დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მღუდელმთავრისა სპირიდონისა -
ტრიმიფუნტელი საკვირველთმოქმედისა

ტროპარი, ხმა 1

პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი მბრძოლად ძლიერად, საკვირველთ-მოქმედო ღმერთ შემოსილო სპირიდონ, მამაო ჩვენო, მკუდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა გიყო შენ, რამეთუ გველო ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ზედა ანგელოსნი გაქვნდეს თანა-შემწედ და თანა-მწირველად შენ, ყოვლად სამღვდელო, დიდება, რომელმან გადიდა შენ, დიდება, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

 

კონდაკი 1

ღმრთისა მიერ უფროსადგანდიდებულო მღვდელთმთავარო და საკვირველთმოქმედო სპირიდონ, მედღესასწაულენი ყოვლადპატიოსნისა ხსენებისა შენისანი ჟამსა ამას, ვითარცა განმადიდებელისა შენისა ქრისტესა, მომართ მეოხსა მრავლისაშემძლებელსა, ლმობიერად გიგალობთ შენ: ყოველთა ჭირთა და ბოროტებათაგან გვიხსენ ჩუენ, რაჲთა მადლობითა ვხმობდეთ შენდა: გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

იკოსი 1

სიყრმითგან განშვენებული ქველისსაქმითა ყოვლითა, ანგელოსთა მობაძავ იქმენ, მღვდელთმთავარო სპირიდონ, გამოსჩნდი შენ ჭეშმარიტად მეგობრად ქრისტესი და ჩუენცა მხედველნი შენნი, ვითარცა ზეცისა კაცისა და ქუეყანისა ანგელოსისანი, ღმრთისმოსაობითა ლმობიერად გიხმობთ შენ:

გიხაროდენ, გონებაო გულისხმისმყოფელო საიდუმლოისა ყოვლადწმიდისა სამებისაო;
გიხაროდენ, განმდიდრებულო მობერვითა უფროსადგანათლებულისა სულისათაო;
გიხაროდენ, სასანთლეო მრავალსანთლოვანო;
გიხაროდენ, უვნებელობისა მიერ გონებისა შენისა განმანათლებელო;
გიხაროდენ, სიყრმით შენითგან ჭეშმარიტისა სიმარტივისა და მდუმარებისა მოყუარეო;
გიხაროდენ, უმანკოებისა სამკაულო;
გიხაროდენ, დაუშრეტელისა სიყვარულისა მდინარეო;
გიხაროდენ, რამეთუ მობაძავ ექმენ აბრაამსა უცხოთმოყვარებითა;
გიხაროდენ, რამეთუ ბჭენი სახლისა შენისანი სიყვარულისა უხუებითა განუხვენ ყოველთა;
გიხაროდენ, შუამდგომელო უპოვართაო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ გსასოებენ ერნი;
გიხაროდენ, რამეთუ ხარ შენ სამკვიდრებელი სულისა წმიდისა;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 2

რაჟამს იხილნეს კვიპროსისა კუნძულისა ერმან და ყოველთა ქრისტიანეთა, მღვდელმთავარო, რამეთუ უხრწნელთა ნაწილთა შენთაგან კურნებანი უხუებითა აღმოეცენებიან, განიხარეს და ჩუენცა პატივისმცემელნი შენნი, ვითარცა მაღლით გარდამოვლენილისა მადლისა ყოვლადუხვისა წყაროისანი, ვუგალობთ უმაღლესსა მას მომღებელსა ზეციურთა და ქუეყნიერთა კეთილთა: ალილუია.

იკოსი 2

ცნობაი საღმრთოი გაქუნდა შენ, რაჟამს მწყემსი უსიტყურთა ცხოვართა ნებითა მწყემსთმთავრისა მის ქრისტესითა გამორჩეულ იქმენ მწყსად პირმეტყველთა მათ ცხოვართა და მართალნი ყოველნი, გულისხმისმყოფელნი შენნი, ვითარცა მწყემსისა სახიერისანი, დაუძინებელად მოღუაწისა ცხოვართათვის მინდობილთა მას ზედა, გიგალობენ შენ:

გიხაროდენ, მღვდელმთავარო ღმრთისა მაღლისაო, ხელდასხმისა მიერ საღმრთოისა მადლისა უხუებითა მომღებელო;
გიხაროდენ, სასანთლეო მრავალსათნლოვანო, მხურვალეო და ბრწყინვალეო;
გიხაროდენ, შეუორგულებელო ქრისტეს მუშაკო და მებაღეო;
გიხაროდენ, მწყემსო, გამომზრდელო სარწმუნოებისა და ღმრთისმოსაობისა საძოვარსა ზედა სამწყსოისა შენისაო;
გიხაროდენ, ქველისსაქმეთა ნათლისა შენისათა განმანათლებელო სოფლისაო;
გიხაროდენ, საყდრისა მიმართ ქრისტესა საღმრთოისა მსხვერპლისა შემწირველო;
გიხაროდენ, მღვდელთავარო, ცნობითა შენითა განმაშვენებელო მართლმადიდებლობისაო;
გიხაროდენ, მოციქულთა ქადაგებისა აღმასრულებელო და წყაროითა მაცხოვნებელისა მოძღურებისათა დამარწყლულებელო მართალთაო;
გიხაროდენ, რამეთუ ბრძენთაცა განანათლებ შენ;
გიხაროდენ, რამეთუ მარტივთაცა გულითა მოჰფენ სინათლესა;
გიხაროდენ, ეკლესიისა და მართლმადიდებლობისა სიტყუისა შეურყეველად დამცუელო;
გიხაროდენ, მამათა სამკაულო, ღმრთისმსახურთა მღუდელთა დიდებაო და სიქადულო;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 3

