდენ, ბელიარისა განმაქიქებელო;
გიხაროდენ, რამეთუ არა ეზიარე საქმეთა უღმრთოთასა;
გიხაროდენ, რამეთუ შენითა მხნეობითა მაქსიმიანე იძლევის;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
მახვილითა თავწარკვეთილო და დიდმოწამეობითა გვირგვინოსან-ქმნილო, განსაკრთომელითა მით სულიერისა ძალითა აღვსებულმან შენისა წინააღმდგომისა სიცოფეჲ განბასრენ და მრავალფერნი საწამებელნი არად შერაცხენ მღაღადებელმან ღმრთისა მიმართ: ალილუია.
შენისა წარკვეთილისა თავისა მომგებელნი და მოგებითა მით შვენიერითა განუპარველისა საფასისა მეუნჯენი, რომლისაგან კურნებისა უხვებასა გვიწყაროებს ქრისტე, ვხმობთ შენდა მიმართ ესრეთ:
გიხაროდენ, ქრისტეანეთა მცველო მიურულებელო;
გიხაროდენ, სლვათა ჩვენთა წრფელმყოფელო;
გიხაროდენ, უღმრთოებისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ტანჯვისა დათმინებისა სახეო მასწავლელო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა სიქადულო;
გიხაროდენ, კურნებათა მადლისა მდინარებაო;
გიხაროდენ, სათნოებათა საგანძურო;
გიხაროდენ, კეთილსულნელო მირონო სულიერო;
გიხაროდენ, შენთა მოქენეთა მსწრაფლშემსმენელო;
გიხაროდენ, დაბრმობილთა თვალთა აღმხილველო;
გიხაროდენ, მკელობელთა განმმართველო;
გიხაროდენ, სნეულთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
ესმა კერპთმსახურებითა განცოფებულსა მაქსიმიანეს შენდამი შურით განსივებულთა მკურნალთაგან, რამეთუ ქრისტესმიერითა ხელოვანებითა ყოველსა უძლურებასა ჰკურნებდი, ხოლო ჩვენ ღმერთსა, რომელმანცა სასწაულთმოქმედებისა ძალი იგი საცნაური მოგმადლა შენ, ვუღაღადებთ: ალილუია.
უძლურთა მიმართ თანალმობითა მით საღმრთოთია აღძრულო, შენისა განსაკვირველისა უანგაროისა მსახურებისა შემცნობელნი ნიკომედიელნი შენდამი მიილტვოდნენ და ღმრთივჩეულისა მკურნალის მიმართ სარწმუნოებითა განცხოველებულნი და სნეულებათაგან სიმრთელესა ზედა კვალდქცეულნი გფსალმუნებდნენ ესრეთ:
გიხაროდენ, საღმრთოჲთა მით მადლითა ცხებულო;
გიხაროდენ, უფლისა ტაძარო კურთხეულო;
გიხაროდენ, ღმრთისმოსავთა განსაცვიფრებელო ბრწყინვალებაო;
გიხაროდენ, ყოველთა სწავლულთასა უმეტესად განბრძნობილო;
გიხაროდენ, ჰაზრთა შვენიერთა ჩვენთა გონებათა შინა მჩენო;
გიხაროდენ, ღმრთისმიერთა წყალობათა ჩვენდა მომართ დამომადინებელო;
გიხაროდენ, ტანჯულთა მსწრაფლშემწეო;
გიხაროდენ, ღელვაგვემულთა ნავსაყუდელო;
გიხაროდენ, შეცთომილთა მოძღვარო გონიერო;
გიხაროდენ, სნეულთა მკურნალო უვეცხლოო;
გიხაროდენ, უძლურებათა ჩვენთა წმიდაო საბანელო;
გიხაროდენ, სალმობათა სარეცელთაგან მოქენეთა შენთა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
ჭეშმარიტებისა მეძიებლობითა მოტყინარესა ჭაბუკსა სახელითა უფლისათა გიწოდა შენ ერმოლაოს და შენცა, გონებითისა ნათლისა მზიარებელმან, ასპიტისაგან მოკვდინებული ყრმაჲ აღადგინე, რომელიცა ღმრთისა წყალობითა განცოცხლებული, ღაღადებდა: ალილუია.
