ევედრებიან წმიდა და მართალი ცხოვრების დაცვისათვის, ამასთან, ის ეხმარება საქმროს ან საცოლის შერჩევისას, ამ ხატის წინაშე წმიდა და მხურვალე ლოცვა ოჯახური პრობლემების მოგვარებაშიც შეეწევა. მრავალგზის სნეულებათაგან კურნებას აღასრულებს
გიხაროდენ, ღმრთისა სძალო, კუერთხო საიდუმლოო, ყუავილო დაუჭნობელად აღყუავებულო, გიხაროდენ, დედუფალო, რომლისა მიერ სიხარულით აღმოვივსენით და ცხოვრებაჲ მოგვიღებიეს.
უფროსადკურთხეულო ღმრთისმშობელო ქალწულო, თაყუანის ვსცემთ ყოვლადპატიოსანსა ხატსა შენსა, ქებისა გალობასა გიგალობთ შენ, შენდა შევვედრებით ყოველთა ჭირთა, ურვათა და ცრემლთა ჩუენთა, ჰოჲ ყუდროო შუამდგომელო ჩუენო, მახლობელ არიან შენთვის ქუეყნიერნი მწუხარებანი ჩუენნი, შეიწირენ სულთმანი ჩუენნი, შეგვეწიენ ჩუენ და გვიხსენ ჭირთაგან, რაჲთა ლმობიერებით დაუცადებელად ვხმობდეთ შენდა: გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყვავილო დაუჭნობელო!
ვითარცა კურთხევაჲ ღმრთისა და ვითარცა ნიჭი ზეცისა მრავალჟამსა მოლოდებული, გარდამოივლინა, ღმრთისმშობელო, მართალთა და მრავალსიხარულევანთა მშობელთა შენთა - იოაკიმესა და ანასა ზედა. ხოლო შენ, ჰოჲ ყრმაო ღმრთივრჩეულო, რაჟამს დაუტევე წიაღი მშობელთა შენთა, გამოსჩნდი ვითარცა ლამპარი დაუქრობელ სარწმუნეობისა, ვითარცა საცეცხლური კეთილსუნელებისა და სიმდაბლითა წარსდეგ წინაშე უფლისა და ძალმან მაღლისამან აღგიყვანა შენ ბჭემდე, რომელი შევალს წმიდათა შორის წმიდათასა და სრულად განგეღო შენ ზეცაჲ საიდუმლოჲ.
ჰოჲ უფროსადმოწყალეო ღმრთისმშ ბელო ქალწულო, აღმაღლენ ლოცვანიცა ეს ჩუენნი წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რაჲთა ეხმობდეთ ესრეთ:
გიხაროდენ, სიწმიდეო მიუწთომელო და სიმდაბლეო გამოუთქმელო;
გიხაროდენ, განდიდებულო სიმდაბლითა შენითაო;
გიხაროდენ, ჭურჭელო ღმრთივრჩეულო;
გიხაროდენ, მეოხო ჩუენო მხურვალეო;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
ჰოჲ ყოვლადწმიდაო ქალწულო მარიამ, მივდრკებით ჩუენ ცოდვლითა ზრახუათა და უფსკრულისა მიმართ სასირცხვინეთა საქმეთასა, განგრილებულ არნ გულნი ჩუენნი, თუალნი - დამძიმებულ და მირულებულ, არამედ შენ, ჰოჲ ყუავილო დაუჭნობელო, განგვბანენ ჩუენ ცუარითა განთიადისათა, განგვატფენ ჩუენ მზითა სიყუარულისა და გულმოწყალებისათა, და მიწიერისა მისგან ფერფლისა აღმიყუანენ ჩუენ, ჰოჲ დედუფალო, უფლისა მიმართ, რაჲთა სიმდაბლითა შევსწირვიდეთ მისდა ლოცუათა ამათ ჩუენთა და ვხმობდეთ: ალილუია.