კურთხეულო ძალითა მაღლისაითა, სპირიდონ მღვდელთმთავარო, ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ და ნებთა შენთა მიერ თიხისა შთაზელვითა პირთა სამებობაჲ ნათლად აჩუენე ყოველთა და მით ფილოსოფოსნი მის კრებისანი ცრუდ-მბრძნობელნი შეაძრწუნენ, ხოლო მართალნი ყოველნი, განმადიდებელნი მიუწვდომელისა ღმრთისანი, ცხოვნებასა შინა განაბრძვენ, მგალობელნი მისდა: ალილუია.

იკოსი 3

მამანი კრებისანი გგონებდენ შენ, ვითარცა მარტივსა და გამოუცდელსა წიგნიერსა სწავლებასა შინა და გევედრებოდენ, მამაო სპირიდონ, რაჲთა არას მიუგებდე სიტყუათა რიტორთა მათ, რომელთა ბრძნად ჰგონებდნენ იგინი, ხოლო შენ, მღვდელთმთავარო, აღნთებულმან საღმრთოჲთა შურითა ირწმუნე, ვითარმედ ქადაგებაჲ იგი ქრისტესი არს არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათათა, არამედ გამოცხადებითა სულისაჲთა და ძალისაჲთა, რომლითა უბრძნესად ამხილებდი მათდა, ცნობასა მოაგენ და ჭეშმარიტებისა გზასა ზედა დაადგინენ იგინი და ყოველნი, სასწაულისა ამის მხილველნი ხმობდენ:

გიხაროდენ, ნათელო მართლმადიდებლობისა სიბრძნისაო;
გიხაროდენ, რამეთუ სიტყვითა შენითა სძლიე ცრუდმბრძნობელსა მას თანა მზრახველსა შენსა;
გიხაროდენ, წყაროო მადლის უხუებისაო;
გიხაროდენ, სუეტო შეურყეველო, განმამტკიცებელო მორწმუნეთაო;
გიხაროდენ, დამაბნელებელო ყოველთა წარმწყმედელისა ერესისაო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დაითრგუნა სიცოფეჲ ესე;
გიხაროდენ, რამეთუ ხელისა ხორციელისა შენისა თითთა მიერ ჰქადაგე წმიდაჲ სამებაჲ;
გიხაროდენ, რამეთუ თიხისაგან გამოჰხადე ცეცხლსა და წყალსა დასამოწმებლად დოგმატისა წმიდისა სამებისასა;
გიხაროდენ, რამეთუ განანათლენ კაცნი დიდებად სიტყვისა, ვითარცა ჭეშმარიტად ერთარსისა დაუსაბამოისა მამისათა;
გიხაროდენ, რამეთუ თავი გველისა, წარმწყმედელი ერესი არიოზისა მოსწყალ შენ;
გიხაროდენ, რამეთუ ბოროტებაჲ დასთრგუნე;
გიხაროდენ, რამეთუ ცრუ ბრძენი იგი, თანამზრახველი შენი მოაქციე ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 4

გლახაკობითა და უპოვარებითა განვლე ცხოვრებაჲ ესე და ექმენ მზრდელად და მწედ უქონელთა და ღატაკთა და სიყუარულისათვის გლახაკთა მიმართ გუელი ოქროდ გარდასცვალე და მიჰმადლე იგი მათ, რომელნი მოელოდებოდნენ შენმიერსა შეწევნასა და სასწაულითა ამით განკვირვებულნი უგალობდნენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 4

ესმნეს ყოველგნით ყოველთა, ვითარმედ სპირიდონ მღვდელთმთავარი ჭეშმარიტად არს სამკვიდრებელ სამებისა წმიდისა, რამეთუ მას შინა დაივანა ღმერთმან მამამან, ღმერთმან ძემან და ღმერთმან სულმან წმიდამან. რისთვისცა საქმითა და სიტყვითა ჰქადაგებდი შენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, განხორციელებულსა შორის ქრისტიანეთა, მგალობელთა:

გიხაროდენ, მესაიდუმლეო ღმრთისა სიტყუისაო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა განგებულებისა გამომათარგმანებელო ცხოვნებისათვის სოფლისა;
გიხაროდენ, რამეთუ განსწავლიდი არაგამოძიებად მისდა, რომელი უაღმატებულეს არს უფროჲს გონებისა და სიბრძნისა კაცობრივისა;
გიხაროდენ, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ, მოქმედი გამოუკვლეველად გამოვლინდებოდა შორის შენსა;
გიხაროდენ, რამეთუ გვეუწყა უფალი ქადაგებითა შენითა;
გიხაროდენ, რამეთუ დაატკბობ სასმენელსა ყოველთასა;
გიხაროდენ, რამეთუ განსდევნი ბნელსა მას კერპთმსახურებისასა;
გიხაროდენ, რამეთუ მოუძეღ მრავალთა მომართ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა;
გიხაროდენ, რამეთუ შეჰმუსრე თავი უხილავისა გუელისა;
გიხაროდენ, რამეთუ სარწუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ განდიდნა შენ მიერ;
გიხაროდენ, რამეთუ ნათლითა განანათლებ ყოველთა, შენთა პატივისმცემელთა;
გიხაროდენ, ქომაგო მართლმადიდებლობისაო და ქრისტიანთა სარწუნოებისაო;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 5

მღვდელთმთავარო სპირიდონ, ქველისმოქმედისა ცხოვრებისა შენისა მიერ აღივსე შენ საღმრთოჲთა სულითა, რამეთუ გამოსჩნდი შენ ვითარცა თვინიერ, მოწყალე, წმიდაჲ გულითა, მოთმინე, ბოროტისა არამომხსენებელ და უცხოთშემწყნარებელ, რისთვისცა შემოქმედისა მიერ სასწაულთაგან განდიდდი და ჩუენცა მადიდებელნი განმადიდებელისა შენისანი ღმრთისა, უგალობთ მას: ალილუია.

იკოსი 5

იხილეთ სპირიდონ, ანგელოსთა სწორი და დიდებული სასწაულთმოქმედი: უწვიმობისა და გვალვისა მიერ დიდად ევნო ქუეყანასა ოდესმე იქმნა სიყმილი და წყლულებაჲ და მოისრა სიმრავლეჲ ერისა დიადი, ხოლო ლოცვითა მღვდელთმთავარისათა ცამან წვიმაჲ გარდამოუვლინა ქუეყანასა და კაცნი დახსნილნი ჭირისა ამისაგან მადლობითა ხმობდენ:

გიხაროდენ, მიმსგავსებულო ილიასა, დიდსა წინასწარმეტყველსა;
გიხაროდენ, რამეთუ წვიმაჲ, განმდევნელი სიყმილისა და უძლურებისა კეთილჟამ გარდამოუვლინე ქუეყანასა;
გიხაროდენ, რამეთუ კუალად ლოცვითა შენითა დაეყენა ცაჲ;
გიხაროდენ, რამეთუ უწყალოჲ ვაჭარი იგი დასაჯე მოკლებითა მონაგებისათა;
გიხაროდენ, რამეთუ საზრდელი უხუებითა მიჰმადლნე ჭირვეულთა ყოველთა;
გიხაროდენ, რამეთუ იღუაწე კაცთათვის კეთილგვამოვნებისათვის ღმრთისა;
გიხაროდენ, რამეთუ აღიღე უძლურებანი უძლურთანი;
გიხაროდენ, შემწეო კაცთა, ღმრთისა მმადლობელთაო;
გიხაროდენ, სნეულთათვის კურნებისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ძრწიან დემონნი;
გიხაროდენ, აღმომაცენებელო მრავალთა სასწაულთაო;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 6

კრეტსაბმელი ტაძრისა ძველისა აღთქმისა შორის წმიდათა წმიდათასა ჰფარვიდა კიდობანსა და მანანასა და ფიცართა სჯულისათა და ტაძარიცა ესე შენი, სპირიდონ მღვდელთმთავარო, დაკრძალავს ლუსკუმასა შენსა, ვითარცა კიდობანსა: წმიდათა ნაწილთა შენთა, ვითარცა მანანასა: და გულსა შენსა, ვითარცა ფიცართა საღმრთოჲსა მადლისათა: და მას ზედა ვხედევთ გალობასა წარწერილსა: ალილუია.

იკოსი 6

ოდესმე ქუეყანასა მას კვიპროსისასა განმრავლებისათვის უსჯულოებისა, დასასჯელად უნაყოფობაჲ მოუვლინა უფალმან. ხოლო ვინმე ჩინებული ქვეყანისამოქმედი მოვიდოდა წმიდისა სპირიდონისა მომართ და ოქროჲსა მოღებასა ევედრებოდა შეწევნად მისდა, ხოლო შემდგომად განსაცდელისა ოქროჲ იგი კუალად მოიღო ქუეყანისმოქმედმან მან და სასწაულითა დიდითა გველად იქმნა ოქროჲ იგი. ხოლო ჩუენ მადიდებელნი ღმრთისანი წმიდათა შორის თვისთა, ვხმობთ:

გიხაროდენ, რამეთუ იქმენ მობაძავ მოსესი, რომელმან კუერთხი იგი გუელად გარდასცვალა სასწაულითა;
გიხაროდენ, კაცთმოყვარეო მწყემსო, რომელმან იხსენ ჭირთაგან ცხოვარნი პირმეტყველნი სამწყსოჲსა შენისანი;
გიხაროდენ, ყოველთა კეთილთა უხუებითა განმამდიდრებელო მრავალთაო;
გიხაროდენ, რამეთუ მსგავსად ილიასა მზრდელად ექმენ ღატაკთა;
გიხაროდენ, უწყალოთა მოწყალედ მომაქცეველო;
გიხაროდენ, საბაძველო სიყვარულისაო სახიერო, კაცთათვის მკვიდრთა ამის სოფლისათაო;
გიხაროდენ, მართალთა და უმართლოთათვის ჭირთა შინა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ხეო კეთილჩრდილფურცლოვანო, ქუეყანისა და ქალაქთა მფარველო;
გიხაროდენ, დიდებაო და სიქადულო კერკირასო;
გიხაროდენ, წვიმისა და უწვიმობისა, გუალვისა და ყინვისა მბრძანებელო, მადლითა ღმრთისაჲთაო;
გიხაროდენ, ლოცვისა ძალითა ბუნებისა წესისა შემცუალებელო;
გიხაროდენ, მყობადისა, ვითარცა აწმყოჲსა წინასწარმცნობელო;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 7

წინაშე ღმრთისა გამოგვიჩნდი მეოხად ყოველთა, წმიდაო სპირიდონ, ამისთვისცა საფარველსა ქუეშე შენსა მოვილტვით მეძიებელნი ცხოვნებისანი და გვივი შენ შემწედ ყოველსა შინა შეჭირვებასა და სიყმილსა, მოწყლულთა სიკუდილშემოსილითა წყლულებითა, ჭირითა და განსაცდელითა, რისთვისცა მადლობით ვუგალობთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7

სასწაული ახალი ღმრთივბრწყინვალეჲ ვიხილეთ: რაჟამს შენ, მამაო, ხვიდოდი დასახსნელად უმართლოდ სასიკვდინედ მსჯავრდებულისა მიმართ და აღძურამან ქარიშხლისამან დაგაბრკოლა ჟამ ერთ: ხოლო შენ უბრძანე მას დაყუდებაი სახელითა ყოვლისაშემძლებელისა ღმრთისაჲთა და თანამავალთა შენთა თანა, ვითარცა ხმელსა, გარდახედ მდინარესა და დიდებაჲ სასწაულისა ამისი ყოველგნით განითქუა და ყოველნი უგალობდნენ ღმერთსა შენდამი ხმობითა:

გიხაროდენ, რამეთუ მობაძავ იქმენ ისუსა ძისა ნავესა, რომელი, ვითარცა ხმელსა ზედა, გარდახდა მდინარესა იორდანესა;
გიხაროდენ, დამყენებელო წყლისა მდინარებისაო სიტყვითა შენითაო;
გიხაროდენ, რამეთუ აღძრულმან მოწყალებითა იტვირთე გზაჲ ძნელად სავალი;
გიხაროდენ, რამეთუ დაარღვიე ცილისწამებაჲ და უმართლოდ დასჯილი იგი იხსენ დილეგისაგან ბნელისა და სიკუდილისა;
გიხაროდენ, ღმრთისა სახიერისა გზისა მომართ მოსწრაფეო;
გიხაროდენ, მცუელო უმართლოდ განშჯილთაო;
გიხაროდენ, შემცუალებელო წყლისა ბუნებისა წესისაო;
გიხაროდენ, რამეთუ განაბრძვენ მსაჯული და კლვისა ცოდვისაგან იხსენ იგი;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო განმანათლებელო სულთაო;
გიხაროდენ, ძალო საკვირველო, დამყუდებელო წყლისა მდინარებისაო;
გიხაროდენ, დამატკბობელო გულთა კაცთასა, შენდა მომართ მოლტოლვილთაო;
გიხაროდენ, მობაძავო კაცთმოყვარისა აბრაამისაო;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 8

მწირ და ყარიბ იყავ ქუეყანასა ზედა, ვითარცა კაცნი ყოველნი, მღვდელთმთავარო სპირიდონ და ჭეშმარიტად ყოვლისმხედველმან მან დედის მუცლითგან სათნომყოფელად უდიდესად და სასწაულთმოქმედად გამოგაჩინა შენ: ეშმაკთა განსდევნიდი, სნეულებათა ყოველთა და წყლულთა ჰკურნებდი, გულისთქუმასა კაცთასა ხედევდი და ამათ მიერ გამოსჩნდი შენ საკვირველად შორის წმიდათა და ჩუენცა ყოველთათვის კეთილისმოქმედისა ღმრთისა მომართ გალობისა აღმვლენელნი, ვხმობთ მისდა: ალილუია.