დაბრმობილთა თვალთა აღმხილველო, რომელმან ხორციელი მამაჲ შენი სულიერისა წყვდიადისგან ნათელსა შინა აღიყვანე, შენ, სასწაულთმოქმედსა მკურნალსა ხელოვანსა ესრეთ გადიდებთ:
გიხაროდენ, სარწმუნოებისა ცეცხლისა მგზნებარებაო;
გიხაროდენ, მორჩილებისა ხატო ცისკროანო;
გიხაროდენ, წარმავალისა ამის სოფლისა დიდებისა დამტევებელო;
გიხაროდენ, წარუვალითა მით დიდებითა აღტრფობილო;
გიხაროდენ, გზასა ეკლოანსა შედგომილო;
გიხაროდენ, გზითა მით ეკლოანითა ცათა შინა აღსრულო;
გიხაროდენ, ქრისტესა თანა ჯვარცმულო;
გიხაროდენ, ვნებათა შემმუსვრელო;
გიხაროდენ, ბიწისა უქონელო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა სიხარულო;
გიხაროდენ, რომელსა დედაჲ შენი ევბულე ღმრთისა მიმართ გრწთვიდა;
გიხაროდენ, რომელმან სოფლისა დათმობითა ქრისტე შეიძინე;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
შენ მიერ თვალებაღხილული ბრმაჲ იგი გონებითა მით ღმრთივსულიერითა სახარებისეულსა ბრმასა მას ნეტარსა ემსგავსა და უსჯულოჲსა მის მეფისა მამხილებელი და წარმართთა მათ ღვთაებათა ცრუთა განმგდებელი საღმრთოჲსა მის ჭეშმარიტებისა აღმსარებლობითა ზეცად აღიწია მგალობელი: ალილუია.
უღმრთოჲსა მის მეფისა სამსჯავროსა წინაშე წარდგომილო, რომელმან მკვდართა აღმადგინებელი და ყოველთა სნეულებათა დამხსნელი ქრისტე ჰქადაგე, აღმსარებლობითა მით შენითა განკრთომილნი ესრეთ გმეტყველებთ:
გიხაროდენ, ხმისა სახიერებისა ხმოვანო საკრავო;
გიხაროდენ, დაუდუმებელო ბაგეო ქრისტესმიერო;
გიხაროდენ, ღმრთისმეტყველო უზეშთაესო;
გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო;
გიხაროდენ, უფლისა ორღანოო;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა ქადაგო ახოვანო;
გიხაროდენ, პირველ სიკვდილისა სასწაულთმოქმედად გამოჩინებულო;
გიხაროდენ, ქრისტეს დიდებისა მჭვრეტელო;
გიხაროდენ, ვედრებათა ჩვენთა მსწრაფლშემსმენელო;
გიხაროდენ, წყალობათა უშურველო მოფენაო;
გიხაროდენ, დამბადებელისა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, დაბადებულისა შვენებაო;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
სულმან წმიდამან სულნელოვან-ჰყო სული შენი, წმიდაო, და შემდგომად სიკვდილისა ხორცისაცა შენისა სულნელებაი ვნებათა სიმყრალესა განიოტებს: ალილუია.
სნეულთა კურნებითა მრავალთა გულთა ქრისტეს მიმართ მომაქცეველო, შურით აღგზნებულთა ქურუმთა მიერ განსაცდელთაგან გარემოდგომილსა და ცეცხლსა მას ხორციელისა ტანჯვისასა შთაგზებულსა ესრეთ გიგალობთ:
გიხაროდენ, საცთურთა სათხეველთაგან განრინებულო;
გიხაროდენ, ცათა მიმართ მსრბოლო;
გიხაროდენ, ბელიარისა მძლეო ხელოვანო;
გიხაროდენ, კერპთაგან სულთა ცხოველთა განმწმედელო;
გიხაროდენ, მაცთურისა მომწყვედელო ქეიბურო;
გიხაროდენ, მახვილო სულიერო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა საჭურველო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა საფარველო;
გიხაროდენ, სულთა ჩვენთა მშვიდობაო;
გიხაროდენ, გვამთა ჩვენთა მამრთელებელო;
გიხაროდენ, რომელი საგალობელთა შინა ხმოვანებ;
გიხაროდენ, რომელსაცა შეწევნასა გეაჯებიან;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
გვემათა შინა შეყენებულსა ქრისტეანესა გეჩვენა შენ უფალი სახითა მით ერმოლაოსისათა და სასიკვდინოთა მათ წამებათაგან განგარინა მშვიდობით: ალილუია.