გაბრიილ ანგელოსმთავარი წარმოიგზავნა ღმრთისა მიერ ქალაქსა მას გალილეისასა, ჰოჲ ყოვლადწმიდაო ქალწულო, და მოგართუა შენ წმიდაჲ ხარებაჲ, მხმობელმან: - გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა - ხოლო ჩუენ მხედველნი ესევითარისა დიდებულებისანი, მორჩილებითა გულისაჲთა ვხმობთ შენდა:
გიხაროდენ, რამეთუ მიმადლებულო ღმრთისა მიერ და განდიდებულო უფროჲს ანგელოსთა და წმიდათაო;
გიხაროდენ, რამეთუ მუცლად იღე ძე, რომელმან დაიმკვიდროს საყდარი დავითისა, მამისა თვისისაჲ;
გიხაროდენ, ნათელო დაუქრობელო, წყუდიადსა მას შინა აღნთებულო ჩუენდა;
გიახროდენ, განმღებელო ჩუენდა საუკუნოჲსა სიხარულისა ბჭეთაო;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
დამძიმებულ ვართ ურვითა და განვლევთ დღეთა ჩუენთა ამაოებითა და მწუხარებითა, არამედ შენ, ჰოჲ კურთხეულო, განანათლენ გულნი ჩუენნი სიმდაბლითა, რაჲთა მოდრეკითა თავთა ჩუენთასა ვხმობდეთ: -ეჰა მონანი უფლისანი, გვეყავნ ჩუენ სიტყუათაებრ შენთა - ხოლო ჩუენ, ჰოჲ ყუავილო დაუჭნობელო, ვხმობთ შენდა და შენგან შობილსა მიმართ ესრეთ: ალილუია.
მათ დღეთა შინა მიესწრაფე შენ, მარიამ, ქალაქსა მას იუდასსა და ამბორსუყოფდი ელისაბედს. ხოლო ელისაბედ აღვსებული სულითა წმიდითა ხმობდა ღმრთისა მიმართ მაღლისა გალობთ: ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა - ჰოჲ ქალწულო ყოვლადწმიდაო, მოგვიკითხენ ჩუენცა უძლურნი ესე გლახაკნი და აღამაღლენ სულთქმანი ჩუენნი მსგავსად სულნელისა მის საკმეველისა წინაშე საყდრისა მაღლისასა, რათა სავსებითა მმადლობელთა გულთასა ვხმობდეთ შენდა ესრეთ:
გიხაროდენ, რამეთუ მოხედა უფალმან სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა;
გიხაროდენ, რამეთუ გნატრიდენ შენ ყოველნი ნათესავნი;
გიხაროდენ, რამეთუ ჰყო შენთანა დიდებული ძლიერმან;
გიხაროდენ, წყაროო ცხოვრებისა და უკუდავებისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
ჰოჲ ყუავილო დაუჭნობელო, ჰოჲ შუენიერებაო კეთილსულნელო, გარდამოიხილე მწარესა მხუდარსა ჩუენსა ზედა, ევედრე ძესა შენსა, რაჲთა დაგვიფაროს ჩუენ ჭირთაგან და ურვათა, რისხუისა და სულთქმათაგან და ითხოვე მშვიდობაჲ გულთა ჩეუნთათვის, რაჲთა მოგუმადლოს ყოველი ვედრებისაებრ ჩუენისა და დაგვიცვას ჩუენ გამოუთქმელითა მოწყალებითა თვისითა. ხოლო ჩუენ სასოებითა ყოვლადძლიერისა მეოხებისა შენისათა, უფალსა ვადიდებთ ყოვლითა სულითა ჩუენთა და ვხმობთ მისდა: ალილუია.
მწყემსთა მათ, რომელნი სცვიდეს ღამესა მას შინა, სიხარული დიდი აუწყა ანგელოსმან უფლისამან კეთილად, ვითარმედ იშუა ქრისტე უფალი ქალაქსა მას დავითისასა და შეხუეული მიიწვინა ბაგასა. ჰოჲ ყოვლადწმიდაო დედაო, მშობელო პირმშოჲსა ძისა შენისაო, შეიწირე ხმობაცაჲ ესე მიერ ჩუენდა:
გიხაროდენ, ქალწულო ღმრთისმშობელო, რამეთუ ნათელი დაუვალი შენ მიერ გამოუბრწყინდების სოფელსა;
გიხაროდენ, ვარსკულავო, წყვდიადსა მას შინა მაჩუენებელო გზისა;
გიხაროდენ, ცისკარო, საიდუმლოჲსა მის დღისაო;
გიხაროდენ, აღმაღორძინებელო სულთა ჩუენთაო;
გიხაროდე, ნავთსაყუდელო და მსწრაფლშემწეო ჭირთა შინა ყოველთაო;
გიხაროდენ, ტრედო, მშობელო მოწყალებისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
ესე არს მომავალი მეუფეჲ სოფლისა, ესე არს საიდუმლოჲ მსხუერპლი, ანგელოსნი უგალობენ ცათა შინა: - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა. იშობა დღეს ცხოვრებაჲ ყოველთა კაცთაჲ, მოვალს საღმრთოჲ საიდუმლოჲ უაღმატებულესი, და ჩუენცა, მონათა ამათ უღირსთა, ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვაჲ, ყოველ ვნებაჲ და სიხარული და ვითარცა მწყემსნი და ვითარცა მოგუნი თაყუანისგცემდეთ შენ, ჰოჲ ღმრთისმშობელო და ძესა შენსა საღმრთ სა, დაუცადებლად მხმობელნი: ალილუია.