იკოსი 8

შეძრწუნებულ იქმნა ყოველი სოფელი საშინელებითა მით მრავლითა, რაჟამს ესმნეს, რამეთუ სიკუდილი, სიტყუათა შენთა მიერ უკუაქცევს მკუდართა და ხმობდა:

გიხაროდენ, რომელმან გარდაცვალებული ასული შენი, გამოსაჩინებელად საუნჯისა მისდა მინდობილისა, განაცხოველე;
გიხაროდენ, რომელმან ქვრივსა მას მწუხარესა, მიმნდობელსა საუნჯისა თვისისასა, ნუგეშინის ეც;
გიხაროდენ, რამეთუ ყრმაჲ იგი მიცვალებული აღადგინე;
გიხაროდენ, რამეთუ დედაჲ მომკუდარი მოულოდებელითა მით სიხარულითა, კვალად განაცხოველე;
გიხაროდენ,  რამეთუ მობაძავ ექმენ ილიასა, რომელმან ძესა სარეფთელისა დედაკაცისასა კუალად ცხოვნებაჲ მიჰმადლა ლოცვითა თვისითა;
გიხაროდენ, რამეთუ მობაძავ ექმენ ელისესაცა, ყრმისა მის სიკუდილისაგან დამხსნელსა;
გიხაროდენ, მწყემსო, ყოველთა კაცთა მოყვარეო მხურვალეო;
გიხაროდენ, რომელმან მიტევებაჲ ცოდვათა მიჰმადლე მეძავსა მას დედაკაცსა, რომელი ფერხთა მაგათ შენთა დაალტობდა ცრემლითა თვისითა;
გიხაროდენ, მომხუეჭელო მოშურნეობისაო წმიდისა მის თავისა მოციქულთასაო;
გიხაროდენ, რამეთუ შეუნანებელი დედაკაცი იგი ცოდვილი სალმობიერითა სნეულებითა მოაკუდინე სიტყუითა შენითა;
გიხაროდენ, რომელმან ქუეყანისა ნაყოფიერებაი გამოითხოვე ლოცვათა მიერ შენთა;
გიხაროდენ, რომელმან უეჭველობაჲ აღდგომისა არწმუნე კაცთა;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 9

სულისა ღმრთეებრივისა ბრწყინვალებაჲ გარდამოგევლინა შენ, სპირიდონ მღვდელთმთავარო, ყოვლადბრძნისა სულისა მქონებელსა, რამეთუ სიბრძნითა სიტყუისათა შეიპყრობდი უცნობოთა და სარწმუნოებასა განამტკიცებდი შორის მამათა, სულითა ცნობისაჲთა განანათლებდი გონებათა დაბნელებულთა და სულითა შიშისა ღმრთისათა და ღმრთივსათნოთა ღწვითა სულიცა შენი განიწმიდენ და აწცა, წარდგომილი წინაშე საყდრისა მაღლისათა, ანგელოსთა დასთა თანა უგალობ მას: ალილუია.

იკოსი 9

მწყემსმთავარისა მის პირმეტყუელთა ცხოვართათა უფლისა იესუჲსაგან მიიხუენ კუერთხი მწყემსისა, წმიდაო სპირიდონ და შეუცვალებელად ეგე ცხოვრებასა მასვე შინა: უანგარობითა, თვინიერებითა, დათმენითა ყოვლისათა სიყვარულისათვის ღმრთისა, ურცხვენელად იტვირთვე ზრუნვაჲ პირმეტყუელთა მათ ცხოვართა ზედა და ჩუენცა, ყოვლისა ამისა მიერ აღძრულნი, ვადიდებთ ღმერთსა და ვხმობთ შენდამო:

გიხაროდენ, ქუეყნიერისა დიდებისა მომძაგებელო, ვითარცა ამაოებისაო;
გიხაროდენ, მრავალთა ზესკნელისა მიმართ აღმყვანებელო;
გიხაროდენ, ნაგევად შემრაცხველო სოფლისა ამის შუენიერებისაო;
გიხაროდენ, საჭურჭლეო ზეციურთა კეთილთაო;
გიხაროდენ, უწმიდესო საძოვარო კვიპრელთაო;
გიხაროდენ, რამეთუ მიმტაცებელნი ცხოვართა შენთანი ღმრთისა მიერ შეიკვრენ ბორკილითა უხილავითა;
გიხაროდენ, მამობრივითა სიყვარულითა განმაბრძნობელო მპარავთაო;
გიხაროდენ, ღამე ყოველ სიფხიზლით დაცვისათვის მათთვის ცხოვართა მიმგებელო;
გიხაროდენ, ურჩობითა თიკნისათა, ვითარცა ცნობისა მქონებელისა, ვაჭრისა მის, ფასისა დამფარველისა, მამხილებელო;
გიხაროდენ, ვერცხლისა მის შენისა დამფარველისა სინანულად მომყვანებელო;
გიხაროდენ, რამეთუ დააცხვრე ვეცხლისმოყვარებაჲ მისი განსწავლითა შენითა;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 10

ცხოვართა მათ შენთა, შენდა მომართ ღმრთისა მიერ მონდობილთა სულთა დამხსნელო, მღვდელთმთავარო სპირიდონ, ნებითა ღმრთისაჲთა მოწოდებულ იქმენ წარმოჩინებად დიდებისა შენისათა და უფროჲსად დიდებისა ჭეშმარიტისა ღმრთისასა და ქუეყანასაცა ზედა უცხოტომელთასა განადიდებენ სახელსა ღმრთისასა, მგალობელნი ესრეთ: ალილუია.