აწ ცათა შინა ღმრთისა მის გამოუთქმელისა დიდებისა მეტოზიკეო, რომელი ქრისტესმიერითა მით ნათლითა მოქენეთა შენთა განანათლებ, მეოხ იყავ შენდა მიმართ ესრეთ მადიდებელთათვის:
გიხაროდენ, ღმრთეებრივითა სიბრძნითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, მაღალთა გონებათა მყუდროებაო;
გიხაროდენ, ღმრთისმოშიშთა სულთა სიხარულო;
გიხაროდენ, მარგალიტო ქრისტესმიერო;
გიხაროდენ, სულითა და ხორცითა განწმენდილო;
გიხაროდენ, ცათა შინა განსვენებულო;
გიხაროდენ, ცხოვნებულთა პანდუქიონსა შერთულო;
გიხაროდენ, სამბრწყინვალისა სამებისა ნათლისა მჭვრეტელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მოქენეთა შენთა განმანათლებელო;
გისაროდენ, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, რომელი სნეულებათა შინა ფრიადთა შეწევნათა შეაუღლებ;
გიხაროდენ, რომლისა მიერ უძლურებათა სარეცელთაგან აღვემართებით;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
მრავალფერთა სათნოებათა მიერ განშვენებულო, რომელმან ანგელოზებრივისა ცხოვრებისა წესითა ყოველი დაბადებული განაკვირვე, გიგალობთ შენ: ალილუია.
ღვაწლთა შენთა კეთილხმოვანებანი ზეცად აღიწევიან, რომლისაცა წინაშე მდუმარებენ მაქებელთა შენთა ორღანონი ესრეთ მეტყველნი:
გიხაროდენ, ბევრეულთა შესავედრებელო;
გიხაროდენ, ანგელოზთათვისცა ნეტარო სახილველო;
გიხაროდენ, განსაკვირველისა ნათლისა ხატებაო;
გიხაროდენ, აღმსარებლობისა განჩინებაო;
გიხაროდენ, ყოველთა მეუფისა მხედარო უბრძოლველო;
გიხაროდენ, ბნელთა მათ ძალთა შემმუსვრელო;
გიხაროდენ, ძლევითა მით ღმრთისმიერითა სიხარულისა განმფენელო;
გიხაროდენ, ქერუბინთა და სერაბინთა თანამეხმეო;
გიხაროდენ, მადლისა მცენარებაო;
გიხაროდენ, სულიერისა ღვაწლისა ნაყოფთუხვებაო;
გიხაროდენ, რამეთუ ქრისტესათვის გვემად განმზადებულ იქმენ;
გიხაროდენ, რამეთუ წამებაჲ მაცხოვნებელი შეიტკბე;
გიხაროდენ, ღმრთისათვის სისხლისა დამთხეველო;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
ღმრთისა ხატებისა კეთილად დამმარხველო, რომელი შენდამი მოქენეთა მრავალსა შეწევნასა აღმოუწყაროებ, დიდებისმეტყველებისა ძალი იგი ქრისტესმიერი მოგვმადლე ჩვენ, რაითა გიგალობდეთ: ალილუია.
მოწამეო განსაკვირველო, რომელმან მხეცთა მძვინვარებაჲ დაამდოვრე და საწამებელთა შენთა საშინელნი მანქანებანი შემუსრენ, შენ, სულიერსა სპარაზენსა ღმრთისასა, ესრეთ გადიდებთ:
გიხაროდენ, ტარიგო პატიოსანო;
გიხაროდენ, ღმრთისმიერო სულნელო განსაკრთომელო;
გიხაროდენ, ქრისტეს მოწამისა გვირგვინსა მიმთხვეულო;
გიხაროდენ, მდუღარესა კუპრსა შინა ღმრთისა წყალობითა შეცვრეულო;
გიხაროდენ, განძვინებულისა ზღვისა ტალღათაგან უვნებლად განრინებულო;
გიხაროდენ, მოწამეობისა ცეცხლოანითა მით კიბითა ცათა შინა აღსრულო;
გიხაროდენ, მნათობო სულიერო;
გიხაროდენ, სამყაროსა გონიერისა შემცნობელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდისა სულისა შვენიერო სამკვიდრებელო;
გიხაროდენ, სულიერისა და ხორციელისა მალამოისა ჭურჭელო საღმრთოო;
გიხაროდენ, სიწმიდისა საუნჯეო;
გიხაროდენ, მოწყალისა ღმრთისა კეთილმოწაფეო;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
ტარიგო ღმრთივსათნოო, რომლისაგანცა სისხლისა წილ რძე გადმოსდინდა, ხოლო ადგილსა მას წმიდისა შენისა თავისა წარკვეთისასა ზეთისხილმან ნაყოფი იგი საკვირველი კურნებისაი გამოიღო, გიღაღადებთ შენ: ალილუია.