ესე მართალი სვიმეონ მოვალს ტაძრად სულითა და მიიქუამს ყრმასა იესოს ხელთა ზედა
თვისთა და აკურთხევს ღმერთსა, რაჲთა განუტევოს იგი, მონაჲ თვისი მშვიდობით, არამედ
სულსა შორის შენსა, დედაო მარიამ, განვიდეს მახვილი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან
გულთა ზრახვანი, არამედ ჩუენ შენ მიერ ცხოვნებულნი გიგალობთ ესრეთ:
გიხაროდენ, უფორსადკურთხეულო, სიხარულად გარდამცვალებელო მწუხარებისა მის დიდისაო;
გიხაროდენ, მარადის აღმომადინებელო სიტკბოებისა დედობრივისაო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისა ჩუენისაო, დამთმენელო ძისათვის შენისა უაღმატებულესისა სიხარულისა და უაღმატებულესისა მწუხარებისაო;
გიხაროდენ, სასოო და ნუგეშინისმცემელო ყოველთა მგლოვარეთაო;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
უფროსადსახიერო დედაო მარიამ, სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს ღელვითა და მრისხანებითა და სიღრმეჲ უფსკრულთა ესწრაფის დანთქმასა ჩუენსა. დაბნელებულ არს სიხარული ჩუენი. არამედ შენ ყუდროო და გულმოწყალეო, ევედრე ძესა შენსა, რათა შეგვიწყალოს ჩუენ, მწუხარენი და ობოლნი, ურვათა შინა ჩუენთა, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან განგვარინოს ჩუენ და განგვსწავლოს ჩუენ, თუ ვითარ ვიმარხვიდეთ სიმართლესა მისსა საუკუნოსა, ღირს გვყვნენ ჩუენ მსგავსად სვიმეონ ღმრთისმიმრქმელისა სიხარულითა გალობასა: - აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო - შეგვიწყალენ ჩუენ, ჰოჲ ყუავილო დაუჭნობელო, ნუ დაგვიტევებ ჩუენ და გვაცხოვნენ ჩუენ მხმობელნი ღმრთისა მიმართ: ალილუია.
ყრმაჲ იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა და მადლითა და შენ დედაჲ მისი იმარხავდი ყოველთა ამათ სიტყუათა გულსა შენსა. მწუხარეჲ და ტკივნეული ეძიებდი მას შორის ნათესავთა და მეცნიერთა და აღსავსემან სიხარულითა დიდითა ჰპოვე იგი ტაძარსა მას შინა, მჯდომარეჲ შორის მოძღუართა, რომელთა განაკვირვებდა სარმრთოჲთა ცნობითა თვისითა, ჰოჲ უფროსადუბიწოო სიწმიდეო, ჰოჲ უტკბილესო გულითა, სიყუარულითა განმატფობელო ყოვლისა სოფლისაო, რომელი ისმენ გალობასაცა ჩუენსა შენდა მომართ ესევითარსა:
გიხაროდენ სიყუარულითა გამომზრდელო საღმრთოჲსა ძისაო;
გიხაროდენ, მზეო მართალთაო;
გიხაროდენ, ბრძნად წარმმართებელო მშობელთა გულთაო;
გიხაროდენ, დაურღუეველო ზღუდეო ჭაბუკთა და ყრმათაო;
გიხაროდენ, დამცუელო ქალწულთა უბიწოთაო;
გიხაროდენ, მამათათვის მაჩუენებელო გზისა პატიოსნისა და მართლისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
- შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ - ჰკითხავდი ძესა შენსა იესოს, მხედველი მისი განკვირვებითა შორის ბრძენთა და მეცნიერთა, ცნობაჲ საღმრთოჲ! საღმრთოჲ გამოცხადებაჲ! მუნ, მამისა შენისა თანა ჯერ იყო ყოფაჲ შენი. ჰოჲ ყოვლადსახიერო დედაო, გარდამოიხილე შვილთაცა ჩუენთა ზედა და დაიფარენ იგინი კეთილსულნელითა საფარველითა შენითა. განანათლენ ძენი და ასულნი ჩუენნი ცნობისა ნათლითა, გნამტკიცენ ძალნი მათნი სულიერნი და ხორციელნი, დაიფარენ იგინი შიშითა ღმრთისაჲთა, მორჩილებითა მშობელთა და სიწმიდითა სულიერითა, გამოზარდენ იგინი სადიდებლად ღმრთისა და მხიარულებად მშობელთა თვისთა: ჰოჲ სასანთლეო სიყუარულისაო დაუქრობელისაო, განბანენ იგინი ზეთითა მოწყალებისა შენისაჲთა, განატფე თვინიერებითა თუალთა შენთათა, აკურთხენ იგინი დედობრივითა სამოსლითა შენითა. ჰოჲ ყუავილო დაუჭნობელო, სარწმუნოებით შევდრომილნი ქვეშე ფერხთა შენთა, სასოებითა შეურყეველითა და გულითა შემუსვრილითა, დაუდუმებელად ვუგალობთ ღმერთსა: ალილუია.