იკოსი 10

წმიდაჲ სპირიდონ, მსწრაფლშემწეჲ და მეოხი ყოველთა მყოფთათვის ჭირთა და მწუხარებათა შინა, ბრძანებითა მეუფისათა, სხუათა მათ მწყემსთა თანა მივიდოდა ანტიოქიასა შინა, სადაცა კონსტანტინე ხელმწიფეჲ იგუემებოდა სნეულებითა; ხოლო შერაეხო მღვდელთმთავარი იგი თავსა მისსა, მსწრაფლ კურნებაჲ აღასრულა მას ზედა და ჩუენცა სასწაულითა მით განკვირვებულნი უგალობთ მას:

გიხაროდენ, რომელი ძილსა შინა ვითარცა ანგელოსი მაკურნებელად გამოუჩნდი მეფესა;
გიხაროდენ, რომელმან სიყუარულითა საღმრთოჲთა ჟამსა მას სიბერისა შენისასა თავს იდევ გზაჲ იგი საძნელოჲ;
გიხაროდენ, რომელმან ხელმწიფისა მონასა, მცემელსა ღაწუსა შენსა ზედა, მცნებისაებრ უფლისა, მიუპყარ ერთკერძოჲცა;
გიხაროდენ, სუეტო სიმდაბლისაო:
გიხაროდენ, რომელი ლოცვათა შინა შენთა ცრემლთა დათხევითა განკურნებასა მეფისასა ევედრებოდი უფალსა;
გიხაროდენ, რამეთუ დამდაბლებითა თავისა შენისათა განაბრძვე მონაჲ იგი და უკეთური ჩვევაჲ მისი შესცუალე;
გიხაროდენ, რამეთუ გულმოწყალებასა და ღმრთისმოსაობასა შინა მეფეი იგი განსწავლე;
გიხაროდენ, რამეთუ მომმგებელმან ქუეყნიერისა საუნჯისამან უარჰყავ ოქროჲ იგი მეფისაჲ;
გიხაროდენ, რამეთუ მოწაფეჲ იგი შენი ტრიფილიანე განათავისუფლე სიყუარულისაგან ქუეყნიერთა კეთილთა და საღმრთოჲსა მადლისა ჭურჭელად გამოაჩინე იგი;
გიხაროდენ, რამეთუ ჟამსა მას მისვლისა შენისასა ალექსანდრიასა შინა, კერპნი ქუე დაემხნენ;
გიხაროდენ, რამეთუ ეშმაკნიცა გმონებენ შენ;
გიხაროდენ, რამეთუ კერპმსახურებისაგან იხსნენ მრავალნი;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 11

ანგელოსთა გალობაჲ გესმნეს, სპირიდონ მღუდელთმთავარო, რაჟამს სამწუხრონი ლოცვანი შენნი აღავლინე ტაძარსა მას შინა და არა ჩნდეს თანამსახურნი შენნი. ხოლო ქალაქისა მის ერნი, მსმენელნი საკვირველისა გალობისანი, მივიდოდიან ტაძრად და რაჟამს ვერავინ იხილიან, მაღლისა ძალთა უგალობდნენ: ალილუია.

იკოსი 11

ანგელოსთა თანამზრახველი და სხივცისკროვანი მზეჲ სოფლისა ამისა იყავ შენ ქუეყანასა ზედა, სპირიდონ მღუდელთმთავარო, სული შენი მიეც ხელთა უფლისათა, რაჟამს გარდახედ ზეციურსა მას სავანესა, მვედრებელი ყოვლისათვის სოფლისა წინაშე საყდრისა მის მეუფისასა და ჩუენცა მოქალაქენი ქუეყანისა ამისანი, გიმხობთ შენ:

გიხაროდენ, რამეთუ სოფელსაცა ამას შინა ანგელოსნი გმსახურებდენ შენ;
გიხაროდენ, რამეთუ გესმნეს შენ გალობანი მთავარანგელოსთანი;
გიხაროდენ, ფერისცვალებაო ხილულისა ხატისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, რამეთუ ჟამსა ნაკლულევანებასა მას ზეთისასა საჭურჭლენი ყოველნი ტაძარსა შინა აღავსო უფალმან;
გიხაროდენ, კანდელო ღმრთეებრივისა ნათლისაო;
გიხაროდენ, ჭურჭელო მადლისაო, რომელი მსგავსად ზეთისა უხუებითა აღმოავსებ სულსა შენსა;
გიხაროდენ, წყაროო გამოუკვლეველო, მადლისა მდინარისა ყოველთათვის მარადის აღმომადინებელო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა ანგელოსნი განკვირდებიან;
გიხაროდენ, დიაკონისა მის ურჩებისა დამსჯელო;
გიხაროდენ, ამპარტავნებისათვის სიტყუათა თვისთა ზედა, მომკლებელო მისგან ხმისა და სიტყუისაო;
გიხაროდენ, რამეთუ ჟამსა მას გვალვისასა, მოულოდნელითა ცუარითა მით მაღლით მოსრულითა, წმიდაჲ თავი ეგე შენი განიგრილე;
გიხაროდენ, რამეთუ ნიშითა მით ჟამი წარდგომისა შენისა წინაშე ღმრთისა განჭვრიტე;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 12