ბნელსა შინა მსხდომარეთა წარმართთა ნათელსა აღმომყვანებელო და ღმრთისა მიმართ წინამძღვარო, ნათელსა შინა მცნებათასა დაგვამტკიცენ ჩვენ ესრეთ მგალობელნი:
გიხაროდენ, საუფლოსა ტაბლასა ზედა დაგებულო პურო პატიოსანო;
გიხაროდენ, სასუფეველისა დიდებისა მეჩანგეო;
გიხაროდენ, უქმნელისა მის ნათლისა მეხოტბეო;
გიხაროდენ, ანგელოსთა თანა მემწყობრეო;
გიხაროდენ, ღმრთრა სახიერებისა მაქებელო;
გიხაროდენ, შეჭირვებულთა შემწეო;
გიხაროდენ, სალმობათა ჩვენთა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, უძლურებათა მკურნალო;
გიხაროდენ, ბიწისა განმბანელო;
გიხაროდენ, სულიერისა უმეცრებისა მაოტებელო;
გიხაროდენ, ზეშთაცოდნითა განმდიდრებულო;
გიხაროდენ, რომელმან ჩვენნიცა გონებანი განაბრწყინვე;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
ღმრთისა სიყვარულითა აღტრფობილო და წყაროო კურნებათაო, მკურნალო უვეცხლოო და სამგზის სანატრელო, მეოხ ეყავ მოქენეთა შენთა: ალილუია.
რომელი ტანჯვათა დათმენითა ჩვენთა სულიერთა იწროებათა ზედა ცისკროი, მადლობასა და თაყვანისცემასა შეგწირავთ ქებათა ამათ კნინთა ესრეთ შემსხმელნი:
გიხაროდენ, ღმრთისმსახურებისა მის წმიდისა ძნობითა ხმოვანო;
გიხაროდენ, უშჯულოებისა მომსვრელო მახვილო იქცევისო;
გიხაროდენ, საცთურთა სახმილისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ხორცთა დაწყლულებითა სულიერსა სიმრთელესა მიმთხვეულო;
გიხაროდენ, სისხლისა შენისა უბრალოისა დათხევითა კერპთა ზორვისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, ბელიარისა მიმართ განწონილო ეკლესიისა ქეიბურო;
გიხაროდენ, სვეტო ნათლისაო;
გიხაროდენ, აწ უხრწნელებითა განშვენებულო;
გიხაროდენ, ქმნულთა სადიდებელო;
გიხაროდენ, უქმნელსა ხატსა შემსგავსებულო;
გიხაროდენ, ქრისტესა თანა მეინახეო;
გიხაროდენ, ღმრთისა პირისა მჭვრეტელო;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
ჰოი, მრავალფერთა გვემათა და განსაცდელთა შინა გამოხურვებულო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ვითარცა ყოველთა ღაღადისისა უშურველად შემწყნარებელმან შეიწირე ესე ჩვენიცა საგალობელი შენდა მიმართ აღვლენილი ძალისაებრ ჩვენისა და სულთა და ხორცთა სნეულებათაგან დახსნილნი. ბელიარისა მანქანებათაგან განგვარინე, რაითა სასუფეველსა მას ცათასა მივემთხვივნეთ მგალობელნი ესრეთ ალილუია.
ეს კონდაკი იკითხება სამგზის
ქუეყანისა ანგელოსად და ზეცისა კაცად ჩინებულო, ახოვანითა მოღვაწებითა ამსოფლით განსრულსა და სასუფეველსა მიწევნულსა, რომელსა მოწამეობისა და უბიწოებისა ოქროქსოჲლისა პორფირი იგი შვენიერი გმოსიეს, შენ, მეოხსა სულთა ჩვენთასა, ესრეთ გადიდებთ;
გიხაროდენ მართლმადიდებელისა ეკლესიისა მნათობო ბრწყინვალეო;
გიხაროდენ, ყოვლად პატიოსანთა მოწამეთა შვენებაო;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოისა მოთმინებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, მოქენეთა შენთა სიქადულო;
გიხაროდენ, ქრისტესმიერისა ძლევისა მის საკვირველისა თანამოსაგრეო;
გიხაროდენ, სულთა ჩვენთა საზრდელად აღმოცენებულო მცენარეო;
გიხაროდენ, ხორცთა შინა ანგელოზებრივისა ცხოვრებისა მომღებელო;
გიხაროდენ, სასუფევლისა ნეტარებისა მეხმეო;
გიხაროდენ, ღმრთეებრივითა გონებითა ცხოველქმნილო;
გიხაროდენ, ცხოველითა მით გონებითა სარწმუნოებისა განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, ბრწყინვალებითა მით განსაკვირველითა ბელიარისა საცთურთა მომაოხრებელო;
გიხაროდენ, განრღვეულთა მამრთელებელო;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
მრავალფერთა გვემათა და განსაცდელთა შინა გამოხურვებულო და საღმრთოჲთა ბეჭდითა აღტვიფრულო, რომელი ღმრთისა საყდარსა მიმთხვეული ანგელოზთა თანა ფრთოვანებ, გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაჲთა ყოველთა სნეულებათაგან დახსნილი და სულთა და ხორცთა სიმრთელესა მიმთხვეულნი ქებასა მას სამარადისოსა შეგასხმიდეთ მგალობელნი შენნი; გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერითა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.