მეოხო მხურვალეო ნათესავისა უმეტესად მსიძავისა და ცოდვილისაო, ძემან შენმან და ღმერთმან ჩუნმან კანას გალილეასა სიტყუითა შენითა ჰყო დასაბამი ნიშთაჲ - ქორწილსა მას შინა; ევედრე ჟამსაცა ამას ძესა შენსა, ჰოჲ ღმრთისა დედაო, რაჲთა ჩუენ ზედაცა აღასრულოს სასწაული და დღენი ჩუენნი - ჭირვეულნი, აღსავსენი სიცრუითა, ტანჯვითა და გლოვითა, შესცვალოს და აღაღორძინოს მან სიხარული, სიმართლეჲ და სიყუარული, რაჲთა შორის ჩუენსა განმტკიცნებოდეს დასაბამი მადლისა საღმრთოჲსა, წყაროჲ სულისა წმიდისა - სამგვამოვანი ღმერთი წმიდაჲ. რაჲთა აღმოფხვრას ყოველი მზაკვრობაჲ და არაწმიდებაჲ გულთაგან ჩუენთა, ჰოჲ მიუწთომელო სიწმიდეო და გამოუთქმელო მოწყალებაო, მოაპყარი ყური შენი ლოცვითა ამათ ჩუენთა და ღირს გვყვნენ ხმობად ესრეთ:
გიხაროდენ, ნათელო სხივცისკროვანო სიყუარულისა და ყოველთა შეწყნარებისაო;
გიხაროდენ, ჭურჭელო საღმრთოო, სამარადისოჲსა ნეტარებისაო;
გიხაროდენ, ჩუენთათვის ყოველთა მხურვალეო მვედრებელო წინაშე ღმრთისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა საყდრისა მიმართ მსწრაფლაღმამაღლებელო ჭირთა ჩუენთაო;
გიხაროდენ, რამეთუ სიტყუათა მიერ შენთა ძეჲ შენი აღასრულებს ნიშთა მათ, სიხარულთა მომნიჭებელთა მიმართ სოფლისა;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
არღარა სუფევს სიყუარული, განქარდა სიმართლეჲ, დაემკვიდრა გულთა შინა ჩუენთათა სიცრუე და მტერობაჲ, მრისხანებაჲ და სიძულვილი, ძმაჲ ძმასა ზედა აღდგომილ არს, შვილნი მშობელთა და მშობელნი შვილთა ზედა. ჰოჲ გულმოწყალეო ღმერთო, ვინ არს შემაბილწებელ სამკალისა შენისა საკვირველისა, ანუ ვინ დანერგა ღუარძლი და ეკალი შორის იფქლისა. სამართლად არს მოწევნული რისხუაჲ შენი და აჰა, ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს, არამედ შენდა შევრდომილ არს დედაჲ შენი, მეოხი სოფლისა მხურვალეჲ; ჰოჲ სიყუარული ზესთააღმატებელი და გული უფროსადკეთილსულნელი! განგუაშორე ჩუენგან რისხუაჲ ღმრთისა, განამტკიცენ მოყუარულნი ჩუენნი, რაჲთა არა შეძვრიდეს მათ დევნულებაჲ, არცა ჟამთასვლაჲ, აკურთხენ მოძულენი ჩუენნი, მტერთა ჩუენთა შეუნდევ, მოამდორვენ განრისხებულნი გულნი მათნი და განანათლენ ნათლითა მით ქრისტეს სიყუარულისაჲთა და სიძულვილი და შური გარდასცვალენ სირცხვილად და სინანულად. ჰოჲ ყუავილო კეთილსულნელო, წარმოცარიელებულ არს ჭურჭელი ჩუენი, მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა და აღავსე იგი ღუინითა წმიდისა სიყუარულისა და სულიერითა მოზღუდვილებითა, რაჲთა მადლობით გულისათა დაუცადებლად გიგალობთ შენ: ალილუია.