საფარველ და ნავთსაყუდელ ექმენ ყოველთა შენდა მომართ მოლტოლვილთა ჟამსაცა მას ქუეყნიერისა ცხოვრებისა შენისასა, მღუდელთმთავარო და ნუცა შემდგომად მიცუალებისასა დაგვიტევებ ჩუენ ობლად. ღმერთმან განმარჯუებითა ბუნებისა წესთა ზედა განუხრწნელად დაიცუნა წმიდანი ნაწილნი შენნი, განსამტკიცებელად მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა, კეთილმსახურებისა და ნიშად უკუდავებისა, რისთვისცა ვხმობთ სადიდებელად მისდა: ალილუია.

იკოსი 12

გიგალობთ შენ, მღუდელთმთავარო ღმრთისაო, რამეთუ განაკვირვე სოფელი სასწაულთა მათ მიერ, რომელნი აღმოეცენებიან წმიდათა ნაწილთა შენთაგან და ყოველნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი ამბორისყოფად მათდა, სათხოვარისა კეთილად აღსრულებასა მიემთხვევიან. და ჩუენცა, შენდა მომართ სიმტკიცისა მომცემელისა და უხრწნელებისა გვირგვინითა შემამკობელისა და შენ მიერ მოქმედებულისა ღმრთისა განმადიდებელნი, გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, რომელი ჟამსა მას სიყმილისასა მეზღუაურთა გამოუჩნდი და უბრძანე მოღებაჲ ჭამადისა;
გიხაროდენ, რომელმან წმიდათა ნაწილთა შენთა მიმთხვევითა ბრმათა აღხილვაჲ მიანიჭე;
გიხაროდენ, განუკურნებელისა სენისაგან ყრმისა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, დედაკაცისაგან მის ეშმაკისა განმდევნელო და კურნებისა მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, კერკირას ზესთამბრძოლო;
გიხაროდენ, რომელმან ბოროტნი აგარიანნი განსდევნენ და ნავნი მათნი დაანთქ უფსკრულსა მას შინა;
გიხაროდენ, რომელი ეჩუენე მათ ხელთა შინა მპყრობელად მახვილისა და მტერი იგი აღავსე შიშითა შენითა;
გიხაროდენ, ლათინელთა მხედართმძღუანებელისა დამსჯელო სასტიკითა სიკუდილითაო;
გიხაროდენ, ვენეციისა ქალაქსა შინა ელვისა მიერ დამწუელო გამოსახულებისა მისისაო;
გიხაროდენ, მომსვრელო დასავლეთისა განდგომილებისა და ცრუბრძნობისაო;
გიხაროდენ, განმამტკიცებელო ჭეშმარიტისა და კაცთა მაცხოვნებელისა ერთისა მართლმადიდებელისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.

 

კონდაკი 13

ჰოი უფროსადსაკვირველმოქმედო მღუდელთმთავარო ქრისტესო, მამაო სპირიდონ, შემწირველმან აწინდელისა ამის ლოცვისა ჩუენისამან, გვიხსენ ჩუენ ყოველთაგან ჭირთა და ზედამოსლვათა, განამტკიცე მამული ესე ჩუენი მტერთა ჩუენთა ზედა, მოგვმადლენ ჩუენ დატევებაჲ ცოდვათა ჩუენთა და საუკუნოჲსა სიკუდილისაგან იხსენ ყოველნი, შენ მიერ ღმრთისა მიმართ მგალობელნი: ალილუია.

ეს კონდაკი იკითხება 3-გზის; და კვლავ იკოსი 1 და კონდაკი 1.

 

ლოცვა 1

ჰოი დიდო და ყოვლადსაკვირველო მღუდელთმთავარო ქრისტესო და სასწაულთმოქმედო სპირიდონ, კერკირას სიქადულო, სასანთლეო ყოვლადბრწყინვალეო, ღმრთისა მიმართ მეოხო მხურვალეო და მსწრაფლშუამდგომელო ყოველთათვის, რომელნი შეგივრდებით შენ ვედრებითა. ნიკეისა კრებასა მართლმადიდებელი სარწმუნოებაჲ შორის მამათა ყოვლადდიდებულად გამოათარგმანე შენ, ერთარსებობაჲ სამებისა წმიდისა ძალითა სასწაულებრივითა აჩუენე და საუკუნოდ მოწყალ სწავლებაჲ ერეტიკოსთა. ისმინე ვედრებაჲ ჩუენ ცოდვილთა, მღუდელთმთავარო ქრისტესო და ყოვლადძლიერითა მეოხებითა შენითა წინაშე ღმრთისა, გვიხსნენ ჩუენ ყოველთა ბოროტთა ვითარებათაგან: სიყმილისაგან, რღვნისა, ცეცხლისა და სიკუდილშემოსილისა წყლულებისაგან. რამეთუ ჟამსა ქუეყნიერისა ცხოვრებისა შენისასა ყოველთა ჭირთაგან დაიხსნიდი ერსა შენსა: ზედამოსვლისაგან აგარიანთასა და სიყმილისაგან სცევდი მამულსა შენსა, განუკურნებელისა წყლულებისაგან მეფეჲ აღადგინე და ცოდვილნი მრავალნი სინანულად მოიყვანენ, მკუდარნი განაცხოველენ დიდებულებითა და ცხოვრებისა შენისა სიწმიდითა, ჟამსა მსახურებისასა ტაძარსა მას შინა ანგელოსნი თანამსახურად მოიხუენ; ამით სახითა განგადიდა შენ, ერთგული მონაჲ თვისი, მეუფემან ქრისტემან და გულისხმისყოფაიცა ყოველთა საიდუმლოთა კაცობრივთა საქმეთა მოგემადლა შენ და უმართლოთა ცხოვრებასაცა ამხილებდი. შეეწეოდი შენ მრავალთა, სიღატაკესა და ნაკლულევანებასა შინა მყოფთა, ჟამსა მას სიყმილისასა უხუებითა ზრდიდი უპოვართა მათ და მრავალიცა სხუანი სასწაულნი აღასრულენ შენ სულისა ღმრთისა მიერ შორის შენსა დამკვიდრებულისა; ნუსადა დაგვიტევებ ჩუენცა, მღუდელთმთავარო ქრისტესო, მოგვიხსენე ჩუენ, შვილნი შენნი წინაშე საყდრისა მის ყოვლისამპყრობელისა და ევედრე უფალსა, რაჲთა მრავალთა ცოდვათა მოტევებაჲ მოგუანიჭოს ჩუენ, უჭირველი და მშვიდობითი ცხოვრებაჲ მოგვმადლოს, მოგვივლინოს ურცხუენელი და მყუდროჲ აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისა და ღირს გვყოს ჩუენ საუკუნესა ნეტარებასა და სამარადისოსა დიდებასა, რაჲთა მარადის სადიდებელსა და სამადლობელსა გალობასა აღვავლენდეთ წინაშე მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2

ჰოი ყოვლადნეტარო მღუდელთმთავარო სპირიდონ, სათნო ქრისტესო და უდიდებულესო სასწაულთმოქმედო; ანგელოსთა თანა წარდგომილ ხარ წინაშე საყდრისა ღმრთისა, გარდამოიხილე მოწყალითა თუალითა ერსა შენსა ზედა, მვედრებელისა ყოვლადძლიერისა შეწევნისა შენისაჲთა; ევედრე კეთილნაწლეობასა მოწყალისა ღმრთისასა, რაჲთა არა დაგვსაჯოს ჩუენ უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ მოგუაგოს ჩუენ მოწყალებისაებრ თვისისა, ითხოვე ჩუენთვის ქრისტესაგან ღმრთისა ჩუენისა ცხოვრებაჲ მშვიდობითი და უშფოთველი, სიმრთელეჲ სულთა და ხორცთა ჩუენთა, კეთილნაყოფიერებაჲ ქუეყანისა და უხუებითა და კეთილდღეობითა აცხოვნენ ყოველნი, მოგუმადლენ ჩუენ ძალი, რაჲთა არა ბოროტად გარდავაქციოთ ყოველი კეთილად მოვლინებული ჩუენდა ღმრთისა მიერ, არამედ ვყოთ იგინი დიდებად მისა და სიქადულად მეოხებისა შენისა; გვიხსენ ჩუენ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა ღმრთისა მიმართ მოლტოლვილნი, ყოვლისა დანთქმისა და ეშმაკისა ცილისწამებისაგან; ექმენ შენ მწუხარეთა ნუგეშინისმცემელ, უძლურთა - მკურნალ, ზედამოსლვათა შინა - შემწე, ობოლთა - მცუელ, ყმრათა აღმზრდელ, მოხუცთა - განმამტკიცებელ, მოგზაურთა - წარმმართებელად გზისა, მეზღუაურთა - მესაჭეჲ და გვეყავ მეოხ ყოვლადძლიერითა შუამდგომელობითა შენითა - ჩუენ, ცხოვნებისა მვედრებელთა ყოველთა; რაჲთა წინამძღუანებულნი და დაცულნი ლოცვითა შენითა, მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშვიდობასა და შენთანა ერთობითა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობით დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.