ყოვლად იყო ქუეყანსა თანა და ზენათაგან ყოვლად არმოკლებულ იყო მოძღუარი იგი გარეშემოუწერელი, აღმადგინებელი სნეულთა, განმწმენდელი განბორებულთა, სიყუარულითა აღმავსებელი ყოვლისა სოფლისა, კრძალულებითა ტანჯუათა მტვირთველი, რომელი ჯუარსა ზედა დამსჭუალული დამოეკიდების შორის ორთა მათ ავაზაკთა და ყოველნი კაცნი წარდგომილნი აგინებდენ მას და მათ თანა მთავარნი და მხედარნი. ხოლო შენ, ჰოჲ მგლოვარეო დედაო, მოიდრეკდი თავსა შენსა წინაშე ჯუარისა და დედობრივსა გულსა შენსა განვიდოდა მახვილი, ხოლო ჩუენ, განმადიდებელი ვნებათანი ძისა შენისა, ესრეთ გიხმობთ შენ:
გიხაროდენ, უტკბილესო ქალწულო მარიამ, რამეთუ მწუხარებაჲ ეგე სიხარულად გარდაიქცევის და სიხარული იგი არაოდეს მოგეღოს შენგან;
გიხაროდენ, გულისხმისმყოფელო დედათა მათ მწუხარებათა, მხილველო შეურაცხებისა ძისა შენისასა, ჯუარცმულისა და გინებულისა;
გიხაროდენ, რამეთუ სოფლისა დედუფლად იწოდე შენ და მაღლად მჯდომარე ხარ საყდრისა თანა იესოსი - ძისა და ღმრთისა;
გიხაროდენ, რამეთუ მწუხარებითა გულისა შენისაჲთა მწუხარებაჲ ყოვლისა სოფლისა და ცოდვანი კაცთა ნათესავისა განბანე ცრემლითა;
გიხაროდენ, კრძალულო, ძეჲ ესე შენი აღსდგების, რაჲთა დახსნას საწერტელი სიკუდილისა და ნათელი მისი საუკუნოდ გამობრწყინდების;
გიხაროდენ, ღმრთისმშობელო, ხატებაო ზეციურისა სიწმიდისა და სახიერებისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
მხილველნი ესევითარად დამოკიდებულისა ძელსა ზედა მსგავსად ავაზაკისა, გიგალობთ შენ: ღმერთო, გვილხინე ჩუენ ცოდვილთა, დამთმენელო ტანჯუათა მრავალთაო შეცოდებათათვის ჩუენთა. ჰოჲ დედაო მგლოვარეო, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, დახსენ ცოდვათა ჩუენთა საკვრელნი, გულნი ჩუენნი განწმიდენ, რაჲთა მხურვალითა სულითა მსგავსად სანთელისა აღვენთოთ წინაშე ჯუარისა საღმრთოჲსა ძისა შენისასა, დაუცადებელად მვედრებელნი: მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა: ლოცვითა შენითა, ღმრთისმშობელო, წარმართენ სვლანი ჩუენნი აღსრულებად მცნებათა ღმრთისაჲთა, განგვბანენ ჩუენ და აღგუამაღლენ ჩუენ სხივცისკროვანისა ნათლისა დაუვალისა მის მიმართ, რაჲთა ვხმობდეთ ღმრთისა მიმართ: ალილუია.
- აღსრულდა, მამაო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა, - ჰოჲ, დედაო მგლოვარეო, გესმაა შენ, თუ ვითარ შეიძრა ქუეყანაჲ მწურხარებითა და განსქდა წიაღი მისი და საფლავნი აღეხუნეს და კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის განიპო, იხილეა ვითარ წყუდიადმან მოიცვა ქუეყანაჲ და კაცნი იტყოდნენ, ვითარმედ - ჭეშმარიტად კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო - ხოლო ჩუენ განკვირვებულნი სასწაულთამიერ ესევითართა, სამართლად გიგალობთ შენ:
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, რამეთუ დაგემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა შენსა, რომელნი აწ აღესრულებიან;
გიხაროდენ, მიმადლებულო ქალწულო, ცისკარო მიუაჩრდილებელო დაუვალისა დღისაო;
გიხაროდენ, სავანეო საიდუმლოთა მათ აღმატებულთაო;
გიხაროდენ, მომცემელო მადლისა მის საღმრთოჲსაო;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
დადუმდეს ხორციელი კაცი ყოველი და დგეს შიშითა და ძრწოლით. ესე შეიწირვის მსხუერპლი დიდი ცოდვათათვის სოფლისა. დაუტეოთ ყოველივე ზრუნვაჲ მსოფლიო და ამაოჲ და შეუვრდეთ საყდარსა მას მეუფისა დიდებისასა - გულითა წმიდითა დაუცადებლად მგალობელნი: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! ჰოჲ დედაო ცხოვნებისა ჩუენისაო, გვყვნენ ჩუენ ზიარად საუკუნოჲსა მის ნეტარებისა, რაჲთა ვხმობდეთ ღმრთისა მომართ: ალილუია.
ერთსა მას შაბათსა ცისკარსა მსთუად მოვიდნენ დედანი საფლავსა მას და მოაქუნდა ნელსაცხებელი და იყო ლოდი იგი გარდაგორვებული და არა ჰპოვეს გუამი იგი უფლისა იესოსი. ჰოჲ დედანო, ნუ განჰკრთებით და ნუ ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა. ქრისტე აღსდგა, ვითარ იგი გეტყოდა თქუენ, ხოლო შენ, ღმრთისმშობელო, ყოველთა გვასწავენ გალობად ესრეთ:
გიხაროდენ, რამეთუ ძე შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით;
გიხაროდენ, რამეთუ დღესასწაულობს ქუეყანაჲ ყოველი და ანგელოსნი გალობენ: - ქრისტე აღსდგა მკუდრეთით;
გიხაროდენ, რამეთუ დაიხსნენ საუკუნითგანი მოქლონნი;
გიხაროდენ, მომცემელო საუკუნოჲსა ცხოვრებისა დაუსრულებელისაო;
გიხაროდენ, რამეთუ სიყუარულითა შენითა და ლოცვითა შენითა ვიხსენებთ ჩუენ წყუდიადისა მისგან საუკუნოჲსა;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
იერუსალემ, იერუსალემ, რომელმან მოსწყვიტენ წინასწარმეტყუელნი, ყოვლადმძიმენი საქმენი ბოროტნი შენნი მოგეტევნეს შენ ღმრთისა მიერ და მზეჲ იგი დაუვალი გამობრწყინვებულ არს სოფელსა ზედა, განწმიდენ გულნი ჩუენნი, ქალწულო კრძალულო და საქორწინეთა სამოსლითა შემოსენ იგინი, რაჲთა სიხარულითა შევიდოდეთ ყოვლადმშვენიერსა პალატსა მას ქრისტესსა, მგალობელნი მისდა: ალილუია.
რაჟამს მოიწია ჟამი ღმრთისა მიმართ განსვლისა შენისა, ჰოჲ ღმრთისმშობელო ქალწულო, ბრწყინვალეჲ ანგელოსი უფლისა წარმოგიდგა შენ და შეიწყნარე ნებაჲ ღმრთისა კულად სიმდაბლითა და სიხარულითა და მშვიდობთ მიხველ ძისა მიმართ შენისა საღმრთოჲსა, ჰოჲ დაუცადებელო მეოხო ჩუენო, გარდამოგვივლინენ ჩუენცა, მშვიდობითი და უჭირველი გარდაცუალება ქუეყანისაგან ამის მწუხარებისა და გლოვისასა, რათა გიგალობდეთ შენ ესრეთ;
გიხაროდენ, ზეცად ამაღლებულო, დედუფალო ზეცისაო;
გიხაროდენ, მსწრაფლო და უეჭუელო მეოხო და შემწეო ჩუენო;
გიხაროდენ, ყოვლადსაგალობელო ქალწულო, რამეთუ ნათესავნი ნათესავამდე ნატრიან სახელსა შენსა;
გიხაროდენ, ცხოვრებისა აღძრულსა ზღუასა შინა უეჭულო ნავთსაყუდელო ჩუენო;
გიხაროდენ, სიხარულევანო, რომელი არა დაგვიტევებ ჩუენ შემდგომად მიძინებისცა შენისა;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
ჰოჲ ჟამი საშინელი აღსასრულისა ჩუენისა: გულნი და ასონი შეძრწუნდებიან, რაჟამს მოიხსენებენ მას; ვითარ დაგვიტევებს ჩუენ ობლად მოყუარე და მახლობელი ჩუენი, ვითარ გარდავიდენ განუბანელად ცხოვრებასა მას ახალსა, ვითარ წარვდგეთ წინაშე საშინელსა სამშჯავროჲსა შემოქმედისა და ღმრთისა, ჰოჲ ნუგეშინისმცემელო ჩუენო, ჰოჲ სახიერო შემწეო ჩუენო, შეგვეწიენ ჩუენ, რაჟამს მოიწევის ესე ყოველი. ხელი შენი მოყუარულისა დედისა დასდევ თხემსა ჩემსა ზედა, რაჲთა დაეყუდენ ტანჯუანი ჩუენნი და ურვათაგან კუალად დაიხსენ სულნი ჩუენნი. მოამდორვე მწუხარებაჲ განყრისა და გამოაბრწყინე ნათელი საუკუნოჲსა სიმართლისა წინაშე თუალთა ჩუენთა. ჰოჲ ყოვლადწმიდაო დედაო, სასოებასა ჩუენსა დავსდებთ შენ ზედა, გევედრებით შენ და უგალობთ ღმერთსა: ალილუია.
სულო ჩემო, სულო ჩემო, რაჲსათვის განმდიდრებულ ხარ ცოდვათა მიერ? ვის ზედა დაგიძს სასოებაჲ შენი, რასა მიუგებ უფალსა, რაჟამს მოიწევის განსჯად მის სოფლისა მსაჯული იგი; დღესა და ჟამსა მას, რომელი არა ვუწყოდეთ, წარმოავლინოს ანგელოსნი თვისნი საყუირთა ხმითა დიდითა კიდითგან ვიდრე კიდდმდე ქუეყანისათა და მკუდარნი აღდგებოდიან და მაშინ შეკრბენ ენანი ყოველნი და იხილონ ძეჲ კაცისა მომავალი ყოვლითა ძალითა და დიდებითა თვისითა, სადაღა იყუნენ მაშინ საქმენი კეთილნი, ჰოჲ კაცნო, ანუ გულმოწყალებაჲ, ანუ სიყუარული, დაბნელდების ცაჲ აურაცხელითა სიმრავლითა ჩუენთა ცოდვათა, ჰოჲ ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მხოლოსა შენსა ზედა დავსდებთ ჩუენსა სასოებასა დღესა მას და ნუ დაგვიტევებ ჩუენ, გვეყავ ჩუენ მცუელად და განმამტკიცებელად. სარწმუნოებითა მხურვალითა სასოებით შეუვრდებით ყოვლად წმიდასა ხატსა შენსა, მხმობელნი ესრეთ:
გიხაროდენ, ზღუდეო და სიმტკიცეო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, ელვაო, განმანათლებელო ბნელისაო;
გიხაროდენ, მეოხო ჩუენო, წინაშე საშინელსა სამსჯავრო ქრისტესა;
გიხაროდენ, დედუფალო ზეცისაო, დედაო ღმრთისა და უფლისა ცისა და ქუეყანისაო;
გიხაროდენ, დამფარველო ქუეყანისაო, ომფორითა წმიდითა შენითაო;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, ყუავილო დაუჭნობელო!
ჰოჲ ყუავილო დაუჭნობელო, ჰოჲ ყოვლადსაგალობელო დედაო მარიამ, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყუისაო, შეიწირე აწინდელი ძღუენი ესე ჩუენი და გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ზედამოსვლისა და ღირს გვყვნენ ჩუენ, დედუფალო სამეუფოსა მას ზეცისასა, მგალობელნი შენნი, ალილუია.
(ეს კონდაკი იკითხება სამგიზის და კვლავ იკოსი 1 და კონდაკი 1)
დედუფალო ჩემო სახიერო, სასოო ჩემო ღმრთისმშობელო, შემწყნარებელო ობოლთაო, მეოხო ყარიბთაო, სიხარულო მწუხარეთაო, მფარველო ჩაგრულთაო! მოხედენ ჭირთა ჩემთა, მოხედენ ურვათა ჩემთა, შემეწიე მე, ვითარცა უძლურსა, გამომზარდე მე ვითარცა მწირი. შენ უწყი ჭირნი ჩემნი, აღხოცენ იგინი, უკუეთუ გენებოს, რამეთუ არა მივის სხუაჲ შემწე და არცა სხუაჲ შუამდგომელი და ნუგეშინისმცემელი თვინიერ შენსა, ჰოჲ დედუფალო, რამეთუ შენ ხარ მცუელი და მფარველი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰოჲ ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო უფლისა მაღლისა ძალთაო, დედუფალო ცისა და ქუეყანისაო, ქალაქისა და მამულისა ჩუენისა მცუელო ყოვლადძლიერო; შეიწირე სამადლობელი, საქებელი გალობაჲ ესე უღირსთა მონათა შენთაგან და აღამაღლენ ლოცვანი ჩუენნი წინაშე საყდრისა მაღლისა ღმრთისა ძისა შენისა, რაჲთა მოწყალე იქმნეს უსამართლოებათა ჩუენთა ზედა და განამრავლოს მადლი თვისი პატივისმცემელთა ყოვლადპატიოსნისა სახელისა მისსა მომართ და სიყუარულით თაყუანისმცემელთა სასწაულმოქმედისა ხატისა შენისათა. არათუ ღირსებათა ჩუენთამიერ შეგვიწყალნეს ჩუენ, არამედ შენ ჰყოფ მას მოწყალედ ჩუენდა მომართ, დედუფალო, რამეთუ ძალგიძს ყოვლისა აღსრულება მის მიერ, რაოდენიცა გენებოს. ამისთვისცა მოვილტვით შენდა მომართ, ვითარცა უეჭველისა მსწრაფლშემწისა: ისმინე ხმაჲ მვედრებელთა ამათ შენთანი და ევედრე ღმერთსა, ძესა შენსა, რაჲთა მოანიჭოს მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობაჲ და მღვიძარებაჲ სულთათვის; მთავრობასა - სიბრძნეჲ და ძლიერებაჲ; მსაჯულთა - სამართალი თუალუხვავი; წინამძღუართა - გონიერებაჲ და სიმდაბლეჲ; მეუღლეთა - სიყუარული და თანხმობაჲ; შვილთა - მორჩილებაჲ; ჩაგრულთა - თმენაჲ; მჩაგვრელთა - შიში ღმრთისაჲ; მწუხარეთა - სულგრძელებაჲ; მხიარულთა - მოზღუდვილობაჲ და სული გონიერებისა და ღმრთისმოსაობისა, სული მოწყალებისა და სიმშვიდისა, და სული სიწმიდისა და სიმართლისა - ჩუენ ყოველთათვის. ჰოჲ დედუფალო ყოვლადწმიდაო, მოწყალე იქმენ უძლურებათა ზედა ერისა შენისა: განბნეულნი შეკრიბენ; შეცდომილნი დაადგინენ გზასა ზედა სიმართლისათა. ექმენ მოხუცთა - შემწე, ყმაწვილთა - განმაბრძნობელ, ყრმათა - აღმზრდელ და მოწყალითა თუალითა მეოხებისა შენისათა გარდამოიხილენ ჩუენ ყოველთა ზედა. აღგვადგინენ ჩუენ უფსკრულთაგან ცოდვათა და განგვინათლენ თუალნი გულთა ჩუენთანი გულისხმისყოფად გზისა ცხოვნებისათა. მოწყალე გვექმენ ჩუენ ქუეყანასა ამას ზედა, ჟამსა მწირობისა ჩუენისასა და მუნცა წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ძისა შენისა. ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა მკვიდრობაჲ მიანიჭე მამათა და ძმათა ჩუენთა, სარწმუნოებით გარდასრულთა ცხოვრებასა მას შინა საუკუნესა. რამეთუ ხარ შენ, დედუფალო, ზეცისა დიდებაჲ და სასოებაჲ ქუეყანისა, შენ ხარ სასოჲ და მეოხი ჩუენი ღმრთისა მიმართ ყოველთათვის სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილთა. ამისთვისცა გევედრებით შენ, ვითარცა შემწესა ყოვლისშემძლებელსა და თავთა ჩუენთა და ურთერთსა და ყოველსა ცხოვრებასა ჩუენსა შეგვედრებთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰოჲ, ყოვლადწმიდაო დედუფალო და უხრწნელო დედაო ქალწულო, ქრისტეანთა სასოო და ცოდვლითა ნავთსაყუდელო, ყოველნი მოლტოლვილნი შენდა დაიცევ და შეისმინე გოდებაჲ ჩუენი, მოჰყავ ყური შენი ლოცვასა ჩუენსა, დედუფალო და დედაო ღუთისა ჩუენისაო; შენდა შეწევნისა მვედრებელთა ნუ უგულებელს-ჰყოფ. განმსწავლენ და განმანათლენ ჩუენ: ნუ გარეემიიქცევ პირსა შენსა მონათა შენთაგან - ამაოთა ამათ დრტვინვათა ჩუენთათვის. მეყავ ჩუენ დედა და მფარველ, რომელნი მოწყალესა საფარველსა შენსა ქუეშე შთავრდომილ ვართ, უშფოთველსა და უვნებელსა ცხორებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე. ჰოჲ, დედაო მარიამ, უფროსადკურთხეულო მსწრაფლშემწეო, შუამდგომლობითა შენითა დამიფარენ, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცევ, ბოროტთა კაცთა სიბორგილეჲ გულისა მოამდოვრე, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. ჰოჲ, დედა უფლისა შემოქმედისა ჩუენისაო, შენ ხარ ძირი ქალწულებისა და ყუავილი დაუჭნობელი უმანკოებისა და სიწმიდისა. გარდამომივლინე შეწევნაჲ შენი, რომელნი უძლურებათა და ხორციელთა ვნებათა შინა შთავრდომილ ვართ - არაწმიდებითა გულისათა. განანათლენ თუალნი სულისა ჩუენისასა, რათა ვიქმნეთ მხილველ გზისა მის სიმართლისა ღვთისასა. უძლური ნებაჲ ჩუენი განამტკიცენ აღსრულებითა მცნებათა, რაჲთა ვიხსნეთ ჩუენ ყოვლისა განსაცდელისა და ზედამოსვლისაგან და შენითა შუამდგომლობითა განვმართლდეთ წინაშე სამშჯავროსა ძისა შენისასა, რომლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა, პატივსა და თაყუანის-ცემასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.